განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700065885
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №89აგ-18 თბილისი
დ----------–---–ი ბ---, 89აგ-18 20 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ--- დ----------–---–ისა და მისი ადვოკატის - ა-–---------- შ--–-----–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბ--- დ----------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ბ--- დ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (9,33 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო. ბ--- დ----------–---–ს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულ ბ--- დ----------–---–ის ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების (რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო) შესაბამისად, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ბ--- დ----------–---–ი გათავისუფლდა ამ განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 9,33 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის დადგენილი ძირითადი სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. 2018 წლის 29 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ბ--- დ----------–---–ის ადვოკატმა ა-–---------- შ--–-----–---–მა, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა ბ--- დ----------–---–ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და მის მიმართ კანონით განსაზღვრული შეღავათის გავრცელება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ--- დ----------–---–ის ადვოკატ ა-–---------- შ--–-----–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ--- დ----------–---–მა და მისმა ადვოკატმა ა-–---------- შ--–-----–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბ--- დ----------–---–ისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებების აღდგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო, ხოლო ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ბ--- დ----------–---–ის ადვოკატ ა-–---------- შ--–-----–---–ის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობის წარდგენის დროისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის განაჩენით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მსჯავრდებული ბ--- დ----------–---–ი გათავისუფლებული იყო გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 9,33 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელისგან, ხოლო მისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველი არ არსებობდა, რადგან ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გაუქმებულა არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებითა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გაუქმდა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მხოლოდ მოხმარებისათვის და არა უკანონო შეძენა, შენახვისათვის, რისთვისაც მსჯავრი დაედო ბ--- დ----------–---–ს. ამდენად, მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის - ა-–---------- შ--–-----–---–ის მოთხოვნა არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეცვლისა და ბ--- დ----------–---–ისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ბ--- დ----------–---–ის ადვოკატ ა-–---------- შ--–-----–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ--- დ----------–---–ისა და მისი ადვოკატის - ა-–---------- შ--–-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ბ--- დ----------–---–ის ადვოკატ ა-–---------- შ--–-----–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე