განჩინება

სისხლის სამართლის 13.03.2019
საქმის ნომერი
010141318700066150
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066150

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№562აპ-18 ქ. თბილისი

მ-------–---–ი ზ-----, 562აპ-18 13 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ----- მ-------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---------- კ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ზ----- მ-------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია). ზ----- მ-------–---–ი, - დაბადებული 1----–-–--------სს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით ზ----- მ-------–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ზ----- მ-------–---–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

ზ----- მ-------–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 მარტიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----- მ-------–---–მა 2017 წლის 24 იანვარს თავისი ნაცნობის - თ-------- ხ--------გან გაიცნო 13 წლის ა-- მ------–---–ი, რომელთანაც 2017 წლის 25 იანვარს დაამყარა სქესობრივი კავშირი, რის შემდეგაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა-- მ------–---–ი იყო 16 წელს მიუღწეველი, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 25 იანვრიდან იმავე წლის 4 თებერვლის ჩათვლით, რამდენჯერმე ჰქონდა მასთან სქესობრივი კავშირი თ---–--ის სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის - თ---–--ში, გ-–----ში, გ-------–-----ის დასახლებაში, ქართლის ქუჩის N---ში მდებარე გრიგოლ გიორგაძის საცხოვრებელ სახლში.

 

4. თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და ზ----- მ-------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

6. კასატორის პოზიციით, ზ----- მ-------–---–ი სქესობრივი კავშირის დამყარებამდე დაზარალებულის ასაკში არ დაეჭვებულა, ხოლო როდესაც მისი ასაკი შეიტყო, სქესობრივი კონტაქტი მასთან აღარ დაუმყარებია. საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ზ----- მ-------–---–ის მიერ ა-- მ------–---–თან სქესობირვი კავშირის დამყარებამდე მისი ასაკის ცოდნას. კასატორი აგრეთვე უთითებს, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფცირებით მსჯავრდებულის მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. დაზარალებული მოწმის - ა-- მ------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულს დაზარალებულთან ჰქონდა პირველი სქესობრივი კავშირი, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა. მ------–---–ი იყო 14 წლის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ზ. მ-------–---–მა მასთან სხვადასხვა დროსა და ადგილას კვლავ დაამყარა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. ა-- მ------–---–ის ჩვენებას შეესაბამაბება დათვალიერების ოქმი, რომელიც სოციალურ ქსელში ზ. მ-------–---–ისა და ა. მ------–---–ის მიმოწერას ასახავს. თავად ზ----- მ-------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა დაადასტურა ფეისბუკის მეშვეობით ა-- მ------–---–თან მიმოწერის ფაქტი.

 

10. საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას ზ----- მ-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის თაობაზე. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონით შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქცია, მაგრამ როგორც ცვლილებამდე -

 

2017 წლის 4 მაისამდე, ისე ამჟამად მოქმედი რედაქცია დასჯადად აცხადებს სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას (რაც ზ----- მ-------–---–თან დაკავშირებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია). ამასთან, საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის (ძველი რედაქცია) სანქცია - 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა - შეესაბამება საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, რაც ასევე ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ზ----- მ-------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---------- კ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე