განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115002330495
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №523აპ-18 ქ. თბილისი
ს----–---–- მ-----–, 523აპ-18 21 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილამსჯავრდებულ მ-----– ს----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---–---- ჯ---------ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 იანვრის განაჩენით მ-----– ს----–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, მ-----– ს----–---–ს 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
მ-----– ს----–---–ს ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ¼-ით შეუმცირდა ძირითადი და დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მ. ს----–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
2. განაჩენით მსჯავრდებულ მ-----– ს----–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 27 იანვარს, 23:00 საათისთვის, თ---–--ში, კაფე ,,შ-------ში“ იმყოფებოდნენ საქართველოს შ--------------- მინისტრის მეუღლე თ----- მ------–---–-, შ--------------- სამინისტროს კ-----------–------------------------ დეპარტამენტის უფროსი დ----- ა---–---, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი ო-–-- მ--–-------, შ--------------- სამინისტროს გ-------–------------–--- უფროსი ვ----– ს------, შ--------------- სამინისტროს პ---------------- უფროსი გ------ დ------ და მათთან დაახლოებული პირები ----- კ--–------- და თ----- მ----------. ამავე ბარში მოგვიანებით მივიდა თ----- მ----------სთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ა-–---------- გ------–---- მეგობარ ლ---- ბ-------სთან ერთად. ა-–---------- გ------–---სა და თ----- მ----------ს შორის პირად საკითხებზე გაიმართა დაძაბული საუბარი, რა დროსაც ა-–---------- გ------–---მა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია თ----- მ----------ს სუფრის წევრები. აღნიშნულის გამო, დ----- ა---–---ს დავალების შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა ა-–---------- გ------–----ს მიმართ შურისძიების მოტივით და მასთან ანგარიშსწორების მიზნით, საქართველოს შ--------------- სამინისტროს კ-----------–------------------------ დ----------------------------–--- უფროსმა გ--------- ა-–----მ, მასთან ერთად მყოფმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა - ა-–---------- ღ-----მ და დ----- ქ-----–---–მა ქუჩაში მყოფი ა-–---------- გ------–---- და ლ---- ბ------- ძალის გამოყენებით ჩასხეს ავტომანქანაში და გაიტაცეს ო---------ს ს------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ა-–---------- გ------–----ს გვამი მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს 2006 წლის 2-----------
ა-–---------- გ------–----ს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებისთანავე, შ--------------- მინისტრმა ი---- მ------–---–მა დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ კ-----------–------------------------ დეპარტამენტის დირექტორი დ----- ა---–---, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები - გ--------- ა-–----, ა-–---------- ღ-----, მ-----– ბ----–-------, ა---------– ა--–------- და შ--------------- სამინისტროს სხვა თანამშრომლები. „შ-----------ში“, სადაც ი---- მ------–---–-ს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე - თ----- მ------–---–-, ა-–---------- გ------–---სა და დ----- ა---–---ს მაგიდის წევრებს შორის მოხდა ინციდენტი, რაც გახდა ა-–---------- გ------–----ს მიმართ ანგარიშსწორების მოტივი. დ----- ა---–--- წარმოადგენდა ა-–---------- გ------–----ს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ინიციატორს. ამ დანაშაულის აღსრულებაში მონაწილეობდა ოთხზე მეტი პირი და ყველა მათგანი იყო შ--------------- სამინისტროს ოფიცერი.
ამის პარალელურად, საზოგადოებაში სულ უფრო მძაფრდებოდა უარყოფითი რეაქცია და აღშფოთება ა-–---------- გ------–----ს გატაცებისა და გარდაცვალების ფაქტის გამო, გაჩნდა ხელისუფლებისგან ამ საქმის გამოძიების, ჭეშმარიტების დადგენისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა. საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტ მ-----– ს----–---–ს, რომელიც ინფორმირებული იყო ა-–---------- გ------–----ს გატაცებაში კ-----------–------------------------ დეპარტამენტის უფროსის - დ----- ა---–---ს ორგანიზატორობის, შ--------------- სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობისა და შ--------------- მინისტრის მეუღლის - თ----- მ------–---–-ს დანაშაულთან შესაძლო კავშირის შესახებ, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულის გარემოებების სრულად გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და აუცილებლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების: შ--------------- მინისტრ ი---- მ------–---–-სა და კ-----------–------------------------ დეპარტამენტის უფროსის - დ----- ა---–---ს პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტ მ-----– ს----–---–-ს ხელშეწყობით, უშუალო ჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებას საშუალება მიეცა, მიკერძოებულად, არაობიექტურად და არასრულყოფილად გამოეკვლიათ ა-–---------- გ------–----ს მიმართ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, დაეფარათ დანაშაულის გამომწვევი რეალური მიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, რითაც უზრუნველყვეს ა-–---------- გ------–----ს მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის ფალსიფიკაცია და განაჩენის არაჯეროვანი აღსრულება.
გამოძიებაში განზრახ დაშვებული ხარვეზის გამო, რაც მიზნად ისახავდა, არ დადგენილიყო საქმის რეალური გარემოებები და დანაშაულის ჩამდენი პირები, 2006 წლის 2--------------------------- პერიოდში გამოძიებას წარმართავდნენ ი---- მ------–---–-ს უწყების გამომძიებლები, რომლებიც ინსტიტუციონალურად და იერარქიული სუბორდინაციით დაკავშირებული იყვნენ საქმეში მონაწილე შ--------------- სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან და დამოკიდებული იყვნენ იმათზე, ვინც პირადად იყვნენ დაინტერესებული საქმის არასათანადო გამოძიების შედეგით. აღნიშნულის გამო არ იყო უზრუნველყოფილი საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება.
თავის მხრივ, დ----- ა---–---მ 2006 წლის თებერვალში შეკრიბა ა-–---------- გ------–----სა და ლ---- ბ-------ს გატაცებაში მონაწილე კ-----------–------------------------ დეპარტამენტის თანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვა, რომ, შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭირო იყო რამდენიმე მათგანს საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა და არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა თანამდებობის პირები. სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს დაჰპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და ხანმოკლე ვადაში პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდებოდნენ სასჯელისგან. გარდა ამისა, თითოეულს დაჰპირდა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად თანხასა და სხვა შეღავათებს, რაც დაკავშირებული იყო სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგიური პირობების შექმნასთან. აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც უნდა განსაზღვრულიყო ა-–---------- გ------–----ს საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე, გადაწყდა, რომ დამნაშავეთა დასჯის მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, დანაშაულში მონაწილე დაბალი რანგის თანამდებობის პირებთან ერთად, პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო შ--------------- სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კ-----------–------------------------ დ----------------------------–--- უფროსი გ--------- ა-–----. დ----- ა---–---სა და დანაშაულთან დაკავშირებულ სხვა თანამდებობის პირებს კი ასცილდებოდათ პასუხისმგებლობა.
ამის შემდეგ მ-----– ს----–---–თან გაიმართა შეხვედრა, რომელიც ასევე შეეხებოდა გ------–----ს საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა საკითხის გადაწყვეტასა და მსჯავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე გათავისუფლებას. მ-----– ს----–---–მა დ----- ა---–---ს უთხრა, რომ გ------–----ს საქმით საზოგადოებაში გამოწვეული მზარდი მღელვარების ჩასაცხრობად, რამდენიმე დაბალი რანგის თანამდებობის პირთან ერთად, პასუხისგებაში მიეცემოდა კ-----------–------------------------ დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გ--------- ა-–----. დ----- ა---–---სა და სხვა თანამდებობის პირებს კი ასცილდებოდათ პასუხისმგებლობა. ამასთან, დ----- ა---–---ს შეჰპირდა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ.
ურთიერთშეთანხმებული გეგმის შესაბამისად, დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენისა და საზოგადოების მოტყუების მიზნით, 2006 წლის 6-------- საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს კ-----------–------------------------ დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის - დ----- ა---–---ს უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ა-–---------- გ------–----ს მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები: კ-----------–------------------------ დ----------------------------–--- უფროსი გ--------- ა-–----, კ-----------–------------------------ დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები - ა-–---------- ღ-----, მ-----– ბ----–------- და ა---------– ა--–-------, რომლებიც დააკავეს ა-–---------- გ------–----ს სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.
დ----- ა---–---ს მიერ მიცემული დაპირების გასამყარებლად და მორალური მხარდაჭერის გამოსახატად, შ--------------- მინისტრი ი---- მ------–---–- დაკავებისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს ე.წ. „მ-------–-ს“ შენობაში არსებულ წინასწარი დაკავების საკანში, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ და უთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ დ----- ა---–---ს მიერ მათთვის მიცემული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით გ--------- ა-–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ა---------– ა--–------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მ-----– ბ----–------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ა-–---------- ღ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა-–---------- გ------–----ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, ბ----- ა---–---ს ძალისხმევით, წინასწარი დაპირების შესაბამისად, სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით. გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულში დ----- ა---–---სა და შ--------------- სამინისტროს სხვა თანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეცათ დიდი ოდენობით თანხები.
2008 წლის 2------------, წინასწარ შემუშავებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მ-----– ს----–---–მა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, N--- განკარგულებით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულ სახელმწიფო მოხელეებს - გ--------- ა-–----ს, ა-–---------- ღ-----ს, მ-----– ბ----–-------სა და ა---------– ა--–------ს.
მ-----– ს----–---–-ს განზრახ უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე მსჯავრდებული პირების მიმართ სასჯელის განახევრების გამო, შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რის საფუძველზეც მსჯავრდებულები სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდნენ.
ამდენად, საქართველოს პრეზიდენტ მ-----– ს----–---–-ს მონაწილეობით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებებმა განაპირობა ის, რომ ა-–---------- გ------–----ს საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება და არ შესრულდა სასჯელის მიზნები. ამავდროულად, აღნიშნულით უზრუნველყოფილ იქნა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დ----- ა---–---სა და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაც ა-–---------- გ------–----ს ოჯახის წევრების უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მ-----– ს----–---–-ს გამართლებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ-----– ს----–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ---–---- ჯ---------მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და მ. ს----–---–-ს გამართლებას. კასატორების მოსაზრებით, განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებები, კერძოდ: საქმის სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხილვის უფლება, რადგან საქმე განიხილა მოსამართლემ, რომლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს დასაბუთებული და ლეგიტიმური ეჭვი; მოწმეთა ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში დაკითხვის უფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი); საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ევროკონვენციის მე-7 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან პირის გასამართლება მოხდა იმ ქმედებისთვის, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ ითვლებოდა დანაშაულად. ამასთან, დაუშვებელია პრეზიდენტის გასამართლება შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების გამო, ვინაიდან ეს უფლებამოსილება არის აბსოლუტური ხასიათის; საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ევროკონვენციის მე-6 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნები, რომელთა თანახმად, აკრძალულია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე; პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ვალდებულება მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე (საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლი; სსსკ-ის მე-13 მუხლი), ვინაიდან ბრალდების მხარის მოწმეები არიან მიკერძოებულები, არასანდოები და დაინტერესებულები; პირის პასუხისგებაში მიცემის აკრძალვა (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი; ევროკონვენციის მე-18 მუხლი), ვინაიდან მ-----– ს----–---–-ს მიმართ არსებული საქმეები ემსახურება მისი პოლიტიკური განეიტრალების მიზანს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მ-----– ს----–---–-ს მსჯავრდების საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მიიჩნია რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორის მიერ საჩივარში დაყენებული ძირითადი საკითხებიდან, რომლებთან დაკავშირებითაც ის პრეტენზიებს აცხადებს გასაჩივრებული განაჩენის მიმართ, ნაწილი ეხება საქმის საპროცესო-სამართლებრივ მხარეს, ხოლო ნაწილი – მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათისაა. საკასაციო პალატა თანმიმდევრულად განიხილავს აღნიშნულ საკითხებს, ასევე, მათთან მიმართებით შეამოწმებს და შეაფასებს განაჩენის კანონიერებასაც. ამასთან, პალატა უფრო ვრცლად იმსჯელებს დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება მოცემულ საქმეზე დამდგარი შედეგის განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, ხოლო დანარჩენი საკითხები შედარებით შეზღუდულ ფარგლებში იქნება განხილული. ამ შემთხვევაში საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს ადამიანის უღლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგი განმარტებით: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეს დეტალური პასუხი გასცეს ყველა არგუმენტთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს მისი მოსაზრებები საქმის გადამწყვეტ, არსებით ასპექტებთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ვინ დერ ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ №16034/90; §61, EGTHR, 19.04.1994; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ /Igarkava V.Georgia/ , განაცხადი №7932/03, §71, EGTHR, /Boldea V. Romania/, განაცხადი №19997/02, §30, EGTHR, 15.02.2007).
3. კასატორმა პირველ რიგში დააყენა საკითხი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებულობის თაობაზე და მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს არა სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს სხვადასხვა საკითხზე, არამედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამოღებული ამონარიდების კრებულს.
4. დაცვის მხარის ასეთ პოზიციასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში წარმოდგენილია არა ამონარიდები ბრალდების მხარის დოკუმენტებიდან და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, არამედ ის სამართლებრივი არგუმენტები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეებმა და ამასთან, არსებითად განიხილა ისინი მხარეებისთვის თანაბარ პირობებში. რაც შეეხება ამონარიდებს, გასაჩივრებულ განაჩენში ასეთი რამ მართლაც არსებობს, ოღონდ ეს ამონარიდები მოყვანილია საქართველოს კონსტიტუციიდან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც რელევანტურია მოცემული საქმისათვის.
5. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია: სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შინაარსი ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს, რომ ის ნამდვილად არ არის მოკლებული საფუძვლიან და არგუმენტირებულ სამართლებრივ დასაბუთებებს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის თაობაზე. დაცვის მხარის მიერ გამოთქმული პრეტენზიები, რომლებიც ძირითად და არსებით საკითხებს ეხებოდა, სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია და მათზე გაცემულია დამაჯერებელი პასუხები. ყოველივე აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა კასატორის პოზიციას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დაუსაბუთებლობის თაობაზე არ ეთანხმება.
6. შემდეგი საკითხი, რასაც კასატორი აყენებს თავის საჩივარში და რომელიც განსახილველი საქმისათვის მართლაც არსებითი მნიშვნელობის მქონეა, არის დაცვის მხარის განცხადება იმის შესახებ, რომ საქმე არ განუხილავს სასამართლოს მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ შემადგენლობას, რის გამოც, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის – გიორგი არევაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, უკანონოა და არღვევს მსჯავრდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
7. კასატორის ამგვარი პოზიცია უკავშირდება შემდეგ გარემოებებს: მოცემული საქმე პირველი ინსტანციის წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში არსებითად განიხილა და ამ საქმეზე ბრალდებულ მ-----– ს----–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა მოსამართლე გიორგი არევაძემ. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 2015 წლის 6 ივლისს, ხოლო საქმის წარმოების თითქმის დამამთავრებელ სტადიაზე, 2017 წლის დეკემბრის ბოლოს, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი არევაძის საქმისგან აცილების თაობაზე, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა გაგრძელდა მისი მონაწილეობით. აცილება მოითხოვეს შემდეგი მოტივით: 2006 – 2007 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს შ--------------- სამინისტროს მაღალჩინოსნების – გ. ა-–----ს, ა. ა--–-------ს, მ. ბ----–-------სა და ალ. ღ-----ს მიმართ, მათ მიერ ჯგუფურად ჩადენილი, აწ გარდაცვლილი ალ. გ------–----ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ამის შედეგად გაუფრთხილებლობით მისი სიცოცხლის მოსპობის, ასევე, დამამძიმებელ გარემოებებში მისთვის თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე. ამ საქმეზე სასამართლო წარმოებას ახორციელებდა მოსამართლე გ. ჩემია, ხოლო იმ პერიოდში მისი თანაშემწე იყო გ------- ა------ე. ეს უკანასკნელი, მისი სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეზე სამართალწარმოების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში, ამასთან, ის ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და ჰქონდა შესაძლებლობა, მოესმინა პროცესზე ბრალდებულების, დაზარალებული მხარის წარმომადგენლებისა და მოწმეების ჩვენებები. ამასთანავე, დაცვის მხარის აზრით, შესაძლოა, ის მონაწილეობდა ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების (განაჩენის) პროექტის მომზადებაშიც. შემდგომში სწორედ აღნიშნული მსჯავრდებულები შეიწყალა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მ-----– ს----–---–მა, რის გამოც ამჟამად სამართალწარმოება მიმდინარეობს მის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დაცვის მხარე გამოთქვამს ვარაუდს იმის თაობაზეც, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე შესაძლებელია, საქმის განხილვისას ზეწოლას განიცდიდა ხელისუფლების მხრიდან, წინათ ზემოხსენებული ოთხი პირის მსჯავრდების საქმეში თუნდაც მოსამართლის თანაშემწის რანგში მონაწილეობის გამო. ამავე დროს, თავისი ვერსიისათვის მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად, კასატორი იმასაც აღნიშნავს, რომ 2017 წლის დეკემბრის ბოლოს დანიშნული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც უნდა განეხილათ გ------- ა-------ს კანდიდატურა მოსამართლის თანამდებობაზე ხელახლა და უვადოდ განწესების თაობაზე, რასაც ასევე, შეეძლო გავლენა მოეხდინა მის მიერ ბრალდებულ მ-----– ს----–---–-ს საქმეზე მისაღებ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
8. დაცვის მხარე ასევე აღნიშნავს, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მთელი რიგი შუამდგომლობები, რომლებიც სავსებით დასაბუთებული იყო და ეხებოდა საქმის მნიშვნელოვან საპროცესო საკითხებს, რის გამოც დაცვის მხარემ სრულყოფილად ვერ ისარგებლა თავისი უფლებებით და ხელი შეეშალა დაცვის სრულფასოვნად განხორციელებაში, რაც მეტყველებს საქმისადმი მოსამართლის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. კასატორი ასევე აცხადებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ბოლო ეტაპი მოსამართლემ იმდენად სწრაფად და ფორსირებულად წარმართა ერთობ შემჭიდროებულ ვადებში, რომ დაცვის მხარეს ფაქტობრივად არ მიეცა შესაძლებლობა, ჯეროვნად მომზადებულიყო დასკვნითი სიტყვისა და ბრალდების მხარესთან პაექრობისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის მხარე პრეტენზიებს გამოთქვამს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიმართ, რომ ამ უკანასკნელმა საერთოდ რეაგირების გარეშე დატოვა დაცვის მხარის მთელი რიგი კანონიერი და დასაბუთებული მითითებები მსჯავრდებულ მ-----– ს----–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებისას დაშვებულ უხეშ საპროცესო დარვევებზე. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ თავის განაჩენში საერთოდ თავი აარიდა აღნიშნულ საკითხებზე პასუხის გაცემასაც კი.
9. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიმართ დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ ვარაუდებსა და ვერსიებს მოცემულ ნაწილში, რადგან მათ არ გააჩნიათ ობიექტური საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს საკმარისად დასაბუთებული პასუხები აქვს გაცემული აპელანტის მიერ დასმულ საკითხებზე. ვინაიდან დაცვის მხარე არ დააკმაყოფილა აღნიშნულმა პასუხებმა, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს: პირველ რიგში, პალატა ყურადღებით განიხილავს კასატორის მიერ დასმულ საკითხს მოსამართლის თანაშემწის რანგში გიორგი არევაძის იმ ბრალდებულთა საქმის წარმოებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ჯერ კიდევ ამ საქმის გამოძიების სტადიაზე საქართველოს ექსპრეზიდენტმა მ-----– ს----–---–მა გასცა დაპირება ახლო მომავალში მათი შეწყალების შესახებ, იმ პირობით, რომ ისინი თავს შეიკავებდნენ ა-–---------- გ------–----ს მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულში საქართველოს შ--------------- სამინისტროს მაღალი დონის მოხელეების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გათქმისა და მათ წინააღმდეგ ჩვენებების მიცემისგან. მართალია, აღნიშნულ საქმეზე სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებისას გ. არევაძე ასრულებდა გარკვეულ ტექნიკურ დავალებებს პროცესის ორგანოებისათვის და სასამართლო სხდომებსაც ესწრებოდა თავისი სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, მაგრამ ამ პროცესის მიმდინარეობისას განიხილებოდა მხოლოდ ზემოხსენებული ოთხი მაღალჩინოსნის მიერ ა-–---------- გ------–----ს მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული გარემოებები და არა მ-----– ს----–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, რომლებიც არ უკავშირდება მის მიერ შეწყალებულ პირთა დანაშაულის საქმეს და რომელიც განიხილა გიორგი არევაძემ, უკვე როგორც მოსამართლემ. სასამართლოში ამ საქმის წარმოებისას ექსპრეზიდენტის მიერ შეწყალებული ოთხი მსჯავრდებულიდან სამი დაიკითხა მოწმის სახით მ-----– ს----–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების თაობაზე და არა თავიანთი დანაშაულის შესახებ. ამრიგად, საუბარია სრულიად სხვადასხვა დანაშაულის საქმეებზე, მათთან დაკავშირებულ სრულიად სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე და ამ გარემოებათა თაობაზე მოწმეთა ჩვენებების შესახებ, რომელთაგან ერთ საქმეში გ------- ა------ე ასრულებდა სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ფუნქციას. მხოლოდ ამ გარემოების გამო ვარაუდების გამოთქმა, რომ შესაძლოა, მოსამართლე გ------- ა------ეს ჩამოყალიბებოდა მიკერძოებული დამოკიდებულება მ-----– ს----–---–-ს ბრალდების საქმეში რომელიმე მხარის სასარგებლოდ ან საზიანოდ, მოკლებულია ობიექტურ საფუძველს. ცხადია, ამიტომ არც საქმის განხილვისგან მისი აცილების საფუძველი არსებობდა. ამასთან დაკავშირებით, საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგი განმარტება: ის ფაქტი, რომ მოსამართლეს მიღებული აქვს გადაწყვეტილება მსგავსი ბრალდების საქმეზე, რომელიც დაკავშირებული არ არის მის მიერ განსახილველ საქმესთან, ან ის, რომ მან უკვე განიხილა ბრალდებულის თანამზრახველების საქმე სხვა სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების ფარგლებში, თავისთავად, არ არის საკმარისი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოსაშობად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე – Poppe v. The Nederlands. §26). უფრო მეტიც, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ წინასასამართლო ღონისძიებების გატარება, როგორიცაა ინფორმაციის შეგროვება და საქმის მასალების გადაცემა, არ ადასტურებს მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებულ შიშს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1993 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Fey v.Austria9 32; 1989 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Hauschildtv, Denmark, §50). ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ანალიზით უნდა დავასკვნათ, რომ თითოეულ შემთხვევაში (რაზეც საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო), როდესაც მოსამართლე მონაწილეობდა სხვა თანამზრახველის საქმის განხილვაში ან წინასასამართლო ღონისძიებების გატარებაში, როგორიცაა ინფორმაციის შეგროვება, ანდა მისთვის ცნობილი გახდა საქმის დეტალები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, ეს გარემოება თავისთავად, არ არის საკმარისი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოსაშობად. აქედან გამომდინარე, არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი საკასაციო პალატის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კასატორის მიერ წარმოდგენილი პოზიციის გასაზიარებლად.
10. ამის შემდეგ საკასაციო პალატა გამოხატავს თავის პოზიციას კასატორის იმ პრეტენზიის თაობაზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ აშკარად გამოვლენილი სუბიექტური დამოკიდებულება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების მიმართ, რომლებიც არ დაკმაყოფილდა მიუხედავად მათი საფუძვლიანობისა. საქმის მასალების გაცნობა გვარწმუნებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მ-----– ს----–---–-ს ბრალდების საქმის განხილვისას დაცვის მხარის მიერ დაყენებული არაერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ხოლო შუამდგომლობათა ნაწილზე მხარეს ეთქვა დასაბუთებული უარი. ამდენად, სრულიად ლოგიკურია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა.
11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება აგრეთვე კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოს მიმართ გამოთქმულ საყვედურს იმასთან დაკავშირებით, რომ მან არ მოახდინა სათანადო რეაგირება დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ საკითხზე, რომლის თანახმად, მოსამართლე გიორგი არევაძემ საქმის წარმოება დამამთავრებელ ეტაპზე იმდენად სწრაფად და ფორსირებულად წარმართა ძალზე შემჭიდროებულ ვადებში, რომ დაცვის მხარეს არ დარჩა საკმარისი დრო და შესაძლებლობა, ჯეროვნად მომზადებულიყო დასკვნითი სიტყვის წარმოსათქმელად და ბრალდების მხარესთან პაექრობისთვის. საქმის მასალების გაცნობის შედეგად ვრწმუნდებით, რომ მდგომარეობა ნამდვილად არ იყო ისეთი, როგორც ამას დაცვის მხარე წარმოაჩენს, რადგან დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დასკვნითი სიტყვის შინაარსიც და მოცულობაც საწინააღმდეგოს მეტყველებს. ამასთან, ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი დასკვნითი სიტყვა არათუ არ ჩამოუვარდება შემდგომში სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნით სიტყვას, არამედ შინაარსობრივად და მოცულობითაც კი აღემატება მას.
12. ამდენად, მოსამართლე გ. არევაძის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთნ დაკავშირებულ პრეტენზიებს საკასაციო პალატა არ იზიარებს.
13. შემდეგი საკითხი, რომელსაც კასატორი წარმოადგენს თავის საჩივარში, ასეთია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლის დისპოზიცია, რომლითაც გასამართლდა მ-----– ს----–---–-, ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს. ამიტომ ამ მუხლით პრეზიდენტის გასამართლება არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. აღნიშნული საკითხის ასეთი რაკურსით წარმოდგენა აბსოლუტურად არასწორია და არ შეესაბამება სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების ფაქტობრივ ბუნებას, რაც გაითვალისწინა კანონმდებელმა მისი ნორმატიული რეგლამენტაციისას. საქმე ისაა, რომ აღნიშნულ ქმედებას გარეგნული გამოვლენის მრავალფეროვნება ახასიათებს, რომელთა კაზუისტიკური მეთოდით ამოწურვა შეუძლებელია. ამიტომ კანონმდებელი მიმართავს ასეთი კატეგორიის ქმედებების საერთო მახასიათებელი ნიშნების განსაზღვრას და ამ გზით მათი დასჯადობისთვის ერთიანი და რელევანტური ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბებას სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. ამ გარემოებითაა განპირობებული, რომ ამგვარი ნორმები კოდექსში იშვიათია და მხოლოდ გარდუვალი აუცილებლობის შემთხვევებში გამოიყენება. მსგავსი ნორმები ყველა თანამედროვე და ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობაში გვხვდება. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს. საყურადღებოა შემდეგი გარემოებაც: თუკი დაცვის მხარე დარწმუნებული იყო ზემოაღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურობაში, რომლითაც ასამართლებდნენ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, მაშინ გაუგებარია, რატომ არ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და არ მოითხოვა ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა.
14. როგორც ზემოთ აღინიშნა, წინამდებარე საქმეზე საქართველოს ექსპრეზიდენტ მ-----– ს----–---–ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ გასცა დაპირება, რომ შეიწყალებდა შ--------------- სამინისტროს იმ ოთხ ოფიცერს (მხედველობაშია გ. ა-–----, ა. ა--–-------, გ. ბ----–------- და ალ. ღ-----), რომლებმაც დანაშაულებრივი მოქმედებით ჯერ თავისუფლება აღუკვეთეს, ხოლო შემდეგ კი მათივე მოქმედების შედეგად დაიღუპა ალ. გ------–----. მან აღნიშნული დაპირება გასცა იმ პერიოდში, როდესაც გამოძიება ამ პირთა მიმართ ახალი დაწყებული იყო, ხოლო დაპირება გაიცა მათი დუმილის სანაცვლოდ, რის შედეგადაც დაიფარა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში შ--------------- სამინისტროს სხვა, მაღალი თანამდებობის პირთა მონაწილეობა და ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მართლმსაჯულებას, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. პრეზიდენტმა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა იმ მიზნით, რომ შ--------------- სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობის პირთა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილების თავიდან აცილების გზით დაეცვა მის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალაუფლების ვერტიკალი მოსალოდნელი საშიში რყევებისგან, შეენარჩუნებინა თავისი მდგომარეობა და მიეღო ამგვარი პოლიტიკური გამორჩენა მაღალი თანამდებობის პირებისათვის არამართლზომიერი უპირატესობის მინიჭებით, რათა მათ თავი დაეღწიათ სამართლიანი მართლმსაჯულებისგან. პრეზიდენტ მ-----– ს----–---–-ს მიერ გაცემულმა დაპირებამ ძალზე ნეგატიური გავლენა იქონია აღნიშნულ საქმეზე განხორციელებულ მთელ სამართალწარმოებაზე, რაც საბოლოოდ დასრულდა პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების ყოველგვარ მიზანშეწონილობასა და სამართლიანობას მოკლებული შეწყალებით, რის თაობაზეც მკაფიოდ და ხაზგასმით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის ცნობილ გადაწყვეტილებაში (26.04.2011) საქმეზე – „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. მის მიერ გამოცემულმა შეწყალების აქტმა არაპირდაპირ დაადასტურა რეალურობა და საფუძვლიანობა მ-----– ს----–---–-სთვის შერაცხული ბრალისა, რომ მან წინდაწინ ნამდვილად გასცა მართლსაწინააღმდეგო დაპირება მომავალში აღნიშნულ დამნაშავეთა შეწყალებაზე.
15. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მ-----– ს----–---–-ს მიერ შეწყალების შესახებ დაპირების გაცემა არ დასტურდება საქმეში არსებულ, ურთიერთშეთანხმებულ, სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ირიბ და არასანდო მოწმეთა ჩვენებებს, რის გამოც იგი უკანონოა, დაუსაბუთებელია და არღვევს მ-----– ს----–---–-ს ფუნდამენტურ უფლებებს.
16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამგვარ პათოსს, რადგან სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაზე მიუთითებს საქმეში არსებული მასალები. მ-----– ს----–---–- მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში, კერძოდ: მომავალში დამნაშავეთა გარანტირებული შეწყალების თაობაზე წინასწარი დაპირების გაცემაში იმხილება მოწმეების - ი-----–- ო------–---–-ს ჩვენებით, რომელიც მომხდარი შემთხვევის გამოძიების პერიოდში იყო ქვეყნის თ-----–--- მინისტრი და პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვიდან მასთან დაახლოებული პირი; ნ---- ბ-----------ს ჩვენებით, იმ პერიოდში ის იყო საქართველოს პ----–-------- თავმჯდომარე და ასევე მ-----– ს----–---–თან დაახლოებული პირი; ზ------ ნ----------–-ს ჩვენებით, აღნიშნულ დროს იგი იყო საქართველოს პ---------მინისტრი, რომელიც პრეზიდენტის ასევე დიდი ნდობით სარგებლობდა. მათ ჩვენებებში აშკარად და სარწმუნოდ იკვეთება ის გარემოებანი, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ პრეზიდენტი მ-----– ს----–---–- დეტალურად იყო ინფორმირებული ე.წ. „გ------–----ს საქმესთან“ დაკავშირებით, მისთვის ცნობილი იყო არა მარტო დანაშაულის უშუალო ამსრულებლების მიერ ჩადენილ ქმედებათა შესახებ, არამედ ასევე დანაშაულში შ--------------- სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ჩვენებები ცალსახად მიუთითებენ აგრეთვე მ-----– ს----–---–-ს მხრიდან აქტიურ ქმედებებზე დამნაშავე პირთათვის მფარველობის გასაწევად. მის ასეთ აქტივობას ადასტურებს მოწმე ს------- ს-------ს ჩვენებაც, რომელიც იყო ს----–--------–---–- და რომელსაც არაერთხელ ჰქონდა საუბარი პრეზიდენტთან ზემოხსენებულ გახმაურებულ საქმესა და მასში მონაწილე მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით. ამ მოწმის მიერ გადმოცემული საუბრების შინაარსი მეტყველებს მ-----– ს----–---–-ს აშკარა, დაუფარავ მისწრაფებაზე - დაეცვა მაღალი რანგის ჩინოვნიკები მძიმე დანაშაულში მხილებისგან, რომელთა ბრალეულობაშიც ის დარწმუნებული იყო. უფრო მეტიც, მოწმე ი-----–- ო------–---–- თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მასთან საუბრებში პრეზიდენტმა არაერთხელ გამოხატა ცხადად და მყარად ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება – შემდგომში დანაშაულის უშუალო ამსრულებლების შეწყალების შესახებ. ამავე დროს, აღნიშნული მოწმეების ჩვენებები ნათელს ჰფენს ასევე მ-----– ს----–---–-ს ამგვარი ქცევის მოტივებს – ამ გზით ის ცდილობდა, თავიდან აერიდებინა სახელისუფლებო ვერტიკალის ჩამოშლა, ამისათვის გადაერჩინა პასუხისმგებლობისაგან შ--------------- სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, თვითონ შ--------------- მინისტრი, როგორც ხელისუფლების მთავარი საყრდენი ფიგურა, თანამდებობის დაკარგვისგან და შეენარჩუნებინა არსებული სტატუსკვო, ე.ი. თავისი პოლიტიკური მდგომარეობა და ძალაუფლება.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების სახით არსებული მოწმის ჩვენების სანდოობის განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია მრავალი სხვადასხვა გარემოების ობიექტურ შემოწმებასა და შეფასებაზე: თვითონ დანაშაულებრივი ქმედების ხასიათზე, ქმედების ჩადენის ვითარებაზე, მისი ჩამდენის სამსახურებრივ თუ სოციალურ მდგომარეობასა და შესაძლებლობებზე, ქმედების ჩადენის დროზე, ხერხებზე, ასევე, მოწმის უნარ–ჩვევებზე, მის ურთიერთობებზე ბრალდებულსა და დაზარალებულთან, მის შემხებლობაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებულ გარემოებებსა და მოვლენებთან, მის მიერ მიღებული ან აღქმული ინფორმაციის წყაროს თავისებურებასა და კიდევ მრავალ სხვა ფაქტორზე, რომელთა ამომწურავად აღნუსხვა შეუძლებელია. ამასთან მიმართებით საგულისხმოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მის ცალკეულ გადაწყვეტილებაში მოცემული განმარტებები მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლებშიც აღნიშნულია: დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ ... მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა ... შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლთოს გადაწყვეტილებები შემდეგ საქმეებზე: Kuznetsov and Others V. Russia, 184/02, 11/01/2007, §84; Barbera, Messeque, Jabardo V. Spain, №10590/83, 06/12/1988, №68; Bulyshevy V. Russia, №24086/04, 08/04/2010, §32).
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოხსენებული მოწმეების ურთიერთშესაბამისი ჩვენებებისა და განვითარებულ მოვლენათა ერთობლივი ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მ. ს----–---–-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს. აღნიშნული ჩვენებებიდან აშკარად იკვეთება ყოფილი პრეზიდენტის მიერ წინასწარ მიღებული მყარი პოზიცია – შეეწყალებინა მომავალში მსჯავრდებულები და დაეფარა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან მათ დანაშაულში მონაწილე შ--------------- სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები. განხილულ ჩვენებებში წარმოჩენილი გარემოებების ნამდვილობას არაპირდაპირ ადასტურებს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ, მხედველობაშია მოწმეების: დ----- ქ-----–---–ის, ო-–-- მ--–-------ს, მ-----– ბ----–-------ს, გ--- ა--–-------ს, მ----- ბ------------ს, დ----- კ---------ს, ვ------- ი-----–---–-ს, რ----- ჭ--------–---ს, დ----- ს---------ს, გ------- შ--–---------ს, ო----- ხ----–---ს, გ------- ც-------–---–-სა და სხვათა არაპირდაპირი ჩვენებები. ყველა ხსენებული მოწმის ჩვენებების სისწორე და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობა საბოლოოდ არაპირდაპირ დაადასტურა ასევე პრეზიდენტ მ-----– ს----–---–-ს მიერ 2008 წლის 2------------ გამოცემულმა აქტმა მსჯავრდებულების – გ. ა-–----ს, ა. ა--–-------ს, მ. ბ----–-------სა და ალ. ღ-----ს შეწყალების შესახებ, რაც წარმოადგენდა მანამდე განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ლოგიკურ დასასრულს.
19. საკასაციო პალატა სათანადო ყურადღებით განიხილავს კასატორის მიერ საჩივარში გადმოცემულ საკითხს იმის თაობაზე, რომ ი-----–- ო------–---–-, ნ---- ბ-----------, ზ------ ნ----------–- და ს------- ს------- მ-----– ს----–---–-ს პოლიტიკური და პირადი მტრები და, აქედან გამომდინარე, დაინტერესებული მოწმეები არიან. ამასთანავე, მათი ჩვენებები შინაარსობრივად არის არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი.
20. პალატის მოსაზრებით, ხსენებულ მოწმეთა ჩვენებების შინაარსი მთლიანად აქარწყლებს დაცვის მხარის ვარაუდებს მ-----– ს----–---–-ს წინააღმდეგ მათ დაინტერესებაზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დასახელებული მოწმეები თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ ისეთ მომენტებზე, რაც მ-----– ს----–---–ს წარმოაჩენს მომხდარი შემთხვევის გამო შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებისა და მისი გარემოცვის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ობიექტად. მაგალითად, ი-----–- ო------–---–- თავის ჩვენებაში აღნიშნავს: ს----–---–მა ზუსტად იცოდა ყველაფერი, მაგრამ თანაგუნდელების მხარდაჭერა არ ჰქონდა, რათა რეალური დამნაშავეები დაესაჯა ... ს----–---–- თავიდან ცდილობდა ნეიტრალური პოზიციის დაჭერას, თუმცა 2–3 თვეში იგი მიემხრო გუნდის დანარჩენი წევრების პოზიციას ... ს----–---–მა დაუდასტურა მას, რომ იძულებული იყო თვალი დაეხუჭა და არ მოეთხოვა იმ პირთა დასჯა, ვინც იყვნენ მკვლელობის უშუალო მონაწილეები. მოწმე ნ---- ბ----------- თავის ჩვენებაში უთითებს: მან იცოდა, რომ პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას ეგონა – ხელისუფლებას უკან არ უნდა დაეხია და ეს ზეწოლა პრეზიდენტზე იყო ძალიან დიდი. იმ პერიოდში პრეზიდენტთან გამართულ თითქმის არცერთ მის შეხვედრას არ ჩაუვლია ს-------- გ------–---ზე საუბრის გარეშე. მოწმე ზ------ ნ----------–- თავის ჩვენებაში ამბობს: პრეზიდენტი აპირებდა ვ---- მ------–---–-ს თანამდებობიდან გადაყენებას (მხედველობაშია იმჟამად საქართველოს შ--------------- მინისტრი) და ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ს----–---–-სათვის საზოგადოებრივი აზრი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს გადაწყვეტილება მაინც შეცვალა. მოწმე ს------- ს------- კი თავის ჩვენებაში მხოლოდ ერთხელ ახსენებს მ-----– ს----–---–ს და აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი უკმაყოფილებას გამოხატავდა მისი, როგორც ს----–--------–---–-ს, მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საქმესთან დაკავშირებით. აქ მოყვანილი ამონარიდები აქარწყლებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ აღნიშნული მოწმეები იყვნენ დაინტერესებულები, რომლებიც განზრახ იძლეოდნენ არასწორ ჩვენებებს მ-----– ს----–---–-ს წინააღმდეგ. ამასთან, თვალში საცემია შემდეგი გარემოებაც – მათ ჩვენებებს წინასწარ ურთიერთშეთანხმების არავითარი კვალი არ ეტყობა, ვინაიდან შინაარსობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რის გამოც ამ მოწმეთა სანდოობა ვერ იქნება საეჭვოდ მიჩნეული.
21. საკასაციო პალატა დაცვის მხარის არც იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ მოწმეების – ი-----–- ო------–---–-ს, ნ---- ბ-----------ს, ზ------ ნ----------–-სა და ს------- ს-------ს ჩვენებები არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია. შეიძლება დაბეჯითებით აღინიშნოს, რომ მათი ნაამბობი მტკიცების ძირითად საგანთან მიმართებით, რაც უშუალოდ მ-----– ს----–---–-ს ბრალს ეხება, არავითარ არსებით წინააღმდეგობას არ შეიცავს, ამას გარდა, ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული თვალსაზრისით, ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთსაც არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ერთმანეთს ავსებენ.
22. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოწმეების – ა---------– ა--–-------ს, ო-–-- მ--–-------სა და მ-----– ბ----–-------ს ჩვენებებთან დაკავშირებით მათ მიმართ გაცხადებულ უნდობლობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ მოწმეების მიერ სხვადასხვა დროს მიცემულ ჩვენებებს შორის არსებული გარკვეული შეუსაბამობები გამოწვეული იყო მ-----– ს----–---–-ს პრეზიდენტობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლით, მაგრამ საბოლოოდ მათ მ-----– ს----–---–-ს ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გულწრფელი ჩვენებები მისცეს, რომლებიც თანხვდენილია სხვა, მრავალი მოწმის ჩვენებებთან. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ ჩვენებებს არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა მ-----– ს----–---–-ს ბრალეულობის დასადგენად.
23. საკასაციო პალატა თავის პოზიციას გამოხატავს კასატორის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებითაც მოცემული საქმის განმხილველი ქვემდგომი სასამართლოების მიმართ, რომლის მიხედვით, ამ სასამართლოებმა თავიანთ განაჩენებში ფაქტობრივად მოახდინეს დაცვის მოწმის ჩვენების იგნორირება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მ-----– ს----–---–-ს უდანაშაულობის დადგენის თვალსაზრისით. ამ მიმართებით კასატორს მხედველობაში აქვს დაცვის მოწმის – დ----- ა---–---ს მიერ დისტანციურად დაკითხვისას მიცემული ჩვენება, რომელშიც ის კატეგორიულად უარყოფს თავის კავშირს იმ გარემოებებთან და ასევე, მონაწილეობას ზემოაღნიშნულ მოვლენებში. მან თავის ჩვენებაში უარყო, რომ ის მოწმე ო-–-- მ--–------თან ერთად იყო მისული პრეზიდენტ მ-----– ს----–---–თან ე.წ. შ---------ს რეზიდენციაში, სადაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, მან თითქოს პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ე.წ. „გ------–----ს საქმეზე“ დაკავებული ბრალდებულები იქნებოდნენ მსუბუქად დასჯილნი, ხოლო მოგვიანებით მათ შეიწყალებდა, რის შედეგადაც ისინი ვადაზე ადრე დატოვებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. მოწმე დ----- ა---–---მ ასევე უარყო ბრალდების მოწმის, ი-----–- ო------–---–-ს ჩვენებაში მითითებული ფაქტი, რომ 2006 წლის თებერვალში ის შეხვდა დ---- ა---–---ს სხვა პირთან (რომლის ვინაობასაც მოწმე ასახელებს) ერთად სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტის მისაღებში. ისინი მისულები იყვნენ პრეზიდენტთან შესახვედრად „გ------–----ს საქმის“ თაობაზე. თავის ჩვენებაში დ---- ა---–---მ აღნიშნა, რომ ის (რომელსაც იმ დროს შ--------------- სამინისტროს კ-----------–------------------------ დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა) შ--------------- მინისტრის, ვ---- მ------–---–-ს გარეშე პრეზიდენტს არ ხვდებოდა. აღნიშნული ჩვენების მიცემისას, ჯვარედინი დაკითხვის პროცესში, მოწმე დ---- ა---–---მ ბრალდების მხარის მიერ დასმულ ბევრ შეკითხვას არ უპასუხა იმ მოტივით, რომ მის მიმართ დასმულ კითხვებზე შესაძლო პასუხები უკავშირდებოდა მისი ბრალდების საქმეს, რომელზეც იმ დროს საპროცესო წარმოება მიმდინარეობდა.
24. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომელმაც მოწმე დ---- ა---–---ს ჩვენება არ მიიჩნია სარწმუნო და რელევანტურ მტკიცებულებად მ-----– ს----–---–-ს ბრალდების საქმეზე. საკასაციო პალატის ასეთი დამოკიდებულება აღნიშნული მტკიცებულებისადმი განპირობებულია არა იმ გარემოებით, რომ მ-----– ს----–---–-ს საქმეს გარკვეულწილად ეხება ხსენებული მოწმის ბრალდების საქმე და, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ ის შეიძლება იყოს დაინტერესებული მოწმე, არამედ შემდეგი ფაქტით: ყოველივე ის, რასაც მოწმე ამბობს თავის ჩვენებაში, სრულად ეწინააღმდეგება სხვა მოწმეების – ი-----–- ო------–---–-ს, ო-–-- მ--–-------სა და გ--- ა--–-------ს (ეს უკანასკნელი იმ დროს ე.წ. შ---------ს საპრეზიდენტო რეზიდენციის დაცვაში მსახურობდა) ჩვენებებს, რომლებშიც სარწმუნოდ არის დადასტურებული ის გარემოებები და მოვლენები, რომლებიც რეალურად მოხდა და რომლებსაც უარყოფს თავის ჩვენებაში მოწმე დ---- ა---–---. აღნიშნულ მოწმეთა საპირისპირო ჩვენებები საკასაციო პალატისათვის დამაჯერებელია იმიტომ, რომ ამ ჩვენებებში დასახელებული, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები აღწერილია დეტალურად და ისეთ მომენტებზე მითითებით, რომელთა გამოც ობიექტურ დამკვირვებელს არ გაუჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ამ ჩვენებების სისწორისა და მათში მითითებული გარემოებების სინამდვილისადმი შესაბამისობის მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მიერ თავის საჩივარში წარმოდგენილ განცხადებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო დაცვის მხარის მოწმის ჩვენება, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ამ საკითხზე ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დაუჭირა მხარი პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. აქვე უნდა აღინიშნოს იმის თაობაზეც, რომ კასატორი მ-----– ს----–---–-ს ბრალის გაბათილებას ცდილობს აგრეთვე თავის საჩივარში ბრალდების ზოგიერთი მოწმის ჩვენების მოხმობით, რომ თითქოს ამ ჩვენებების შინაარსი ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას. მხედველობაშია მოწმეების: ე-–--- თ----------ის (2---------–-–--–--–-–---–-------------------------------), ო----- ხ----–---ს (ა----–----–----------–-------------------------------–----------–----------–--– ე---------–-–---–---------------) და გ------- ც-------–---–-ს (ი--------------–--–-–---–---------------–-----) ჩვენებები. საქმე ისაა, რომ ხსენებულ ჩვენებებში მოწმეები განმარტავენ შეწყალების საქმეთა წარმოების ნორმატიულ მხარეს, პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებს შეწყალებასთან დაკავშირებით, „გ------–----ს საქმეზე“ მსჯავრდებული პირების მდგომარეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ა.შ., მაგრამ ეს ჩვენებები არსებითად არ ეხება მ-----– ს----–---–-ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენა – არჩადენის საკითხს, რის გამოც ისინი დაცვის მხარის პოზიციების საფუძვლიანობის დასადასტურებლად რელევანტურ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.
25. გარდა წმინდა საპროცესო-სამართლებრივი ხასიათის საკითხებისა, კასატორი თავის საჩივარში აყენებს ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათის საკითხსაც იმის თაობაზე, რომ მისი თვალსაზრისით, მ-----– ს----–---–- დამნაშავედ იქნა ცნობილი იმ ქმედების გამო, რაც მისი განხორციელების დროს არ ითვლებოდა დანაშაულად. პრეზიდენტის გასამართლება მის მიერ, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების გამო, არის უკანონო და სამართლებრივად შეუძლებელი. კასატორი ცდილობს თავისი პოზიცია დაასაბუთოს საქართველოს კონსტიტუციიდან (მუხლი 42-ე, მე–5 ნაწილი), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (მუხლი მე-7) და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან მოხმობილი ცნობილი დებულებების საფუძველზე. კასატორი თავის მსჯელობას მთლიანად მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მომენტზე აქცენტირებით ავითარებს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბრალდებამ და მისმა დამჯერე სასამართლომ მ-----– ს----–---–ს სამსახურებრივი უფლებმოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალი დასდო მხოლოდ იმის გამო, რომ მან 2008 წლის 2------------ გამოსცა შეწყალების აქტი, რომლითაც მან, სხვა მრავალ პირთან ერთად, შეიწყალა ოთხი მსჯავრდებული: გ. ა-–----, ა. ა--–-------, მ. ბ----–------- და ალ. ღ----- - „გ------–----ს საქმის“ ფიგურანტები.
26. საკასაციო პალატა ერთმნიშვნელოვნად არ ეთანხმება დაცვის მხარის ამგვარ პოზიციას, რომელშიც წარმოდგენილია მ-----– ს----–---–-ს მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალისა და ამის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოცემული დასკვნის არსის სამართლებრივად აშკარად არასწორი ინტერპრეტაცია, რომელსაც არც მტკიცებულებითი ბაზა გააჩნია. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნება ამონარიდები პროკურორის დადგენილებიდან მ-----– ს----–---–-ს ბრალდების შესახებ, აგრეთვე - სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან, რომლებშიც სრულიად ნათლად არის გამოკვეთილი მ-----– ს----–---–-ს ბრალის მთავარი, ძირითადი პოსტულატი და რომელთა მიხედვით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გამოიხატა მის მიერ დაპირების წინასწარ გაცემაში იმის თაობაზე, რომ შ--------------- სამინისტროს ხელმძღვანელობაში მყოფი ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ და მონაწილეობდნენ ა-–---------- გ------–----ს წინააღმდეგ ჩადენილ მძიმე დანაშაულში, არიდებულნი იქნებოდნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო იმ პირებს, რომლებიც მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, შემდგომში პრეზიდენტი შეიწყალებდა, რის შედეგადაც ვადაზე ადრე გათავისუფლდებოდნენ სასჯელისგან.
27. მ-----– ს----–---–-ს ბრალდების თაობაზე პროკურორის მიერ გამოტანილ დადგენილებაში წარმოდგენილია იმ გარემოებების საკმაოდ ფართო სპექტრი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მსჯავრდებულის მხრივ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაზე. მათგან აქ განხილული და შეფასებული იქნება ზოგიერთი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება. აღნიშნულ დადგენილებაში ჩამოყალიბებული, მ-----– ს----–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალის ფაბულაში მის მიერ ჩადენილი ქმედების – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აღწერილობა შეიცავს შემდეგ გარემოებებზე მითითებას: საზოგადოებაში სულ უფრო მძაფრდებოდა უარყოფითი რეაქცია და აღშფოთება შ--------------- სამინისტროს ოფიცრების მიერ ა-–---------- გ------–----ს გატაცებისა და გარდაცვალების ფაქტის გამო, რის შედეგადაც გაჩნდა ხელისუფლებისგან ამ საქმის გამოძიების, ჭეშმარიტების დადგენისა და დამნაშავეთა დასჯის კატეგორიული მოთხოვნა. საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი – მ-----– ს----–---–- ინფორმირებული იყო ა-–---------- გ------–----ს გატაცებაში კ-----------–------------------------------------------- უფროსის - დ----- ა---–---ს ორგანიზატორობის, აგრეთვე, შ--------------- მინისტრის მეუღლის – თ----- მ------–---–-ს აღნიშნულ ფაქტთან კავშირის შესახებ. ამავე დროს, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულის გარემოებების სრულად გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და აუცილებლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების – შ--------------- მინისტრის - ი---- მ------–---–-სა და კ-----------–------------------------ დეპარტამენტის უფროსის - დ----- ა---–---ს პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტის - მ-----– ს----–---–-ს ხელშეწყობით, უშუალო ჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებას საშუალება მიეცა მიკერძოებულად, არაობიექტურად და არასრულყოფილად გამოეკვლიათ ა-–---------- გ------–----ს მიმართ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, დაეფარათ დანაშაულის გამომწვევი რეალური მიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, რითაც უზრუნველყოფილ იქნა ა-–---------- გ------–----ს მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის ფალსიფიკაცია და განაჩენის არაჯეროვანი აღსრულება... დ----- ა---–---მ 2006 წლის თებერვალში შეკრიბა გატაცებაში მონაწილე, კ-----------–------------------------ დეპარტამენტის თანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭირო იყო რამდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა და არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა თანამდებობის პირები. სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს დაჰპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და ხანმოკლე ვადაში პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდებოდნენ სასჯელისგან ... ამის შემდეგ მ-----– ს----–---–თან გაიმართა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა გ------–----ს საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა საკითხის გადაწყვეტას და მსჯავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე გათავისუფლებას. მ-----– ს----–---–მა დ----- ა---–---ს უთხრა, რომ გ------–----ს საქმით გამოწვეული საზოგადოებაში არსებული მზარდი მღელვარების ჩასაცხრობად, რამდენიმე დაბალი რანგის თანამდებობის პირთან ერთად, პასუხისგებაში მიეცემოდა კ-----------–------------------------ დეპარტამენტის მაღალჩინოსანიც – გ--------- ა-–----. დ----- ა---–---სა და სხვა თანამდებობის პირებს კი ასცილდებოდათ პასუხისმგებლობა. ამასთან, დ----- ა---–---ს შეჰპირდა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ ... ურთიერთშეთანხმებული გეგმის შესაბამისად, დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის 6-------- საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს კ-----------–------------------------ დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის – დ----- ა---–---ს უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ა-–---------- გ------–----ს მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები – კ-----------–------------------------ დ----------------------------–--- უფროსი გ--------- ა-–----, კ-----------–------------------------ დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ა-–---------- ღ-----, მ-----– ბ----–------- და ა---------– ა--–-------, რომლებიც დააკავეს ა-–---------- გ------–----ს სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის დაზიანებისა და დამამძიმებელ გარემოებებში მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით. დ----- ა---–---ს მიერ მიცემული დაპირების გასამყარებლად და მორალური მხარდაჭერის გამოსახატად, შ--------------- მინისტრი ი---- მ------–---–- დაკავებისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს ე.წ. „მ-------–-ს“ შენობაში არსებული წინასწარი დაკავების საკანში, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ და უთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ დ----- ა---–---ს მიერ მათთვის მიცემული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით... ა-–---------- გ------–----ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, წინასწარი დაპირების შესაბამისად, სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით. გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულში დ----- ა---–---სა და შ--------------- სამინისტროს სხვა თანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეცათ დიდი ოდენობით თანხები. 2008 წლის 2------------, წინასწარ შემუშავებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მ-----– ს----–---–მა, წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, №--- განკარგულებით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულ სახელმწიფო მოხელეებს: გ--------- ა-–----ს, ა-–---------- ღ-----ს, მ-----– ბ----–-------ს და ა-------– ა--–------ს... მ-----– ს----–---–-ს მიერ შეწყალების თაობაზე მიღებული გაუმართლებელი, არაგონივრული და უსამართლო გადაწყვეტილებით მსჯავრდებული პირებისათვის სასამართლოს განაჩენით დანიშნული ვადის განახევრების გამო, შესაძლებელი გახდა მათ მიმართ ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რის საფუძველზეც მსჯავრდებულები სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდნენ. ამრიგად, საქართველოს პრეზიდენტის - მ-----– ს----–---–-ს მონაწილეობით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებებმა განაპირობა ის, რომ ა-–---------- გ------–----ს საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება და არ შესრულდა სასჯელის მიზნები. ამავდროულად, აღნიშნულით უზრუნველყოფილ იქნა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დ---- ა---–---სა და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაც ა-–---------- გ------–----ს ოჯახის წევრების უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
28. როგორც ვხედავთ, პროკურორის დადგენილებაში მ-----– ს----–---–-ს ბრალდებასთან დაკავშირებით, ხაზგასმით არის მითითებული მთავარზე – მის სხვადასხვა, აშკარად მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე, რომლებიც წინ უსწრებდა შეწყალების აქტის გამოცემას და რომლებშიც ცხადად იკვეთება ისეთი სისხლისსამართლებრივი უმართლობის შემადგენლობა, როგორიცაა საჯარო ინტერესების წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თავისი ობიექტური და სუბიექტური ნიშნებით (შ--------------- სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობის პირებისათვის პასუხისმგებლობისაგან არიდების, პასუხისგებაში მიცემული პირებისათვის კი შეღავათების გაწევისა და საბოლოოდ მათი შეწყალების თაობაზე სრულიად არაორაზროვანი და პირდაპირი დაპირებების გაცემა, აქედან გამომდინარე მართლსაწინააღმდეგო შედეგებით – ნეგატიური გავლენით „გ------–----ს საქმეზე“ – ცალმხრივი, არაობიექტური გამოძიების ჩატარებისა და საბოლოოდ მართლმსაჯულების ფაქტობრივი აღუსრულებლობის სახით; სუბიექტური ნიშნების სახით: აღნიშნული ქმედების ჩადენა სხვა პირებისათვის მართლსაწინააღმდეგო უპირატესობის მისანიჭებლად – ზოგისთვის პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით, ხოლო სხვებისათვის – უკანონოდ სასჯელის ძალზე შეღავათიან პირობებში მოხდისა და სასჯელისგან ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზნით; თავისთვის კი პირადი გამორჩენის მისაღებად, კერძოდ, მას, როგორც პრეზიდენტს, შეენარჩუნებინა თავისი მდგომარეობა მის მიერ ჩამოყალიბებული სახელისუფლო ვერტიკალის სათავეში და ეს სისტემა დაეცვა საშიში პოლიტიკური რყევებისა და ჩამოშლისგან). სწორედ ამაში მდგომარეობს მ-----– ს----–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის მთავარი არსი, პროკურორის ზემოხსენებული დადგენილების მიხედვით.
29. რაც შეეხება მ-----– ს----–---–-ს მიერ თვითონ შეწყალების აქტის გამოცემას, მართალია, ეს ფაქტიც არის მოხსენიებული ბრალის შესახებ დადგენილებაში, მაგრამ ისეთი კონტექსტით, სადაც იგი წარმოგვიდგება როგორც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ერთ–ერთი (და არა - ერთადერთი ან მთავარი) შედეგი, რომელიც, თავის მხრივ, არაპირდაპირ ადასტურებს მტკიცების იმ ძირითადი საგნის ფაქტობრივ, რეალურ არსებობას, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედების შინაარსში კონკრეტულად რომ მოიაზრება და რომელზეც არის სწორედ მითითებული ზემოთ განხილულ მოწმეთა პირდაპირ ჩვენებებში. მხედველობაშია მ-----– ს----–---–-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო დაპირების გაცემა „გ------–----ს საქმეში“ მონაწილე დამნაშავე პირთა ერთი ნაწილის პასუხისმგებლობისგან არიდების, იმავე საქმეზე მართლმსაჯულების ხელში მოხვედრილი სხვა პირებისათვის უკანონო შეღავათების გაწევისა და მათი აუცილებელი შეწყალების შესახებ.
30. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულ მ-----– ს----–---–-ს ბრალის დასაბუთებისთვის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში წარმოდგენილ იმ ძირითად დებულებებზე, რომლებშიც აშკარად იკვეთება ამ სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ მ-----– ს----–---–-ს მიერ თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ არსებითად მთავარი გამოხატულება ჰპოვა დამნაშავეთა მიმართ მფარველობის გაწევისა და მათი შეწყალების თაობაზე დაპირების გაცემაში. სასამართლოს აზრით, ასეთი დაპირება გადამწყვეტი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ა-–---------- გ------–----ს საქმეზე მსჯავრდებულ პირებს არ ეთქვათ სიმართლე და დანაშაულის ჩადენაში არ ემხილებინათ მ-----– ს----–---–-ს გარემოცვის წევრები. პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა მიმართ შეწყალების დაპირებით მის თანაგუნდელ პირებს მიანიჭა უკანონო უპირატესობა – არ მოხდა დ----- ა---–---ს მხილება მძიმე დანაშაულის ჩადენაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მისი არიდების მიზნით, რომლის ბრძანებითაც აღუკვეთეს თავისუფლება ა-–---------- გ------–---ს ზემოხსენებულმა მსჯავრდებულებმა, გაიყვანეს ის ქალაქგარეთ დასასჯელად, რაც საბოლოოდ მისი სიკვდილით დასრულდა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით უტყუარად და დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს შემდეგი: დუმილისა და სხვა პირთა მხილებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ, ა-–---------- გ------–----ს საქმეზე მსჯავრდებულმა პირებმა მიიღეს დაპირება იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებულ, შეღავათიან პირობებში მოიხდიდნენ სასჯელს, ამასთან, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდებოდნენ პრეზიდენტის შეწყალებით. ეს დაპირება მოგვიანებით სრულად შესრულდა. სააპელაციო პალატა განაჩენში ასევე აღნიშნავს: რომ არა პირადად პრეზიდენტ მ-----– ს----–---–-ს მიერ მიცემული გარანტია შეწყალების თაობაზე, შეუძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულების დაყოლიება იმაზე, რომ მოეხადათ სასჯელი იმ პირობებში, როდესაც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალური შემკვეთები თავისუფლები იყვნენ და განაგრძობდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. საგულისხმოა აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განაჩენში გამოხატული პოზიცია, რომლის მიხედვით, მ-----– ს----–---–მა ს-------- გ------–----ს საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ შეწყალების უფლებამოსილება გამოიყენა არა ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ იმისათვის, რომ ა-–---------- გ------–----ს საქმეზე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება. მათ იმისათვის, რათა არ დასჯილიყვნენ მაღალ თანამდებობაზე მყოფი რეალური დამნაშავეები, ქვეყნის პირველი პირისგან მიიღეს ყველაზე მყარი გარანტიები, ხოლო ყოველივე ეს ემსახურებოდა მ-----– ს----–---–-ს პირად, ვიწრო პოლიტიკურ მიზნებსა და კარიერულ გამორჩენას. აღნიშნულის შედეგად გამორჩენა მიიღეს აგრეთვე მ-----– ს----–---–-ს უახლოესი გარემოცვის წევრებმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილ დანაშაულში ან სხვაგვარ კავშირში იყვნენ ამ დანაშაულთან, კერძოდ, შ--------------- მინისტრმა ვ---- მ------–---–მა, შ--------------- სამინისტროს კ-----------–------------------------ დეპარტამენტის უფროსმა დ----- ა---–---მ და სხვებმა. ეს გამორჩენა გამოიხატა იმაში, რომ არ მოხდა საქმის ობიექტური გამოძიება და მათზე პოლიტიკური, თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
31. სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან მოხმობილ ამ მსჯელობებსა და დასკვნებში სწორედ მ-----– ს----–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის მთავარი, ძირითადი არსია წარმოდგენილი, რომელთან დაკავშირებით გამოხატულ მისეულ პოზიციას იზიარებს საკასაციო პალატა, ისინი მიაჩნია საფუძვლიანად და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისად. სააპელაციო სასამართლო ვრცლად მსჯელობს აგრეთვე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე – შეიწყალოს მსჯავრდებული პირები, ამასთან, ეთანხმება მოსაზრებას ამ უფლებამოსილების დისკრეციულობის შესახებ. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ეს უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი, ხოლო წინასწარი განზრახვით მისი არაკეთილსინდისიერად გამოყენება არის საფრთხის შემცველი, ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ბოჭვისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მიერ ურთიერთკონტროლის პრინციპს. ამიტომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის დემოკრატიულ სულისკვეთებასა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რასაც კონსტიტუცია ამკვიდრებს სამართლებრივ სახელმწიფოში. მიუხედავად ასეთი შინაარსის მსჯელობებისა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში არ არის მოცემული სამართლებრივი დასკვნა იმის თაობაზე, რომ მ-----– ს----–---–-ს მიერ ა-–---------- გ------–----ს საქმესთან დაკავშირებით საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მდგომარეობს ა-–---------- გ------–----ს საქმეზე მსჯავრდებულ პირთა შეწყალებაში, რაც სრულიად ბუნებრივია. მათი შეწყალება მ-----– ს----–---–-ს მიერ უთუოდ იმსახურებს უარყოფით შეფასებას მორალური და ზოგადსამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ამჯერად მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატება ასეთი შეწყალების საჯარო ინტერესების დამაზიანებელ წინასწარ დაპირებაში და არა უშუალოდ შეწყალების აქტის გამოცემაში. სწორედ ეს მომენტია გამოკვეთილად წარმოჩენილი როგორც პროკურორის დადგენილებაში მ-----– ს----–---–-ს ბრალდების შესახებ, ასევე სააპელაციო სასამართლოს განაჩენშიც, რასაც სრულად ეთანხმება საკასაციო პალატა. არ შეიძლება არ აღინიშნოს შემდეგი გარემოებაც: დაცვის მხარე დაობს მხოლოდ იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მ-----– ს----–---–-ს მიერ შეწყალების წინასწარ დაპირება. მაგრამ კასატორი დუმილით უვლის გვერდს და სადავოდ არ ხდის შემდეგ საკითხს – პრეზიდენტის მიერ მართლსაწინააღმდეგო მიზნებითა და ინტერესით შეწყალების თაობაზე დაპირების წინასწარ გაცემა, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა პირის უფლებებს ანდა საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს, დანაშაულს რომ წარმოადგენს და ამისათვის ის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას რომ ექვემდებარება. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ მ-----– ს----–---–ს ასეთი ქმედება არ ჩაუდენია, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობილობა საწინააღმდეგოს ადასტურებს, რის გამოც, ამ მიმართებით საკასაციო პალატა დაცვის მხარის ხსენებულ პოზიციას ვერ გაიზიარებს მისი უსაფუძვლობის გამო.
32. დაბოლოს, საკასაციო პალატას საჭიროდ მიაჩნია განიხილოს საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია იმის თაობაზე, რომ მ-----– ს----–---–-ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული და ემსახურება მისი პოლიტიკურად განეიტრალების მიზანს. ცხადია, რომ საკასაციო პალატას ამ თეზასთან დაკავშირებით შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ წინამდებარე საქმესთან მიმართებით, რომელიც ამჯერად მის წარმოებაში იყო. ზემოთ უკვე იყო საუბარი კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე, აგრეთვე, განხილული იყო აღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტური დამკვირვებლისთვის ყოველგვარი გონივრული ეჭვის გარეშე, ცალსახად მიუთითებს მსჯავრდებულ მ-----– ს----–---–-ს მიერ გამამტყუნებელი განაჩენით მისთვის შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენაზე იმ პერიოდში, როდესაც ის იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე და, მაშასადამე, წარმოადგენდა სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლის მე–2 ნაწილით.
33. დაცვის მხარე ცდილობს თავისი ვერსია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საქმე მ-----– ს----–---–-ს მიმართ მისი პოლიტიკური დევნის გამოხატულებას წარმოადგენს, გაამყაროს სხვადასხვა დროს გარკვეული საერთაშორისო, თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეული წარმომადგენლის მიერ გაცხადებული მოსაზრებებით მ-----– ს----–---–-სა და, მასთან ერთად ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის, ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლების პოლიტიკურ საფუძველზე შესაძლო დევნის შესახებ. თუმცა არცერთ ავტორიტეტულ უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციას არ განუცხადებია, რომ თუნდაც სათანადოდ იყოს დადგენილი და დადასტურებული პირის მიერ ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა განხორციელდეს მისი პოლიტიკური წარსულის გამო. ნიშანდობლივია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყველაზე დიდი და შეუვალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანო, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ერთ–ერთ ცნობილ გადაწყვეტილებაში პირდაპირ აცხადებს: ბრალდებულის მაღალი პოლიტიკური სტატუსი არ ანიჭებს მას იმუნიტეტს სისხლისსამართლებრივ პროცესებსა და დაკავებასთან მიმართებით (იხ. 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე – ლუცენკო უკრაინის წინააღმდეგ /Lutsenko V. Ukraine/ §106). ამავე პოზიციას ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი განმარტება, რომლის მიხედვით, კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა–პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას, რომ ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს (იხ. 2010 წლის 27 დეკემბრის №1/493 გადაწყვეტილება საქმეზე – „ახალი მემარჯვენეები“ და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ამრიგად, ჩადენილი დანაშაულის გამო კანონის წინაშე თანასწორი პასუხისმგებლობის პრინციპი იმპერატიულად გულისხმობს ასეთი მიდგომიდან რაიმე გამონაკლისის დაუშვებლობასა და ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის აუცდენლობას, მიუხედავად დანაშაულის ჩამდენი პირის თანამდებობრივი მდგომარეობისა, თუ მის მიერ გაცხადებული პირადი პოლიტიკური პოზიციისა.
34. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად დაცვის მხარის ზემოაღნიშნული პოზიციისა მ-----– ს----–---–-ს ბრალეულობის საკითხთან დაკავშირებით, მან მოცემულ საქმეზე შეტანილ თავის სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში ერთხელაც ვერ წარმოადგინა დასაბუთებული და დამაჯერებელი პრეტენზია, რომ საქმეში არსებული ბრალდების რომელიმე მტკიცებულება მოპოვებულია კანონსაწინააღმდეგო ხერხებითა და საშუალებებით, რაც საეჭვოს გახდიდა მათ ლეგიტიმურობასა და, აქედან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერებას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ მ-----– ს----–---–-სა და მისი უახლოესი გარემოცვის წევრების ბრალეულობა ა-–---------- გ------–----ს საქმესთან დაკავშირებით არა მარტო შიდასახელმწიფოებრივ დონეზე განხორციელებული საპროცესოსამართლებრივი პროცედურებით არის დადასტურებული, არამედ საერთაშორისო დონეზეც არის აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ცნობილ გადაწყვეტილებაში საქმეზე – „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინაღმდეგ“ (2011 წლის 26 აპრილი), სადაც თითქმის დეტალურადაა აღნიშნული მათ მიერ ჩადენილ, იმ უაღრესად შემაშფოთებელ დანაშაულებრივ უმართლობებზე, რამაც გააოგნა სტრასბურგის სასამართლო. ამის შემდეგ დაცვის მხარის მტკიცება, რომ წინამდებარე საქმეზე მ-----– ს----–---–-სათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მის პოლიტიკურ დევნას წარმოადგენს, ხოლო მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა, მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებულ და გონივრულ საფუძველს.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მ-----– ს----–---–-ს მიმართ 2018 წლის 18 ივლისს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში მისი ბრალეულობის თაობაზე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ დასკვნებსა და შეფასებებს და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, აღნიშნული განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად მ-----– ს----–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, მისი უსაფუძვლობის გამო. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი როგორც ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის, ასევე - მსჯავრდებულისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ნაწილშიც კანონიერია და უნდა დარჩეს ძალაში უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ-----– ს----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---–---- ჯ---------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე