განჩინება

სისხლის სამართლის 22.03.2019
საქმის ნომერი
010141318700066156
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066156

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №92აგ-18 22 მარტი, 2019 წელი

ა-–----–---–ი ა-------, 92აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა------- ა-–----–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ა---–-----ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა

პროკურორსა და ბრალდებულ ა------- ა-–----–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ა------- ა-–----–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე.

 

ა------- ა-–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების თანახმად, ა------- ა-–----–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ა------- ა-–----–---–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

ა------- ა-–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -2015 წლის 7 ივნისიდან იმავე წლის 9 ივნისის ჩათვლით.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა------- ა-–----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ა------- ა-–----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა------- ა-–----–---–ის მიმართ გავრცელდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის მოქმედება.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

მსჯავრდებულ ა------- ა-–----–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

5. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ა------- ა-–----–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ა------- ა-–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე ასევე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 საათით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე კვლავ შეეცვალა პირობითი მსჯავრით.

 

ა------- ა-–----–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 11 თვისა და 27 დღის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე ასევე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 საათით.

6. 2018 წლის 6 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ა------- ა-–----–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ----- ა---–-----მა, რომლებმაც ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 24 ოქტომბრის, 2017 წლის 15 თებერვლის, 2017 წლის 30 ნოემბრისა და 2017 წლის 14 ივლისის) გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, განაჩენის გადასინჯვა.

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა------- ა-–----–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ა---–-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

8. კასატორი – მსჯავრდებული ა------- ა-–----–---–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ----- ა---–-----ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვას, შესაბამისად, განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის, გამოსაცდელი ვადის გაუქმებასა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ა------- ა-–----–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ა---–-----ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ა---–-----ის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

 

3. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ა------- ა-–----–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ა---–-----ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ა------- ა-–----–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ა---–-----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ა------- ა-–----–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ა---–-----ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე