გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1259-1500-05 2 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, თავისი ინიციატივით განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 9 იანვრის ¹ას-1259-1500-05 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 9 იანვრის ¹ას-1259-1500-05 განჩინებით ნ. ს-კოს კერძო საჩივარი დაკმაყოფლდა‚ გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის 2005წ. 9 იანვრის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში იმ სასამართლოს სახით, სადაც დაბრუნდა საქმე ხელახლა განსახილველად, ნაცვლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა მითითებულია აჭარის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 9 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სიტყვები: «საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას» უნდა შეიცვალოს სიტყვებით «საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას».
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 9 იანვრის ¹ას-1259-1500-05 განჩინებაში დაშვებული უსწორობა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სიტყვები: «საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას» შეიცვალოს სიტყვებით «საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას».
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.