განჩინება

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
010100218700050628
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050628

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №578აპ-18 ქ. თბილისი

გ--------–---–ი რ-----, 578აპ-18 19 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ----- გ--------–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით რ----- გ--------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 2 მაისის ეპიზოდი) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 მარტის განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც უცვლელად დატოვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ).

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ - სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჯარიმა - 6000 ლარი - კვლავ დაემატა და საბოლოოდ რ----- გ--------–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 6000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 2 ივნისიდან.

 

განაჩენით რ----- გ--------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განაჩენით რ----- გ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

2017 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 03:32 საათზე, ქ.თ---–--–ი, მ----–-ს ქ. N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----- გ--------–---–ი ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს „ს----------5-ის“ კუთვნილი სატვირთო ავტომობილიდან 5 ტომარა შაქარს. კერძოდ, რ----- გ--------–---–მა სატვირთო ავტომობილიდან გადმოაწყო ხუთი ტომარა შაქარი, მათგან სამი ტომარა მოათავსა მის მიერ გაჩერებულ ტაქსიში, რა დროსაც შეამჩნიეს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების თანამშრომლებმა, რომლებმაც რ----- გ--------–---–ს არ მისცეს განზრახვის სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა და ადგილზე დააკავეს.

 

რ----- გ--------–---–ის ქმედებით შპს „ს----------5-ს“ შესაძლოა, მისდგომოდა 395 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას, კერძოდ: ძირითადი სასჯელის შემცირებას 4 წლით თავისუფლების აღკვეთამდე და წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის - 6000 ლარი ჯარიმის შთანთქმას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

რ----- გ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 2 მაისის ეპიზოდი) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც უცვლელად დატოვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ).

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ – სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 6000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ----- გ--------–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 2 ივნისიდან.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ----- გ--------–---–მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებით, ისე - მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლებით (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლევი, იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენის ფაქტზე) და ისე განუსაზღვრა მსჯავრდებულ რ----- გ--------–---–ს სამართლიანი სასჯელი.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ რ----- გ--------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე