ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-643(კ-კს-19) 2 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. დ-ე
მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი
დავის საგანი - სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 5 ნოემბერს ბ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის - თ. ჩ-ას მიმართ.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შედეგად ბ. დ-ისათვის გაფრთხილების გამოცემის შესახებ ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 ბრძანებისა და ბ. დ-ის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 17 ოქტომბრის №... ბრძანების ბათილად ცნობა, ბ. დ-ის ქ. თბილისის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენა და ამ ნაწილში მისაღები გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობისათვის მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 17 ოქტომბრიდან მოცემულ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის განაცდურის ყოველთვიურად ... ლარის ოდენობითა და თანამდებობრივ სარგოზე წინასწარ გათვალისწინებული დანამატის - ამავე პერიოდში თითოეული თვისათვის ... ლარის ოდენობით დაკისრება, აგრეთვე, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობისათვის მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურების დაკისრება, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობისათვის სამსახურში პოლიტიკური ნიშანდებით დისკრიმინაციული მოპყრობისათვის ბ. დ-ის სასარგებლოდ 1 ლარის ოდენობით არამატერიალური (არაქონებრივი) ზიანისა და სამსახურში პოლიტიკური ნიშანდებით დისკრიმინაციული მოპყრობისათვის იმ მიუღებელი შემოსავლის ზიანისთვის, რაც გამოწვეული იქნა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, მიუღებელი ხელფასის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შეუძლებლობისა და ასეთი ბრუნვიდან მისაღები სარგებლის დაკარგვის გამო, 1 ლარის ოდენობით მატერიალური (ქონებრივი) ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით ბ. დ-ის სარჩელიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, საშვებულებო თანხის ანაზღაურებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე ცალკე წარმოებად გამოიყო დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნები; ბ. დ-ის სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით საქმეზე ბ. დ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღიძრა დავა განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით; საქმე განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ბ. დ-ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის №14 ბრძანება გაფრთხილების გამოცხადების შესახებ და 2014 წლის 17 ოქტომბრის №... ბრძანება ბ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ბ. დ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით ადვოკატის ხარჯისა და 50 ლარის ოდენობით სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის #14 ბრძანება ბ. დ-ისათვის გაფრთხილების გამოცხადების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 17 ოქტომბრის #... ბრძანება ბ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; ბ. დ-ე აღდგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 17 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი განაცდური ყოველთვიურად მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით, ასევე დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით და 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის გადახდა, დარჩა უცვლელი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება 2700 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების სრულად თუ ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ („გ“ ქვეპუნქტი); უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ („დ“ ქვეპუნქტი). ამდენად, კონკრეტული კატეგორიის დავებისადმი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო და გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილებისა და გადაწყვეტილების ამ ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის დადგენის ნაწილში გაუქმება მოითხოვა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მოქმედების შესრულების შეჩერება, რომლითაც ბ. დ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი ადგენს დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის მიღება დააფუძნა მხარის შუამდგომლობას და უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული აღნიშნული მუხლი.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს ბ. დ-ის დაუყოვნებლივ აღდგენით სავარაუდოდ მიადგენა ზარალი, ვინაიდან იგი მუშაობის პერიოდში არაკეთილსინდისიერად ასრულებდა უფლება-მოვალეობებს და ქცევის ზოგად წესებს. საქმეში არსებული მასალებით გამოვლენილია ბ. დ-ის არაერთი დაუდევრობა და ზერელე დამოკიდებულება სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულებისას. საქმის მასალის ანალიზის მიხედვით, ბ. დ-ე, როგორც ...ის ...ე და გამგეობის თანამდებობის პირი, ხასიათდებოდა არაჯეროვანი მასახიათებლებით სამსახურეობრივი მოვალეობების, სამსახურეობრვი ინტერესების და პასუხისმგებლობის მიმართ. კერძო საჩივრის ავტორი სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნის შინაარსობრივ მხარეზე, სადაც გამგეობაში წარმოებული საუბრების უმეტესი ნაწილის ინიციატორია თავად ბ. დ-ე, რომელსაც არ ჰქონდა სურვილი გამგეობაში გაეგრძელებინა საქმიანობა ახალ ხელმძღვანელობასთან 2 თვეზე მეტი პერიოდით. საუბრის გაგრძლებაში ასევე საყურადღებოა, რომ ბ. დ-ე თავს მიიჩნევს არჩევნების სპეციალისტად და საუბრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, არ უმუშავია პროფესიით და დაინტერესებულია საარჩევნო საქმიანობით. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ბ. დ-ის პირად საქმეში არა სამართალმცოდნეობის, არამედ ეკონომისტის ბაკალავრის დიპლომია წარმოდგენილი. გამგეობის მითითებით, საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის წლების განმავლობაში განხილვის დროს მკაფიოდ გამოიკვეთა ბ. დ-ის თანამდებობაზე აღდგენით მოსალოდნელი ზიანის წარმოქმნის საფრთხეები და დასაბუთებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ხელახლა შეფასებულიყო საქმის გარემოებები. მით უფრო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების დროისთვის შეიცვალა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის და გამგეობის ხელმძღვანელობა.
კერძო საჩივრის ავტორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას. გამგეობის მითითებით, იმ შემთხვევაში თუ ბ. დ-ის თანამდებობაზე აღდგენა მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, შესაბამისად, იგი მიიღებს თანამდებობრივ სარგოს და კანონით გათვალისწინებულ დანამატს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების და ზედა ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების შესაძლო შეცვლის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში აღდგენილმა მოხელემ უნდა მიიღოს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება და ეს იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია სადავო საკითხზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით მისი აღდგენა სადავო თანამდებობაზე ცნოს უკანონოდ. გამგეობის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია ბ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნების კანონიერებაზე, მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია იმ ზიანის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ძალაში დატოვების შემთხვევაში.
ამასთან, გამგეობა სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.3 პუნქტით გამგეობას დაევალა ბ. დ-ის აღდგენა ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე, სადაც ამჟამად დანიშნულია კონკურსის წესით შერჩეული მოხელეები, რაც სააპელაციო სასამართლოს აცნობეს საქმის ზეპირი განხილვის დროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობას კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია კერძო საჩივრის განხილვა ზეპირი განხილვის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მოქმედება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის კერძო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით და კერძო საჩივრის განხილვა დადგინდა საკასაციო საჩივართან ერთად. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებით საქმის განხილვა გადაიდო იმავე დღეს, ზეპირი განხილვის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 6 ოქტომბრის #14 ბრძანება ბ. დ-ისათვის გაფრთხილების გამოცხადების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 17 ოქტომბრის #... ბრძანება ბ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; ბ. დ-ე აღდგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 17 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი განაცდური ყოველთვიურად მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით, ასევე დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით და 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის გადახდა, დარჩა უცვლელი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება 2700 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილებისა და გადაწყვეტილების ამ ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის დადგენის ნაწილში გაუქმება მოითხოვა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მოქმედების შესრულების შეჩერება, რომლითაც ბ. დ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, სამსახურში აღდგენისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მოქმედება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაიშვება გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვით ან ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაშვებით/უარის თქმით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლი), რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნული წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ზოგად წესს. თუმცა გამონაკლისის სახით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას სასამართლო აამოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების განსხვავებულ წესს. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ინსტიტუტი გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი განსაზღვრავს სწორედ იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაც, მხარეთა თხოვნით, შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღებისთანავე. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: გ) მუშაკისათვის არაუმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არსებითად ბათილად ცნო სადავო აქტები და დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის უფლებამოსილებას სააპელაციო სასამართლოს ანიჭებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი („გ“ და „დ“ ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიის საპასუხოდ, გამგეობის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში ეფუძნება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლს („გ“ და „დ“ ქვეპუნქტები), სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოცემული მსჯელობით დასახელებულ მუხლზე მითითებით აკმაყოფილებს წარდგენილ შუამდგომლობას, სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნული მუხლის მიუთითებლობა კი არ წარმოადგენს არსებით საკითხს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძვლიანობის შეფასებისას. თუმცა საყურადღებოა სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნასთან მიმართებაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ფარგლები, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. დ-ის სარჩელი პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სადავო თანამდებობა ვაკანტური არ იყო, შესაბამისად, არ არსებობდა პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენის საფუძველი. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა იმთავითვე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად საკასაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 13 მაისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მოქმედების შეჩერებას, რაც ამავდროულად წარმოადგენს პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმების საფუძველს. აღნიშნულზე მიუთითებს თავად გამგეობაც და განმარტავს, რომ ისნის რაიონის გამგეობაში ...ის ...ის თანამდებობაზე დანიშნულია კონკურსის წესით შერჩეული მოხელეები, რის თაობაზეც სააპელაციო სასამართლოს აცნობეს საქმის ზეპირი განხილვის დროს. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში გაზიარებას ექვემდებარება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სამართლებრივი თვალსაზრისით არ ართმევს მხარეს უფლებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება, სრულად ისარგებლოს შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით და სადავო გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში მიაღწიოს გაუქმებული გადაწყვეტილებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას, რამდენადაც ეს პრაქტიკულად განხორციელებადი იქნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობასაც (თუმცა გასაჩივრება არ აბრკოლებს მის აღსრულებას).
რაც შეეხება დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. ამდენად, დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შეცვლის ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობს. ამასთან, გამგეობის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების პროცესთან დაკავშირებული მასალა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ფარგლებში ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმეზე №3ბ/601-18) სარეზოლუციო ნაწილის 3.4 და მე-4 პუნქტების, ისნის რაიონის გამგეობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის იურიდიული განყოფილების უფროსის 2019 წლის 31 იანვრის მოხსენებითი ბარათის №36-01190313659 საფუძველზე, ბ. დ-ე ჩაირიცხა საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილებას დაევალა კომპენსაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე ბრძანებით განიმარტა ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობა და წესი. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გამგეობის მიერ წარმოდგენილი მასალის მიხედვით, მართალია, ბ. დ-ე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სათანადოდ არ იქნა მოძიებული ტოლფასი თანამდებობა მერიის მუნიციპალიტეტის სტრუქტურაში და ზოგადად საჯარო სექტორში, თუმცა რეზერვში ჩარიცხვაზე ბ. დ-ემ თანხმობა განაცხადა და აღნიშნული დაადასტურა ხელმოწერით. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა მიერ არ დაფიქსირებულა აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ფაქტი, შესაბამისად, იგი მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. გამგეობის მიერ ასევე წარმოდგენილია რეზერვში ჩარიცხული ბ. დ-ისთვის კომპენსაციის გადახდის ქვითრები თვეების მიხედვით. ამდენად, გარდა იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენის ნაწილში და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით დადგენილი პროცედურით სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, გამგეობის მიერ წარმოდგენილი მასალით დასტურდება 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით დადგენილი პროცედურით სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ფაქტი. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, მართალია საკასაციო სასამართლოს განჩინებით შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მოქმედება, თუმცა მხარეს არ მოუთხოვია უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება და განახორციელება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივარში წარმოდგენილი პრეტენზიები ფაქტობრივად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კრიტიკას წარმოადგენს, რასაც გამგეობა თავად დაეთანხმა და არ გაუსაჩივრებია, გამგეობის მიერ შედავების პროცესუალური შესაძლებლობის გამოუყენებლობამ კი, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, საკასაციო სასამართლოც შეზღუდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით, რომლითაც დადგინდა ბ. დ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა პოლიტიკური ნიშნით. ბ. დ-ის ...ის ...ის თანამდებობასთან შეუთავსებლობაზე, მის არაკეთილსინდისიერებაზე, სათანადო უნარ-ჩვევების არარსებობასა და პროფესიულ ცოდნაზე გამოთქმული პრეტენზიები კი, როგორც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლო ხელისშემშლელი გარემოებები, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება გაზიარებული, რამეთუ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობა, რამაც ავტომატურად, აღნიშნული საკითხების შეუფასებლად გამოიწვია სადავო აქტების არსებითად ბათილად ცნობა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა. ასევე სახეზე არ გვაქვს აღნიშნული არგუმენტებით ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის დანიშვნით გამგეობისათვის შესაძლო ზიანის მიყენების ალბათობა, რამეთუ სადავო თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულია სხვა პირი, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სადავო თანამდებობა ვაკანტური არ იყო. გადაწყვეტილების აღსრულების პროცესმა კი დაადასტურა ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენის შეუძლებლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ფარგლებში ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 4 თებერვლის ბრძანებით ბ. დ-ე ჩარიცხულია საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი პირდაპირ (უშუალოდ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ...ის ...ის თანამდებობაზე ბ. დ-ის აღდგენის ნაწილში;
3. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი