დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-534-534 (კ-18) 12 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ...ს სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ...ას სახელობის ...ის N... საჯარო სკოლის, სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... ...ის საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის და სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ააიპ … ასოციაცია სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ...ს სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ...ას სახელობის ...ის N... საჯარო სკოლის, სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... ...ის საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის და სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის მიმართ და მოითხოვა 2012-2016 წლებში სკოლების მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ასლების სხვა პირთა პერსონალური მონაცემების დაცვით, ელექტრონული ფორმით გაცემა, აგრეთვე წარმომადგენლის დახმარების ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, თითოეულ მოპასუხეს დაევალა 2012-2016 წლებში სკოლების მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ასლების სხვა პირთა პერსონალური მონაცემების დაცვით, ელექტრონული ფორმით გაცემა, აგრეთვე თითოეულ მოპასუხეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და წარმომადგენლის დახმარების ხარჯის სახით - თითოეულ მოპასუხეს დაევალა 71.42 ლარის გადახდა ააიპ … ასოციაციის სასარგებლოდ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ...ს სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ...ას სახელობის ...ის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... ...ის საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ და სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.2017წ. გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ...ს სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ...ას სახელობის ...ის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... ...ის საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ და სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლამ.
კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, მიუთითებენ „საჯარო ინფორმაციის ასლის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავენ, რომ არასწორია სასამართლოების მითითება მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავების შესაძლებლობის შესახებ, ვინაიდან საჯარო სკოლებს დოკუმენტაციის სრულყოფილად დამუშავებისთვის ესაჭიროებათ მათი მატერიალური სახით დამუშავება და შემდგომ კვლავ ელექტრონულ დოკუმენტად გადაკეთება, რაც მოითხოვს დოკუმენტაციის მატერიალურად არსებობას. სწორედ აღნიშნული ხარჯის მოსაკრებლის გადახდა იქნა მოთხოვნილი მოსარჩელისთვის. კასატორები მიუთითებენ, რომ მათ არ გააჩნიათ იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ შეძლონ ინფორმაციის სრულყოფილად დამუშავება ელექტრონული ფორმით. არასწორია გადაწყვეტილება აგრეთვე წარმომადგენლის ხარჯის სკოლებისთვის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს აღნიშნულ საკითხზე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა (სუსგ 11.05.2017წ. №918-910 (კ-16)). გ. ტ-ს, როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს კანონით ეკისრებოდა სსიპ-ის წარმომადგენლობა, რის გამოც სასამართლოში მისი წარმომადგენლობისთვის ხარჯების დაკისრება არ უნდა მომხდარიყო მოპასუხეებისთვის. გარდა ამისა, საქმეში წარმომადგენლისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. არასწორია გადაწყვეტილება მოპასუხეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან საჯარო სკოლები უმეტესწილად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, სხვა შემოსავლები მიზერულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დაუსაბუთებელია კასატორების მოსაზრება სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან შეუსაბამობის თაობაზე. მხარეთა შორის სადავო არ არის მოთხოვნილი ინფორმაციის საჯარო ხასიათი, დავას იწვევს საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის მოსაკრებლის მოთხოვნის კანონიერება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. განსახილველ შემთვევაში მოსარჩელემ ინფორმაციის მიღება მოითხოვა ელექტრონული სახით. ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობასა და მისი გადახდის წესს. მითითებული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეები არ იყვნენ უფლებამოსილნი მოეთხოვათ მოსარჩელის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის საფასურის გადახდა. საჯარო სკოლებში ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავებისათვის შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობის არქონა გავლენას ვერ მოახდენს დავის გადაწყვეტაზე. ამგვარ გამონაკლისს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონული ფორმით არსებობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათივე მითითებით მოთხოვნილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო ვებ. გვერდზე - https://tenders.procurement.gov.ge/login.php. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 14.06.2017წ. №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ თანახმად აღნიშნული ვებ. გვერდი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ პორტალს, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში. ამავე ბრძანებით დადგენილია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით შედგენის სავალდებულობა (მე-2 მუხ.). საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების და ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას ადგენს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 26.08.2013წ. №219 დადგენილება (მე-2, მე-3, მე-6 მუხ.). ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ასლის საფასურის მოთხოვნის უკანონობისა და ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავების შესაძლებლობის არსებობის შესახებ.
საფუძველს არის მოკლებული კასატორის მოსაზრება წარმომადგენლის დახმარებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების უკანონობის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომებზე წარმომადგენლობას ახორციელებდნენ: გ. ტ-ი, ლ. ჭ-ე და ე. ბ-ე, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას - ლ. ჭ-ე. გასაჩივრებული განჩინებით წარმომადგენლის ხარჯის სახით თანხის ანაზღაურება განხორციელდა იმ პირების წარმომადგენლობისთვის, რომელთაც ააიპ-ის მიერ შესაბამისი აქტით მინიჭებული ჰქონდათ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და არა გ. ტ-ის წარმომადგენლობისთვის, რომელიც მონაწილეობდა მხოლოდ პირველი ინსტნაციის სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე და წარმომადგენლობა მას ააიპ-ის დებულების და კანონის შესაბამისად ევალებოდა. კასატორის მიერ მითითებულ საკასაციო სასამართლოს 11.05.2017წ. გადაწყვეტილებაში (საქმე №918-910 (კ-16)) შეფასებული იქნა განსხვავებული ფაქტობრივი გაროებები, კერძოდ, მითითებულ საქმეზე შეფასდა გ. ტ-ის სასამართლოში წარმომადგენლობის საფუძველით თანხის ანაზღაურების კანონიერება. საკასაციო პალატის მიერ მიჩნეული იქნა, რომ გ. ტ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მის კანონისმიერ ვალდებულებას შეადგენდა, რადგან წესდებით განსაზღვრული იყო მისი წარმომადგენლობის ვალდებულება მესამე პირებთან ურთიერთობისას. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები უსაფუძველოს ხდიდა გ. ტ-ის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნას. ამდენად, მითითებულ გადაწყვეტილებასა და განსახილველ დავაში ფაქტობრივ გარემოებათა სხვაობის გათვალისწინებით, არ დასტურდება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დადგენილ პრაქტიკასთან შეუსაბამობა.
დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მოსაზრება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების უკანონობის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეები, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები არ ფინანსდებიან მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გააჩნიათ სხვა შემოსავლებიც, შესაბამისად მათზე ვერ გავრცელდება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას. ხოლო მოსარჩელე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან (,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის“ 5.1 მუხლის „მ“ ქვპ.). სსკ-ის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულად, კასატორებს მართებულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ...ს სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ...ას სახელობის ...ის N... საჯარო სკოლის, სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... ...ის საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N.. საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის, სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლის და სსიპ ქ. ქუთაისის N.... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2017წ. განჩინება;
3. სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.06.2018წ. №1529474432 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2018წ. №1529422257 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. სსიპ ...ს სახელობის ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2018წ. №1529415089 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2018წ. №5144281999 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
7. სსიპ ...ას სახელობის ...ის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.06.2018წ. №12 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
8. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2018წ. №75 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
9. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.06.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
10. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.06.2018წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
11. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.06.2018წ. №93 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
12. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.06.2018წ. №3607 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
13. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.06.2018წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
14. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.06.2018წ. №1529149824 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
15. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2018წ. №8590 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
16. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.06.2018წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
17. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.06.2018წ. №6080 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
18. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.06.2018წ. №6 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
19. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2018წ. №73 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
20. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.06.2018წ. №113 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
21. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2018წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
22. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2018წ. №7485 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
23. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.06.2018წ. №133 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
24. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.06.2018წ. №675 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
25. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2018წ. №575 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
26. სსიპ ...ის სახელობის ქ. ქუთაისის N... ...ის საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2018წ. №171 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
27. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.06.2018წ. №1529149824 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
28. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.06.2018წ. №437 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
29. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.06.2018წ. №409 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
30. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.06.2018წ. №133 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
31. სსიპ ქ. ქუთაისის N... საჯარო სკოლას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.06.2018წ. №5144343459 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
32. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი