განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2020
საქმის ნომერი
330100119002792724
თარიღი
03.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002792724

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №779აპ-19 ქ. თბილისი

ა----–---–- ვ----–, 779აპ-19 7 აპრილი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ----– ა----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- ტ--–--–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენით:

 

ვ----– ა----–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,181-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

 

ვ----– ა----–---–-, - დ---დებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ თ----- გ----–---–-ს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ რ----- გ----–---–-ს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას დაზარალებულ თ----- გ----–---–-ს ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დაზარალებულ რ----- გ----–---–-ს ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ----– ა----–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 1 დეკემბრიდან.

 

2. გასაჩივრებული განაჩენით ვ----– ა----–---–ს მსჯავრი დაედო გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც ერთვის დაზარალებულისა და მისი ახლობლის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 ნოემბერს, ვ----– ა----–---–- მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - თ----- გ----–---–ს, რომელიც იმყოფებოდა ქ. თ---–--–ი, მ-------ს პ------– მ/რაიონი, „-- კორპუსი, ბინა #------ში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის - 2000 ლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა მას და მისი ოჯახის წევრებს - მამას, ძმებს და დედას. ვ----– ა----–---–-ს ქმედების შედეგად თ----- გ----–---–მა განიცადა მორალური სახის ზიანი.

 

2018 წლის 28 ნოემბერს, ვ----– ა----–---–- მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლის მამას - რ----- გ----–---–ს, რომელიც იმყოფებოდა ქ. თ---–--–ი, მ---–------ს რაიონის დ--- კ--------ში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის - 2000 ლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა მას და მისი ოჯახის წევრებს. ვ----– ა----–---–-ს ქმედების შედეგად რ----- გ----–---–მა განიცადა მორალური სახის ზიანი.

 

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ვ. ა----–---–-ს გამართლება.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. მსჯავრდებული ვ----– ა----–---–- და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ----- ტ--–--–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ვ. ა----–---–-ს გამართლებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა კასატორთა მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ----– ა----–---–-ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილი საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მსჯავრდებულის ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:

 

3. დაზარალებულმა თ----- გ----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვ----– ა----–---–ზე დაქორწინდა 2006 წელს, თუმცა მეუღლესთან ნორმალური ურთიერთობა არასდროს ჰქონია. ვ----–ი იყო ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი, რის გამოც იყო აგრესიული და მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტი. ვ----– ა----–---–-ს მხრიდან ასევე ხშირად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც მის მიმართ რამდენჯერმე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. თ----- გ----–---–-ს განმარტებით, ვ----– ა----–---–- გაჩერებაზე დახვდა და სცადა ხელით შეხებოდა, რის თაობაზეც მიმართა პოლიციას. ვ----– ა----–---–- მუქარისთვის მისცეს პასუხისგებაში. თ. გ----–---–-ს მკაცრად დასჯა არ მოუთხოვია.

 

2018 წლის 26 ნოემბრიდან ვ----– ა----–---–მა დაიწყო მობილური ტელეფონით სისტემატური მუქარა. იგი ითხოვდა თანხას 2000 ლარის ოდენობით გაუგებარი მიზეზით - თითქოს მამამისმა (რ----- გ----–---–მა) მოიპარა მსჯავრდებულის კუთვნილი თუნუქის სახურავი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვდა. აღნიშნული თანხის გადასაცემად მსჯავრდებულმა დრო მისცა 10 იანვრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მამამისს - რ----- გ----–---–ს „ჩააკითხავდა ხალხი“ და დაინახავდა, რაც მოუვიდოდა. თ----- გ----–---–-ს ჩვენების თანახმად, თუ ვ----– ა----–---–ს მოთხოვნილ თანხას არ გადაუხდიდნენ, ამოხოცავდა ყველას და მამამისთან ერთად ახალ წელს გლდანის ციხეში შეხვდებოდნენ. მოწმემ განმარტა, რომ გაუსაძლისი სიტუაციის გამო, განცხადებით მიმართა პოლიციას, ვინაიდან ვ----– ა----–---–-ს მუქარას აღიქვამდა რეალურად. დაზარალებულის განმარტებით, უკვე განქორწინებული იყო მეუღლესთან, როდესაც ამ უკანასკნელმა სცადა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიეყენება. აღნიშნულმა ძალიან შეაშინა და ფიქრობს, რომ ვ----– ა----–---–-ს მუქარა რეალური იყო. დაზარალებულმა დაადასტურა ვ----– ა----–---–თან საუბრის აუდიოჩანაწერის ნამდვილობა.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ პ------–ი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ რ----- გ----–---–-ს გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად: მისი ქალიშვილი - თ----- გ----–---–- 2006 წლიდან იმყოფებოდა ვ----– ა----–---–თან ქორწინებაში. დღეის მდგომარეობით, თ----- გ----–---–- განქორწინებულია ვ----– ა----–---–თან და ჰყავს ახალი ოჯახი. როგორც შვილისგან - თ----- გ----–---–-სგან შეიტყო, ყოფილი მეუღლე - ვ----– ა----–---–- ხშირად უკავშირდებოდა მობილურ ტელეფონზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას, რის გამოც 2018 წლის მარტის თვეში, ვ----– ა----–---–- დაკავებული იქნა თ----- გ----–---–-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. ვ----– ა----–---–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით. 2018 წლის 28 ნოემბერს, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–---- მ---–------ს რაიონი, დ--- კ--------ი, რა დროსაც, ვ----– ა----–---–-, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და მოსთხოვა, რომ გადაეხადა მისთვის გირაოს თანხა 2000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა, გადაწვავდა და გააქრობდა დედაბუდიანად. იმავდროულად, ვ----– ა----–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვ----– ა----–---–- აცხადებდა, რომ, ვინაიდან იგი თ----- გ----–---–-ს განცხადების საფუძველზე დააკავეს, გირაოს თანხა სწორედ თ----- გ----–---–ს უნდა გადაეხადა. მეორე დღეს, 2018 წლის 29 ნოემბერს, მობილური ტელეფონით კვლავ დაუკავშირდა ვ----– ა----–---–-, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კვლავ მოსთხოვა ფულადი თანხა 2000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა თავად მას და მისი ოჯახის წევრებსაც. რ----- გ----–---–-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, ვ----– ა----–---–მა მას ორჯერ მოსთხოვა ფულადი თანხა. როგორც რ----- გ----–---–მა განმარტა, ვ----– ა----–---–მა თ----- გ----–---–საც მოსთხოვა ფულადი თანხა და მასაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, სთხოვდა, რომ მამა-შვილს ერთად ეშოვათ ფული და მიეტანათ მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დახოცავდა ორივეს. ასევე როგორც შვილისგან იცის, ვ----– ა----–---–- თ-----ს სთხოვდა, რომ დაკავშირებოდა ი----–--ში მყოფ დედასაც და მას გამოეგზავნა ვ----– ა----–---–-ს მიერ მოთხოვნილი ფულადი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოასვენებდნენ ი----–--დან. თ----- გ----–---–-ს გადმოცემით, ვ----– ა----–---–მა თანხის გადახდის ვადად დაუსახელა დრო - 2019 წლის 10 იანვრამდე. რ----- გ----–---–-ს გამოკითხვის ოქმით ასევე ირკვევა, რომ მანაც და თ----- გ----–---–მაც ვ----– ა----–---–-ს მიერ მათი მისამართით განხორციელებული მუქარა აღიქვეს რეალურად, რის გამოც თ----- გ----–---–მა 2018 წლის 01 დეკემბერს განცხადებით მიმართა პოლიციას, სადაც დაიწყო გამოძიება ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტზე.

 

5. დაზარალებულ თ----- გ----–---–-ს მიერ განხორციელებული აუდიოჩანაწერითა და მისი კრებსითი ამონაწერებით დადგენილია, რომ ვ----– ა----–---–-ს მხრიდან ცალსახად ჰქონდა ადგილი თ----- გ----–---–-სთვის და რ----- გ----–---–-სთვის ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტს, ხოლო თანხის გადაცემაზე უარის შემთხვევაში, ბრალდებული უშვერი სიტყვებით ლანძღავს და ემუქრება დაზარალებულს როგორც პირადად მისი (თ----- გ----–---–-ს), ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. საუბრის დროს ვ----– ა----–---–- ემუქრება თ----- გ----–---–ს მამის - რ----- გ----–---–-ს სიცოცხლის მოსპობით და სთხოვს მისცეს მისი ნომერი: ვ----– ა----–---–- - „მე შენთან მოვბრძანდი და მომიტანთ მაგას, როგორ მომიტანთ იცი, როგორც ლამაზათ. ეხლა ა--–-------ს ვეტყვი შენი დედას მო...ვ მეთქი, ის თქვენ დაგიპირისპირდებათ და როგორ არ მომიტანთ მაგ ფულს დედას მოგი...თ მერე რო იცოდეთ“; ვ----– ა----–---–-: „...დედა არ გეყოლებათ, არა პასუხი მაინტერესებს დედა ისედაც არა გყავთ რა..“. ვ----– ა----–---–-: „...თუ არ დაუშვა და თუ შენც ზედ არ მიყვე ჩემი კარგი მო...ნ. გეუბნები გადამიხადეთ ეგ ფული...“. „...ხო დაურეკე ეხა იმ მინ....ს მამაშენს და უთხარი ეგ ფული გადასახდელი გვაქ. დედაშენსაც დაურეკე, ყ....ზე მკიდია, იანვრის თვეში ეგ ფული უნდა ავიღო გაიგე, ათამდე მაქსიმუმ...“.

 

6. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 26 თებერვლის #----- დასკვნის თანახმად, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებათ. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სატელეფონო აუდიოჩანაწერები გაშიფრულია ტექსტობრივად და ექსპერტიზას ერთვის დანართის სახით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერებში მოსაუბრე ქალისა და მამაკაცის ხმები, კერძოდ: Call recording +-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე თ----- გ----–---–-სა და სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ვ----– ა----–---–-ს ხმისა. საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ეთერ კუნელაშვილი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

7. საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-- განყოფილების გამომძიებელ - ავთანდილ ფოლადაშვილის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 1 დეკემბერს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ვ----– ა----–---–- ყოფილ მეუღლეს - თ----- გ----–---–ს სძალავდა ფულად თანხას. ბრალდებული იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. თ---–--–ი, დ--- კ--------ში, ვ-–----–----–-ს ქუჩა #---ში და აპირებდა მიმალვას. აღნიშნულის თაობაზე მოწმემ პატაკით აცნობა ხელმძღვანელს.

 

8. დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 1 დეკემბერს, 21:55 საათზე ქ. თ---–--–ი, დ--- კ--------ში, ვ-–------–----–-ს ქუჩა #---ში დაკავებულ იქნა ვ----– ა----–---–-.

 

9. მოწმე მ-----– მ------–---–-ს ჩვენებით, 2018 წლის 1 დეკემბერს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. თ---–--–ი, დ--- კ--------ში, ვ-–----–----–-ს ქუჩა #---ში, მან, გ------- რ-------–--ლთან და რ-------- გ------–---სთან ერთად დააკავა ვ----– ა----–---–-, რომელსაც დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების ოქმი შეადგინა რ-------- გ------–---მ, რომელსაც ვ----– ა----–---–მა გაუგებარი მიზეზით ხელი არ მოაწერა. მას გადაეცა დაკავების ოქმის ასლი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისი დაკითხვის ოქმში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და 2018 წლის 1 დეკემბრის ნაცვლად მითითებულია 2 ნოემბერი.

 

10. მოწმე რ-------- გ------–---ს ჩვენებით, 2018 წლის 1 დეკემბერს, ქ. თ---–--–ი, დ--- კ--------ში, ვ-–------–----–-ს 2- ნომერში დააკავეს ვ----– ა----–---–-, რომელსაც განუმარტეს უფლებები და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულს დაკავების ოქმის ასლი გადაეცა, თუმცა ამ უკანასკნელმა ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. რ-------- გ------–---მ დაკავების ოქმი პირადად შეავსო და მასში შეტანილი ყველა მონაცემი სწორია. ვ----– ა----–---–-ს დაკავების შესახებ ბრალდებულის დედას მაშინვე შეატყობინეს იქვე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა. მოგვიანებით, პირადადაც ესაუბრა ვ----– ა----–---–-ს დედას და შეატყობინა მისი დაკავების თაობაზე. როგორც მოწმისთვის ცნობილია, ვ----– ა----–---–-ს არასრულწლოვანი შვილები ჩააბარეს ბებიას. დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო დ--- კ--------ში და დასრულდა პოლიციის განყოფილებაში.

 

11. მოწმე გ------- რ-------–--ლის განმარტებით, ბრალდებულს დაკავებამდე განემარტა უფლებები, ხოლო ვ----– ა----–---–-ს არასრულწლოვანი შვილები ჩააბარეს ბებიას და დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

12. ვ----– ა----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ სატელეფონო საუბარის დროს ყოფილ მეუღლეს და სიმამრს არ დამუქრებია, მხოლოდ კუთვნილ თანხას მოითხოვდა მათგან. კერძოდ, გამგეობამ მას გამოუყო თუნუქის სახურავი, რომელიც სიმამრმა - რ----- გ----–---–მა მიისაკუთრა. მისივე განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა არასწორია, რადგან მას თ----- გ----–---–-სთვის მუქარის შემცველი სიტყვები არ უთქვამს; დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები, რადგან გამომძიებლებმა არ განუმარტეს უფლება - მოვალეობები და არ გადასცეს დაკავების ოქმის ასლი; ასევე არ მისცეს დარეკვის საშუალება.

 

13. კასატორები თავიანთ საჩივარში აღნიშნავენ, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მიუთითებდა ვ----– ა----–---–-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე. გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ მოწმეების - თ----- გ----–---–-სა და მამამისის მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ვ. ა----–---–-ს დასჯით. დაცვის მხარე ასევე აღნიშნავს, რომ თ----- გ----–---–- შვილების დაბრუნების მოტივით ცდილობს ვ----– ა----–---–-სათვის დანაშაულის დაბრალებას.

 

14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიაზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული,სააპელაციო სასამართლომ შეაფასა დაზარალებულთა ჩვენებების თანმიმდევრულობა და შესაბამისობა საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. დაზარალებულმა თ----- გ----–---–მა დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა მსჯავრდებულის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების დეტალები; განმარტა, რომ ყოფილი მეუღლე - ვ----– ა----–---–- უკავშირდებოდა ტელეფონით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუკი მოთხოვნილ 2000 ლარს დათქმულ ვადაში არ გადასცემდა. ასევე ფიზიკური განადგულებით ემუქრებოდა მისი ოჯახის წევრებს, რაც რეალურად აღიქვა და გადაწყვიტა სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიემართა.

 

15. ანალოგიური თანმიმდევრობითა და დამაჯერებლობით განმარტა განვითარებული მოვლენები გამოკითხვის დროს რ----- გ----–---–მა, რომელმაც მიუთითა, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს დაუკავშირდა ყოფილი სიძე ვ----– ა----–---–- და მოსთხოვა გადაეხადა მისთვის გირაოს სახით შეფარდებული თანხა 2000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მოკვლით. 29 ნოემბერს იგი კვლავ დაუკავშირდა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა და კვლავ მოსთხოვა თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც. მანვე განმარტა, რომ როგორც შეიტყო, ვ----– ა----–---–- უკავშირდებოდა მის შვილს - თ----- გ----–---–ს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სთხოვდა თანხას.

 

16. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაზარალებულთა გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. დაზარალებულთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ასახულია სრულყოფილად და ზედმიწევნით.

 

17. სასამართლო აღნიშნავს, რომ საფუძვლიანია დაზარალებულთა განმარტებები ვ----– ა----–---–-ს მხრიდან არსებული მუქარის განხორციელების შიშზეც. მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული მუქარის ინტენსივობისა და სიხშირის გათვალისწინებით დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ისინი იმყოფეობდნენ ზეწოლის ქვეშ, ამოძრავებდათ საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვის მიზანი და სწორედ იმის გამო, რომ ვ----– ა----–---–- მათ თავს არ ანებებდა და უწესებდა ვადას თანხის გადასახდელად, მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.

 

18. დაზარალებულთა ჩვენებების გარდა მსჯავრდებულის ბრალეულობა დასტურდება საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობით. მათ შორის თ----- გ----–---–სა და ვ----– ა----–---–ს შორის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერით, რომლითაც დასტურდება, რომ ვ----– ა----–---–-ს მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით თანხის გამოძალვას. ჩანაწერის თანახმად, ვ----– ა----–---–- თ----- გ----–---–ს ეუბნება - ,,დედა უნდა მოუ...ა, თუ არ დაუშვა და შენც ზედ არ მიყვე“, ,,...ათამდე ფული მქონდეს მინიმუმ“. აღნიშნული ჩანაწერის ნამდვილობა დადასტურებულია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით.

 

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ----– ა----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება.

 

20. მსჯავრდებულ ვ----– ა----–---–-სათვის შეფარდებული სასჯელის ზომასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. კერძოდ:

 

21. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

22. საქართველოს სსკ-ის 181 მუხლის 1-ლი ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

23. საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების - თ----- გ----–---–-სა და რ----- გ----–---–-ს ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები. დაზარალებული თ----- გ----–---–- ხელწერილში აღნიშნავს, რომ მას და ვ----– ა----–---–ს ჰყავთ ორი საერთო არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც ამ ეტაპზეც ცხოვრობენ მამასთან. შვილები ძალიან განიცდიან მამასთან დაშორებას ხანგრძლივი ვადით. ვინაიდან ვ----– ა----–---–- არის საუკეთესო მამა, დაზარალებული ითხოვს მისთვის სასჯელის შემცირებას; ხოლო დაზარალებული რ----- გ----–---–- ხელწერილში აღნიშნავს, რომ არ გააჩნია არანაირი პრეტენზია ვ----– ა----–---–-ს მიმართ და თანახმაა სასამართლომ მის მიმართ გამოიყენოს არასაპატიმრო სასჯელი; ამასთან მას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც იზრდებიან მამასთან.

 

24. „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესად გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისთვის ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას“ (ბავშვის უფლებათა კოდექსი, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი; ასევე იხ. CRC/C/GEO/CO/04).

 

25. სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნებს, რომ ვ----– ა----–---–- ხასიათდება დადებითად, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც მასთან იზრდებიან, დაზარალებულებს არ გააჩნიათ პრეტენზია მსჯავრდებული მიმართ.

 

26. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მის კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სამართლიანი იქნება მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ: მსჯავრდებულ ვ----– ა----–---–ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ვ----– ა----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- ტ--–--–---–-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

3. მსჯავრდებულ ვ----– ა----–---–ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 8000 (რვაათასი) ლარი.

 

4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში მისი ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ვ----– ა----–---–- მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

 

5. ვ----– ა----–---–- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

 

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

 

მ. ვასაძე