განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700050699
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N533აპ-19 ქ. თბილისი
ხ------–- ვ-------, 533აპ-19 24 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ბექა ხუნაშვილის
ადვოკატ - მ--–---- ს--–----ას
მსჯავრდებულ - ვ------- ხ------–-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ------- ხ------–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ს--–----ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ვ------- ხ------–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ------- ხ------–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ვ------- ხ------–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების, აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 20 თებერვალს ვ------- ხ------–- და ლ------ ჯ-------–ია იმყოფებოდნენ თ--------ის რესპუბლიკის ქალაქ ს--------–ში, სადაც ერთობლივად განიზრახეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანა. ამ მიზნით, ვ------- ხ------–მა შეიძინა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, კერძოდ: 0,992 გრამი ბუპრენორფინი; 0,5414 გრამი მდმა (მეთლენდიუქსიმეტამფეტამინი); 0,92 გრამი მეთადონი (მარილი); 1,20458 გრამი ამინოფენილეთანონი (PVP, bk-MDBDB) და ტრიპტამინი (5-MeO-NIPT); 0,53683 გრამი ტრიპტამინი ( 5-MeO-NIPT).
აღნიშნული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, აგრეთვე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ვ------- ხ------–- და ლ------ ჯ-------–ია უკანონოდ ინახავდნენ ქ. ს--------–ში, ტ-----ის მოედანთან არსებულ სასტუმრო ,,A-----------ში’’ მათ მიერ დაქირავებულ ნომერში.
ნარკოტიკული ნივთიერებების საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან ფარულად შემოტანის მიზნით, ვ------- ხ------–მა ზომაში შესამცირებლად დაჭრა ნარკოტიკული საშუალებების ფირფიტები და სამ ნაწილად ჩააწყო სამ ცალ რეზინის პაკეტში. აღნიშნული სამი პაკეტი ვ------- ხ------–მა და ლ------ ჯ-------–იამ მოათავსეს ამ უკანასკნელის სხეულში, რის შემდგომაც ს--------–-------–---ს ავიარეისით გამოფრინდნენ საქართველოში.
2016 წლის 23 თებერვალს, თ---–-----–-----------------–--------–--------------–----------------------ში ჩამოფრენისა და შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ვ------- ხ------–მა და ლ------ ჯ-------–იამ საქართველოს ტერიტორიაზე ჯგუფურად, უკანონოდ შემოიტანეს ლ------ ჯ-------–იას სხეულში შენახული, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, კერძოდ: 0,002 გრამი ბუპრენორფინი; 0,5414 გრამი მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი); 0,92 გრამი მეთადონი (მარილი); 1,20458 გრამი ამინოფენილეთანონი (PVP, bk-MDBDB) და ტრიპტამინი (5-MeO-NIPT); 0,53683 გრამი ტრიპტამინი (5-MeO-NIPT).
4. კასატორმა – მსჯავრდებულ ვ------- ხ------–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ--–---- ს--–----ამ ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება.
5. 2019 წლის 10 ივლისს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და თბილისის პროკურატურის პროკურორ ბექა ხუნაშვილს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
6. 2019 წლის 16 ივლისს პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ვ------- ხ------–ს შორის 2019 წლის 10 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული ვ------- ხ------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით; აღნიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მან 10 (ათი) წელი მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად; ამავე დანაშაულისთვის დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დაეკისროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
ვ------- ხ------–- ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ------- ხ------–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით; აღნიშნული სასჯელიდან სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მან ათი (10) წელი მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დაეკისროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
ვ------- ხ------–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
7. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა, მსჯავრდებულმა ვ------- ხ------–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ--–---- ს--–----ამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება - სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ბექა ხუნაშვილსა და მსჯავრდებულ ვ------- ხ------–ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: ლ------ ჯ-------–იას პირადი ჩხრეკის ოქმით, ვ------- ხ------–-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ნ-----–---------–----------–-------------------------- კლინიკაში ვ------- ხ------–-ს კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებით, ნ-----–---------–----------–------------------------- კლინიკაში ლ------ ჯ-------–იას კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებით, ლ------ ჯ-------–იასაგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმით, ლ------ ჯ-------–იას ნარკოლოგიური გამოკვლევის N------ დასკვნით, ვ------- ხ------–-ს ნარკოლოგიური გამოკვლევის N------ დასკვნით, ბრალდებულ ლ------ ჯ-------–იას გამოკითხვის ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით ვ------- ხ------–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ვ------- ხ------–-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ვ------- ხ------–- ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ცნობილია ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, თბილისის პროკურატურის პროკურორ ბექა ხუნაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ვ------- ხ------–-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ბექა ხუნაშვილსა და მსჯავრდებულ ვ------- ხ------–ს შორის;
4. ვ------- ხ------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით; აღნიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მან 10 (ათი) წელი მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად; ამავე დანაშაულისთვის დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დაეკისროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
ვ------- ხ------–-, ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ------- ხ------–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით; აღნიშნული სასჯელიდან სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მან 10 (ათი) წელი მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დაეკისროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
ვ------- ხ------–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
5. მსჯავრდებულ ვ------- ხ------–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 23 თებერვლიდან;
6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე