განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2019
საქმის ნომერი
050100118002263400
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002263400

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

N568აპ.-18 ქ. თბილისი

გ------–--- ო----, 568აპ.-18 19 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ნიკა მახარაძის

ადვოკატ – ი-----–- მ-------ის

მსჯავრდებულ _ ო---- გ------–--ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ო---- გ------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–---- კ-----ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით ო---- გ------–---, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ო---- გ------–--ის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და ჯარიმა – 2250 ლარი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ო---- გ------–---ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2017 წლის 7 დეკემბრიდან.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ო---- გ------–---მ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, ძალადობა და სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--------ში მცხოვრები ო---- გ------–--- ო----------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით – მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე. ო---- გ------–--- 2017 წლის 19 მაისს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან და 2017 წლის 21 მაისიდან მეუღ-ლესთან - ი----- მ------–---–თან გააგრძელა თანაცხოვრება. ო---- გ------–--- თანაცხოვრების პერიოდში არ აძლევდა მეუღლეს - ი----- მ------–---–ს უფლებას, რომ სურვილისამებრ ესაუბრა მობილური ტელეფონით, ესარგებლა სოციალური ქსელით და მასთან შეთანხმების გარეშე მისულიყო ახლო ნათესავებთან. ამასთან, სისტემა-ტურად სცემდა და შეურაცხყოფდა მას. კერძოდ, 2017 წლის 4 სექტემბერს ო---- გ------–---მ, იმ მიზეზით, რომ მეუღლემ - ი----- მ------–---–მა ტანსაცმლის ჩაცმაზე დაიხმარა მეზობელი, მ--------- გ----------, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას სცემა მას ხელებითა და ფეხებით, რა დროსაც დაზარალებულს სხეულზე განუვითარდა დაზიანებები. აღნიშნულით ი----- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის 6 სექტემბერს ო---- გ------–---მ ეჭვიანობის ნიადაგზე კვლავ გამოიჩინა ძალადობა და მეუღლეს – ი----- მ------–---–ს საცხოვრებელ სახლში დაუწყო ცემა ხელებით სახისა და თავის არეში, რა დროსაც ი----- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა. ამასთან, მეუღლის აგრესიისაგან თავის დასაღწევად გაიქცა სახლიდან და მეზობლად მცხოვრებ ნ---- ც---–---ის ოჯახს შეაფარა თავი. ასევე, 2017 წლის 23 ნოემბერს ო---- გ------–---მ, განაწყენებულმა იმით, რომ მეუღლემ 2016 წელს სამართალდამცავ ორგანოებს მისცა მისი მამხილებელი ჩვენება ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, რასაც მოჰყვა მისი დაკავება, კვლავ იძალადა და ი----- მ------–---–ს საცხოვრებელ სახლში დაუწყო ცემა ხელებით სახის, თავისა და ზურგის არეში, ასევე – უკბინა ხელებზე, რის გამოც ი----- მ------–---–ს სხეულზე განუვითარდა დაზიანებები. ო---- გ------–--ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ი----- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა. 2017 წლის 4 დეკემბერს ო---- გ------–--- მეუღლე ი----- მ------–---–თან ერთად იმყოფებოდა შპს „მ-----–---ს“ ო----------ის სამედიცინო ცენტრში, სადაც მისთვის მეუღლის – ი----- მ------–---–ისგან, ასევე სამედიცინო პერსონალისგან ცნობილი გახდა მისი ორსულობის შესახებ. ვინაიდან ი----- მ------–---–ი საჭიროებდა მკურნალობას, იგი ექიმის მითითებით დატოვეს სამედიცინო ცენტრში. 2017 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 10 საათიდან 16 საათამდე პერიოდში, ო---- გ------–---მ შპს „მ-----–---ს“ ო----------ის სამედიცინო ცენტრში, პალატაში მყოფი წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის - ი----- მ------–---–ის მიმართ გამოიჩინა ძალადობა და იმ მიზეზით, რომ იგი 2017 წლის სექტემბერში გაიქცა სახლიდან, შეურაცხყო, დაამცირა და სამჯერ სცემა მას ხელებით თავის, სახისა და ფეხის მიდამოში, რა დროსაც მას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით ო---- გ------–---მ წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ი----- მ------–---–ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და დაზიანებები – სხეულის სხვადასხვა არეში.

 

4. კასატორებმა – მსჯავრდებულმა ო---- გ------–---მ და მისმა ინტერესების დამცველმა ითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენის გაუქმება.

 

5. 2019 წლის 14 მარტს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძეს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორსა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილესთან.

 

6. 2019 წლის 15 მარტს პროკურორმა ნიკა მახარაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ო---- გ------–---ს შორის 2019 წლის 14 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული ო---- გ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ო---- გ------–--ის მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვთ და ჯარიმა – 2250 ლარი. საბოლოოდ, ო---- გ------–---ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

7. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ნიკა მახარაძემ, მსჯავრდებულმა ო---- გ------–---მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი-----–- მ-------ემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნიკა მახარაძესა და მსჯავრდებულ ო---- გ------–---ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით ო---- გ------–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

 

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ო---- გ------–--ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ო---- გ------–--- ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

 

4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ცნობილია ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

 

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

6. ამდენად, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ო---- გ------–--ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნიკა მახარაძესა და მსჯავრდებულ ო---- გ------–---ს შორის;

 

4. ო---- გ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ო---- გ------–--ის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და ჯარიმა – 2250 ლარი;

საბოლოოდ, ო---- გ------–---ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

5. მსჯავრდებულ ო---- გ------–---ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 7 დეკემბრიდან;

6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე