განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330210015002105984
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015002105984

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №ას-1104-2018 21 მაისი, 2019 წელი

№ას-1104-2018 ა-----------ა ქ.თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,ნინო ბაქაქური

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განმცხადებელი – შპს "ა-----------ა" (მოპასუხე)

 

მოწინააღმდეგე მხარე – ზ---------------–---–ი, ა-–---------- დ-------–---–ი, ვ--–------ კ----–---–ი, გ--- ც--–--ე, ხ------- კ-----ე, გ--- ს----------ე, გ------- ს-------–---–ი (მოსარჩელეები)

 

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა

 

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. გ--- ს----------ემ, გ--- ც--–--ემ, გ------- ს-------–---–მა და ხ------- კ-----ემ, 2015 წლის 3 თებერვალს, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შპს "ა-----------ას" კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ტ.1. ს/ფ 1-2).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო შპს "ა-----------ას" (ს/კ 4--------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს მდებარე: 1) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის (ნაკვეთი 0-----), სართული 5, ბინა N2--, ბლოკი "B", ფართი 51.64 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------, და 2) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ.მტკვარს შორის (ნაკვეთი 0-----), სართული 4, ბინა N2--, ბლოკი "B", ფართი 69.32 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------; (ტ.1. ს/ფ 18-21).

3. მოპასუხე შპს "ა-----------ამ" 2015 წლის 18 ნოემბერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა 2015 წლის 4 თებერვლის სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული ღონისძიების გაუქმება და მის ნაცვლას სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიების გამოყენება. კერძოდ, ყადაღის დადება შპს "ა-----------ას" (ს/კ 4--------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე მდებარე: 1) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის, სართული 8, ბინა N2--- ბლოკი B, ფართი 51.64 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0---------------------- და 2) ქ. თბილისი ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის, სართული 6, ბინა N4-, ბლოკი A, ფართი 71.05 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, და ყადაღა მოეხსნა შპს "ა-----------ას" (ს/კ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს მდებარე: 1) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის (ნაკვეთი 0-----), სართული 5, ბინა N2--, ბლოკი "B", ფართი 51.64 კვ.მ. საკადასტრო კოდი:0----------------------; და 2) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ.მტკვარს შორის (ნაკვეთი 0-----), სართული 4, ბინა N2--, ბლოკი "B", ფართი 69.32 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------;

5. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს "ა-----------ას" (ს/კ 4--------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს მდებარე: 1) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის, სართული 8, ბინა N2--, ბლოკი "B", ფართი 51.64 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0---------------------- და 2) ქ. თბილისი ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის, სართული 6, ბინა N4-, ბლოკი A, ფართი 71.05 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------; (ტ.2. ს.ფ. 111-113);

6. 2015 წლის 6 მარტს, ზ---------------–---–მა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს "ა-----------ას" კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება (ტ.3. ს/ფ 1-2).

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და აეკრძალა შპს "ა-----------ას" (ს/კ 4--------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის (ნაკვეთი 0-----), ფართი (მშენებარე) სართული 17, ბინა N3-- B ბლოკი, ფართი 69.90 კვ. მ. საკადასტრო კოდი: 0---------------------- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა (ტ.3. ს/ფ 11-13).

8. 2016 წლის 1 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაში ცვლილებების შეტანის შესახებ განცხადებით მიმართა შპს "ა-----------ას" წარმომადგენელმა არჩილ თაბაგარმა, რომლითაც მოითხოვა 2015 წლის 9 მარტისა და 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლა, კონკრეტულად კი უზრუნველყოფილი საგნების შეცვლა, კერძოდ ყადაღის დადება შპს "ა-----------ას" საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: 1) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, ფართი სართული 9, ბინა №1--, კორპ. №1-, ბლოკი ''C", ფართი 95.74 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------; 2) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის,სართული 8, ბ--------, კორპ. №1-, ბლოკი ''C", ფართი 95.74 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 01.17.1-.003.532.02.104; 3) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, სართული 9, ბ--------, კორპ №1-, ბლოკი ''C', ფართი 95.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, შპს "ა-----------ას" წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს "ა-----------ას" (ს/კ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის (ნაკვეთი 0-----), ფართი (მშენებარე) სართული 17, ბინა N3-- B ბლოკი, ფართი 69.90 კვ. მ. საკადასტრო კოდი: 0---------------------- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა და მის ნაცვლად ზ---------------–---–ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს შპს ,,ა-----------ას” (ს/კ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, ფართი სართული 9, ბინა №1--, კორპ. №1-, ბლოკი ''C", ფართი 95.74 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------;

10. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა შპს ,,ა-----------ას” ს/კ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს მდებარე: 1) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის, სართული 8, ბინა №2--- ბლოკი B, ფართი 51.64 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0---------------------- და 2) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის, სართული 6, ბინა №4-, ბლოკი A, ფართი 71.05 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0---------------------- და მათ ნაცვლად, გ--- ს----------ის, გ--- ც--–--ის, გ------- ს-------–---–ის, ხ------- კ-----ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს შპს ,,ა-----------ას” ს/კ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს მდებარე: 1) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, სართული 8, ბ--------, კორპ. №1-, ბლოკი ''C", ფართი 95.74 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 01.17.1-.003.532.02.104; 2) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, სართული 9, ბ--------, კორპ №1-, ბლოკი ''C', ფართი 95.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ზ---------------–---–ის, ა-–---------- დ-------–---–ის, ვ--–------ კ----–---–ის, გ--- ც--–--ის, ხ------- კ-----ის, გ--- ს----------ისა და გ------- ს-------–---–ის სარჩელი, მოპასუხე შპს "ა-----------ას" მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, კომპენსაციის დაკისრებისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო მოსარჩელეებმა - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

13. 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გარდა ხ------- კ-----ის სააპელაციო საჩივრისა, რომლის სააპელაციო საჩივარიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო მოსარჩელეებმა - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის და 3 სექტემბრის განჩნებებით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული, დასაშვებობის შესამოწმებლად.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ა-----------ას“ წარმომადგენილმა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა. კერძოდ მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა კერძოდ:

17.1. თბილისი, ქ----–- ჩოლოყშვილის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის, სართული 9 ბინა N1--, კორპუსი N1-, ბლოკი C, ფართი 95.74 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------. ნაცვლად, ყადაღა დაედოს უძრავ ქონებას (საცხოვრებელი ბინა) მდებარე: თბილისი, შ----- ნ-------–---–ის ქ N2-, სართული 1-, ბინა N5--, ბლოკი C, ფართი 95.98 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------.

17.2. ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, სართული 8, ბ--------, კორპ. №1-, ბლოკი ''C", ფართი 95.74 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 01.17.1-.003.532.02.104. ნაცვლად, ყადაღა დაედოს უძრავ ქონებას (საცხოვრებელი ბინა) მდებარე: თბილისი, შ----- ნ-------–---–ის ქ N2-, სართული 12, ბინა 562, ბლოკი C, ფართი 95.98 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------.

17.3. ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, სართული 9, ბ--------, კორპ №1-, ბლოკი ''C', ფართი 95.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------. ნაცვლად, ყადაღა დაედოს უძრავ ქონებას (საცხოვრებელი ბინა) მდებარე: თბილისი შ----- ნ-------–---–ის ქ N2-, სართული 13, ბინა N5--, ბლოკი C, ფართი 95.98 კვ.მ საკადასტრო კოდი: 0----------------------.

18. განმცხადებლის განმარტებით, განცხადებაში მითითებული უძრავი ქონებების ფართობი არის უფრო მეტი, იმ უძრავ ქონებაზე რომელზეც უკვე არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. ამასთან, შპს "ა-----------ა" არის სამშენებლო კომპანია, რომელიც აშენებს საცხოვრებელ ბინებს მათი გასხვისების მიზნით, რაც წარმოადგენს კომპანიის ერთადერთ კომერციულ საქმიანობას. ის ბინები, რომელბზეც უზრუნველყოფის ღონისძიებაა გამოყენებული მოიწონეს მათმა პოტეცნიურმა მყიდველებმა და მზად არიან გააფორმონ ნასყიდობის ხელშეკრულებები შპს "ა-----------ასთან", თუმცა ვინაიდან აღნიშნული ბინების გასხვისება შეზღუდულია სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით, განმცხადებელი მოკლებულია მათი გასხვისების შესაძლებლობას. აღნიშნულის საფუძველზე მხარე ითხოვს, უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლას. განმცხადებელმა წარმოადგინა იმ უძრავი ქონებების საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომლებზეც ითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას.

19. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელეების წარმომადგენელმა წამოადგინა პოზიცია და განაცხადა, რომ არ ერთანხმება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლას, ვინაიდან აღნიშნული ემსახურება საქმის წარმოების გაჭიანურებას. მისი განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს წარმოადგენს მოპასუხისთვის ნივთის განკარგვის უფლების შეზღუდვა. შპს "ა-----------ა" არის სამშენებლო კომპანია, რომელიც რეალიზაციის მიზნით აშენებს ბინებს. ქონება რომელზედაც მოპასუხე ითხოვს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას არის მშენებარე. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით მოპასუხე ლიკვიდური უკვე აშენებული ბინების შეცვლას ითხოვს მშენებარე ბინებით, რომელთა რეალიზაციაც შეუძლებელი გახდება მშენებლობის დამთავრებამდე, რითაც გაჭიანურდება გადაწყვეტილების აღსრულება, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მოსარჩელეების სასარგებლო იქნება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ განიხილა შპს „ა-----------ას“ განცხადების საფუძვლიანობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ---------------–---–ი, ა-–---------- დ-------–---–ი, ვ--–------ კ----–---–ი, გ--- ც--–--ე, ხ------- კ-----ე, გ--- ს----------ე, გ------- ს-------–---–ი სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია შემდეგი ღონისძიებები: ყადაღა დაედო შპს "ა-----------ას" უძრავ ქონებას: 1) თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის, სართული 9 ბინა N1--, კორპუსი N1-, ბლოკი C, ფართი 95.74 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------. 2) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, სართული 8, ბ--------, კორპ. №1-, ბლოკი ''C", ფართი 95.74 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 01.17.1-.003.532.02.104. 3) ქ. თბილისი, ქ----–- ჩ---–----–---–ის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, სართული 9, ბ--------, კორპ №1-, ბლოკი ''C', ფართი 95.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------.

2. განმცხადებელი მოითხოვს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, რომელიც, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება მხარის შუამდგომლობის საფძველზე, თუმცა ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას.

3. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს "ა-----------ას" შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ არის სათანადოდ დასაბუთებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის აუცილებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა, კერძოდ ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე. განსახილველ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიება უკვე გამოყენებულია უძრავ ქონებაზე, და მისი შეცვლის მოთხოვნისას მხარეს შეეძლო განეთავსებინა სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი თანხა, სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე. განმცხადებლის მიერ არ არის სათანადოდ დასაბუთებული უზრუნველყოფილი საგნის, უზრუნველყოფილ უძრავ ქონებაზე დიდი ფართობის ქონებით ჩანაცვლების საჭიროება. მითუმეტეს, რომ, როგორც ირკვევა განმცხადებლის მიერ მითითებული უძრავი ქონებები, რომლითაც ის ითხოვს უზრუნველყოფილი უძრავი ქონებების ჩანაცვლებას არის მშენებარე. აღნიშნული გარემოება ეჭვქვეშ აყენებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებს. ვინაიდან, დავის მოსარჩელეების სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება შესაძლოა იყოს გადაწყვეტლების აღსრულების ხელისშემშლელი გარემოება.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ა-----------ას“ განცხადება დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე, 284-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ა-----------ას“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

 

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

 

ნ. ბაქაქური