განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700067518
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №619აპ-18 ქ. თბილისი
ა---–--- ბ-----, 619აპ-18 8 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე),ნუგზარ სხირტლაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის - ამირან გულუაშვილის, მსჯავრდებულების - გ------- მ-----–---–-ს, ბ----- ა---–---ს, ლ---- ქ--------სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ვ--–------–---–-ს, მსჯავრდებულ გ------- მ-----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე------ ზ-------–---–-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ----- ა---–---ს ბრალი დაედო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის რაიმე გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; წამებაში, ე. ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნასა და ისეთ მოპყრობაში, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციისა და აღიარების მიღება, პირის დაშინება და დასჯა, მის და მესამე პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი მოხელის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ძალადობით, რამაც ფიზიკური პირის უფლების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; გ------- მ-----–---–სა და ლ---- ქ--------ს - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ძალადობითა და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მ---ს ქ--------ს - წამებაში, ე. ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნასა და ისეთ მოპყრობაში, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციისა და აღიარების მიღება, პირის დაშინება და დასჯა, მის და მესამე პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი მოხელის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ----- ა---–--- 2005 წლის 23 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის N--- ბრძანებით დაინიშნა და 2008 წლის 17 დეკემბრამდე მუშაობდა ს------–---------–---------------------- თავმჯდომარედ და ევალებოდა დაკავებული თანამდებობის შესატყვისი უფლებამოსილების განხორციელება. ,,პატიმრობის შესახებ“ 1999 წლის 22 ივლისის კანონის მე-11 მუხლისა (დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი) და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად (ახალი რედაქციით ანალოგიური მუხლი), იგი წარმოადგენდა მოხელეს.
ბ----- ა---–---ს მიერ, რომელიც მოქმედებდა კანონით დაკისრებულ მოვალეობათა საწინააღმდეგოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მარტის ბრძანებით ბრალდებულებს - საქართველოს შს სამინისტროს იმჟამინდელი კ-----------–-----------------------------------------ს ყოფილ თანამშრომლებს - გ--------- ა-–----ს, ა-–---------- ღ-----ს, მ-----– ბ----–-------სა და ა---------– ა--–------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ წინასაწარი პატიმრობა და იმავე დღეს შესახლდნენ ს------–---------–---------------------- (შემდგომში „ს---“-ი) N- დაწესებულებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოხსენებული ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხულ დანაშაულში მთავარ ფიგურანტს/შემკვეთს წარმოადგენდა საქართველოს შს სამინისტროს კ-----------–-----------------------------------------ს იმჟამინდელი დირექტორი დ----- ა---–---, რომელიც წინასწარ, ურთიერთშეთანხმებით ჩადენილ დანაშაულში არ ამხილეს გ. ა-–----მ, ა. ღ-----მ, მ. ბ----–-------მ და ა. ა--–------მა. აღნიშნული პირების მიერ გაწეული ერთგულებისა და თანადგომის საფასურად, დ----- ა---–--- თითოეულ მათგანს დაჰპირდა პატიმრობისა და სასჯელის მოხდის მთლიანი ვადის განმავლობაში ოჯახური და ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად საზღაურს, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდას სიმბოლური ვადით, ხოლო ამ ვადის განმავლობაში – კომფორტულ ცხოვრებასა და სხვა უკანონო შეღავათებს.
ზემოაღნიშნული პირებისათვის მიცემული წინასწარი შეპირება – საპატიმრო ადგილებში პრივილეგიურ მდგომარეობაში ყოფნის თაობაზე – უნდა შესრულებულიყო დ----- ა---–---ს ძმის - ბ----- ა---–---ს აქტიური დახმარებითა და უშუალო მონაწილეობით, ვინაიდან იმ დროისათვის მას ეკავა ს------–---------–---------------------- თავმჯდომარის თანამდებობა. თავისი ძმის - დ----- ა---–---სათვის ქმედითი მხარდაჭერის გზითა და უკანონო უპირატესობის მინიჭების მიზნით პატიმრების - გ--------- ა-–----ს, ა-–---------- ღ-----ს, მ-----– ბ----–-------სა და ა---------– ა--–------ის N- დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე ხანში, დაწესებულების იმჟამინდელმა დირექტორმა მ---ს ქ--------მ, რომელიც, თავის მხრივ, ახალი დანიშნული იყო ასევე თავად ბ----- ა---–---ს მიერ, იმავე დაწესებულების თანამშრომლებს მისცა მითითება, რომ ამ მსჯავრდებულებისთვის დაწესებულების თანამშრომლებს არ უნდა შეექმნათ არანაირი პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ განსხვავებით სხვა ბრალდებულებისაგან, მათზე არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო თავად ამ პირებთან თანამშრომლების დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო სრულიად განსხვავებული და საგანგებოდ ლოიალური.
მ. ქ--------ს მითითებების შესაბამისად, N- დაწესებულების ადმინისტრაციამ შექმნა ისეთი პირობები, რომ ბრალდებულები - გ--------- ა-–----, ა-–---------- ღ-----, მ-----– ბ----–------- და ა---------– ა--–------ი აღმოჩნდნენ საგანგებოდ პრივილეგიურ მდგომარეობაში, კერძოდ, მათი საკანი/საკნები არ მოწმდებოდა, თუ მოწმდებოდა, ისიც მხოლოდ ფორმალურად, რადგან აღნიშნული ბრალდებულები საკნიდან არ გამოდიოდნენ, მაშინ, როცა სხვა პატიმრების შემოწმებისას საკნიდან გამოსვლა სავალდებულო იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს ბრალდებულები მოყვანისთანავე მოათავსეს ჯერ ცალ-ცალკე საკანში, შემდგომ, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ – ორ-ორად, ორ სხვადასხვა საკანში და ბოლოს, მალევე – ყველა ერთ საკანში. მათი ამგვარი განაწილება, კერძოდ, ორ სხვადასხვა საკანში, ხოლო შემდგომ ყველას ერთ საკანში განთავსება ეწინააღმდეგებოდა იმ დროს მოქმედი ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელი იყო ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების მოთავსება ერთ საკანში. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით, 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებებით კანონის ეს მოთხოვნა ამოიღეს აღნიშნული ნორმიდან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმეზე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ ყურადღების მიღმა და შეფასების გარეშე არ დაუტოვებია იმდროინდელი ს------–---------–---------------------ს თანამშრომელთა მხრიდან კანონის ზემომითითებული მოთხოვნის დარღვევა, კერძოდ ის, რომ „დაუშვებელია ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების მოთავსება ერთ საკანში“. ევროპულმა სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ იგი ,,... აღელვებულია იმ ფაქტის გამო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ვერ მოახერხა ოთხი ბრალდებულის ცალ-ცალკე საკნებში განთავსება, რაც ამ მოვლენების მიმდინარეობის დროს მოქმედი „პატიმრობის შესახებ“ კანონის 86-ე მუხლის მეორე ნაწილით პირდაპირ იყო მოთხოვნილი“.
გარდა ამისა, ამ დაწესებულებაში ზემოაღნიშნული ბრალდებულების ყოფნის დროს არ მოწმდებოდა მათი ამანათები და მათთვის გადასაცემი საკვები, რომელიც, ძირითადად, იყო ისეთი, რაც სხვებისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და შინაგანაწესით აკრძალული იყო. აღნიშნულით კი ფაქტობრივად დაირღვა ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მოთხოვნები (მოქმედი კანონის 75-ე მუხლი). ჟურნალში არ ტარდებოდა და არ მოწმდებოდა მათთან მომსვლელი პირები, რომელთა უმეტესობა იყო მაღალი რანგის თანამდებობის პირი, სახელდობრ, აღნიშნულ ბრალდებულებს ხშირად სტუმრობდნენ: საქართველოს ი------–---------------------------–------------–-ის თანამშრომელი ია პ------, კ-----------–-----------------------------------------ს თავმჯდომარე ი----- თ-----------, ს------–---------–---------------------ს თავმჯდომარის მოადგილე კ--- ბ--–-------- და თავად ბ----- ა---–---.
მითითებული ბრალდებულებისათვის მიცემული წინასწარი შეპირების შესრულების უზრუნველყოფა საპატიმრო ადგილებში პრივილეგიურ მდგომარეობაში ყოფნის თაობაზე გაგრძელდა ასევე მას შემდეგაც, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულები - გ--------- ა-–----, ა-–---------- ღ-----, მ-----– ბ----–------- და ა---------– ა--–------ი დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, 2006 წლის 18 ივლისს შეასახლეს ს------–---------–---------------------ს N-- დაწესებულებაში.
N-- დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიყვანამდე და მათ მიმართ განაჩენის დადგენამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ბ----- ა---–---მ თავისთან დაიბარა იმ პერიოდში ს----ის N- დაწესებულების დირექტორი, მისთვის სანდო პირის თ------ ტ--------, რომელსაც ამ თანამდებობაზე დასანიშნად ბ----- ა---–---სთან წინასწარ რეკომენდაცია გაუწია მსჯავრდებულმა გ--------- ა-–----მ. შეხვედრის დროს მას დაავალა მსჯავრდებულების - გ. ა-–----ს, ა. ღ-----ს, მ. ბ----–-------სა და ა. ა--–------ისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა, ბ----- ა---–---მ სწორედ ამ განზრახვით დანიშნა იგი ს----ის N-- დაწესებულების დირექტორად.
თ------ ტ-------- დასთანხმდა შეთავაზებულ თანამდებობას მისი თანამდევი შედეგებით და შეუდგა ბ----- ა---–---სგან მიღებული იმ დანაშაულებრივი განკარგულების შესრულებას, რომელიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად (მოქმედი კანონის ანალოგიური მუხლი), აკრძალული იყო და ეწინააღმდეგებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შინაგანაწესს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბ----- ა---–---მ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, უგულებელყო კანონის იმპერატიული მოთხოვნა და გასცა დანაშაულებრივი განკარგულება კანონის არაერთგზის დარღვევის შესახებ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბერის №--- ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (მოქმედი: 2012 წლის 17 დეკემბერის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის №--- ბრძანების მე-3 და მე-4 მუხლი), დეპარტამენტის თავმჯდომარეს ეკისრებოდა მხოლოდ კანონშესაბამისი ფუნქციების განხორციელება და გამომდინარე აქედან – კანონიერი ბრძანებებისა და დავალებების გაცემა, რაც ბ----- ა---–---მ არაერთგზის დაარღვია. ბ----- ა---–---ს ზემოაღნიშნული უკანონო მითითება მიმართული იყო თავისი ძმის - დ----- ა---–---სათვის უკანონო ხელშეწყობისაკენ, რაც ემსახურებოდა, სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებით, გ--------- ა-–----ს, ა-–---------- ღ-----ს, მ-----– ბ----–-------სა და ა---------– ა--–------ისთვის უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების მიზანს, რათა სასჯელის მოხდის მთლიანი ვადის მანძილზე მათ არ დაესახელებინათ მათ მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა, მათ შორის - დ----- ა---–--- (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განჩინება საქმეზე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი N--------), 2013 წლის 1 ივლისის დადგენილება დ----- ა---–---ს ბრალდების შესახებ).
ბ----- ა---–---ს მიერ გაცემული საგანგებო დავალების შესრულების მიზნით, N-- საპყრობილის დირექტორი - თ------ ტ-------- შეხვდა თავის მოადგილეებს - მ------- გ-------ს, შ----- მ------–---–ს, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს - ზ----- ჯ-------–--ს, რეჟიმის განყოფილების უფროსს - რ----- ჭ--------–---ს, გარე დაცვის სამსახურის უფროსს - დ----- ს---------ს და გადასცა მათ ბ----- ა---–---ს მიერ გაცემული განკარგულება მსჯავრდებულების - გ--------- ა-–----ს, ა-–---------- ღ-----ს, მ-----– ბ----–-------სა და ა---------– ა--–------ისთვის ს----ის N-- დაწესებულებაში საგანგებო პირობებისა და კომფორტის შექმნის შესახებ, რაც ასევე გულისხმობდა მათთვის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ პატიმართა საცხოვრებელ კორპუსში მდებარე დამოუკიდებელი ფართის (ყოფილი მედ/ცენტრის) საცხოვრებლად გადაკეთებას, გარემონტებას და კეთილმოწყობას, რაც მათ მოკლე ვადებში განახორციელეს კიდეც. სახელდობრ, საგანგებოდ შერჩეულ ფართში შეიღება კედლები, იატაკი, კარ-ფანჯარა, შემოიღობა გარე პერიმეტრი, მოეწყო დამოუკიდებელი სველი წერტილები, სამზარეულო და სხვა სათავსები.
ზემოაღნიშნული მსჯავრდებულების ს----ის N-- დაწესებულებაში შესახლებისთანავე, რომელთაც თან ახლდათ ს------–---------–-------------------------------------ს მაშინდელი მოადგილე კ--- ბ--–--------, თ------ ტ--------მ თავისთან დაიბარა მოადგილეები - შ----- მ------–---–ი, მ------- გ-------, ასევე უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ზ----- ჯ-------–--, რეჟიმის განყოფილების უფროსი რ----- ჭ--------–---, გარე დაცვის სამსახურის უფროსი დ----- ს--------- და ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელი პირები. თ. ტ--------მ, კ--- ბ--–--------სთან ერთად, კიდევ ერთხელ შეახსენა ბ----- ა---–---ს სპეციალური დავალება. თ------ ტ--------მ და კ--- ბ--–--------მ მათ კიდევ ერთხელ განუმარტეს მსჯავრდებულებთან - გ--------- ა-–----სთან, ა-–---------- ღ-----სთან, ა---------– ა--–------თან და მ-----– ბ----–-------სთან მოპყრობის წესები, კერძოდ: სასჯელის მოხდის მთელ პერიოდში მათთვის კომფორტული პირობების უზრუნველსაყოფად ამ უკანასკნელთ არ უნდა შეხებოდათ საქართველოს კანონმდებლობითა და ციხის შინაგანაწესით დადგენილი არცერთი წესი, აკრძალვა და ვალდებულება. მათთვის არ უნდა შეზღუდულიყო თავისუფალი გადაადგილება ციხის ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს და უნდა ჰქონოდათ როგორც საქალაქო, ასევე მობილური ტელეფონებით სარგებლობის შეუზღუდავი უფლება; არ უნდა მომხდარიყო მათთან მისული მნახველების შესაბამის ჟურნალში რეგისტრაცია, კონტროლი და მიტანილი ამანათების შემოწმება; არ უნდა შეეფერხებინათ მათთან მისული მნახველები დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში და არ უნდა შეეზღუდათ დროში; არ უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულების ოთახების დათვალიერება, ჩხრეკა და აკრძალული საგნების აღმოჩენა და ამოღება. ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს ,,პატიმრობის შესახებ“ 1999 წლის 22 ივლისის კანონის 73-ე და 86-ე მუხლების დარღვევას (მოქმედი კანონის მე-14, მე-17, მე-172, მე-173, 52-ე და მე-60 მუხლები).
ს------–---------–---------------------- დირექტორის - ბ----- ა---–---ს მიერ გაცემული ზემოაღნიშნული მითითებები და დავალებები, მისი თანამდებობის შესატყვისი ფუნქციებისა და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის (მოქმედი კანონის 52-ე მუხლი) მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ყოფნის მთელი ვადის განმავლობაში ზედმიწევნით შეასრულეს ს----ის N-- დაწესებულების დირექტორმა თ------ ტ--------მ, მისმა მოადგილეებმა - შ----- მ------–---–მა და მ------- გ-------მ, გარე დაცვის სამსახურის უფროსმა დ----- ს---------მ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ზ----- ჯ-------–--მ და რეჟიმის განყოფილების უფროსმა რ----- ჭ--------–---მ.
ბ----- ა---–---ს დანაშაულებრივი მოქმედების საფუძველზე, დაწესებულების შინაგანაწესისა და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის აშკარა დარღვევით, ხსენებულ პატიმრებზე დამატებითი შეღავათების გავრცელებითა და მათთვის უპირატესობის მინიჭებით, მსჯავრდებულების - გ--------- ა-–----ს, ა-–---------- ღ-----ს, ა---------– ა--–------ისა და მ-----– ბ----–-------სთვის დადგინდა და ხორციელდებოდა კანონითა და დაწესებულების შინაგანაწესით გაუთვალისწინებელი უკანონო პრივილეგიები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც მათ ოთახებში შეიტანეს ახალი, საპყრობილის პირობებში არასტანდარტული საწოლები, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. შემდეგში - შეიყვანეს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზიისა და ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროს ხაზები, დაენიშნათ პირადი მზარეული და დამლაგებელი. ოთხივე მსჯავრდებული შეუზღუდავად გადაადგილდებოდა დაწესებულების ტერიტორიაზე, შედიოდნენ ციხის ადმინისტრაციულ კორპუსში, მუდმივად ფლობდნენ და სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებით. ღამის საათებში იღებდნენ სტუმრებს, რომლებიც, ძირითადად, ს------–---------–-------------------------------–------------------------------------–------------------------------------------ მაღალი რანგის მოხელეები იყვნენ. თ------ ტ--------ს, მ------- გ-------ს, დ----- ს---------ს ხელშეწყობითა და მათი თანდასწრებით, ზემოაღნიშნული მსჯავრდებულები სტუმრებთან ერთად მართავდნენ სუფრებს, მოიხმარდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით.
გარდა ამისა, ს------–---------–---------------------- დირექტორის – ბ----- ა---–---ს თანხმობით, სასჯელაღსრულების N-- დაწესებულების ადმინისტრაციის, საქართველოს შს სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულმა გ--------- ა-–----მ, სხვადასხვა მიზეზით, უკანონოდ, არაერთხელ დატოვა N-- დაწესებულების ტერიტორია და რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში. კერძოდ: 2006 წლის 29 სექტემბერს საპყრობილის დირექტორმა თ------ ტ--------მ და საქართველოს შს სამინისტროს კ-----------–----------------------------–------------------------------------–--- უფროსის მოადგილემ - დ----- ჩ----------მ, ამ უკანასკნელის პირადი ავტომანქანით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლით (მოქმედი კანონის 26-ე და 27-ე მუხლები) გათვალისწინებული სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და ამ წესის უხეში დარღვევით შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, იმ მიზეზით, რომ მას ბებია ჰყავდა გარდაცვლილი, ბადრაგირების გარეშე, დაწესებულების ტერიტორიიდან უკანონოდ გაიყვანეს გ--------- ა-–---- და რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ ა--–-ს რაიონის სოფელ კ-----–-რში.
2008 წლის 26 იანვარს თ------ ტ--------მ და ამჯერად უკვე საქართველოს ი------–---------------------------–------------–-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა დ----- ჩ----------მ, იმ მიზეზით, რომ მსჯავრდებულ გ--------- ა-–----ს გარდაცვლილი ჰყავდა მამა, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის (მოქმედი კანონის 26-ე და 27-ე მუხლები) თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და ამ წესის უხეში დარღვევით შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უკანონოდ გაიყვანეს გ. ა-–---- დაწესებულების ტერიტორიიდან და ბადრაგირების გარეშე, პირადი სარგებლობის ავტომანქანით მიიყვანეს ქ-------–--–------–----------–-----------------------------–--------------------------–-, სადაც გ--------- ა-–---- იმყოფებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში.
2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებების პერიოდში, საქართველოს ი------–---------------------------–------------–-ის უფროსის მოადგილე დ----- ჩ---------- თვითნებურად შევიდა სასჯელაღსრულების N-- დაწესებულებაში და დაახლოებით 2000 საათისათვის მსჯავრდებულები - გ--------- ა-–----, ა-–---------- ღ-----, მ-----– ბ----–------- და ა---------– ა--–------ი უკანონოდ გაიყვანა დაწესებულების ტერიტორიიდან. მან ციხის დირექტორის მოადგილეს - მ------- გ-------სა და გარე დაცვის სამსახურის უფროსს – დ----- ს---------ს განუცხადა, რომ მისი მოქმედება შეთანხმებული იყო ს------–---------–---------------------ს ხელმძღვანელობასთან. მ. გ-------მ და დ. ს---------მ, მათთვის მიცემული „ინსტრუქციის“ თანახმად, დაუბრკოლებლად მისცეს მას დაწესებულებიდან მსჯავრდებულების გაყვანის საშუალება და შემოიფარგლნენ მხოლოდ ს----ის N-- დაწესებულების დირექტორის - თ------ ტ--------ს შეტყობინებით და ისიც მხოლოდ პატიმართა მიერ დაწესებულების ტერიტორიის უკანონოდ დატოვების შემდეგ. თ. ტ--------, თავის მხრივ, ასევე შემოიფარგლა აღნიშნულის თაობაზე ს------–---------–---------------------- დირექტორის - ბ----- ა---–---ს ინფორმირებით. შესაბამისად, ბ. ა---–---მ შეიტყო საპყრობილის ტერიტორიიდან 4 მსჯავრდებულის უკანონოდ გაყვანის შესახებ, თუმცა განზრახ, არანაირი კანონიერი ზომა არ მიიღო დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად და არ შეასრულა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა. უფრო მეტიც, ბ. ა---–---, დ. ჩ----------სთან ერთად, თითქმის ორი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა გ--------- ა-–----ს საპყრობილის დირექტორის - თ------ ტ--------ს საცხოვრებელ სახლში ხშირად გამართულ სუფრებზე და მხოლოდ 2008 წლის 25 აგვისტოს, როცა უკვე 15 დღის განმავლობაში არღვევდნენ „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 491-ე მუხლის (მოქმედი კანონის 26-ე და 27-ე მუხლები) მოთხოვნას, ბ----- ა---–--- და მისი ძმა - დ----- ა---–--- იძულებულნი გახდნენ, უკანვე დაებრუნებინათ ს----ის N-- დაწესებულებიდან მათივე სიტყვიერი განკარგულებით უკანონოდ და თვითნებურად გაყვანილი მსჯავრდებულები - გ--------- ა-–----, ა---------– ა--–------ი, მ-----– ბ----–------- და ა-–---------- ღ-----.
ამდენად, ბ----- ა---–---მ, რომელიც მოქმედებდა დაკისრებული მოვალეობებისა და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისი ძმის - დ----- ა---–---სა და სხვებისათვის უკანონო უპირატესობის მინიჭების მოტივით, დაარღვია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოს კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სასჯელაღსრულების N- და N-- დაწესებულებების საქმიანობაში უკანონო ჩარევითა და ერთიანი განზრახვით უზრუნველყოფდა სასამართლოს ბრძანებისა და განაჩენის არასათანადო აღსრულებას ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის უკანონო შეღავათების, პრივილეგიების დაწესებისა და პირობების შექმნის გზით სასჯელის მოხდის მთელ პერიოდში, მათ მიერ დანაშაულის შემკვეთის, მისი ძმის - დ. ა---–---სა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების არგანთქმის სანაცვლოდ.
ბ----- ა---–---ს ზემოაღნიშნული ქმედებებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესი, კერძოდ კი – სახელმწიფოსა და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება და ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა წინასწარი პატიმრობა და სასჯელი მოიხადონ კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში ბ----- ა---–---მ, როგორც ს------–---------–---------------------- თავმჯდომარემ, არათუ კეთილსინდისიერად არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, არამედ ბოროტად გამოიყენა სახელმწიფოს მიერ დელეგირებული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებები პირადი ინტერესებით და ამ უფლებამოსილებების ძალით ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს - გ--------- ა-–----ს, მ-----– ბ----–-------ს, ა-–---------- ღ-----სა და ა---------– ა--–------ს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და უპირატესობა.
სახელმწიფო ვალდებულია, თანაბარ და კანონით გათვალისწინებულ პირობებში ამყოფოს ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, სახელდობრ: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–14 მუხლის თანახმად, ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Belgian Linguistics v. Belgiu დაადგინა: „თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც განსხვავებას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება. გამართლების არსებობა უნდა შეფასდეს ღონისძიების მიზნებთან და შედეგებთან მიმართებით, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის პრინციპები, რომლებიც პრევალირებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე - „საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/1/477) მიუთითა, რომ ,,კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი კონსტიტუციური ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“. შესაბამისად, თანაბარი პირობების გარანტირება სახელმწიფოს კონსტიტუციური მოვალეობაა, რაც მოცემულ შემთხვევაში ერთიანი განზრახვით არაერთხელ დაარღვია ბ----- ა---–---მ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბ----- ა---–---მ განზრახ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, თავისი ძმის, კ-----------–-----------------------------------------ს იმჟამინდელი თავმჯდომარის – დ----- ა---–---ს უკანონო ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს - გ--------- ა-–----ს, მ-----– ბ----–-------ს, ა-–---------- ღ-----სა და ა---------– ა--–------ს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და უპირატესობა, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ბ----- ა---–--- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს------–---------–---------------------- თავმჯდომარის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
მ---ს ქ-------- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 3 იანვრის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს------–---------–---------------------- N- საპყრობილის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
ლ---- ქ-------- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით დაინიშნა ს----------–----–-------------------------------------------–---------------------------------------------------------------–-------------------------–-- თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
გ------- მ-----–---–- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებით დაინიშნა ს----------–----–-------------------------------------------–--------------------------------------------------–--------------–----------------------–-----------------------------–--------–------–-- თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
2006 წლის იანვრის დასაწყისში ს------–---------–---------------------- თავმჯდომარემ – ბ----- ა---–---მ მიიღო ინფორმაცია ს------–---------–---------------------- N- დაწესებულებიდან პატიმართა შესაძლო გაქცევის შესახებ. ბ----- ა---–---მ აღნიშნულის თაობაზე ამცნო თავის ძმას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-----------–-----------------------------------------ს დირექტორს – დ----- ა---–---ს. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბ----- ა---–---სადმი პატიმართა შორის შიშისა და სისასტიკის სინდრომის დანერგვისათვის, ასევე სახელმწიფოში ძმებ ა---–-----სათვის თანამდებობრივი ავტორიტეტისა და ძალაუფლების გასამყარებლად, ბ----- ა---–---მ, რომელსაც ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე ჰქონდა გამოძიების დაწყების ვალდებულება, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას - არ უზრუნველყო გამოძიების დაწყება, მან დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და სისრულეში მოიყვანა შემდეგი:
2006 წლის 12 იანვარს თავის ძმას - დ----- ა---–---ს N---------- წერილით აცნობა, რომ მზადდებოდა ს------–---------–---------------------- N- დაწესებულებიდან პატიმრების მასობრივი გაქცევა და ამავე წერილით ითხოვა რეაგირება.
გარდა ამისა, ბ----- ა---–---მ დაიყოლია იმ დროს ს---–ის N- დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი გ-- გ--------, რომ თითქოსდა გაქცევის ორგანიზებაში, თავის მხრივ, ჩაერთო თავისი ძმა – შ----- (მ-------) გ--------ც. პატიმართა გასაქცევად საჭირო იარაღის გადაცემას კი უზრუნველყოფდა თავად ბ----- ა---–---. მან ასევე, უზრუნველყო ძმებ გ--------ებს შორის სატელეფონო კავშირი, რის შედეგადაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 2100 საათზე, შ----- (მ-------) გ--------, თავის მეგობრებთან – რ----- ს----------სა და მ------ ა-------–---სთან ერთად, მივიდოდა ქ-------–--–----------–------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელთა ამ ადგილზე უშუალო მიყვანას, კ-----------–---------------------------------------------------------------–--------------ს – გ------- დ--------ს დავალებით, უზრუნველყოფდა იმავე დეპარტამენტის თანამშრომელი ა-–---------- ს-------.
პარალელური რეჟიმით, ბ----- ა---–---მ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დ----- ა---–---ს. თავის მხრივ, დ----- ა---–---მ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის წარმოჩენის, საკუთარი და ძმის ძალაუფლების დემონსტრირებისა და პატიმრებს შორის შიშის სინდრომის დასანერგად დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და სისრულეში მოიყვანა მ------- გ--------ს, რ----- ს----------სა და მ------ ა-------–---ს მკვლელობა, კერძოდ:
2006 წლის 12 იანვარს დ----- ა---–---, კ-----------–---------------------------------------------------------------–-------------- გ------- დ--------, კ-----------–---------------------------------------------------------------–--------------ს მოადგილე ლ---- ქ--------, კ-----------–---------------------------------------------------------------------------------–--------–-----–----–------------- უფროსის მოადგილე შ--–-- თ-------–---–-, კ-----------–--------------------------------------------------–--------------–----------------------–--------------- ოპერატიული თანამშრომელი გ------- მ-----–---–-, კ-----------–-----------------------------------------ს სხვა თანამშრომლებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, მივიდნენ ა----------------------–------- მიმდებარე ტერიტორიაზე. დ----- ა---–---ს ორგანიზებით, კ-----------–-----------------------------------------ს თანამშრომლები განლაგდნენ იმგვარად, რომ „------–------------------------- მიმდებარე ტერიტორია ჩაკეტილიყო სამი მხრიდან, ხოლო მეოთხე მხრიდან მისულ პირებს არ ჰქონოდათ გაქცევის არანაირი შესაძლებლობა. მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე უზრუნველყვეს შ----- (მ-------) გ--------ს, რ----- ს----------სა და მ------ ა-------–---ს მისვლა. დაახლოებით 2115 საათზე, მითითებული პირების ხსენებულ ტერიტორიაზე მისვლისთანავე, დ----- ა---–---, გ------- მ-----–---–-, ლ---- ქ--------, გ------- დ-------- და რამდენიმე ნიღბიანი პირი გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან, შეჰყვნენ წინასწარ მომზადებულ ადგილას და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს მიზანმიმართული ინტენსიური სროლა უიარაღო შ----- გ--------ს, რ----- ს----------სა და მ------ ა-------–---ს მიმართულებით. აღნიშნული პირები შეეცადნენ სხვადასხვა მიმართულებით გაქცევას, თუმცა, სროლების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო, სამივე მათგანი დაეცა მიწაზე. ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით შეიარაღებული დ----- ა---–--- მივიდა ძირს დაცემულ შ----- (მ-------) გ--------სთან, რომელსაც საკონტროლოდ ერთხელ ესროლა თავის არეში, ხოლო გ------- მ-----–---–მა მ------ ა-------–---ს ესროლა ასევე საკონტროლოდ თავის არეში. აღნიშნულის შემდეგ, გ------- დ--------მ ისროლა საკონტროლოდ რ----- ს----------ს მიმართულებით. შ. გ--------ს, რ. ს----------სა და მ. ა-------–---ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ინსცენირების მიზნით, მათ მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, კერძოდ: დ----- ა---–---ს მითითებით, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა სათითაოდ დააწყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები შ. გ--------ს, რ. ს----------სა და მ. ა-------–---ს გვამებთან.
ე. წ. „ს--–-------–-ის“ დასრულების შემდეგ, საზოგადოების არასწორი ინფორმირების მიზნით, ს--–-------–-ის მიმდინარეობა გაყალბდა და ვიდეოფირზე აისახა ისეთი ფორმით, რომ თითქოსდა, კუდ-ის თანამშრომლებმა განახორციელეს შეიარაღებულ დამნაშავეთა დევნა, რომლებმაც, თავის მხრივ, ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის თანამშრომლებს და მათი ლიკვიდაცია მოხდა საპასუხო სროლის დროს, რაც წარმოადგენდა შემთხვევის განმეორებით არასწორ ინსცენირებას. კერძოდ, ს--–-------–-ის მიმდინარეობის მისთვის ხელსაყრელი ფორმით ვიდეოფირზე დაფიქსირების მიზნით, დ----- ა---–---ს მითითებითა და მისი უშუალო მონაწილეობით, კუდ-ის თანამშრომლებმა – დ----- კ---------მ, გ------- მ-----–---–მა, გ--------- ა-–----მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან გასროლებით, ვიდეოკამერის წინ, მოაწყვეს დამნაშავე პირთა დევნის ინსცენირება, რითაც არა მარტო ყალბად ასახეს ს--–-------–-ის მიმდინარეობა, არამედ ს--–-------–-ის ცრუ ვერსიის გასამყარებლად გასროლილი ტყვიის მასრების შემთხვევის ადგილზე დაყრით მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.
2006 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 2115 საათზე, კ-----------–-----------------------------------------ს თანამშრომლებმა - აქტიურ ღონისძიებათა სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, დ----- ა---–---ს ხელმძღვანელობით, ქ-------–--–----------–------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოახდინეს ს------–---------–---------------------- N- დაწესებულების პატიმრის გ-- გ--------ს ძმის - შ----- (მ-------) გ--------სა და მისი მეგობრების - რ----- ს----------სა და მ------ ა-------–---ს ლიკვიდაცია, რომლებიც თითქოსდა, პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, პირთა ჯგუფთან ერთად, გეგმავდნენ ქ. რ-------ის N- საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას.
ს--–-------–-ის დასრულებისთანავე დ----- ა---–---საგან ბ----- ა---–---სათვის ცნობილი გახდა ზემოაღნიშნულ პირთა ლიკვიდაციის შესახებ და განაგრძო წინასწარ შემუშავებული გეგმის სისრულეში მოყვანა, კერძოდ, დ----- ა---–---ს ორგანიზებით ჩადენილი დანაშაულის გასამართლებლად, თითქოსდა ს---–ის N- დაწესებულებიდან პატიმართა გაქცევის ვერსიის გასამყარებლად იმავე დაწესებულების პატიმრებისაგან აღიარებითი ჩვენებების მისაღებად, სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად, ს------–---------–---------------------- N- დაწესებულებაში მივიდნენ ბ----- ა---–--- და ს----ის N- საპყრობილის დირექტორი მ---ს ქ--------.
დაწესებულებაში შესვლისას ბ. ა---–---მ დაწესებულების დირექტორს - ტ------– ტ-----–---ს მოსთხოვა კონკრეტული პატიმრების - გ-- გ--------ს, დ----- ლ--------ს, ვ--–------ პ-----სა და მ-----– მ---------ს ეზოში გამოყვანა. მასვე მოსთხოვა პატიმრების - მ------ ბ------სა და ბ------- მ----ს მასთან მიყვანა. ეს უკანასკნელები იმ დროს შეხვედრების ოთახიდან ბრუნდებოდნენ ე. წ. „ბარაკში“. ბ. ა---–---მ და მ. ქ--------მ ს----ის N- დაწესებულების ეზოშივე დაიწყეს მითითებული პატიმრების უმოწყალო ცემა, ძირს დაგდებულებს ურტყამდნენ ხელთ არსებულ ავტომატის კონდახებს. მათ მიერ ნაცემი თითოეული პატიმარი გაატარეს სპეცრაზმელების მიერ მოწყობილ ე. წ. „კორიდორში“, სადაც გაგრძელდა მათი უმოწყალო ცემა როგორც ხელ-ფეხით, ისე – ხელკეტებით.
დაწესებულების ტერიტორიაზე პატიმრების ცემის შემდეგ მათ გაახდევინეს ტანსაცმელი და უბრძანეს, ასულიყვნენ საბადრაგო ავტომანქანაში - ე. წ. „ვარონკაში“. ექვსივე პატიმარი ავტომანქანით გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთ. დაწესებულებიდან გასვლისთანავე გააჩერეს ავტომანქანა და გაშიშვლებულ პატიმრებს კვლავ უბრძანეს მანქანიდან ჩასვლა. ასეთ მდგომარეობაში ისინი დააყენეს ჯერ ს----ის N- დაწესებულების კედელთან, ხოლო შემდეგ კი დააწვინეს მიწაზე, თოვლსა და ტალახში, ხოლო თავზე ადგნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბ. ა---–---ს ბრძანებით აგრძელებდნენ მათ უმოწყალო ცემა-წამებას. პატიმრები ასეთ მდგომარეობაში ამყოფეს დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ბ. ა---–---მ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გასცა განკარგულება პატიმრების - გ. გ--------ს, დ. ლ--------ს, ვ. პ-----ს, მ. მ---------ს, მ. ბ------სა და ბ. მ----ს შედარებით მკაცრი რეჟიმის - ს----ის N- დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ მოიყვანეს სისრულეში. ამ მსჯავრდებულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის შესახებ ბრძანება ბ. ა---–---მ გამოსცა მათი ფაქტობრივად გადაყვანიდან ორი დღის შემდეგ (2006 წლის 14 იანვარის N-- ბრძანება), რითაც დაარღვია აღნიშნულ პატიმართა უფლებები და 2 დღის განმავლობაში ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ამყოფა ისინი უფრო მკაცრი რეჟიმის პირობებში, რამაც მათი უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ს----ის N- დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულებს, სპეცრაზმის წევრებთან ერთად, კვლავ დახვდნენ მ---ს ქ-------- და ბ----- ა---–---. მითითებულმა პირებმა დაწესებულების დერეფანშივე გააგრძელეს ექვსივე პატიმრის უმოწყალო ცემა, რის შემდეგაც გ. გ--------, ვ. პ-----, მ. მ---------, მ. ბ------ და ბ. მ---- შეასახლეს ერთ საკანში, ხოლო დ. ლ-------- - ცალკე საკანში.
პატიმრების წამება გაგრძელდა აღნიშნულის შემდეგაც: ისინი სათითაოდ გაჰყავდათ საკნიდან ცალკე ოთახში, სადაც თითოეული მათგანისგან უმოწყალო ცემისა და წამების შედეგად მოითხოვდნენ იმის აღიარებას, თუ როდის, როგორ და ვისთან ერთად აპირებდნენ კოლონიიდან გაქცევას, ხოლო მ. ბ------სა და ბ. მ----სგან კი - ქურდული სამყაროს წევრობის აღიარებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად დ. ლ--------მ 2006 წლის 13 იანვარს, ხოლო გ. გ--------მ 14 იანვარს, მოწმის სახით დაკითხვისას, გამოძიებას მისცეს ჩვენება, რომ თითქოსდა, ისინი სხვა პატიმრებთან ერთად, იარაღის გამოყენებით, ნამდვილად გეგმავდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:
ბ----- ა---–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ბ----- ა---–---, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’, ,,ე’’, ,,ზ’’ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლითა და 3 თვით, 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ასევე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლითა და 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ამასთან, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე შეჯამდა დანიშნული დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ ბ----- ა---–---ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2014 წლის 22 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 26 ოქტომბრიდან 2014 წლის 24 ივლისის ჩათვლით.
გ------- მ-----–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
გ------- მ-----–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა’’, ,,თ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 13 მარტიდან.
ლ---- ქ-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ლ---- ქ--------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა’’, ,,თ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 13 მარტიდან.
მ---ს ქ--------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’, ,,ე’’, ,,ზ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლითა და 3 თვით. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბ----- ა---–---მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის რაიმე გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; წამება, ე. ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციისა და აღიარების მიღება, პირის დაშინება და დასჯა, მის და მესამე პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი მოხელის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით; მ---ს ქ--------მ - წამება, ე. ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციისა და აღიარების მიღება, პირის დაშინება და დასჯა, მის და მესამე პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი მოხელის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით; ლ---- ქ--------მ და გ------- მ-----–---–მა - განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა’’, ,,თ’’ ქვეპუნქტებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ----- ა---–--- 2005 წლის 23 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის N--- ბრძანებით დაინიშნა და 2008 წლის 17 დეკემბრამდე მუშაობდა ს------–---------–---------------------- თავმჯდომარედ და ევალებოდა დაკავებული თანამდებობის შესატყვისი უფლებამოსილების განხორციელება. იგი წარმოადგენდა მოხელეს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად.
მ---ს ქ-------- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 3 იანვრის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს------–---------–---------------------- N- საპყრობილის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
ლ---- ქ-------- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით დაინიშნა ს----------–----–-------------------------------------------–---------------------------------------------------------------–-------------------------–-- თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
გ------- მ-----–---–- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებით დაინიშნა ს----------–----–-------------------------------------------–--------------------------------------------------–--------------–----------------------–-----------------------------–--------–------–-- თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 მარტის ბრძანებით ბრალდებულებს: საქართველოს შს სამინისტროს იმჟამინდელი კ-----------–-----------------------------------------ს ყოფილ თანამშრომლებს – გ--------- ა-–----ს, ა-–---------- ღ-----ს, მ-----– ბ----–-------სა და ა---------– ა--–------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ წინასაწარი პატიმრობა და იმავე დღეს შეასახლეს ს------–---------–---------------------- (შემდგომში „ს---“-ი) N- დაწესებულებაში.
ზემოხსენებული ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხულ დანაშაულში მთავარ ფიგურანტს/შემკვეთს წარმოადგენდა საქართველოს შს სამინისტროს კ-----------–-----------------------------------------ს იმჟამინდელი დირექტორი დ----- ა---–---, რომელიც წინასწარ, ურთიერთშეთანხმებით ჩადენილ დანაშაულში არ ამხილეს გ--------- ა-–----მ, ა-–---------- ღ-----მ, მ-----– ბ----–-------მ და ა---------– ა--–------მა. აღნიშნული პირების მიერ გაწეული ერთგულებისა და თანადგომის საფასურად, დ----- ა---–--- თითოეულ მათგანს დაჰპირდა პატიმრობისა და სასჯელის მოხდის მთლიანი ვადის მანძილზე, ოჯახური და ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად საზღაურს, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდას სიმბოლური ვადით, ხოლო ამ ვადის განმავლობაში – უკანონო შეღავათებს. პატიმრები – გ--------- ა-–----, ა-–---------- ღ-----, მ-----– ბ----–------- და ა---------– ა--–------ი მიიყვანეს N- დაწესებულებაში, რომლის დირექტორიც იყო მ---ს ქ--------. N- დაწესებულების ადმინისტრაციამ შექმნა ისეთი პირობები, რომ ბრალდებულები – გ--------- ა-–----, ა-–---------- ღ-----, მ-----– ბ----–------- და ა---------– ა--–------ი აღმოჩნდნენ საგანგებოდ პრივილეგიურ მდგომარეობაში, კერძოდ, მათი საკანი/საკნები ან არ მოწმდებოდა, ან მხოლოდ ფორმალურად მოწმდებოდა, ბრალდებულები მიყვანისთანავე მოთავსდნენ ჯერ ცალ-ცალკე საკანში, შემდგომ – ორ-ორად, ორ სხვადასხვა საკანში და ბოლოს, ყველანი – ერთ საკანში, ჯერ ორ სხვადასხვა საკანში. ხოლო შემდეგ ყველა ერთ საკანში განთავსება ეწინააღმდეგებოდა იმ დროს მოქმედი ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელი იყო ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების მოთავსება ერთ საკანში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ ზემოთ მითითებული მოთხოვნის დარღვევაზე მიუთითა, რომ „დაუშვებელია ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების მოთავსება ერთ საკანში“. ევროპულმა სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ, ,,... აღელვებულია იმ ფაქტის გამო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ვერ მოახერხა ოთხი ბრალდებულის ცალ-ცალკე საკანში განთავსება’’.
დაწესებულებაში ზემოაღნიშნული ბრალდებულების ყოფნის დროს არ მოწმდებოდა მათი ამანათები და მათთვის გადასაცემი საკვები, ჟურნალში არ ტარდებოდნენ და არ მოწმდებოდნენ მათთან მომსვლელი პირები, რომელთა უმეტესობა იყო მაღალი რანგის თანამდებობის პირი, სახელდობრ: საქართველოს ი------–---------------------------–------------–-ის თანამშრომელი ია პ------, კ-----------–-----------------------------------------ს თავმჯდომარე ი----- თ-----------, ს------–---------–---------------------- თავმჯდომარის მოადგილე კ--- ბ--–--------.
ბრალდებულებისათვის საპატიმრო ადგილებში პრივილეგიურ მდგომარეობაში ყოფნა გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულები – გ--------- ა-–----, ა-–---------- ღ-----, მ-----– ბ----–------- და ა---------– ა--–------ი, დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით, 2006 წლის 18 ივლისს შეასახლეს ს------–---------–---------------------- N-- დაწესებულებაში. მათი ზემოაღნიშნულ პირობებში ყოფნა, სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებით, ემსახურებოდა გ--------- ა-–----ს, ა-–---------- ღ-----ს, მ-----– ბ----–-------სა და ა---------– ა--–------ისათვის უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების მიზანს, რათა სასჯელის მოხდის მთლიანი ვადის მანძილზე მათ არ დაესახელებინათ მათ მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა, მათ შორის - დ----- ა---–--- (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განჩინება საქმეზე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი N--------), 2013 წლის 1 ივლისის დადგენილება დ----- ა---–---ს ბრალდების შესახებ).
N-- საპყრობილის დირექტორი თ------ ტ-------- შეხვდა თავის მოადგილეებს – მ------- გ-------ს, შ----- მ------–---–ს, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს - ზ----- ჯ-------–--ს, რეჟიმის განყოფილების უფროსს - რ----- ჭ--------–---ს, გარე დაცვის სამსახურის უფროსს - დ----- ს---------ს და დაავალა მსჯავრდებულების – გ--------- ა-–----ს, ა-–---------- ღ-----ს, მ-----– ბ----–-------სა და ა---------– ა--–------ისათვის ს----ის N-- დაწესებულებაში საგანგებო პირობებისა და კომფორტის შექმნა. (რაც ასევე გულისხმობდა მათთვის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ პატიმართა საცხოვრებელ კორპუსში მდებარე დამოუკიდებელი ფართის (ყოფილი მედ/ცენტრის) საცხოვრებლად გადაკეთებას, გარემონტებასა და კეთილმოწყობას, რაც მოკლე ვადებში განხორციელდა კიდეც. სახელდობრ, საგანგებოდ შერჩეულ ფართში შეიღება კედლები, იატაკი, კარ-ფანჯარა, შემოიღობა გარე პერიმეტრი, მოეწყო დამოუკიდებელი სველი წერტილები, სამზარეულო და სხვა სათავსები.)
ზემოაღნიშნული მსჯავრდებულების ს----ის N-- დაწესებულებაში შესახლებისთანავე, რომელთაც თან ახლდა ს------–---------–---------------------- დირექტორის მაშინდელი მოადგილე კ--- ბ--–--------, თ------ ტ--------მ თავისთან დაიბარა მოადგილეები – შ----- მ------–---–ი, მ------- გ-------, ასევე – უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ზ----- ჯ-------–--, რეჟიმის განყოფილების უფროსი რ----- ჭ--------–---, გარე დაცვის სამსახურის უფროსი დ----- ს--------- და ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელი პირები. თ. ტ--------მ, კ--- ბ--–--------სთან ერთად, კიდევ ერთხელ შეახსენა სპეციალური დავალება და უთხრა, რომ ეს იყო ბ----- ა---–---ს მოთხოვნა. კერძოდ, თ------ ტ--------მ და კ--- ბ--–--------მ მათ კიდევ ერთხელ განუმარტეს მსჯავრდებულებთან – გ--------- ა-–----სთან, ა-–---------- ღ-----სთან, ა---------– ა--–------სა და მ-----– ბ----–-------სთან მოპყრობის წესები, კერძოდ, სასჯელის მოხდის მთელ პერიოდში მათთვის კომფორტული პირობების უზრუნველსაყოფად, ამ პირებს არ უნდა შეხებოდათ საქართველოს კანონმდებლობითა და ციხის შინაგანაწესით დადგენილი არცერთი წესი, აკრძალვა და ვალდებულება. მათთვის არ უნდა შეზღუდულიყო თავისუფალი გადაადგილება ციხის ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს და უნდა ჰქონოდათ ტელეფონით სარგებლობის შეუზღუდავი უფლება; არ უნდა მომხდარიყო მათთან მისული მნახველების შესაბამის ჟურნალში რეგისტრაცია, კონტროლი და მიტანილი ამანათების შემოწმება; არ უნდა შეეფერხებინათ მათთან მისული მნახველები დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში და არ უნდა შეეზღუდათ დროში; არ უნდა ჩატარებულიყო მსჯავრდებულთა ოთახების დათვალიერება, ჩხრეკა და აკრძალული საგნების აღმოჩენა და ამოღება. ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს ,,პატიმრობის შესახებ“ 1999 წლის 22 ივლისის კანონის 73-ე და 86-ე მუხლების დარღვევას (მოქმედი კანონის მე-14, მე-17, მე-172, მე-173, 52-ე და მე-60 მუხლები).
ზემოაღნიშნული მითითებები და დავალებები სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ყოფნის მთელი ვადის განმავლობაში ზედმიწევნით შეასრულეს ს----ის N-- დაწესებულების დირექტორმა თ------ ტ--------მ და მისმა მოადგილეებმა – შ----- მ------–---–მა და მ------- გ-------მ, გარე დაცვის სამსახურის უფროსმა დ----- ს---------მ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ზ----- ჯ-------–--მ და რეჟიმის განყოფილების უფროსმა რ----- ჭ--------–---მ.
დაწესებულების შინაგანაწესისა და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის აშკარა დარღვევით, ხსენებულ პატიმრებზე დამატებითი შეღავათების გავრცელებითა და მათთვის უპირატესობის მინიჭებით, მსჯავრდებულების – გ--------- ა-–----ს, ა-–---------- ღ-----ს, ა---------– ა--–------ისა და მ-----– ბ----–-------სათვის დადგინდა და ხორციელდებოდა კანონითა და დაწესებულების შინაგანაწესით გაუთვალისწინებელი უკანონო პრივილეგიები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც მათ ოთახებში შეიტანეს ახალი, საპყრობილის პირობებთან არასტანდარტული საწოლები, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. შემდეგში შეიყვანეს საკაბელო ტელევიზია და დაენიშნათ პირადი მზარეული. ოთხივე მსჯავრდებული შეუზღუდავად გადაადგილდებოდა დაწესებულების ტერიტორიაზე, შედიოდნენ ციხის ადმინისტრაციულ კორპუსში, მუდმივად ფლობდნენ და სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებით. ღამის საათებში იღებდნენ სტუმრებს, რომლებიც, ძირითადად, ს------–---------–-------------------------------–------------------------------------–------------------------------------------ მაღალი რანგის მოხელეები იყვნენ. თ------ ტ--------ს, მ------- გ-------ს, დ----- ს---------ს ხელშეწყობითა და მათი თანდასწრებით, ზემოაღნიშნული მსჯავრდებულები სტუმრებთან ერთად მართავდნენ სუფრებს, მოიხმარდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით.
გარდა ამისა, ს------–---------–---------------------- დირექტორის – ბ. ა---–---ს თანხმობით, სასჯელაღსრულების N-- დაწესებულების ადმინისტრაციის, საქართველოს შს სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულმა გ--------- ა-–----მ სხვადასხვა მიზეზით დატოვა N-- დაწესებულების ტერიტორია და იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში. კერძოდ: 2006 წლის 29 სექტემბერს საპყრობილის დირექტორმა თ------ ტ--------მ და საქართველოს შს სამინისტროს კ-----------–----------------------------–------------------------------------–--- უფროსის მოადგილემ - დ----- ჩ----------მ, ამ უკანასკნელის პირადი ავტომანქანით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლით (მოქმედი კანონის 26-ე და 27-ე მუხლები) გათვალისწინებული სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესის უხეში დარღვევით შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, იმ მიზეზით, რომ მას ბებია ჰყავდა გარდაცვლილი, ბადრაგირების გარეშე, დაწესებულების ტერიტორიიდან უკანონოდ გაიყვანეს გ--------- ა-–---- და ჰყავდათ ა--–-ს რაიონის სოფელ კ-----–-რში.
2008 წლის 26 იანვარს თ------ ტ--------მ და ამჯერად უკვე საქართველოს ი------–---------------------------–------------–-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა დ----- ჩ----------მ, იმ მიზეზით, რომ მსჯავრდებულ გ--------- ა-–----ს გარდაცვლილი ჰყავდა მამა, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის (მოქმედი კანონის 26-ე და 27-ე მუხლები) თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და ამ წესის უხეში დარღვევით შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უკანონოდ გაიყვანეს გ. ა-–---- დაწესებულების ტერიტორიიდან და ბადრაგირების გარეშე, პირადი სარგებლობის ავტომანქანით მიიყვანეს ქ-------–--–------–----------–-----------------------------–--------------------------–-, სადაც გ--------- ა-–---- იმყოფებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში.
2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებების პერიოდში, საქართველოს ი------–---------------------------–------------–-ის უფროსის მოადგილე დ----- ჩ----------მ სასჯელაღსრულების N-- დაწესებულებიდან დაახლოებით 2000 საათისათვის მსჯავრდებულები – გ--------- ა-–----, ა-–---------- ღ-----, მ-----– ბ----–------- და ა---------– ა--–------ი უკანონოდ გაიყვანა დაწესებულების ტერიტორიიდან. მან ციხის დირექტორის მოადგილეს - მ------- გ-------სა და გარე დაცვის სამსახურის უფროსს – დ----- ს---------ს განუცხადა, რომ მისი მოქმედება შეთანხმებული იყო ს------–---------–---------------------ს ხელმძღვანელობასთან. მ. გ-------მ და დ. ს---------მ, მათთვის მიცემული „ინსტრუქციის“ თანახმად, დაუბრკოლებლად მისცეს მას დაწესებულებიდან მსჯავრდებულების გაყვანის საშუალება და შემოიფარგლნენ მხოლოდ ს----ის N-- დაწესებულების დირექტორის - თ------ ტ--------ს შეტყობინებით და ისიც მხოლოდ პატიმართა მიერ დაწესებულების ტერიტორიის უკანონოდ დატოვების შემდეგ. ბ. ა---–---, დ. ჩ----------სთან ერთად, თითქმის ორი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა გ--------- ა-–----ს საპყრობილის დირექტორის - თ------ ტ--------ს საცხოვრებელ სახლში ხშირად გამართულ სუფრებზე და მხოლოდ 2008 წლის 25 აგვისტოს, როცა უკვე 15 დღის განმავლობაში არღვევდნენ „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 491-ე მუხლის (მოქმედი კანონის 26-ე და 27-ე მუხლები) მოთხოვნას, ბ----- ა---–---მ და მისმა ძმამ - დ----- ა---–---მ ,,მოდულის” შენობაში აცნობეს უკანონოდ და თვითნებურად გაყვანილ მსჯავრდებულებს – გ--------- ა-–----ს, ა---------– ა--–------ს, მ-----– ბ----–-------სა და ა-–---------- ღ-----ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ, რაც სისრულეშიც მოიყვანეს.
2006 წლის იანვრის დასაწყისში, ს------–---------–---------------------- თავმჯდომარემ – ბ----- ა---–---მ მიიღო ინფორმაცია ს------–---------–---------------------- N- დაწესებულებიდან პატიმართა შესაძლო გაქცევის შესახებ. ბ----- ა---–---მ აღნიშნულის თაობაზე აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-----------–-----------------------------------------ს დირექტორს – დ----- ა---–---ს. 2006 წლის 12 იანვარს მან თავის ძმას - დ----- ა---–---ს N---------- წერილით აცნობა, რომ ს------–---------–---------------------- N- დაწესებულებიდან მზადდებოდა პატიმრების მასობრივი გაქცევა და ამავე წერილით ითხოვა რეაგირება.
დ----- ა---–---მ დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და სისრულეში მოიყვანა მ------- გ--------ს, რ----- ს----------სა და მ------ ა-------–---ს მკვლელობა, კერძოდ: 2006 წლის 12 იანვარს დ----- ა---–---, კ-----------–---------------------------------------------------------------–-------------- გ------- დ--------, კ-----------–---------------------------------------------------------------–--------------ს მოადგილე ლ---- ქ--------, კ-----------–---------------------------------------------------------------------------------–--------–-----–----–------------- უფროსის მოადგილე შ--–-- თ-------–---–-, კ-----------–--------------------------------------------------–--------------–----------------------–--------------- ოპერატიული თანამშრომელი გ------- მ-----–---–-, კ-----------–-----------------------------------------ს სხვა თანამშრომლებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, მივიდნენ ა----------------------–------- მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე უზრუნველყვეს შ----- (მ-------) გ--------ს, რ----- ს----------სა და მ------ ა-------–---ს მისვლა. დაახლოებით 2115 საათზე, მითითებული პირების ამ ტერიტორიაზე მისვლისთანავე, დ----- ა---–---, გ------- მ-----–---–-, გ------- დ--------, ლ---- ქ-------- და რამდენიმე ნიღბიანი პირი გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან, შეჰყვნენ მათ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს მიზანმიმართული ინტენსიური სროლა უიარაღო შ----- გ--------ს, რ----- ს----------სა და მ------ ა-------–---ს მიმართულებით. ხსენებული პირები სროლების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო დაეცნენ მიწაზე, რის შემდეგაც მათ საკონტროლოდ კიდევ ესროლეს, ხოლო შემდეგ შ. გ--------ს, რ. ს----------სა და მ. ა-------–---ს გვამებთან სათითაოდ დააწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები.
ე.წ. „ს--–-------–-ის“ დასრულების შემდეგ, საზოგადოების არასწორი ინფორმირების მიზნით, ს--–-------–-ის მიმდინარეობა გაყალბდა და ვიდეოფირზე აისახა ისეთი ფორმით, რომ თითქოსდა, კუდ-ის თანამშრომლებმა განახორციელეს შეიარაღებულ დამნაშავეთა დევნა, რომლებმაც, თავის მხრივ, ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის თანამშრომლებს და მათი ლიკვიდაცია მოხდა საპასუხო სროლის დროს, რაც წარმოადგენდა შემთხვევის განმეორებით არასწორ ინსცენირებას. კერძოდ, დ----- ა---–---ს მითითებითა და მისი უშუალო მონაწილეობით, კუდ-ის თანამშრომლებმა –დ----- კ---------მ, გ------- მ-----–---–მა, გ--------- ა-–----მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან გასროლებით, ვიდეოკამერის წინ მოახდინეს დამნაშავე პირთა დევნის ინსცენირება, რითაც არა მარტო ყალბად ასახეს ს--–-------–-ის მიმდინარეობა, არამედ ს--–-------–-ის ცრუ ვერსიის გასამყარებლად გასროლილი ტყვიის მასრების შემთხვევის ადგილზე დაყრით მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.
2006 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 2115 საათზე, კ-----------–-----------------------------------------ს თანამშრომლებმა - აქტიურ ღონისძიებათა სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ქ-------–--–----------–------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოახდინეს ს------–---------–---------------------- N- დაწესებულების პატიმრის გ-- გ--------ს ძმის - შ----- (მ-------) გ--------სა და მისი მეგობრების – რ----- ს----------სა და მ------ ა-------–---ს ლიკვიდაცია, რომლებიც თითქოსდა, პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, პირთა ჯგუფთან ერთად, გეგმავდნენ ქ. რ-------ის N- საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას.
ს------–---------–---------------------- N- დაწესებულებაში შესვლისას ბ. ა---–---მ დაწესებულების დირექტორს - ტ------– ტ-----–---ს მოსთხოვა კონკრეტული პატიმრების - გ-- გ--------ს, დ----- ლ--------ს, ვ--–------ პ-----ს, მ-----– მ---------ს მ------ ბ------სა და ბ------- მ----ს მასთან მიყვანა. ბ. ა---–---მ და მ. ქ--------მ ს----ის N- დაწესებულების ეზოშივე დაიწყეს მითითებული პატიმრების ცემა, მათ მიერ ნაცემი თითოეული პატიმარი გაატარეს სპეცრაზმელების მიერ გაკეთებულ ე. წ. „კორიდორში“, სადაც გაგრძელდა მათი უმოწყალო ცემა, როგორც ხელ-ფეხით, ისე – ხელკეტებით.
დაწესებულების ტერიტორიაზე მითითებული პატიმრების ცემის შემდეგ მათ გაახდევინეს ტანსაცმელი და უბრძანეს ასულიყვნენ საბადრაგო ავტომანქანაში - ე. წ. „ვარონკაში“. ექვსივე პატიმარი ავტომანქანით გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთ. დაწესებულებიდან გასვლისთანავე გააჩერეს ავტომანქანა და პატიმრებს კვლავ უბრძანეს მანქანიდან ჩასვლა. ასეთ მდგომარეობაში ისინი დააყენეს ჯერ ს----ის N- დაწესებულების კედელთან, ხოლო შემდეგ კი დააწვინეს მიწაზე, თოვლსა და ტალახში, ხოლო თავზე ადგნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბ. ა---–---ს ბრძანებით აგრძელებდნენ მათ უმოწყალო ცემა-წამებას. ისინი ასეთ მდგომარეობაში ამყოფეს დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პატიმრები – გ. გ--------, დ. ლ--------, ვ. პ-----, მ. მ---------, მ. ბ------ და ბ. მ---- გადაიყვანეს შედარებით მკაცრი რეჟიმის - ს----ის N- დაწესებულებაში. აღნიშნული მსჯავრდებულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის შესახებ ბრძანება ბ. ა---–---მ გამოსცა მათი ფაქტობრივად გადაყვანიდან ორი დღის შემდეგ (2006 წლის 14 იანვარის N-- ბრძანება).
ს----ის N- დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულებს, სპეცრაზმის წევრებთან ერთად, კვლავ დახვდნენ მ---ს ქ-------- და ბ----- ა---–---. მითითებულმა პირებმა დაწესებულების დერეფანშივე გააგრძელეს ექვსივე პატიმრის ცემა, რის შემდეგაც გ. გ--------, ვ. პ-----, მ. მ---------, მ. ბ------ და ბ. მ---- შეასახლეს ერთ საკანში, ხოლო დ. ლ-------- - ცალკე საკანში.
პატიმრების წამება გაგრძელდა აღნიშნულის შემდეგაც: ისინი სათითაოდ გაჰყავდათ საკნიდან ცალკე ოთახში, სადაც თითოეული მათგანისგან ცემისა და წამების შედეგად მოითხოვდნენ იმის აღიარებას, თუ როდის, როგორ და ვისთან ერთად აპირებდნენ კოლონიიდან გაქცევას, ხოლო მ. ბ------სა და ბ. მ----სგან კი - ქურდული სამყაროს წევრობის აღიარებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად დ. ლ--------მ 2006 წლის 13 იანვარს, ხოლო გ. გ--------მ 14 იანვარს, მოწმის სახით დაკითხვისა, გამოძიებას მისცეს ჩვენება, რომლის თანახმადაც, ისინი სხვა პატიმრებთან ერთად, იარაღის გამოყენებით, ნამდვილად გეგმავდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევას.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულებისათვის მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ლ---- ქ--------ს, გ------- მ-----–---–-სა და ბ----- ა---–---ს გამართლებას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ბ----- ა---–--- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ----- ა---–---ს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, კერძოდ:
ბ----- ა---–--- რომ ს------–---------–---------------------- თავმჯდომარედ მუშაობდა, წარმოადგენდა მოხელეს და ევალებოდა დაკავებული თანამდებობის შესატყვისი უფლებამოსილების განხორციელება 2005 წლის 23 დეკემბრიდან - 2008 წლის 17 დეკემბრამდე, დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი წერილობითი მტკიცებულებებით: საქართველოს იუსტიციის მინისტრ გ-- ქ----------ს 2005 წლის 23 დეკემბრის ბრძანება N----ით, ზ------ ა----–---–-ს 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანება N---ით.
ს-------- გ------–----ს მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები - ა-–---------- ღ-----, ა---------– ა--–------ი, მ-----– ბ----–------- და გ--------- ა-–---- სასჯელის მოხდის მთელ პერიოდში რომ უკანონო შეღავათებით, პრივილეგიებით სარგებლობდნენ და მათთვის შექმნილი იყო სპეციალური პირობები, დასტურდება სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ: ა---------– ა--–------ის, მ-----– ბ----–-------ს, ს----- ხ---–---------ს, რ----- ჭ--------–---ს, დ----- ს---------ს, მ------ ბ-–-----ს, თ----- გ-------ს, ა-----– ა-------ს, გ------- კ-------–---ს, თ------ ტ--------ს ჩვენებებით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ თ------ ტ--------ს ჩვენების გამოქვეყნების საფუძველი არ არსებობდა და მიიჩნია, რომ ჩვენების გამოქვეყნების დროს საპროცესო კანონის მოთხოვნა არ დარღვეულა. ამასთან, პალატამ გაითვალისწინა, რომ დაცვის მოწმე ვ----–-- რ----------ს ჩვენებით არც დასტურდება და არც უარყოფილია მსჯავრდებლების - ა---------– ა--–------ის, გ--------- ა-–----ს, ა-–---------- ღ-----სა და მ-----– ბ----–-------სათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური პირობების შექმნის ფაქტი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოწმე თ------ ტ--------ს გამოქვეყნებული ჩვენება თანხვდენილია სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან და მისი არგაზიარების საფუძველი არ არსებობს. ასევე გასათვალისწინებელია 2013 წლის 6 სექტემბრის საქართველოს მთავარი პროკურატურის გ-------–-----------–-ის უფროსის - მ------- ღ-------ს სამსახურებრივი შემოწმების შესახებ N------ დასკვნა, რომლის თანახმად, შეწყდა სამსახურებრივი შემოწმება 2013 წლის 13 აგვისტოს თ------ ტ--------ს დაკითხვისას თბილისის პროკურატურის მუშაკების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენასთან დაკავშირებით, მათი დაუდასტურებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის შუამდგომლობით მოწმის სახით დაიკითხა ლ-–- მ---–-----. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ-–- მ---–-----ს ჩვენება არც ადასტურებს და არც უარყოფს ბ----- ა---–---ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ციხეში ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთების ქონა და მათით სარგებლობა არ წარმოადგენს არავითარ ფუფუნებას და პრივილეგიურ მდგომარეობას, ამასთან, დადგენილია, რომ ყველა პატიმარი სარგებლობდა მაცივრით, ხოლო ცალკე ოთახის გამოყოფა კი მოხდა მხოლოდ პატიმართა უსაფრთხოების მიზნით, შესაბამისად, არ დარღვეულა ,,პატიმრობის შესახებ’’ კანონის 73-ე და 86-ე მუხლების მოთხოვნები. პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ცალსახადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებულები - ა---------– ა--–------ი, გ--------- ა-–----, ა-–---------- ღ----- და მ-----– ბ----–------- იმყოფებოდნენ სხვა პატიმრებისგან განსხვავებულ, სპეციალურად მათთვის შექმნილ პირობებში, კერძოდ, მათთვის გარემონტდა საგანგებოდ შერჩეული ფართი, მოეწყო სველი წერტილები, მათ საკნებში შეიტანეს ახალი საწოლები და სხვადასხვა ინვენტარი, ტელევიზორი, კომპიუტერი, ვენტილატორები, შეიყვანეს საკაბელო ტელევიზია, მათ უფლება ჰქონდათ ესარგებლათ მობილური ტელეფონებით, მიეღოთ მნახველები ღამის საათებში, მათი ამანათები და მათთვის გადასაცემი საკვები არ მოწმდებოდა, რომელიც, ძირითადად, იყო ისეთი, რაც სხვებისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და შინაგანაწესით აკრძალული იყო. ისინი მართავდნენ სუფრებს და იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს, შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ როგორც დაწესებულების, ასევე ადმინისტრაციის ტერიტორიაზე. ისინი დაწესებულების ტერიტორიიდან გაიყვანეს 10 დღით, რადგან ფიქრობდნენ რომ პრეზიდენტი მათ შეიწყალებდა და გათავისუფლდებოდნენ სასჯელის მოხდისგან. მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტმა ისინი არ შეიწყალა, უკან დააბრუნეს. აღნიშნულით კი, ფაქტობრივად, დაირღვა ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მოთხოვნები (მოქმედი კანონის 75-ე მუხლი). ამასთან, პალატამ მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულია ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფი პირებისათვის სახელმწიფოს მხრიდან თანაბარი მოპყრობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.03.2008წ. N2/1/392 გადაწყვეტილება). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, „იმისათვის, რომ დადგინდეს თანასწორობის დარღვევა, ადგილი უნდა ჰქონდეს ანალოგიურ ან შედარებით მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, ობიექტური და არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე“ (იხ. D.H. and Others v. the Czech Republic; Burden v. the United Kingdom).
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია წამების ეპიზოდში ბ----- ა---–---ს გამართლებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების - გ-- გ--------ს, ვ--–------ პ-----ს, ბ------- მ----ს, მ-----– მ---------სა და მ------ ბ------ს ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ----- ა---–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულთა ჩვენებები, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ისინი ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამასთან, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ამ პატიმრების ეტაპირების დროს არანაირი უკანონო მოქმედება არ ჩაუდენიათ.
აღნიშნული მოსაზრება პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან ამ დაზარალებულთა ჩვენებებში არსებითი სახის წინააღმდეგობა არ არსებობს, თითოეული მათგანი ადასტურებს მასზე და ასევე სხვა პატიმრებზე განხორციელებულ ძალადობას. ბუნებრივია, მათი ჩვენებები ვერ იქნება იდენტური, მათზე ძალადობა განხორციელდა როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვების თანდასწრებით. ამასთან, მომხდარიდან გასულია საკმაოდ დიდი დრო და თითოეული მათგანი აღწერს იმ შეგრძნებებსა და ფაქტებს, რაც მათ უშუალოდ განიცადეს და ახსოვთ. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულთა ჩვენებების შინაარსი თანხვდენილი იყოს საქმის იმ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებთან, რომლებიც მტკიცების საგანს წარმოადგენს და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე. ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი. ასევე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ დაზარალებულთა ჩვენებები დასტურდება სასამართლოში დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებითაც (ს----- ხ---–---------ს, ბ---- მ----------ს, ბ---- ბ-–---ს, ვ------ მ--------–---–-ს, ჯ------– წ---–------სა და სხვათა), რომლებიც იმ პერიოდში მუშაობდნენ სასჯელაღსრულების N- და N- დაწესებულებებში.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ დაზარალებულთა ჩვენებების გარდა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობას, არ არსებობს, ამასთან, დაცვის მხარემ წარადგინა დ----- ლ--------ს ფოტოსურათი და ვიდეოჩანაწერი, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ დ----- ლ--------ს დაზიანებები არ ჰქონია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულთათვის მიყენებულ დაზიანებებს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ ფაქტიდან კიდევ გარკვეული პერიოდი ისინი იხდიდნენ სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ს------–---------–---------------------- თავმჯდომარე იყო ბ----- ა---–--- და, ბუნებრივია, ასეთი პირობების არსებობისას მათ არ ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა მოეთხოვათ, ექსპერტიზის ჩატარება. კერძოდ, 2013 წლის 10 ივლისის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ს------–---------–---------------------ს სამმართველოს უფროსის - ი-----–- ბ-------–-ს წერილის თანახმად, გ-- გ--------ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2004 წლის 11 ნოემბერს და გათავისუფლდა ს----ის N- დაწესებულებიდან 2010 წლის 1 აპრილს. დ----- ლ-------- კი გათავისუფლდა 2012 წლის 21 სექტემბერს, ასევე ს----ის N- დაწესებულებიდან. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ პატიმრებისათვის მიყენებული დაზიანებების ფაქტი, დაზარალებულთა ჩვენებების გარდა, დაადასტურეს სასამართლოში დაკითხვისას სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა. ისინი ადასტურებენ, რომ მათ არა მარტო გაიგეს პატიმრების ცემის შესახებ, არამედ თავადაც ნახეს ნაცემი პატიმრები, რომლებსაც ეცვათ სეზონისთვის შეუფერებლად და იყვნენ ტალახით დასვრილნი. რაც შეხება დაზარალებულ დ----- ლ--------სათვის დაზიანებების მიყენებას, დაზარალებულები ადასტურებენ, რომ დ----- ლ-------- გახდა ცუდად, იგი უგონოდ იყო, რადგან ჰქონდა ეპილეფსია, ის მანქანიდანაც პირველი ჩაიყვანეს და ცალკე მოათავსეს. მოწმის სახით დაკითხვისას ჯ------– წ---–-----მა კი დაადასტურა, რომ მან სათანადო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარა, შეადგინა და ხელი მოაწერა დ----- ლ--------ს მიმართ ოქმს, სადაც აღნიშნა, რომ მას დაზიანებები არ ჰქონდა. ეს შეასრულა ხელმძღვანელობის მითითებით, რაც რეალობას არ შეესაბამება, მას პატიმარი რეალურად ფიზიკურად არ შეუმოწმებია, რადგან ამის საშუალება არ ჰქონია, ვინაიდან ის დაწესებულებაში შეყვანისთანავე სპეცრაზმელებმა საკანში წაიყვანეს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პატიმრების წამების ფაქტთან დაკავშირებით დაცვის მხარის მოწმეთა, კერძოდ: კ--- ბ--–--------ს, მ------ ს-------ს, თ---------- ტ-----ს, ზ------ ს-----–--ს, გ------- ო-----ს, ლ---- მ------–---–-ს, რ----- ჭ-------ს ჩვენებები, რომლებმაც გამორიცხეს პატიმრებზე რაიმე სახის ზემოქმედება და მიიჩნია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულთა, ასევე სასამართლოში დაკითხულ, სხვა, ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებს და წერილობით მტკიცებულებებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გ------- ო-----ს, თ---------- ტ-----ს, რ----- ჭ-------ს, მ------ ს-------ს დაწესებულებებში ყოფნის ფაქტს ადასტურებს მხოლოდ ბ----- ა---–---, კერძოდ:
დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სასამართლო ეყრდნობა 2013 წლის 16 აგვისტოს ს------–---------–---------------------ს სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის - ი-----–- ბ-------–-ს წერილს, რომლის თანახმად დასტურდება, რომ ვ--–---- პ----- სასჯელს იხდიდა რ-------ის N- დაწესებულებაში, საიდანაც 2006 წლის 12 იანვარს თავმჯდომარის ბრძანებით ეტაპირებულ იქნა თბილისის N- დაწესებულებაში, ხოლო მ-----– მ--------- სასჯელს იხდიდა გ-------ს N- დაწესებულებაში, საიდანაც 2006 წლის 12 იანვარს ეტაპირებულ იქნა თბილისის N- დაწესებულებაში, რაც ადასტურებს, რომ მ-----– მ--------- არ იმყოფებოდა რ-------ში.
დაცვის მხარის მოსაზრება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან ის ფაქტი, რომ მ-----– მ--------- იმყოფებოდა რ-------ის N- დაწესებულებაში, მოწმეთა ჩვენებების გარდა, დასტურდება ს------–---------–---------------------- თავმჯდომარის - ბ----- ა---–---ს მიერ 2006 წლის 14 იანვარს გაცემული N-- ბრძანებით, რომელშიც მითითებულია, რომ მსჯავრდებულები – მ-----– მ---------, დ----- ლ--------, მ------ ბ------, ბ------- მ----, გ-- გ-------- და ვ--–---- პ----- გადაყვანილ იქნენ ს------–---------–---------------------- თბილისის N- საპყრობილეში სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე ბრძანებაში მითითებულია, რომ სასამართლოს მიერ წარდგინების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულები უნდა დაებრუნებინათ რ-------ის N- დაწესებულებაში. ასევე დადგენილია, რომ ბ----- ა---–---ს განკარგულების საფუძველზე პატიმრები - გ-- გ--------, დ----- ლ--------, ვ--–------ პ-----, მ-----– მ---------, მ------ ბ------ და ბ------- მ---- შედარებით მკაცრი რეჟიმის - N- დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს 2006 წლის 12 იანვარს, ხოლო აღნიშნული მსჯავრდებულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის შესახებ ბრძანება ბ----- ა---–---მ გამოსცა მათი ფაქტობრივი გადაყვანიდან 2 დღის შემდეგ - 2006 წლის 14 იანვარს.
ის გარემოება, რომ პატიმრები რ-------ის N- დაწესებულებიდან გადაიყვანეს N- დაწესებულებაში, დასტურდება ასევე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ: 2013 წლის 7 ივლისის ს------–---------–---------------------- საბადრაგო სამმართველოს უფროსის - გ-------– ჩ--------ს წერილით, 2013 წლის 25 სექტემბრის ს------–---------–---------------------- N- დაწესებულების დირექტორის მოადგილის - დ. ლ-–-----ს წერილით, 2006 წლის 25 იანვრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებებით, 2006 წლის 13 იანვრის ს----ის N- დაწესებულების დირექტორის - ტ------– ტ-----–---ს შუამდგომლობებით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მითითება, რომ ბ----- ა---–---ს ტელეფონის ნომერი ფიქსირდება სხვადასხვა ანძაზე, რაც ადასტურებს, რომ იგი რ-------ში იმ პერიოდის განმავლობაში, რასაც დაზარალებულები მიუთითებენ, არ ყოფილა. ეს კი ადასტურებს, რომ დაზარალებულთა და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული. პალატამ აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას რ----- მ----–---მ განმარტა, რომ მუშაობს ,,ჯ------–ში”, მის ფუნქციაში შედის ტექნიკური განყოფილების რადიოსადგურის მონტაჟი და მომსახურება. მობილურსა და სადგურს შორის კომუნიკაციის დამყარება დამოკიდებულია პარამეტრზე. იმ შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე სადგური ემსახურება კონკრეტულ ადგილს, მუდმივად ხდება სიგნალის განახლება. როგორც კი ზარი განხორციელდება, მობილური ცდილობს დარჩეს იმ ფიჭაზე, რომელიც საუკეთესოა მისთვის და დარჩეს ბოლომდე. თუ სიგნალი შესუსტდა, მობილური ცდილობს უკეთეს ფიჭაზე გადასვლას. შეიძლება არ გადავაადგილდებოდეთ მობილურით, მაგრამ მოხდეს სხვა ფიჭაზე გადასვლა. მოწმემ დაადასტურა, რომ ლოგიკურად რომელი ანძაც უფრო ახლოსაა, ის უნდა მოემსახუროს მობილურს, მაგრამ ის ირჩევს იმ სადგურს, რომლის სიგნალიც ყველაზე ძლიერია, ამიტომ შესაძლებელია, დაიჭიროს არა უახლოესმა, არამედ - სხვა ანძამაც.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ასევე დაცვის მხარის მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, დადგენილი რომც იყოს აღნიშნული ქმედების ისე ჩადენა, როგორც ამას დაზარალებულები გადმოსცემენ, მისი წამებით დაკვალიფიცირება არ „ჯდება“ არც კოდექსით გათვალისწინებული მუხლის დისპოზიციაში და არც საერთაშორისო გადაწყვეტილებებით განმარტებულ დეფინიციაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო, რომ გაეროს წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, წამებად ჩაითვლება ნებისმიერი ქმედება, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან მორალური, იმ მიზნით, რომ მიღებულ იქნეს მისგან, ან მესამე პირისაგან ცნობები, ან აღიარება, რათა დაისაჯოს იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიცაა იგი ეჭვმიტანილი, ან დააშინონ, ან აიძულონ ის, ან მესამე პირი, ან სხვა მიზნით, რაც ემყარება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როდესაც ასეთ ტკივილს, ან ტანჯვას აყენებს სახელმწიფო თანამდებობის პირი, ან სხვა პირი, რომელიც ოფიციალურ რანგში გამოდის, ან როდესაც ისინი სხვებს აქეზებენ, ან მდუმარე თანხმობას აცხადებენ. წამებად არ ჩაითვლება ტკივილი, ან ტანჯვა, რომლებიც კანონიერი სანქციების გამოყენების შედეგია, თან სდევს მის გამოყენებას, ან შემთხვევითია, თუ გამოყენებულია იმ ხარისხით, რომელიც არ ეწინააღმდეგება პატიმრებთან მოპყრობის მინიმალურ სტანდარტებს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. ამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი გვევლინება - „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“. ბუნებრივია, ნებისმიერი უხეში მოპყრობა არ არის წამება. მე-3 მუხლის დარღვევის დასადგენად გამოკვეთილი უნდა იყოს სისასტიკის გარკვეული ხარისხი. ასევე, არაადამიანურ მოპყრობად ჩაითვლება ქმედება, რომელიც შეგნებულად იწვევს ფსიქიკურ ან ფიზიკურ ტანჯვას. ადამიანის მიმართ მოპყრობა ან მის მიმართ გამოყენებული სასჯელი ,,დამამცირებელია”, თუ ის სერიოზულად შეურაცხყოფს ადამიანს სხვების წინაშე, ანდა აიძულებს მას, მოიქცეს საკუთარი ნებისა თუ სინდისის საწინააღმდეგოდ. შეიძლება აღნიშნული ფიზიკურზე მეტად სულიერ ტანჯვას იწვევდეს. მსხვერპლის წინააღმდეგ ძალადობის მუქარა შეიძლება შეესაბამებოდეს არაადამიანურ მოპყრობას, თუ ამგვარი მუქარა საკმარისად რეალური და იმავდროულია. იმისათვის, რომ ამგვარი მოპყრობა ჩაითვალოს არაადამიანურად, აუცილებელია მან გამოიწვიოს ტანჯვის იმგვარი დონე, რაც ჩვეულებრივ დამახასიათებელია არაადამიანური მოპყრობისათვის.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გამოკვეთილია ქმედება, რომელიც განზრახ განახორციელა მოხელემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ტანჯვის მიყენება ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს, კერძოდ, ბ----- ა---–--- მსჯავრდებულებს თავადაც სცემდა, ასევე მისი დავალებით /თუ დუმილით გამოხატული თანხმობით/, მსჯავრდებულებს სცემდნენ მ---ს ქ-------- და სპეცრაზმელები. მათი ცემა გრძელდებოდა როგორც N- დაწესებულების ტერიტორიაზე, ისე ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ, რაც ასევე გაგრძელდა N- დაწესებულებაში მიყვანის შემდეგაც. დაზარალებულთა განმარტებით, მათ ,,მოსაკლავად’’, ,,უმოწყალოდ’’ სცემდნენ, რასაც ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონია და გარკვეული პერიოდი გრძელდებოდა. ამასთან, ბ----- ა---–---მ სპეცრაზმელებს მსჯავრდებულთა გასაგონად მათი მოკვლის მითითებაც მისცა, ისინი ჯერ დააყენეს კედელთან შიშვლები, შემდეგ, ნაცემები, ნახევარი საათის განმავლობაში ტალახში, თოვლ–ჭყაპში, მიწაზე შიშვლები დაყარეს და თუ ვინმე ადგომას შეეცდებოდა, ისევ წიხლს ურტყამდნენ. შემდეგ კვლავ აიყვანეს მანქანაში, საიდანაც მალევე ჩამოიყვანეს, მოსთხოვეს გაეხადათ ტანსაცმელი, რა დროსაც ისევ სცემდნენ, დაყარეს ძირს, ,,ხელებზე ფეხებით ედგნენ’’, შემდეგ ისევ ,,ვარონკაში’’ შეყარეს. თან იარაღები ჰქონდათ მიშვერილი. მ-----– მ---------მ აღნიშნა, რომ კედელთან დააყენეს შიშვლები და უკნიდან ავტომატების გაჩხაკუნების ხმით აშინებდნენ, ასევე – ავტომანქანის ღმუილის ხმით, ვითომ, უნდა დასჯახებოდნენ. დაზარალებულებზე მ--- დაწესებულებაში მიყვანის შემდეგაც გაგრძელდა ძალადობა. დერეფანში შეიყვანეს, სადაც ბ----- ა---–---მ ხელკეტით და წიხლით სცემა, ჩხრეკა ჩაუტარეს, ,,თავდახრილები კიბეებზე აათრიეს, მე-9 კამერაში შეყარეს“ ყველა, გარდა ლ--------სა, რომელიც ცუდად იყო. კამერიდან კი უკვე ცალ-ცალკე გაჰყავდათ და მათზე კვლავ გრძელდებოდა ფიზიკური ძალადობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულებზე განხორციელებულ იძულებას ჰქონდა მიზანი - მიეღოთ მათგან აღიარებითი ჩვენება. დაზარალებულ ვ--–------ პ-----ს ჩვენებით დასტურდება, რომ მას მ---ს ქ--------მ შესთავაზა, თუ სურდა ცოცხალი გადარჩენილიყო უნდა დაეწერა, რომ ლიკვიდირებული ბიჭები მისი ახლობლები იყვნენ, რომლებსაც იარაღი მიჰქონდათ ზონაში, ,,ვიშკა” უნდა მოეხსნათ და გაქცეულიყვნენ, რაზეც უარი თქვა. მათთვის სასურველი ჩვენების მიცემის მოთხოვნისა და ამ მიზნით წამების, მოკვლის მუქარის ფაქტს ადასტურებენ სხვა დაზარალებულებიც. დაზარალებულმა გ-- გ--------მ ასევე აღნიშნა, რომ მ---ს ქ-------- ეკითხებოდა - „ხომ არ უნდოდა სიკვდილი“, აგინებდა, ავტომატი გადატენა, პირში ჩაუდო და უთხრა, რომ „ან სასურველ ჩვენებას მისცემდა ან მისი კაბინეტიდან ვერ გავიდოდა ცოცხალი“. დაზარალებულმა მ-----– მ---------მ კი აღნიშნა, რომ მას მ---ს ქ-------- ეკითხებოდა თუ ვინ იყო ბანდის მეთაური, ამასთან, ეუბნებოდა, რომ ,,ქ-–----მა’’ აღიარა, რომ გაქცევა უნდოდათ. ცემის დროს რამდენჯერმე გონება დაკარგა, რის გამოც მაცივრიდან გამოღებულ გაყინულ წყალს ასხამდნენ.
დაცვის მხარემ ასევე მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ მოყვანილ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს არანაირი კავშირი არ აქვთ მოცემულ შემთხვევასთან, ვინაიდან საერთოდ არ გააჩნიათ მსგავსება სისასტიკესა და ინტენსივობაში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წამება, თავისი შინაარსით, შეიძლება, მოიცავდეს რამდენიმე კომპონენტს და ქმედებაში თანამონაწილე სხვადასხვა პირის მხრიდან თუნდაც ცალკეული მოქმედებების განხორციელება, მაგალითად - პატიმრის ცემა, რაც ინდივიდუალურად, ცალკე აღებული, შესაძლებელია, არ იძლეოდეს წამების აღქმას, მაგრამ კომპლექსურად, მთლიანობაში იძლევა წამების, როგორც დანაშაულის, შემადგენლობას. პალატამ მხედველობაში მიიღო, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, როცა გამოვლენილი იყო ცემის დროს ცივი წყლის პროცედურების გამოყენება, მუქარა, აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით, სასამართლომ დაადგინა, რომ მითითებული ქმედება წარმოადგენდა მე-3 მუხლის ყველაზე უხეშ დარღევევას - წამებას /მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ; Selmouni v. france; Gohmen v. Turkey; Cakisi v. Turkey; Kopylov v. Russia; Polonskiy v. Russia/.
ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის განაჩენის მოსაზრება, რომ ბ----- ა---–--- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში და დაეთანხმა განაჩენის მოსაზრებას, რომ არ იკვეთება ამ დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ნიშანი, როგორიცაა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა - ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. ბ----- ა---–---ს ქმედება უნდა შეფასდეს სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებად, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და არა - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ლ---- ქ--------სა და გ------- მ-----–---–-ს მიერ მათზე ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა’’, ,,თ’’ ქვეპუნქტებით და მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:
2006 წლის იანვრის დასაწყისში ს------–---------–---------------------- თავმჯდომარემ - ბ----- ა---–---მ მიიღო ინფორმაცია ს------–---------–---------------------- N- დაწესებულებიდან პატიმართა შესაძლო გაქცევის შესახებ. ბ----- ა---–---მ ამის თაობაზე ამცნო თავის ძმას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-----------–-----------------------------------------ს დირექტორს - დ----- ა---–---ს.
აღნიშნული, მოწმეთა ჩვენებების გარდა, დასტურდება 2006 წლის 12 იანვრის N----------- ს------–---------–---------------------- თავმჯდომარის - ბ----- ა---–---ს წერილით, (საქართველოს შსს კ-----------–-----------------------ს თავმჯდომარის – დ----- ა---–---ს მიმართ), საიდანაც ირკვევა, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, კრიმინალური ავტორიტეტების დავალებით, 2006 წლის 12 იანვარს, რ-------ის N- საერთო რეჟიმის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის გ-- გ--------ს ძმამ - მ------- გ--------მ, პირთა ჯგუფთან ერთად, უნდა მოაწყოს შეიარაღებული თავდასხმა რუსთვის N- საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე, პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით. მოსალოდნელია, რომ თავდამსხმელები, ექიმის ხალათში შენიღბულები, შეეცდებიან დაწესებულებაში შესვლას და ცეცხლსასროლი იარაღის შეტანას. ინფორმაციის თანახმად, ისინი ჩავლენ თ---–--–--------------–--–------ სამარშრუტო ტაქსით და შეხვდებიან კრიმინალებს მეტროსადგურ ,,ს--------ს” მიმდებარე ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, მათ თან უნდა ჰქონდეთ ცეცხლსასროლი იარაღი. ინფორმაცია გადაიგზავნა ცნობისა და რეაგირებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ბ----- ა---–---მ დაიყოლია იმ დროს ს----ის N- დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი გ-- გ--------, რომ თითქოსდა გაქცევის ორგანიზებაში, თავის მხრივ, ჩაერთო თავისი ძმა შ----- (მ-------) გ--------ც. პატიმართა გასაქცევად საჭირო იარაღის გადაცემას კი უზრუნველყოფდა თავად ბ----- ა---–---. მან, ასევე, უზრუნველყო ძმებ გ--------ებს შორის სატელეფონო კავშირი, რის შედეგადაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 2100 საათზე, შ----- (მ-------) გ--------, მეგობრებთან - რ----- ს----------სა და მ------ ა-------–---სთან ერთად, მივიდოდა ქ-------–--–----------–------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელთა ამ ადგილზე უშუალო მიყვანას, კ-----------–---------------------------------------------------------------–--------------ს - გ------- დ--------ს დავალებით, უზრუნველყოფდა იმავე დეპარტამენტის თანამშრომელი ა-–---------- ს-------. პარალელური რეჟიმით, ბ----- ა---–---მ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დ----- ა---–---ს. ეს გარემოება პალატამ დადგენილად მიიჩნია სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - გ-- გ--------ს, მ-------- გ--------ს, ა-–---------- ს-------ს, გ--–- ტ-----–---ს, ტ------– ტ-----–---ს ჩვენებებით, სატელეფონო კავშირების შესახებ მონაცემებით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 2006 წლის 12 იანვარს დ----- ა---–---, კ-----------–---------------------------------------------------------------–-------------- გ------- დ--------, კ-----------–---------------------------------------------------------------–--------------ს მოადგილე ლ---- ქ--------, კ-----------–---------------------------------------------------------------------------------–--------–-----–----–------------- უფროსის მოადგილე შ--–-- თ-------–---–-, კ-----------–--------------------------------------------------–--------------–----------------------–--------------- ოპერატიული თანამშრომელი გ------- მ-----–---–-, კ-----------–-----------------------------------------ს სხვა თანამშრომლებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, მივიდნენ ა----------------------–------- მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე უზრუნველყვეს შ----- (მ-------) გ--------ს, რ----- ს----------სა და მ------ ა-------–---ს მიყვანა. დაახლოებით 2115 საათზე, ამ პირების ხსენებულ ტერიტორიაზე მისვლისთანავე, დ----- ა---–---, გ------- მ-----–---–-, გ------- დ--------, ლ---- ქ-------- და რამდენიმე ნიღბიანი პირი გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან, შეჰყვნენ მათ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს მიზანმიმართული ინტენსიური სროლა უიარაღო შ----- გ--------ს, რ----- ს----------სა და მ------ ა-------–---ს მიმართულებით. ისინი სროლების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო დაეცნენ მიწაზე, რის შემდეგაც მათ საკონტროლოდ კიდევ ესროლეს, ხოლო შემდგომ შ. გ--------ს, რ. ს----------სა და მ. ა-------–---ს გვამებთან სათითაოდ დააწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები. აღნიშნული დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - ჯ---- ჯ---------ს, გ--–-------- ჯ----–---ს, დ----- ჩ--------ს, ნ-----–- წ------–---–-ს, მ-----– ბ----–-------ს, დ----- კ---------ს, შ--–-- თ-------–---–-ს ჩვენებებით.
1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა მოწმე შ--–-- თ-------–---–-ს ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ დაკითხვის შემდეგ დაენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, რაც შემდგომში თვითნებურად მიატოვა. ის გარემოება, რომ მოწმე შ--–-- თ-------–---–-ს მიმართ გამოყენებულ იქნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, დასტურდება წერილობითი მტკიცებულებებითაც.
დაცვის მხარემ მიუთითა, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე შ--–-- თ-------–---–-ს ჩვენება, ვინაიდან დაცვის მოწმეების - ს------- და ქ------- კ-----–---–ების ჩვენებებით დასტურდება, რომ ეს ჩვენება მიცემულია ზეწოლით და იძულებით. აღნიშნული არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ, ვინაიდან შ--–-- თ-------–---–-ს ჩვენება /გ------- მ-----–---–-სა და ლ---- ქ--------ს მიმართ/ შეესაბამება სასამართლოში გამოკვლეულ ბრალდების მხარის, მათ შორის – სპეცრაზმის თანამშრომელთა ჩვენებებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თავად დაცვის მოწმეთა განმარტებით, შ--–-- თ-------–---–- დაიკითხა ორი ადვოკატის თანდასწრებით. ბუნებრივია, ალოგიკურია იმის მტკიცება, რომ ადვოკატები ესწრებოდნენ ასეთი ზეწოლის ფაქტებს.
ამასთან, საქართველოს ი------–---------------------------–------------–-ის უფროსი პროკურორის ზ------ ბ------–----ს 2014 წლის 28 თებერვლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, რომელიც შედგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის - დ----- ს--------–---ს სახელზე, ირკვევა, რომ 26 თებერვალს, 1228 საათზე, ტელეკომპანია ,,რ----------ში” გავიდა სიუჟეტი შ--–-- თ-------–---–-ს გაუჩინარების შესახებ. მისი ოჯახის წევრის, მამის - გ---- თ-------–---–-ს და ძმის - გ------- თ-------–---–-ს განცხადებით, შ--–-- თ-------–---–- პროკურატურაში 24 თებერვალს 11 საათის განმავლობაში იკითხებოდა და მასზე და მის თანმხლებ 2 ადვოკატზე ხდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა მას გამოძიებისათვის მიეცა ჩვენება დ----- და ბ----- ა---–-----ს წინააღმდეგ. შესაბამისად, ოჯახი მის გაუჩინარებას ამ ფაქტს უკავშირებს. ადვოკატ ი-----–- ზ-------–---–-ს განცხადებით, პროკურატურაში 11 - საათიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად შ--–-- თ-------–---–- აიძულეს, ხელი მოეწერა ბ----- და დ----- ა---–-----ს მამხილებელ ცრუ ჩვენებაზე. შ. თ-------–---–მა მოახერხა და ამის შესახებ აცნობა ოჯახის წევრებს. წერილის თანახმად, ტელეკომპანია ,,რ------------ს” აღნიშნული სიუჟეტის შესაბამისად, პროკურატურის მუშაკთა მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესწავლის მიზნით, ზ------ ბ------–---- მიზანშეწონილად მიიჩნევს ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება.
სააპელაციო პალატამ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ოპერაცია ე.წ. სპეცრაზმის თანამშრომლებს არ ჩაუტარებიათ და მათ არ უსვრიათ, ვინაიდან მოწმის სახით დაკითხვისას ა----- პ-------–---–მა, დ----- უ--------მა, დ----- შ---–---მ, გ------- ჭ------მ, გ--–- ტ--------მ დაადასტურეს, რომ ისინი ავტომანქანებიდან გადავიდნენ მას შემდეგ, რაც სროლის ხმა გაიგეს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბრძანება არ მიუღიათ და ადგილზე მისულებმა სამი მამაკაცის გვამი ნახეს. მათ ასევე დაადასტურეს, რომ ნ-----–-----ს ს--–-------–-აზე პირველ ჩვენებას ზედმეტი სახელით მოაწერეს ხელი, ისე, რომ მის შინაარსს არ გაეცნენ და რომელსაც ამჟამად არ ადასტურებენ. მოწმეთა ჩვენებები ასევე დასტურდება 2014 წლის 14 თებერვლის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარ ექსპერტის - მ------ გ-------–---–-ს მიერ გაცემული N------ ექსპერტიზის დასკვნით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულების - ლ---- ქ--------სა და გ------- მ-----–---–ს ჩვენებები, რომ ს--–-------–-ას ატარებდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოში, დაცვის მხარის შუამდგომლობით, მოწმის სახით დაკითხულ გ------- დ--------ს ჩვენება, რომელმაც ასევე განმარტა, რომ ოპერაციას სპეცრაზმის თანამშრომლები ატარებდნენ, ვინაიდან მისი ჩვენება ასევე ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებს.
ის გარემოება, რომ ე. წ. „ს--–-------–-ის“ დასრულების შემდეგ ფაქტები გაყალბდა, ასევე დასტურდება მოწმეთა - გ------- მ------–---–-ს, დ----- ნ-------–---–-სა და ზ---- მ-----–-–---–-ს ჩვენებებით. აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმე შ--–-- თ-------–---–-ს ჩვენებით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. წ. „ს--–-------–-ის“ დასრულების შემდეგ, საზოგადოების არასწორი ინფორმირების მიზნით, ს--–-------–-ის მიმდინარეობა გაყალბდა და ვიდეოფირზე აისახა ისეთი ფორმით, რომ თითქოსდა, კუდ-ის თანამშრომლებმა განახორციელეს შეიარაღებულ დამნაშავეთა დევნა, რომლებმაც, თავის მხრივ, ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის თანამშრომლებს და მათი ლიკვიდაცია მოხდა საპასუხო სროლის დროს, რაც წარმოადგენდა შემთხვევის განმეორებით არასწორ ინსცენირებას. კერძოდ, დ----- ა---–---ს მითითებითა და მისი უშუალო მონაწილეობით, კუდ-ის თანამშრომლებმა - დ----- კ---------მ, გ------- მ-----–---–მა, გ--------- ა-–----მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან გასროლებით, ვიდეოკამერის წინ, მოაწყვეს დამნაშავე პირთა დევნის ინსცენირება, რითაც არა მარტო ყალბად ასახეს ს--–-------–-ის მიმდინარეობა, არამედ გასროლილი ტყვიის მასრების შემთხვევის ადგილზე დაყრით შეძლეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია ს--–-------–-ის მიმდინარეობის ცრუ ვერსიის გასამყარებლად. ეს გარემოება, მოწმეთა ჩვენებების გარდა, ასევე დასტურდება ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით.
დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ არ არის დადგენილი, თუ ვის სახელზე ირიცხებოდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღები და რა შეხება აქვთ ამ იარაღებთან ლ---- ქ---------სა და გ------- მ-----–---–ს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმე დ-------- ც------მ განმარტა, რომ ის არის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი. მან დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც, 5,45მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ’’AKC-74Y’’ მოდელის #------ და #------ ავტომატებიდან ექსპერიმენტული გასროლების შედეგად მიღებული ობიექტების შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვიამასროთეკაში მოთავსებულ ობიექტებთან შედარებისას, იდენტური ობიექტები ვერ აღმოაჩინეს. მისივე განმარტებით, ცალკე ბაზა არსებობს, სადაც აღრიცხულია სამართალდამცავი ორგანოების ბალანსზე არსებული იარაღები.
ეს გარემოება დასტურდება ასევე: საქართველოს შსს-ს ს-----------–--------–-----------------------------------------–----–-------- უფროსის მოადგილის - დ----- ა-–--------–---–-ს 2013 წლის 19 ივნისის წერილით, საქართველოს შსს-ს ს--–---–-----------------------------------–---------–-------------------------–--- უფროსის მოადგილის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ კ. ს---–-----–---ს 2013 წლის 19 ივნისის წერილით, 2006 წლის 28 თებერვალს გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა #---------ით, რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ზ---- ზ----ძემ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ------- მ--------მ.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, სროლები განხორციელებულია როგორც არაახლო მანძილიდან, ისე - მიბჯენით, კერძოდ: მოწმე ნ-----–- მ---–-----ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკურ სამსახურის ბალისტიკური ექსპერტი, მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული 2006 წლის 20 მარტის დასკვნა. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ შ----- გ--------ს გვამზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის-ჭურვების მოქმედების შედეგად და განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება, ცალკე აღებული, წარმოადგენს სასიკვდილო ჭრილობას, ამასთან, ყველა დაზიანება არის სიცოცხლისდროინდელი. 12 ჭრილობიდან გვამს 9 უკანა მხრიდან აქვს მიყენებული, ხოლო 3 – წინა მხრიდან; ამასთან, თავის არეში არსებული ჭრილობის არხი მარჯვნიდან მარცხნივ, უკნიდან წინ, შედარებით ზევიდან ქვევით მიემართება, რაც ადასტურებს, რომ მას ტყვია დაცემის შემდეგ ესროლეს; რ----- ს----------ს გვამს სამი დაზიანება მიღებული აქვს უკნიდან, ხოლო 2 - გვერდიდან, კერძოდ, თავის არეში - უკანა ზედაპირიდან, ფეხის არეში - უკნიდან, ხოლო მხრის და გულმკერდის არეში - უკანა, გვერდითა ზედაპირიდან. რ----- ს----------ს სიკვდილის მიზეზია სისხლნაკლებობა. თავის არეში მიღებული ორი დაზიანება, ცალ-ცალკე აღებული, სასიკვდილო ჭრილობებია. თავის არეში არსებული ჭრილობის არხი ზევიდან ქვევით მიემართება, რაც ადასტურებს, რომ მას ტყვია დაცემის შემდეგ ესროლეს, ამასთან, ყველა დაზიანება არის სიცოცხლისდროინდელი. ხოლო მ------ ა-------–---ს სხეულს წინა მხრიდან არცერთი ჭრილობა არ აქვს მიყენებული, 2 - მარჯვენა მხრიდან კისრის არეში და 3 ჭრილობა - ფეხის არეში, რომელთაგან 2 დაზიანება შესაძლებელია ყოფილიყო სასიკვდილო, სისხლდენიდან გამომდინარე, თუმცა კისრის არეში მიღებული ჭრილობისას ადამიანი იყო ცოცხალი. ამასთან, ყელის არეში მიყენებული ორი ნატყვიარიდან ერთის არხი ზევიდან ქვევით მიემართება, რაც ადასტურებს, რომ მას ტყვია დაცემის შემდეგ ესროლეს. კისრის ორივე დაზიანება ცალ-ცალკე წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათოს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებს მოწმეთა ჩვენებებს, რომ უიარაღო - მ------ ა-------–---, რ----- ს---------- და შ----- (მ-------) გ-------- გარბოდნენ და მათ სროლით მისდევდნენ კუდ-ის თანამშრომლები, რომლებიც ნ-----–-----ს ტერიტორიაზე გაემართნენ „ს--–-------–-ის“ ჩასატარებლად, რასაც შედეგად მოჰყვა სამი პირის სიკვდილი. ისინი ნ-----–-----ს ტერიტორიაზე, კუდი-ის სამმართველოს უფროსის - გ------- დ--------ს დავალებით, მიიყვანა მე-2 სამმართველოს ოპერატიულმა თანამშრომელმა ა-–---------- ს-------მ.
დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ არ არის დადგენილი, კონკრეტულად რომელი ავტომატიდან გასროლილი ტყვიით „დადგა ამ სამი პირის სიკვდილი“, რაც სააპელაციო პალატამაც გაიზიარა, მაგრამ ამავდროულად დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ მ------ ა-------–---ს, რ----- ს----------სა და შ----- (მ-------) გ--------ს მკვლელობა დაგეგმეს და განახორციელეს კუდ-ის თანამშრომლებმა, მათ შორის - ლ---- ქ--------მ და გ------- მ-----–---–მა. დამნაშავეებს 3 გარდაცვლილის მიმართ ამოძრავებდათ ერთიანი განზრახვა და თავადაც მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით, მათი მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ატარებდა ურთიერთშეთანხმებულ ხასიათს. ასავე გასათვალისწინებელია, რომ მ------ ა-------–---, რ----- ს---------- და შ----- (მ-------) გ-------- იყვნენ უიარაღონი, ისინი მოაქციეს ალყაში და გაქცევის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, რაც ადასტურებს, რომ ლ---- ქ-------- და გ------- მ-----–---–-, სხვა პირებთან ერთად, მოქმედებდნენ შეთანხმებულად, ერთიანი განზრახვით. ასეთი თანხმობა დანაშაულის ამსრულებელთა შორის შეიძლება მიღწეულ იქნეს როგორც ქმედების ჩადენამდე წინასწარ, ასევე - უშუალოდ ქმედების ჩადენის პროცესში.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პროკურორის საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა, სასჯელები არ არის ზედმეტად ლმობიერი, აღნიშნული კი საკმარისია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენ პირთა რესოციალიზაციისათვის, რის გამოც მათი გამკაცრება არ არის აუცილებელი.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი ამირან გულუაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას.
მსჯავრდებულები - გ------- მ-----–---–-, ბ----- ა---–---, ლ---- ქ-------- და მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ--–---- ვ--–------–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-----–---–-ს, ბ. ა---–---ს, ლ. ქ--------ს გამართლებას.
მსჯავრდებული გ------- მ-----–---–- და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე------ ზ-------–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-----–---–-ს გამართლებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
10. უსაფუძვლოა კასატორების მოსაზრება მსჯავრდებულების - ბ----- ა---–---ს, გ------- მ-----–---–-სა და ლ---- ქ--------ს უდანაშაულობის თაობაზე, რაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენში ყველა მსჯავრდებულთან მიმართებით მიუთითა იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ბ. ა---–---ს, გ. მ-----–---–-სა და ლ. ქ--------ს მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ბ----- ა---–---მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის რაიმე გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; წამება, ე. ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციისა და აღიარების მიღება, პირის დაშინება და დასჯა მის და მესამე პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი მოხელის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, ხოლო გ------- მ-----–---–მა და ლ---- ქ--------მ - განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ. მითითებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატების - მ--–---- ვ--–------–---–-სა და ე------ ზ-------–---–-ს მიერ საკასაციო საჩივრებში განვითარებულ ზოგად მსჯელობებს მსჯავრდებულების მიმართ საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის თაობაზე, რადგან საკასაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლით კანონიერების რაიმე არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა. ასევე, მათი ბრალდების საქმის როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებში განხილვისას მსჯავრდებულთა საპროცესო უფლებები არ დარღვეულა.
12. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მტკიცების სტანდარტსა და სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხს, კერძოდ: საქმის გარემოებების დასადგენად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ (El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], განაცხადი N39630/09, §151, ECtHR, 13.12.2012, ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], განაცხადი N 29750/09, §48, ECtHR, 16.09.2014.). სასამართლოს აღნიშნული მიდგომით, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების დონეზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მისი ფუნქცია არ არის, გამოთქვას მოსაზრება მტკიცებულების რელევანტურობის თაობაზე, ასევე პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia), განაცხადი N 26853/04, §188, ECtHR, 11.12.2006). კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეს დეტალური პასუხი გასცეს ყველა არგუმენტთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ვან დერ ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands), განაცხადი N16034/90 , §61, ECtHR, 19.04.1994; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ (Jgarkava v. Georgia ), განაცხადი N7932/03, §71, ECtHR, 24.05.2009). გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს მოსაზრებები საქმის გადამწყვეტ ასპექტებთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი N19997/02 , §30, ECtHR, 15.02.2007). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესზე, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით.
13. ბრალდების მხარე ასაჩივრებს მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულებს განესაზღვრათ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’, ,,ე’’, ,,ზ’’ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 109-ე მუხლის ,,ა’’, ,,თ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (საქმე #58აპ-18).
14. აქვე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECtHR; 20.03.2009).
15. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვისა და ბრალდების მხარეების იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის - ამირან გულუაშვილის, მსჯავრდებულების - გ------- მ-----–---–-ს, ბ----- ა---–---ს, ლ---- ქ--------სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ვ--–------–---–-ს, მსჯავრდებულ გ------- მ-----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე------ ზ-------–---–-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. ალავიძე