განჩინება

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
010141318700066903
თარიღი
15.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066903

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №102აგ-18 ქ. თბილისი

მ---------- ვ-------, 102აგ-18 15 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ------- მ----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ---- ბ--------–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ვ------- მ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 218–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით. მასვე სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 10 000 ლარი. მსჯავრდებულ ვ------- მ---------ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოში გამოცხადების დღიდან. ამავე განაჩენით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონული ცენტრის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა: ვ------- მ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 649 724,8 ლარი, შესაბამის საურავთან ერთად და ჯარიმა - 335 866 ლარი.

 

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–12 მუხლის თანახმად, ვ------- მ---------ს გაუნახევრდა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით.

 

3. 2018 წლის 25 სექტემბერს მსჯავრდებულ ვ------- მ----------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ---- ბ--------–---–მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 06.09.18 წლის №------------ წერილით მსჯავრდებულ ვ------- მ---------ს (პ------------- ინდ/მეწარმის ს------------) დავალიანება არ ერიცხება და მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ნაშთი შეადგენს 0 ლარს.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ------- მ----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ---- ბ--------–---–ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

5. კასატორი - მსჯავრდებულ ვ------- მ----------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ---- ბ--------–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თელავის რაიონულმა სასამართლომ 2010 წლის 11 აგვისტოს განაჩენი ვ------- მ----------ს მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომლის სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება მსჯავრდებულს დღეის მდგომარეობითაც გააჩნია. შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსრულებლი სამართალწარმოების საქმეზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შესაძლოა, გადაისინჯოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მათ შორის - როდესაც ეს სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალებაა, ან როდესაც საკითხი ეხება სასჯელის განსაზღვრას კანონის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე, რაც არ შეიძლება შეფასების საგანი იყოს და განსხვავებულად გადაწყდეს საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში.

4. ადვოკატის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები წარმოადგენს შეფასების საგანს, რაზეც სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს ვ------- მ----------ს მიერ თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში.

 

5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ვ------- მ----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ---- ბ--------–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ვ------- მ----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ---- ბ--------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ვ------- მ----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ---- ბ--------–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე

 

1 იხ. სუსგ საქმეზე №25აგ-17 და სუსგ საქმეზე №211აგ-16.