განჩინება

სისხლის სამართლის 10.05.2019
საქმის ნომერი
020141318700066162
თარიღი
10.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141318700066162

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №101აგ-18 ქ. თბილისი

გ------ რ-----, 101აგ-18 10 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ----- გ------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით რ----- გ------ (დაბადებული 1----–--–ს) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა, სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ----- გ------ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ რ----- გ------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

5. 2018 წლის 6 სექტემბერს მსჯავრდებულმა რ----- გ------მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ----- გ------ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

7. მსჯავრდებული რ----- გ------ საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას იმ მოტივით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალებების – „მარიხუანისა“ და „ოპიუმის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ რ----- გ------ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების – „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ – ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

 

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ რ----- გ------ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით, გარდა ,,მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისა, მსჯავრი დაედო აგრეთვე ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ უკანონოდ მოხმარებისთვის, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ რ----- გ------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე