განჩინება

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
010100116001434529
თარიღი
23.04.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001434529

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№641აპ-18 ქ. თბილისი

ბ------–---–ი ა-–----, 641აპ-18 23 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა-–---- ბ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--- გ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ა-–---- ბ------–---–ი, –-------------–-------–-–--------------- დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) და მიესაჯა 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–---- ბ------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2016 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ა-–---- ბ------–---–მა სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ბ------–ი, ი----------ის ქ. №2--ში მდებარე გ---–---- ჯ----ის სავალუტო პუნქტში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გ---–---- ჯ----ის ფულად თანხას – 500 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

· 2016 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ა-–---- ბ------–---–მა სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ბ------–ი, ჭ-------ის ქ. №3--ში მდებარე გ------- ჯ--------ის სავალუტო პუნქტში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გ------- ჯ--------ის კუთვნილ თანხას – 200 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად; ამასთან, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 21 ნოემბრიდან.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი--- გ--------ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ა-–---- ბ------–---–ისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილობრივ პირობითი მსჯავრით შეცვლას იმ მოტივით, რომ ა-–---- ბ------–---–ი ხასიათდება დადებითად; მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა გამოძიებასთან; დაზარალებულებს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი; შექმნა ოჯახი.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსჯავრდებულ ა-–---- ბ------–---–ის ბრალეულობა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. რაც შეეხება სასჯელს, ა-–---- ბ------–---–ს განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, რაც

შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულ ა-–---- ბ------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა-–---- ბ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი--- გ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე