განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2019
საქმის ნომერი
010141318700066469
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066469

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№511აპ-18 ქ. თბილისი

ჩ---–--- ლ----, 511აპ-18 12 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ---- ჩ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა------- ი--------ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით ლ---- ჩ---–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ჩ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ლ---- ჩ---–---ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 21 მარტიდან.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი ლ---- ჩ---–--ის მიმართ დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- ჩ---–---მ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

 

აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

ი---- ყ-----–---–- ქ. თ---–--–ი, ბ-------------–----–---ის გამზირის №-----ში ცხოვრობდა დედასთან - ლ---- ყ-----–---–სა და მამასთან - ო---- ყ-----–---–თან ერთად. თანაცხოვრების პერიოდში დედა-შვილ - ლ---- ყ-----–---–სა და ი---- ყ-----–---–ს შორის დაიძაბა ურთიერთობა, რაც მოგვიანებით მათ შორის კონფლიქტში გადაიზარდა.

 

ლ---- ყ-----–---–ზე განაწყენებულმა ი---- ყ-----–---–მა განიზრახა, განსაკუთრებული ტკივილის მიყენებით მოეკლა დედა. განზრახვის სისრულეში მოყვანისა და მისი გაადვილების მიზნით, ი---- ყ-----–---–მა დახმარება სთხოვა მეგობრებს - ბ--- შ-----–--სა და არასრულწლოვან ნ--- ჩ-------ს და მათთან ერთად დაგეგმა ლ---- ყ-----–---–-ს მკვლელობა.

 

2016 წლის 19 ოქტომბერს ქ. თ---–--–ი, რ---------–ის გამზირის №------ში მდებარე სუპერმარკეტ „ს------ში“ ბ--- შ-----–--, ი---- ყ-----–---–- და ნ--- ჩ-------, შეთანხმებისამებრ, შეხვდნენ ერთმანეთს და დააზუსტეს ლ---- ყ-----–---–-ს მკვლელობის დეტალები. ამასთან, დანაშაულის მსხვერპლის სხეულის ნაწილების მოთავსების, გადამალვისა და გადაადგილების მიზნით, შეიძინეს პოლიეთილენის პარკები. აღნიშნულის შემდეგ ისინი ავტომანქანით გაემართნენ ქ. თ---–--–ი, ბ-------------–----–---ის ქუჩის №-----ში მდებარე ბინაში, სადაც ლ---- ყ-----–---–- მარტო იმყოფებოდა.

 

ბინაში მისვლისთანავე ლ---- ყ-----–---–მა ზემოხსენებულ პირებს გაუღო კარი და ისინი სახლში შეუშვა, სადაც ბ--- შ-----–--მ, შეთანხმებისამებრ, ლ---- ყ-----–---–ს პირსა და ცხვირზე მაგრად მოუჭირა ხელი და შეეცადა მის მოგუდვას. ამავდროულად, ი---- ყ-----–---–მა და ნ--- ჩ-------მ ლ---- ყ-----–---–ს გაუკავეს ხელ-ფეხი და არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ლ---- ყ-----–---–- კვლავ ეწინააღმდეგებოდა მათ, რა დროსაც ბ--- შ-----–--მ მას საფეთქლის არეში რამდენჯერმა ჩაარტყა დანა, რის შედეგადაც ლ---- ყ-----–---–- ძირს დაეცა.

 

უგონო მდგომარეობაში მყოფ ლ---- ყ-----–---–ს ბ--- შ-----–--მ, ი---- ყ-----–---–მა და ნ--- ჩ-------მ წებოვანი ლენტით ხელ-ფეხი შეუკრეს, მოათავსეს ჩანთაში და ავტომანქანით გადაიტანეს ქ. თ---–--–ი, ვ----------- გასასვლელის №--ში მდებარე ბ--- შ-----–--ს მიერ ნაქირავებ ბინაში, სადაც მან ნ--- ჩ-------მ და ი---- ყ-----–---–მა ლ---- ყ-----–---–-ს სხეული ხერხის გამოყენებით დაანაწევრეს, კერძოდ, ჯერ მოაჭრეს თავი, ზედა კიდურების თითები, ზედა და ქვედა კიდურები. ამასთან, ბ--- შ-----–--მ ლ---- ყ-----–---–ს ამოაჭრა გული და ღვიძლი შემდგომში მისი სხვაგვარად, კერძოდ, საჭმელად გამოსაყენებლად, რაც განახორციელა კიდეც.

 

აღნიშნულის შემდეგ დანაწევრებული სხეულის ნაწილები მათ მოათავსეს წინასწარ შეძენილ პოლიეთილენის პარკებსა და ჩანთაში და ავტომანქანით გადაიტანეს თ---–-----–------–---------------- კილომეტრზე, ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, ორმოში ჩააგდეს, დაასხეს ბენზინი და დაწყვეს.

 

ი---- ყ-----–---–-ს, ბ--- შ-----–--სა და ნ--- ჩ------ის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - ლ---- ყ-----–---–-ს მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში შეიტყო ლ---- ჩ---–---მ, რომელმაც მომხდარის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

4. კასატორი - მსჯავრდებულ ლ---- ჩ---–--ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა------- ი-------- ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და ლ---- ჩ---–--ის გამართლებას, ვინაიდან განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; არსებითად დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები და მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია სასჯელის სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება ლ---- ჩ---–--ის პიროვნულ მახასიათებლებსა და ქმედების ხასიათს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ლ---- ჩ---–--ის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ---- ჩ---–---მ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, კერძოდ: მოწმე ი---- ყ-----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბ--- შ-----–--ს საცხოვრებელ სახლში ლ---- ჩ---–--ისთვის ცნობილი გახდა ლ---- ყ-----–---–-ს მკვლელობის დეტალები. მოწმის ჩვენება შეესაბამება ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას, რომლითაც დასტურდება, რომ საუბარი მიმდინარეობს ი---- ყ-----–---–ს, ბ--- შ-----–--სა და ლ---- ჩ---–---ს შორის, რა დროსაც ლ---- ჩ---–--ისთვის ცნობილი ხდება ლ---- ყ-----–---–-ს მკვლელობის დეტალები, საუბარში ერთვება ლ---- ჩ---–---, რომელიც მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით გამოთქვამს თავის აზრს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერებზე მონტაჟის კვალი არ აღინიშნება, ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმისა და მეტყველების მიხედვით და ფიქსირდება ი---- ყ-----–---–-ს, ბ--- შ-----–--სა და ლ---- ჩ---–--ის ხმა.

 

3. მსჯავდებულ ლ---- ჩ---–--ის ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ამოცნობის ოქმებით, რომელთა თანახმადაც, ი---- ყ-----–---–მა 2017 წლის 22 თებერვალს მისთვის წარდგენილი ოთხი პირის ფოტოსურათიდან ამოიცნო ლ---- ჩ---–---, რომელიც, მისივე განმარტებით, არის პირი, რომელსაც მან და ბ--- შ-----–--მ უამბეს ლ---- ყ-----–---–-ს მკვლელობის შესახებ, ხოლო 2017 წლის 24 აპრილს მისთვის წარდგენილი სამი პირიდან აღნაგობით, სახის საერთო მოყვანილობით, მოგრძო პირისახით, სწორი ცხვირით, მუქი ფერის თვალებითა და შემელოტებული თმით ასევე ამოიცნო ლ---- ჩ---–---.

 

4. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: ი---- ყ-----–---–-ს ჩვენებით, ამოცნობის ოქმებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით (ბ--- შ-----–-- და ი---- ყ-----–---–- ცნობილ იქნენ დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, რაც, საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას), ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალითა და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ ლ---- ჩ---–---მ დანაშაულის ჩამდენი პირებისგან დეტალურად მოისმინა ლ---- ყ-----–---–-ს მკვლელობის საქმის დეტალები, თუმცა დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სათანადო ორგანოებს.

 

5. დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ ლ---- ჩ---–--- სათანადოდ ვერ აღიქვამდა მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, ხმის ნიმუშის აღებისას დაირღვა კანონმდებლობით გარანტირებული დაცვის უფლება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს ამ საკითხებზე, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

 

6. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით ლ---- ჩ---–--ისთვის განსაზღვრულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 4 წლის ვადით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ხასიათის, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით და სამართლიანია.

 

7. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი დანიშნულია განაჩენთა ერთობლიობით, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 376-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ჩ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

9. აღსანიშნავია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 აგვისტოს განაჩენით ლ---- ჩ---–--- მსჯავრდებულია 278,53 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფის შეძენა, შენახვისთვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია). აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ: ლ---- ჩ---–--ის მიმართ გავრცელდა ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის მოქმედება და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინა სასჯელზეც და ლ---- ჩ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე. ლ---- ჩ---–--- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 6 თებერვალს.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დანაშაულის ჩადენისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინების საფუძველზე გასული იყო ლ---- ჩ---–--ისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა. შესაბამისად, საკასაციო პალატა სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი განუსაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით.

 

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი ლ---- ჩ---–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ხოლო სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, უნდა ამოირიცხოს მითითება საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დანიშვნის შესახებ.

 

12. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ლ---- ჩ---–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა------- ი--------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. ლ---- ჩ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

 

4. მსჯავრდებულ ლ---- ჩ---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 21 მარტიდან;

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი ნივთმტკიცების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

 

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ.სილაგაძე

 

პ. ქათამაძე