განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001998360
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N648აპ.-18 ქ. თბილისი
ფ------ კ----, 648აპ.-18 17 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ვაჟა თოდუას
ადვოკატების – ი-----–- ჩ------–---–ის, ტ------– კ------ის, მ------- ბ---–----ის
მსჯავრდებულ – კ---- ფ------ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ---- ფ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- ბ---–----ის, მსჯავრდებულების - კ---- ფ------ს, ბ------- ჯ--------ისა და რ-------- ჟ----–---–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ------– კ------ის, ი-----–- ჩ------–---–ისა და ო----- ხ----–--ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ---- ფ-----ს, რ-------- ჟ----–---–---სა და ბ------- ჯ---------ს ბრალი დაედოთ გამოძალვაში, ე.ი. სხვისი ნივთისა და ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნაში, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით.
რ-------- ჟ----–---–---სა და ბ------- ჯ---------ს ასევე ბრალი დაედოთ ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო კ---- ფ-----ს - ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძველი. მასვე ბრალი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.
კ---- ფ------ს, რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, კ---- ფ------, ბ------- ჯ--------- და რ-------- ჟ----–---–---ი მივიდნენ ქ. თ---–--–ი, მ-----------------------------------ში მდებარე შპს „გ----ს“ ოფისში, სადაც კ---- ფ-----მა ა------- ლ--–---–---–ს განუცხადა, რომ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, მისთვის უნდა გადაეცა ქ. გ----–ი მდებარე გაზგასამართი სადგურიდან ოცდახუთპროცენტიანი წილი. ა------- ლ--–---–---–მა უარი განაცხადა ქონებრივი უფლების გადაცემაზე. ამ დროს ბ------- ჯ---------მ, რ-------- ჟ----–---–---მა და კ---- ფ-----მა მას დაარტყეს ხელი და მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. ცემის შემდეგ კ---- ფ-----მა დანის გამოყენებით კისერსა და მარცხენა მტევნის მიდამოში ა------- ლ--–---–---–ს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით და მოითხოვეს სამეწარმეო საქმიანობიდან გადაეცა წილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე კვლავ იძალადებდნენ.
აღნიშნულის შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - ბ------- ჯ--------- და რ-------- ჟ----–---–---ი, კ---- ფ------ს დავალებითა და მითითებით, სისტემატურად ხვდებოდნენ ა------- ლ--–---–---–ს და მოითხოვდნენ კ---- ფ------ს სასარგებლოდ დაეთმო წილი, ან გადაეხადა დიდი ოდენობით თანხა - 200 000 აშშ დოლარი.
· 2017 წლის 14 მაისს, ღამის საათებში, ქ. თ---–--–ი, თ. ი-------ის ქ. N--------------ში, კ---- ფ------ იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით:
კ---- ფ------, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
კ---- ფ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით კ---- ფ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; იმავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს განაჩენით კ---- ფ------ს მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ---- ფ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ კ---- ფ-----ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ბ------- ჯ---------, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
რ-------- ჟ----–---–---ი, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
გაუქმდა გამართლებულების - ბ------- ჯ--------ისა და რ-------- ჟ----–---–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ბ------- ჯ---------სა და რ-------- ჟ----–---–---ს განემარტათ, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულებები:
მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; დისკები უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; სიგარეტის ნამწვები, დოლბანდისა და ქაღალდის ნაგლეჯები, ნერწყვისა და სისხლის ნიმუშები, დაქტილოფირები უნდა განადგურდეს; ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდი და ვაზნები შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეცეს შს სამინისტროს რეაგირებისათვის (პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით).
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ვაჟა თოდუამ და მსჯავრდებულ კ---- ფ------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------- ბ---–----მა.
- ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: კ---- ფ------ს, რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე - რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის დამნაშავედ ცნობა სქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- დაცვის მხარემ მოითხოვა კ---- ფ------ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ კ---- ფ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ვაჟა თოდუას სააპელაციო საჩივრის
მოთხოვნა დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
რ-------- ჟ----–---–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ რ-------- ჟ----–---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ რ-------- ჟ----–---–---ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით;
ბ------- ჯ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ------- ჯ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ბ------- ჯ---------ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით;
კ---- ფ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 120-ე მუხლით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ კ---- ფ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; იმავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ---- ფ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ კ---- ფ-----ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 მაისიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ---- ფ------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ------- ბ---–----მა, მსჯავრდებულების - კ---- ფ------ს, ბ------- ჯ--------ისა და რ-------- ჟ----–---–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ტ------– კ------ემ, ი-----–- ჩ------–---–მა და ო----- ხ----–--ემ.
- მსჯავრდებულ კ---- ფ------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ------- ბ---–----ი საკასაციო საჩივრით ითხოვს კ---- ფ------ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლითა და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით შერაცხულ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეზე წარმოდგენილი არ არის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ---- ფ------ს ბრალეულობას; გამოძალვის ეპიზოდში განაჩენი ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ისა და მოწმე მ------ ლ--–---–---–ის ჩვენებებს; დაზარალებულის ჩვენება არ არის სანდო, ვინაიდან მან არაერთხელ იცრუა, ხოლო რადგან მ. ლ--–---–---–ი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით არ დაკითხულა, რის გამოც სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას მათ არ უნდა დაყრდნობოდა; მუქარის ეპიზოდთან მიმართებით ასევე არ არის წარმოდგენილი კ---- ფ------ს ბრალეულობის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვინაიდან დაზარალებულმა მ----- გ-------მ გამოიყენა თავისი კანონისმიერი უფლება და ჩვენება არ მისცა სასამართლოში, ხოლო ორი მოწმე (პატრულ-ინსპექტორები) არ არის მომხდარი ფაქტის თვითმხილველი და ისინი შემთხვევის ადილზე გამოცხადდნენ მხოლოდ გამოძახების შემდეგ.
- მსჯავრდებულების - კ---- ფ------ს, ბ------- ჯ--------ისა და რ-------- ჟ----–---–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ტ------– კ------ემ, ი-----–- ჩ------–---–მა და ო----- ხ----–--ემ საკასაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და სამივე მსჯავრდებულის გამართლება შერაცხულ ბრალდებებში, შემდეგი საფუძვლებით: დაზარალებული ა------- ლ--–---–---–ი არის მიკერძოებული და დაინტერესებული პირი, რომლის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებაც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა; დაზარალებულის ჩვენება ეწინააღმდეგება მოწმე მ------ ლ--–---–---–ის ჩვენებას, ფარულ ჩანაწერებსა და მსჯავრდებულთა ჩვენებებს; როგორც მსჯავრდებულთა ჩვენებებით, ისე ფარული ჩანაწერებით დადგენილია, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მხოლოდ კ---- ფ-----სა და დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ს შორის, რა დროსაც გამოძალვისა და მუქარის ფაქტი საერთოდ არ დასტურდება; მოწმე მ------ ლ--–---–---–ის ჩვენება ისე გამოაქვეყნა სასამართლომ, რომ არ იყო ამოწურული სასამართლოში მისი წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა, ასევე შესაძლებელი იყო მისი დისტანციურად დაკითხვა; რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებას, მის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვინაიდან სასამართლოში არ დაკითხულან შემთხვევის შემსწრე პირები, ხოლო მოწმე პოლიციელების ჩვენებები არის ირიბი და ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ კ---- ფ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- ბ---–----ისა და მსჯავრდებულების - კ---- ფ------ს, ბ------- ჯ--------ისა და რ-------- ჟ----–---–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ------– კ------ის, ი-----–- ჩ------–---–ისა და ო----- ხ----–--ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულების - კ---- ფ------ს, ბ------- ჯ--------ისა და რ-------- ჟ----–---–---ის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა “, „გ “ ქვეპუნქტებით, ასევე კ---- ფ------ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მათ ჩაიდინეს მითითებული დანაშაულები, კერძოდ:
3. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ის ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: იგი არის ბიზნესმენი. ქ. გ----–ი ფლობს გაზგასამართი სადგურების ქსელს. 2007 წელს მისული იყო შპს „ს------------ში“ გაზის კომპრესორის შესაძენად, სადაც გაიცნო კ---- ფ------. აღნიშნული ფირმის მეშვეობით შეიძინა კომპრესორი, რომელიც წუნიანი აღმოჩნდა, რის გამოც ხშირად უწევდა მისი შეკეთება და, შესაბამისად, შპს „ს------------თან“ ურთიერთობა. ამ პერიოდში გაიცნო ფირმის სხვა თანამშრომელი, თ----- ფ--–-----აც. დაზარალებულის განმარტებით, კ---- ფ-----მა, რომელიც აღმოჩნდა მისი მეზობელი, შესთავაზა საერთო ბიზნესის წამოწყება - გაზგასამართი სადგურის გახსნა, თუმცა იმ მიზეზით, რომ გ----–ი არსებული გაზგასამართი სადგურები მისი ოჯახის ბიზნესს წარმოადგენდა, კ---- ფ-----ს შემოთავაზებაზე უარი უთხრა, თუმცა დაჰპირდა, რომ თუ სხვა ადგილზე დაიწყებდა ახალი სადგურის მშენებლობას, შეატყობინებდა. ამ მიზნით მათ ერთად მოინახულეს რამდენიმე ადგილი, თუმცა საერთო საქმიანობიდან არაფერი გამოუვიდათ. 2012 წელს, როდესაც კ---- ფ------ აღნიშნულ ფირმაში აღარ მუშაობდა და მივიდა შპს „ს------------ში“ გ----–ი მდებარე კიდევ ერთი გაზგასამართი სადგურისთვის კომპრესორის შესაძენად, საბოლოოდ, მათ შორის მოლაპარაკება შედგა და კომპრესორი შეიძინა - 168. 000 ევროდ. კომპრესორი ჩამოუტანეს დეკემბრის ბოლოს, რომლის თანხის ნაწილი - 50 000 ევრო წინასწარ გადაიხადა, ხოლო დარჩენილი ნაწილი, შეთანხმებისამებრ, ეტაპობრივად დაფარა. 2012 წლის ბოლოს კ---- ფ------ მივიდა მასთან აღელვებული და უსაყვედურა, თუ რატომ წამოიღო მისი ყოფილი ფირმიდან მის გარეშე კომპრესორი. საუბარი მიმდინარეობდა დაახლოებით 10-15 წუთს. მან აუხსნა, თუ რა პირობებით შეიძინა კომპრესორი და შემდეგ ამ თემაზე მათ აღარ უსაუბრიათ. ამის შესახებ იცოდა მისმა ბიზნესპარტნიორმა და კ---- ფ------ს ნათლიამ მ----- ტ--------მაც. შემდეგ, 2013 წელს, კ---- ფ------ ნახა ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გაზის იმპორტის საკითხს, ასევე შეხვდა 2016 წელს ლ---------ზე, სადაც კ---- ფ-----მა დახმარება სთხოვა სხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არცერთი შეხვედრისას კ---- ფ-----ს კომპრესორის ყიდვასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
4. 2017 წლის 10 აპრილს, შემთხვევის დღეს, დაახლოებით დილის 12:00 საათისთვის, იმყოფებოდა ოფისში. ამ დროს იქ მივიდა კ---- ფ------, რ-------- ჟ----–---–---სა და იმ დროისათვის მისთვის უცნობ - ბ------- ჯ---------სთან ერთად. კ---- ფ-----მა მოიკითხა თავისი ნათლია მ----- ტ--------, შეეკითხა, მისი ოთახის გასაღები ჰქონდა თუ არა და გარეთ გავიდა. როდესაც კ---- ფ------ დაბრუნდა მასთან ოთახში, მისი ძმა - მ------ ლ--–---–---–იც შემოვიდა. ამ დროს ბ------- ჯ--------- და რ-------- ჟ----–---–---ი მაგიდასთან ისხდნენ. კ---- ფ------ მას მიუახლოვდა და აგრესიული ტონით შეეკითხა: ,,ქურდებს პატივს სცემ, თუ არაო’’ და უხსენა - „გ-–--------“ და „გ---. მანვე უთხრა, რომ ქურდების გადაწყვეტილებით, მისთვის უნდა გადაეცა გ------ რაიონში მდებარე გაზგასამართი სადგურის 25%-იანი წილი, სადაც ბოლოს კომპრესორი დადგა, რადგან კომპრესორი ა------- ლ--–---–---–მა შეიძინა კ. ფ------ს ყოფილი ფირმისგან, მის გარეშე. მან კ. ფ-----ს უთხრა, რომ არავითარი წილი არ ეკუთვნოდა, რაზეც იგი გაბრაზდა და სახეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა. ამ დროს მას მისცვივდნენ რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- და მათაც დაუწყეს ცემა. დაზარალებულის განმარტებით, მას არ დაუნახავს, კონკრეტულად რომელი მხრიდან ურტყამდნენ, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, არ იცის, თუმცა ხვდებოდა, რომ ერთი ადამიანი არ სცემდა. კ---- ფ-----მა ამოიღო დანა და მოუქნია, დაზიანება მიაყენა კისერზე და გაუჭრა მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი. მანვე ოფისში დააზიანა კომპიუტერის მონიტორი, გატეხა გამოსათვლელი აპარატი და ოფისში მდგარი დივნის ზედაპირი დაჭრა. შემდეგ კ. ფ-----მა გააფრთხილა, რომ პოლიციაში არ მისულიყო, უთხრა, რომ ქურდები ს--------–ში ელოდებოდნენ და თანხას მაინც მიიღებდა, რის შემდეგაც ოთახიდან გავიდა. დაზარალებულის განმარტებით, ბ------- ჯ---------მ და კ---- ფ-----მა მის ძმასაც დაარტყეს და ხელი ჰკრეს. ამასთან, ბ------- ჯ---------მ და რ-------- ჟ----–---–---მა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს გაშველება, რაც მის სხეულზე სისხლი დაინახეს და შეეშინდათ. კ---- ფ------ს მუქარითა და გინებით ოთახიდან გასვლის შემდეგ, რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- მასთან დარჩნენ და უთხრეს, რომ კ---- ფ------ს მოთხოვნა სამართლიანი იყო და ფული უნდა გადაეხადა - „შვილების მამა ხარ და თუ არ გადაიხდი, უარესი იქნება“. მათ შესთავაზეს მისი მხრიდან ვინმე ჩაერთო ან მოსალაპარაკებლად ჩასულიყო ქურდებთან. შემდეგ გაცვალეს ტელეფონის ნომრები და წავიდნენ. დაზარალებულმა ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ კ---- ფ------ს მხრიდან მუქარა და აგრესია გამოიხატა იმაში, რომ დაემუქრა - „თავს მოგაჭრიო“ და აგინებდა. ა------- ლ--–---–---–მა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შეკითხვაზე რამდენჯერმე დააკონკრეტა ოფისში განვითარებული მოვლენები. მანვე დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ რ-------- ჟ----–---–---სა და ბ------- ჯ---------სთან შეხვედრისას მხოლოდ კ---- ფ-----ზე იმიტომ საუბრობდა და მათაც არ ადანაშაულებდა მის ცემასა და თანხის მოთხოვნაში, რომ არ დაეძაბა სიტუაცია და საუბარი არ გადაზრდილიყო კონფლიქტში. ოფისში მომხდარი ჩხუბის შემდეგ დაზარალებული დაუკავშირდა მ----- ტ--------ს, რომელსაც უამბო მომხდარის შესახებ. მეორე დღეს კი მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და მონაწილეობდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში.
5. ასევე მნიშვნელოვანია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მოწმე მ------ ლ--–---–---–ის ჩვენება, რომლითაც დადგენილია შემდეგი: იგი მუშაობს მენეჯერად თავის ძმასთან - ა------- ლ--–---–---–თან ერთად შპს „გ---------ში“. 2017 წლის 10 აპრილს ის მივიდა სამსახურში, მისი ძმა კი უკვე მისული იყო. ოთახში შესულს დახვდნენ ფ------, რ-------- ჟ----–---–---ი, იგივე „ჯ----“ და უცნობი ახლაგაზრდა მამაკაცი, რომელიც გაეცნო ბ------- ჯ---------დ. კ---- ფ-----მა მოიკითხა მ----- ტ--------, თუ სად იყო და ხომ არ ჰქონდა მისი ოთახის გასაღები. კ---- ფ-----მა მის ძმას უთხრა, „სცემდა თუ არა პატივს ქურდებს“ და ითვალისწინებდა თუ არა მათ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ის მისული იყო მათი სახელით. მისი ძმის შეკითხვაზე, თუ რა შუაში იყვნენ „ქურდები“, კ---- ფ-----მა უთხრა, რომ კანონიერმა ქურდებმა - „გ-–-------მა“ და „გ---“ გადაწყვიტეს, რომ გ------ გაზგასამართი სადგურიდან, რომელიც 2013 წელს გახსნა მისმა ძმამ, 25%-იანი წილი უნდა გადაეფორმებინათ მათთვის, ვინაიდან კომპრესორი ა------- ლ--–---–---–მა კ---- ფ------ს გარეშე წამოიღო კონსიგნაციით, მისი ყოფილი ფირმიდან. ასევე, კ---- ფ-----მა მოითხოვა სადგურის გახსნის დღიდან დღემდე მიღებული მოგების 25%. როდესაც მისმა ძმამ უარი უთხრა, კ---- ფ-----მა ა------- ლ--–---–---–ს სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. მის ძმას ხელი დაარტყეს ჯ----მ და ბ-------მ. ხოლო როდესაც თვითონ მივიდა ძმის მისაშველებად, კ----მ და ბ-------მ ხელი ჰკრეს და იგი დივანზე დაეცა. შემდეგ კ---- ფ-----მა ამოიღო დანა, რომელიც ა------- ლ--–---–---–ს კისრის არეში გაუსვა და ასევე გაუჭრა ხელი. სისხლის დანახვის შემდეგ, ბ-------მ და ჯ----მ კ---- ფ------ მოაშორეს ა------- ლ--–---–---–ს. მოწმის განმარტებით, კ---- ფ------ ეუბნებოდა მის ძმას, რომ ქურდებთან თ--------ში უნდა გადასულიყო სალაპარაკოდ. მანვე დააზიანა ოფისში კომპიუტერის მონიტორი, გამოსათვლელი აპარატი და დანით დაჭრა დივნის ზედაპირი. კ---- ფ------ს ოთახიდან გასვლის შემდეგ ბ------- და ჯ---- მის ძმას ეუბნებოდნენ, რომ კ---- ფ------ ფულს სამართლიანად ითხოვდა და რომ ეს ყველაფერი ქურდებმა გადაწყვეტეს, 2-3 დღეში შეეხმიანებოდნენ და გაარკვევდნენ ყველაფერს.
6. დაცვის მხარის ძირითადი არგუმენტები მდგომარეობს შემდეგში: დაზარალებულმა ა------- ლ--–---–---–მა არაერთხელ იცრუა მოწმის სახით დაკითხვისას, მისი ჩვენება, ისევე როგორც მისი ძმის, მოწმე მ------ ლ--–---–---–ის ჩვენება, არის არასანდო, არასარწმუნო და სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. აღნიშნულის დასტურად დაცვის მხარე უთითებს რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ: დაზარალებულმა ა------- ლ--–---–---–მა განცხადებაში, რომლითაც მიმართა პოლიციას, მიუთითა, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფული მოსთხოვა მხოლოდ კ---- ფ-----მა, ხოლო ბ------- ჯ--------- და რ-------- ჟ----–---–---ი მას საერთოდ არ ჰყავს მოხსენიებული; დაზარალებული ცრუობს მასა და კ---- ფ-----ს შორის მომხდარ კონფლიქტის მიზეზთან დაკავშირებით და ასევე მაშინ, როდესაც აცხადებს, რომ თითქოსდა, კ---- ფ------ მოქმედებდა კანონიერი ქურდების მითითებითა და მათი სახელით, რაც ასევე არ დასტურდება როგორც ფარული ჩანაწერებით, ისე მსჯავრდებულების ჩვენებებით; დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ის ჩვენება ეწინააღმდეგება მისი ძმის, მოწმე მ------ ლ--–---–---–ის ჩვენებას; არცერთ ფარულ ჩანაწერში ა------- ლ--–---–---–ი არ გამოთქვამს პრეტენზიას არც რ-------- ჟ----–---–---ის და არც ბ------- ჯ--------ის მიმართ; არცერთ ფარულ ჩანაწერში რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- არ ახსენებენ კანონიერ ქურდებს და პირიქით, კატეგორიულად გამორიცხავენ დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ის ჩვენებაში მითითებულ პირებთან (კანონიერი ქურდები - „გ-–--------“ და ვინმე „გ---) ნაცნობობას; დაცვის მხარის ვერსიით, კ---- ფ-----სა და დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ს შორის დაპირისპირება მოხდა არა წილის გადაცემის, არამედ ა------- ლ--–---–---–ის უხეში საუბრის გამო.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებულ მოსაზრებას და თითოეულ მათგანზე დაწვრილებით იმსჯელებს: დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ის ჩვენება არის თანმიმდევრული, იგი დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცემს განვითარებულ მოვლენებს, ამასთან ეს ჩვენება სრულად შეესაბამება როგორც სხვა მოწმეთა ჩვენებებს, მათ შორის მისი ძმის, შემთხვევის უშუალო შემსწრე პირის - მ------ ლ--–---–---–ის ჩვენებას, ასევე - ფარულ ჩანაწერებსა და საქმის სხვა მასალებს.
8. ა------- ლ--–---–---–ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან პოლიციას მიმართა, პალატა აღნიშნავს, რომ, ბუნებრივია, ამ განცხადებაში დაზარალებული საქმის ყველა დეტალზე ვერ ისაუბრებდა და მასში გადმოცემულია მომხდარი შემთხვევის მოკლე შინაარსი. ნიშანდობლივია, რომ ა------- ლ--–---–---–მა, ფაქტობრივად დანაშაულებრივი შემთხვევიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან დაუყოვნებლივ, კერძოდ, მეორე დღეს, იმავე წლის 11 აპრილს, მიმართა პოლიციას მითითებული განცხადებით, რომლის საფუძველზეც იმავე დღეს დაიწო გამოძიება ა------- ლ--–---–---–ის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული გამოძალვის ფაქტზე. იგი იმავე დღეს დაიკითხა მოწმის სახით. დაკითხვისას მან დეტალურად ისაუბრა მომხდარი ფაქტის შესახებ, რა დროსაც აღნიშნა, რომ მას თავს დაესხნენ როგორც კ---- ფ------, ისე რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ---------. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ა------- ლ--–---–---–ი ფარულ სატელეფონო და პირად ჩანაწერებში პრეტენზიას არ გამოთქვამს რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის მიმართ და მათ არ ადანაშაულებს მის ცემაში, აღნიშნულთან დაკავშირებით დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი სპეციალურად არ ამახვილებდა ყურადღებას ამ ფაქტზე, რათა არ დაეძაბა სიტუაცია და მათ შორის საუბარი კონფლიქტში არ გადაზრდილიყო. ამდენად, დაცვის მხარის ვერსია, რომ ა------- ლ--–---–---–ი თავდაპირველად დანაშაულის ჩამდენ პირად ასახელებდა მხოლოდ კ---- ფ-----ს და შემდგომშიც რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის მიმართ არ გამოთქვამდა არანაირ პრეტენზიას, საფუძველს მოკლებულია.
9. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებული ა------- ლ--–---–---–ი ცრუობს კონფლიქტის მიზეზსა და კანონიერი ქურდების ხსენებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებული ა------- ლ--–---–---–ი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ამომწურავად მსჯელობს ამ საკითხზე, რა დროსაც მან არაერთხელ დააკონკრეტა და გაიმეორა, რომ კ---- ფ------ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილების საფუძველზე სთხოვდა მას წილს ბიზნესიდან, ვინაიდან მან გაზგასამართი სადგურისათვის კომპრესორი შეიძინა მისი გვერდის ავლით. დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ის ჩვენებას სრულად შეესაბამება და ზუსტად იმავე ფაქტობრივ გარემოებებს გადმოსცემს დანაშაულის უშუალო თვითმხილველი მოწმე, დაზარალებულის ძმა - მ------ ლ--–---–---–ი, რომელიც თავიდან ბოლომდე, კერძოდ - კ---- ფ------ს, რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის ოფისში მოსვლის მომენტიდან მათ წასვლამდე, შეესწრო მომხდარ ფაქტს.
10. გარდა ა------- და მ------ ლ--–---–---–ის ჩვენებებისა, რომელთა შორის რაიმე არსებითი სხვაობა არ არსებობს, დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ის ჩვენების სანდოობასა და დამაჯერებლობას ასევე ადასტურებს საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულების ერთობლიობა, კერძოდ:
· მოწმე ს------ გ------–--ის ჩვენება, რომლითაც დადგენილია, რომ მუშაობს შპს ,,გ---------ში“, რომლის დირექტორია ა------- ლ--–---–---–ი. 2017 წლის 10 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ოფისში, ა------- ლ--–---–---–ის ოთახში, შევიდა მისთვის უცნობი სამი მამაკაცი. თავად ცოტა ხნით აფთიაქში გავიდა და როცა დაბრუნდა, ორი მათგანი ოფისის ჰოლში შეხვდა. ისინი ვიღაცაზე საუბრობდნენ, რომ „კარგი დასამუშავებელი“ იყო. მათი გასვლის შემდეგ შევიდა ა------- ლ--–---–---–ის ოთახში, სადაც დახვდნენ ს-------- და მისი ძმა - მ------ ლ--–---–---–ი. ს-------- ნაცემი იყო, კისრიდან და ხელიდან სისხლი მოსდიოდა, დაზიანებული ჰქონდა მაისური. მის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა, ს--------მ უპასუხა, რომ ის მამაკაცები მისი ბიზნესიდან წილს ითხოვდნენ.
· სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც სრულად დასტურდება ა------- ლ--–---–---–ისათვის მიყენებული სხეულის დაზიანების ფაქტი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლითაც ასევე დასტურდება დაზარალებულის ოფისში სხვადასხვა ნივთის დაზიანების კვალი.
· დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი СD დისკი, რომლითაც დგინდება, რომ 2017 წელს 11 აპრილს ა------- ლ--–---–---–ს თავის ტელეფონის ნომერზე ბ------- ჯ--------ის ტელეფონიდან დაუკავშირდა რ-------- ჟ----–---–---ი. საუბრისას რ-------- ჟ----–---–---ი ინტერესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და აგრეთვე იმით, ხომ არ გაიგეს მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა. შემდეგ რ-------- ჟ----–---–---ი ეუბნება, რომ უფროსმა ძმებმა დარეკეს და ისინი საქმის კურსში არიან. შემდეგ ეუბნება: „შელაპარაკება რომ მოხდა იქ ურთიერთი, შენგან რომ ისეთი „ატვეტი“ იყო, უთხარი გამიგე? რომ მაგანაც ვერ შეიკავა თავი, გამიგე?“ ა------- ლ--–---–---–ი პასუხობს: „რა ატვეტი ვუთხარი? არაფერი არ მითქვამს, იქ არ იყავი ჯ----? რა იყო პირიქით’’. რ-------- ჟ----–---–---ი: ,,ჰო და იქ ფულზეა ლაპარაკი, ფულზე, რომელიც 200 000 (?) რომელიც უშუალოთ ეს რომ იჯდა, გამიგე რომ იჯდა, მაგის ხალხი იყო ისინი ... მაგაში მე საქმის კურსში ვიყავი დიდი ხანია რა ამ საქმის ირგვლივ, მერე ის ფული შენ აიღე 200 000 არი თუ არა ლიზინგით თუ ?? რო იქნები შენ „სოსტაიანიეში“, მე და ჩემი ძმაკაცი რომ მახლდა გუშინ, მოვალთ ჩვენ, დავჯდეთ და ვილაპარაკოთ გემრიელად, იქით კიდევ ჩვენი ძმები არიან საქმის კურსში“. ს-------- ლ--–---–---–ი ეკითხება: „და ვინაა ეხლა, გუშინ კი მიხსენა, მაგრამ“. ჯ----: „ნუ ახლა მაგას ტელეფონში ხომ ვერ გეტყვი, ვინ არიან, იმას „პრი ვსტრეჩე“ რომ შევხვდებით, მაშინ ვილაპარაკოთ“... ამას ჩემგან გაიგებ ვინ არიან და როგორ არიან. მე მაგას ხომ არ დაგიმალავ, რახან ვამბობ, რომ ჩემი უფროსი ძმები არიან საქმის კურსში, მე ვალდებული ვარ, უნდა გითხრა“.
11. წარმოდგენილი საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ 2017 წლის 10 აპრილს მომხდარი შემთხვევის შემდეგ, კ---- ფ------ს და არა - დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ის ინიციატივითა და ორგანიზებით (როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს დაცვის მხარე), 5- ჯერ, კერძოდ, იმავე წლის - 18, 20, 28 აპრილს, 6 და 10 მაისს გაიმართა შეხვედრები ა------- ლ--–---–---–ს, რ-------- ჟ----–---–---სა და ბ------- ჯ---------ს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ სხვა პირებიც. აღნიშნული შეხვედრების ფარული ვიდეოჩანაწერებითა და ასევე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების კრებსებით ირკვევა შემდეგი:
12. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების 2017 წლის 15 აპრილის კრებსით დადგენილია, რომ რ-------- ჟ----–---–---მა დაურეკა ა------- ლ--–---–---–ს. საუბრისას რ-------- ჟ----–---–---ი მას სთხოვს შეხვედრას, რის შემდეგაც ისინი თანხმდებიან აღდგომის დღესასწაულის შემდეგ შეხვედრაზე. იმავე წლის 18 აპრილს შედგა შეხვედრა დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ს, რ-------- ჟ----–---–---სა და ბ------- ჯ---------ს შორის. როგორც 2017 წლის 18 აპრილის შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერის ოქმით ირკვევა, რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- ა------- ლ--–---–---–ს ეუბნებიან, რომ ვინაიდან მან გაზგასამართი სადგურის კომპრესორი შეიძინა კ---- ფ------ს მეშვეობით გაცნობილი ხალხის დახმარებით, ისე რომ მისთვის არაფერი უთქვამს, თანაც იმ პერიოდში, როდესაც კ---- ფ------ სასჯელს იხდიდა შესაბამის დაწესებულებაში, მას ეკუთვნის წილი ან პროცენტი ამ საქმიდან. ამავე საუბრისას მათ ახსენეს „უფროსი ძმები“ და მათთან დალაპარაკების საჭიროება, რაზეც კ---- ფ------ მზად არის. ა------- ლ--–---–---–ს ასევე სთხოვენ, რომ თავისი მხრიდან ვინმე მიიყვანოს „დასალაპარაკებლად“. მითითებული შეხვედრის პარალელურად, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების 2017 წლის 18 აპრილის კრებსით დგინდება, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას კ---- ფ------ ურეკავს ჯერ რ-------- ჟ----–---–---ს, რომელსაც სთხოვს შეხვედრიდან გასვლას და დალაპარაკებას, ხოლო მოგვიანებით სამჯერ ურეკავს ბ------- ჯ---------ს, რომელსაც თავდაპირველად მითითებას აძლევს: „ზუსტად ისე, როგორც გითხარი, ისე გაატარე ყველაფერი“, ხოლო შემდეგ ავალებს, ა------- ლ--–---–---–თან გაარკვიოს, ვინ ჰყავს ამ სისტემაში, თუ არადა „კაცი“ შეუშვას და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
13. მორიგი შეხვედრა დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ს, რ-------- ჟ----–---–---სა და ბ------- ჯ---------ს შორის 2017 წლის 20 აპრილს შედგა. ამ შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერის ოქმით ირკვევა, რომ რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- ა------- ლ--–---–---–ს კვლავ არაერთხელ ეუბნებიან, რომ კ---- ფ-----ს გაზგასამართი სადგურიდან ეკუთვნის წილი ან ფული, ისევ ახსენებენ „უფროს ძმებს“: “მაშინ მე გეუბნები, რომ პროცენტი ეკუთვნის ან ფული! აი, თუ ეს არ გითხრან სხვებმა, ჩვენზე უფროსმა ძმებმა და ხალხმა, მაშინ თქვი, რომ ჯ----, შენ მოკლე ჭკუის ყოფილხარო“ (რ-------- ჟ----–---–---ი, მეტსახელად „ჯ----“). მითითებული შეხვედრის პარალელურად, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების 2017 წლის 20 აპრილის კრებსით დგინდება, რომ ამ შემთხვევაშიც უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობისას კ---- ფ------ არაერთხელ ურეკავს ბ------- ჯ---------ს. იგი ინტერესდება დაზარალებულთან საუბრის დეტალებით და ბ------- ჯ---------ს ეუბნება, რომ ა------- ლ--–---–---–მა მისი ფული, მისი „კანალი“ გამოიყენა, მარტო მას ჰქონდა „ლიზინგი“და „ფული უნდა მოიტანოს, თუ არადა პროცენტი და ვსიო“. ბ------- ჯ--------- უდასტურებს, რომ ზუსტად მაგას ეუბნებიან ა------- ლ--–---–---–ს და რომ იგი ცუდად მოიქცა.
14. შემდეგი შეხვედრა დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ს, რ-------- ჟ----–---–---სა და ბ------- ჯ---------ს შორის 2017 წლის 28 აპრილს შედგა. ამ შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერის ოქმის თანახმად, რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- ა------- ლ--–---–---–ს კვლავ უმტკიცებენ, რომ მას კ---- ფ------სათვის პროცენტი აქვს გადასახდელი და კვლავინდებურად ითხოვენ წილის გაფორმებას ან პროცენტის გადაცემას კ----სათვის. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების 2017 წლის 28 აპრილის კრებსის თანახმად, დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ის, რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე კ---- ფ------ ურეკავს რ-------- ჟ----–---–---ს და ინტერესდება, თუ რა თქვა ს--------მ (ა------- ლ--–---–---–მა). რ-------- ჟ----–---–---ი პასუხობს, რომ ს--------ს 3 საათზე უნდა შეხვდნენ. კ---- ფ------ ეუბნება: „...იმას კაროჩე ისე ჩაუტარდა, რომ ღირსი იყო, ფული მოიტანოს, თორემ გავუმეორებთ ხელმეორედ. თავისას არ ვთხოვთ...“. რ-------- ჟ----–---–---ი პასუხობს: „კი, დღეს მაგას ვეტყვი, ძმაო, თუ არადა მაშინ ვსიო“. მოგვიანებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, კ---- ფ------ ესაუბრება ბ------- ჯ---------ს და კვლავ ინტერესდება ა------- ლ--–---–---–თან გამართული შეხვედრის შინაარსით, რაზეც ბ------- პასუხობს, რომ დაზარალებული კატეგორიულ უარს აცხადებს ფულის გადახდაზე, რაზეც კ---- ფ------ პასუხობს: „...მორჩა „კაროჩე“, ზუბ და ზუბ, ვსიო“.
15. შემდეგი შეხვედრა დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ს, რ-------- ჟ----–---–---სა და ბ------- ჯ---------ს შორის 2017 წლის 6 მაისს შედგა, რომლის შესახებაც კ---- ფ------ 5 მაისს სატელეფონო საუბრისას წინასწარ შეუთანხმდა რ-------- ჟ----–---–---ს, რომელსაც უთხრა, რომ შეხვედრაზე წავიდოდნენ ის, ზ----- და ბ-------. რ-------- ჟ----–---–---ი დაეთანხმა და უთხრა, რომ კიდევ „ს-----–-ს“ წაიყვანდა. 6 მაისის შეხვედრაზე ა------- ლ--–---–---–ს კვლავ არაერთხელ ეუბნებიან, რომ მას ფული აქვს გადასახდელი და ითხოვენ „უფროს ძმებთან“ ჩასვლას და მათი მონაწილეობით საქმის გადაწყვეტას. და ბოლო, 2017 წლის 10 მაისის შეხვედრაზეც მიმდინარეობს საუბარი ა------- ლ--–---–---–ის მხრიდან კ---- ფ------სათვის გადასახდელ თანხაზე.
16. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სავსებით გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიებს მომხდარი შემთხვევის გამომწვევი მიზეზისა და შემდგომში დაზარალებულის, რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის შეხვედრების მიზნის შესახებ, რომ ვითომდა, კ---- ფ------ ა------- ლ--–---–---–ის ოფისში ავიდა არა მისი, არამედ მათი საერთო ახლობლის - მ----- ტ--------ს სანახავად, რომელიც იქ არ დახვდა, ხოლო დაზარალებულთან სიტყვიერი შელაპარაკება განაპირობა მისმა უხეშმა პასუხებმა, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- მათ აშველებდნენ და შემდგომში სწორედ მომხდარი კონფლიქტიდან გამომდინარე ხვდებოდნენ ა------- ლ--–---–---–ს იმ მიზნით, რომ ისინი შერიგებულიყვნენ.
17. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, კერძოდ: საქმის მასალებით, მითუმეტეს ფარული ჩანაწერებით არ დასტურდება დაცვის მხარის მოსაზრება, რომ დაზარალებულის შეხვედრები ბ------- ჯ---------სა და რ-------- ჟ----–---–---თან ემსახურებოდა მ----- ტ--------ს უდიერად მოხსენიებიდან გამომდინარე დაზარალებულისა და კ---- ფ------ს შერიგების მიზანს. პირიქით, ყველა შეხვედრაზე რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- საუბრობდნენ, რომ ა------- ლ--–---–---–ს ან წილი უნდა დაეთმო ან თანხა გადაეხადა კ---- ფ------სათვის; შეხვედრების ინიციატორი მხარე არ ყოფილა დაზარალებული; შემთხვევის დღეს როგორც კ---- ფ-----მა, ისე ბ------- ჯ---------მ და რ-------- ჟ----–---–---მა კარგად იცოდნენ, თუ რა იყო ჩხუბის მიზეზი; ამასთან, რ-------- ჟ----–---–---მა და ბ------- ჯ---------მ როგორც სატელეფონო საუბრებისას, ისე შეხვედრების დროს არაერთხელ ახსენეს, რომ საქმეში ჩართულები იყვნენ „უფროსი ძმები“, ანუ კანონიერი ქურდები, რაც არადამაჯარებელს ხდის დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვინაიდან ფარულ ჩანაწერებში ბ------- ჯ--------- და რ-------- ჟ----–---–---ი უარყოფენ შემთხვევის დროს კ---- ფ------ს მიერ კანონიერი ქურდების სახელების ხსენებასა („გ-–--------“ და „გ---) და მათთან ნაცნობობას, დაზარალებული ცრუობს; ასევე უსაფუძლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ თითქოსდა, ბ------- ჯ---------მ და რ-------- ჟ----–---–---მა არ იცოდნენ და ვერ გაიგეს, თუ რაზე საუბრობდნენ ოფისში კ---- ფ------ და ა------- ლ--–---–---–ი. ამ ვითარებაში, რ-------- ჟ----–---–---ს შემთხვევიდან მეორე დღეს არ უნდა სცოდნოდა ის ფაქტი, რომ ა------- ლ--–---–---–მა კ---- ფ-----ს უარი უთხრა წილის გადაცემაზე და 2017 წლის 11 აპრილის სატელეფონო ჩანაწერში რ-------- ჟ----–---–---ი სწორედაც ამ საკითხებზე - წილსა და მოლაპარაკებაში კანონიერი ქურდების ჩართვასთან დაკავშირებით ესაუბრება დაზარალებულს (და არამარტო ხსენებულ ჩანაწერში); უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ დაზარალებულის, ბ------- ჯ--------ისა და რ-------- ჟ---------–----ას შეხვედრებს ორგანიზებას უწევდა კ---- ფ------, რომლის მითითებითა და დავალებებით რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- ა------- ლ--–---–---–ზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რათა მას თავისი ბიზნესიდან წილი დაეთმო ან თანხა გადაეხადა კ---- ფ------სთვის.
18. რაც შეეხება დაცვის მხარის კიდევ ერთ მოსაზრებას, რომ კ---- ფ------ს, მითუმეტეს რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის ქმედებებში არ იკვეთება და არც სააპელაციო პალატას მიუთითებია თუ რაში გამოიხატა გამოძალვის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშნები, როგორიცაა - მოთხოვნა და მუქარა, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:
19. გამოძალვის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრის ან ქონების მფლობელის მიმართ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. მითითებული დანაშაულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ქონების უკანონო მოთხოვნა გულისხმობდეს მის გადაცემას დამნაშავისათვის სასურველი სხვა პირისათვის. ამასთან, ამ მოთხოვნას თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა. მუქარის გამოხატვის ფორმას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს და იგი შეიძლება გამოიხატოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ტელეფონითა და სხვა სახით. გამოძალვა მიეკუთვნება ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას და იგი დამთავრებულია დაზარალებულისათვის მოთხოვნის წაყენების მომენტიდან, ხოლო მუქარის რეალური განხორციელების შედეგი უნდა დაკვალიფირდეს დანაშაულთა ერთობლიობით.
20. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამივე მსჯავრდებული ერთად მივიდა ა------- ლ--–---–---–ის ოფისში, სადაც კ---- ფ-----მა მას აგრესიული ტონით მოსთხოვა, რომ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილების საფუძველზე მისთვის უნდა გადაეცა გაზგასამართი სადგურის 25%-იანი წილი, ხოლო როდესაც დაზარალებულმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ არავითარი წილი მას არ ეკუთვნოდა, იგი გაბრაზდა და სახეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა. ამ დროს მას მისცვივდნენ რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- და მათაც დაუწყეს ცემა. შემდეგ კ---- ფ-----მა ამოიღო დანა და დაჭრა კისერში და ასევე გაუჭრა მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი. ბ------- ჯ---------მ და რ-------- ჟ----–---–---მა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს გაშველება, რაც მის სხეულზე სისხლი შენიშნეს და შეეშინდათ. კ---- ფ------ ჩხუბით, აგრესიითა და გინებით გავიდა ოთახიდან, ემუქრებოდა ოჯახით და ასევე, თავის მოჭრით. მისი გასვლის შემდეგ რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- მასთან დარჩნენ და უთხრეს, რომ კ---- ფ------ს მოთხოვნა სამართლიანი იყო და ფული უნდა გადაეხადა - შვილების მამა იყო და თუ არ გადაიხდიდა, მისთვის უარესი იქნებოდა.
21. ამდენად, არამხოლოდ უშუალოდ დანაშაულებრივი შემთხვევის დღეს დასტურდება მსჯავრდებულ კ---- ფ------ს მხრიდან ა------- ლ--–---–---–ის მიმართ ქონებრივი სარგებლის მიღების მოთხოვნისა და მუქარის ფაქტი (რომელიც რეალურადაც განხორციელდა და როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოიხატა იმაში, რომ კ---- ფ-----მა დაზარალებულისგან მოითხოვა წილის გადაცემა, უარის მიღების შემდეგ კი მას სცემა და დანით მიაყენა დაზიანებები და ამ ქმედებებში აქტიურად მონაწილეობდნენ კ---- ფ------ს თანმხლები პირები - რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ---------, რაც სავსებით საკმარისია გამოძალვის დანაშაულის შემადგენლობის არსებობის დასადასტურებლად), არამედ, უფრო მეტიც, დანაშაულებრივი შემთხვევის შემდეგაც, კ---- ფ------ს ორგანიზებითა და მითითებებით, კვლავ გაგრძელდა ა------- ლ--–---–---–ზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება წილის დათმობის ან თანხის გადაცემის მიზნით.
22. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მსჯავრდებულ კ---- ფ------ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით, ხოლო მსჯავრდებულების - რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, შემდეგი საფუძვლებით:
23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის მიერ ა------- ლ--–---–---–ის ცემის ეპიზოდში არ არსებობს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: საკასაციო პალატა მითითებული მსჯავრდების ნაწილში პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ა------- ლ--–---–---–ის ჩვენებაზე, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ როდესაც კ---- ფ-----მა სახეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა, ამ დროს მას მისცვივდნენ რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ---------, რომლებმაც ასევე სცემეს. თუმცა დაკითხვისას მანვე არაერთხელ განმარტა, რომ არ დაუნახავს, თუ კონკრეტულად რომელი მათგანი ურტყამდა, ვინაიდან ზურგით იდგა და მარცხნიდან ურტყამდნენ თუ მარჯვნიდან, არ იცის, თუმცა ხვდებოდა, რომ ერთი ადამიანი არ სცემდა. ამდენად, მან ვერ დაინახა და, შესაბამისად, ვერ აკონკრეტებს თუ რომელი მათგანი ურტყამდა და ვარაუდობს, რომ ორივე სცემდა. რაც შეეხება მოწმე მ------ ლ--–---–---–ის ჩვენებას, მართალია, იგი პირდაპირ უთითებს, რომ რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- სცემდნენ მის ძმას, მაგრამ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის მსჯავრდებისათვის, მითუფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იგი სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს არ დაკითხულა და მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება გამოქვეყნდა.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე მ------ ლ--–---–---–ის ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მაგრამ მხოლოდ მისი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, შემდეგ გარემოებათა გამო:
25. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება, გაგებული უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „მატუცინა რუსეთის წინააღმდეგ“ (MATYTSINA v. RUSSIA), 27.03.104, § 153) და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ბრიკმონტი ბელგიის წინააღმდეგ“ (BRICMONT v. BELGIUM), 07.07.1989, § 81). ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - ,,P.K. ფინეთის წინააღმდეგ” (P.K. v. FINLAND , 09.07.2002).
26. ზემოაღნიშნული პრინციპის მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ხაზგასმული. თუმცა, ამავე დროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ამ პრინციპიდან გამონაკლისი დასაშვებია, მაგრამ ამან არ უნდა შელახოს დაცვის მხარის უფლებები. მსჯავრდება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ან მეტწილად იმ დაუსწრებელი მოწმის ჩვენებას, ვისი გამოკითხვის შესაძლებლობაც არ ჰქონდა განსასჯელს არც გამოძიების მიმდინარეობისას და არც სასამართლო პროცესზე, როგორც წესი, ჩაითვლება მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანობის მოთხოვნასთან („ერთადერთობის ან მეტწილობის წესი“) შეუსაბამოდ. თუმცა ეს არ არის აბსოლუტური წესი, რომელიც მოუქნელობით ხასიათდება და არ ითვალისწინებს კონკრეტული სამართლებრივი სისტემის განსაკუთრებულობას. შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენებაა ერთადერთი ან მეტწილი მტკიცებულება განსასჯელის წინააღმდეგ, მტკიცებულებად მისი მიღება ავტომატურად არ იწვევს 6.1 მუხლის დარღვევას. ამავდროულად, იმ შემთხვევებში, როდესაც მსჯავრდება მხოლოდ ან მეტწილად ეფუძნება ე.წ. ,,დაუსწრებელი მოწმის“ ჩვენებას, სასამართლომ საქმისწარმოება უნდა წარმართოს განსაკუთრებული ყურადღებით. ასეთი მტკიცებულების დაშვების საფრთხიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მისი დაბალანსება და სწორედ ეს მოითხოვს საკმარისად გამაწონასწორებელ ფაქტორებს, მათ შორის ძლიერ პროცედურულ გარანტიებს. თითოეულ ასეთ საქმეში მნიშვნელოვანია გამაწონასწორებელი ფაქტორების არსებობა, მათ შორის ისეთი ზომებისა, რომლებიც შესაძლებელს ხდის ამ მტკიცებულების სარწმუნოობის სამართლიან და სათანადო შეფასებას. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე (გამოქვეყნებულ ჩვენებაზე) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკმარისად სანდოა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Al-Khawaja and Tahery v. THE UNITED KINGDOM), 15.12.2011).
27. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ------ ლ--–---–---–ის ჩვენება არსებითია მსჯავრდებულების - რ-------- ჟ----–---–---ისა და ბ------- ჯ--------ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო დაცვის მხარეს არც გამოძიების ეტაპზე და არც საქმის არსებითი განხილვის დროს არ ჰქონია მისი დაკითხვის/გამოკითხვის და ჩვენებების გაპროტესტების ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, რისი გათვალისწინებითაც პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ მ------ ლ--–---–---–ის ჩვენება, რომელიც სასამართლოში გამოქვეყნდა, ვერ გახდება მათი მსჯავრდების საფუძველი.
28. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- უნდა გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში.
29. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას კ---- ფ------ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
30. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულის მეუღლემ, დაზარალებულმა მ----- გ-------მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და თავისი მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება არ მისცა.
31. მითითებული ბრალდების ეპიზოდში ბრალდების მხარეს ძირითად მტკიცებულებებად წარმოდგენილი აქვს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - გ------ ი-–-------სა და რ---- კ------ის ჩვენებები, რომლებიც მხარეებმა ცნეს უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:
32. მოწმე გ------ ი-–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ი-------ის ქუჩა N--------------ში მოხდა ოჯახური კონფლიქტი. დაახლოებით 10 წუთში გამოცხადდა ზემოაღნიშნულ მისამართზე. სადარბაზოსთან მიახლოვებისას სართულებიდან ქალბატონის ყვირილი შემოესმა, იგი შველას ითხოვდა. ლიფტით ავიდა და სართულზე შეეფეთა ქალბატონს, მ----- გ-------ს, რომელიც შეშინებული სადღაც გარბოდა. ქალბატონმა მას შველა სთხოვა, უთხრა, რომ მისი მეუღლე იყო ნასვამი და იარაღით მოკვლით ემუქრებოდა. მან და მისმა მეწყვილემ იარაღები მოიმარჯვეს და შევიდნენ ბინაში. კ. ფ------ მისაღები ოთახის შესასვლელთან დახვდა ნახევრად შიშველი, ხელში არაფერი სჭერია. ჰკითხა, ჰქონდა თუ არა იარაღი, რაზეც კ---- ფ-----მა უპასუხა, რომ ცეცხლსასროლ იარაღს მართლაც ფლობდა შენახვის უფლებით. როცა იარაღის წარმოდგენა სთხოვა, საძინებელ ოთახში შეუძღვა, სადაც დივანზე, ბალიშის ქვეშ, დამალული იარაღი ნახა და ამოიღო. ამ დროს შემოვიდა განერვიულებული მ----- გ-------, რომელიც აყვირდა, რომ სწორედ ამ იარაღით ემუქრებოდა მეუღლე მოკვლით. კ---- ფ------ მას აჩუმებდა, აგინებდა და თქვა, რომ ამ საქციელისათვის პასუხს აგებინებდა და 20 წელიც რომ მჯდარიყო ციხეში, მაინც მოკლავდა. მათ კ---- ფ------ დააკავეს და გაჩხრიკეს. ბინაში იმყოფებოდნენ კ---- ფ------სა და დაზარალებულის ვაჟები, რომელთაც ჰკითხეს მომხდარის შესახებ, თუმცა მათ არაფერი განუცხადებიათ. მოწმის განმარტებით, კ---- ფ------ მისი თანდასწრებითაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თავის მეუღლეს.
33. მოწმე რ---- კ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 მაისს გ------ ი-–-------სთან ერთად გამოცხადდა ი-------ის ქუჩა N--------------ში. კორპუსში შესვლისას მე-7 სართულზე, კიბის უჯრედთან მათ დახვდათ ქალბატონი, რომელიც აღმოჩნდა მ----- გ-------. იგი შველას ითხოვდა, რადგან ბინაში იმყოფებოდა მისი ქმარი, რომელიც იყო მთვრალი და ჰქონდა იარაღი. მან და მისმა მეწყვილემ იარაღები მოიმარჯვეს და შევიდნენ ბინაში, სადაც დახვდათ ორი ახალგაზრდა მამაკცი, რომლებიც აღმოჩნდნენ მ----- გ-------ს შვილები. მისაღებ ოთახში იდგა კ---- ფ------. მას ხელში არაფერი ეჭირა. მათ კ. ფ-----ს მოსთხოვეს იარაღის წარმოდგენა, რაზეც მან გაკვირვებულმა უპასუხა, რომ იარაღი არ ჰქონდა, განმეორებითი კითხვის შემდეგ კი თქვა, რომ ოთახში ინახავდა გაფორმებულ იარაღს. კ. ფ-----მა გადასცათ იარაღიც და სარეგისტრაციო მოწმობაც, რის შემდეგაც მ----- გ-------მ მათ განუცხადა, რომ მისი მეუღლე მათ მისვლამდე ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც გამოიქცა სადარბაზოში. მ----- გ------- შეშინებული იყო და ნერვიულობდა, კანკალებდა და ამბობდა, რომ პოლიციას რამდენიმე წამით რომ დაეგვიანა, მეუღლე მას ნამდვილად მოკლავდა.
34. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების - გ------ ი-–-------სა და რ---- კ------ის ჩვენებებზე და იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმ ნაწილში, რომ, მართალია, კ---- ფ------ს მეუღლემ არ მისცა მის წინააღმდეგ ჩვენება, თუმცა მოწმე პოლიციელების ჩვენებები არის არა ირიბი, არამედ - პირდაპირი, რადგან ისინი პირადად შეესწრნენ მ----- გ-------ზე მუქარას, მაგრამ საყურადღებოა მათი ჩვენებების შინაარსი, სახელდობრ: მოწმე გ------ ი-–------- თავის ჩვენებაში რამდენჯერმე აკონკრეტებს, რომ კ---- ფ------ სიცოცხლის მოსპობით მისი თანდასწრებითაც დაემუქრა თავის მეუღლეს: „...ამ საქციელისათვის პასუხს აგებინებდა და 20 წელიც რომ მჯდარიყო ციხეში, მაინც მოკლავდა....“, „...კ---- ფ------ მის მეუღლეს ჩემი თანდასწრებითაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით...“. მათი თანდასწრებით მუქარის შესახებ თავის ჩვენებაში საერთოდ არ უთითებს მეორე მოწმე - რ---- კ------ე. მოწმე გადმოსცემს მხოლოდ მ----- გ-------ს ნათქვამს, რომ მისი მეუღლე მათ მისვლამდე ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც იგი გაიქცა სადარბაზოში. მოწმის განმარტებით, მ----- გ-------მ ასევე აღნიშნა, რომ პოლიციის რამდენიმე წამის დაგვიანების შემთხვევაში, მეუღლე ნამდვილად მოკლავდა. ამდენად, ვინაიდან მ----- გ-------მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და თავისი მეუღლის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, მოწმე პოლიციელების ჩვენებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გამომდინარე იქიდან, რომ მათი ჩვენებები საკვანძო, საქართველოს 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი ნიშნის - მუქარის ნაწილში არ არის ერთმანეთთან შესაბამისი და იდენტური, აღნიშნული განსხვავებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. მითითებული შეუსაბამობა დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მათ ჩვენებებს და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მათ. აღნიშნულის შესაბამისად, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, კ---- ფ------ ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებაში.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: რ-------- ჟ----–---–---ი და ბ------- ჯ--------- ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო კ---- ფ------ - საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ კ---- ფ------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ------- ბ---–----ისა და მსჯავრდებულების - კ---- ფ------ს, ბ------- ჯ--------ისა და რ-------- ჟ----–---–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ------– კ------ის, ი-----–- ჩ------–---–ისა და ო----- ხ----–--ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. კ---- ფ------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
კ---- ფ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით -1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ კ---- ფ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 6 თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ---- ფ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ კ---- ფ-----ს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 მაისიდან;
4. რ-------- ჟ----–---–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
რ-------- ჟ----–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ რ-------- ჟ----–---–---ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2017 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით;
5. ბ------- ჯ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
ბ------- ჯ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ბ------- ჯ---------ს სასჯელის მოხდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2017 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 2 თებერვლის ჩათვლით;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე