განჩინება

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
330100118002276194
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002276194

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №633აპ-18 ქ. თბილისი

ვ------ ვ-–--------, 633აპ-18 16 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ-–-------- ვ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ---- ტ--–-----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენით ვ-–-------- ვ------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ვ-–-------- ვ------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ვ-–-------- ვ------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენით ვ-–-------- ვ------ს მსჯავრი დაედო ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ვ-–-------- ვ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

 

2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 16:45 საათზე, ქ-------–--–----------------------–------------------------–-------–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ-–-------- ვ------ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არასრულწლოვან მ------ გ------–---–-ს ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ფარულად დაეუფლა 110 (ას ათ) ლარად ღირებულ ,,MEIZU-ს“ ფირმის, ,,M3 NOTE-ის“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც მ------ გ------–---–ს მიადგა 110 (ას ათი) ლარის ზიანი.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ-–-------- ვ------მ და მისმა ადვოკატმა ბ---- ტ--–-----მ. დაცვის მხარემ საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

 

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ-–-------- ვ------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ---- ტ--–-----მ. კასატორი ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ-–-------- ვ------ს უდანაშაულოდ ცნობას შერაცხულ ბრალდებაში.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №471აპ.-14) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

 

9. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ვ-–-------- ვ------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. დაცვის მხარის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ორი მოწმე პოლიციელის ჩვენება, რაც არასაკმარისია ვ-–-------- ვ------ს ბრალეულად ცნობისათვის და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, საქმეებზე - „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia, N 17828/05 , 11.07.2013), „ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ“ (Virabyan v. Armenia, N 40094/05 , 02.01.2013), საკასაციო პალატა აღნიშნავს: სააპელაციო პალატა განაჩენში პოლიციელთა ჩვენებების სანდოობასა და მტკიცებულებათა საკმარისობასთან დაკავშირებით დეტალურად მსჯელობს და მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება არა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, არამედ ეს ჩვენებები სასამართლომ შეაფასა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების დროს არ გამოვლენილა რაიმე კანონდარღვევა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ვ-–-------- ვ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ---- ტ--–-----ს პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე.

 

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ვ-–-------- ვ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ---- ტ--–-----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე