განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001451267
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
N25აპ-19 13 მარტი, 2019 წელი
ქ----- თ-----, 25აპ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ----- ქ-----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა----–--- კ---------ას განცხადებები, რომლებითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ თ----- ქ-----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა----–--- კ---------ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენით თ----- ქ-----, _ დაბადებული 1----–-–----------ს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ახლადდანიშნული სასჯელი და თ----- ქ-----ს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 1 ივლისიდან იმავე წლის 8 აგვისტოს ჩათვლით და 2016 წლის 4 მარტიდან იმავე წლის 22 აპრილის ჩათვლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ----- ქ-----მ და მისმა ადვოკატმა ა----–--- კ---------ამ.
4. 2019 წლის 11 მარტსა და 13 მარტს წარმოდგენილი განცხადებებით მსჯავრდებული თ----- ქ----- და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა----–--- კ---------ა შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ თ----- ქ-----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა----–--- კ---------ას შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და მათი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ----- ქ-----სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა----–--- კ---------ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორთა მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე