შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 18.07.2008
საქმის ნომერი
2კ-2227აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.07.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹2227აპ ქ. თბილისი

18 ივლისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენით დ. ა., _ დაბადებული ---- წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე ნაწილებით (ძვ.რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ», «თ» და «ზ» ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე ნაწილებით (ძვ.რედაქცია) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «ზ» და «თ» ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 83 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი რედაქციის 50-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, დ. ა-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით მსჯავრდებულ დ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

დ. ა. 1992 წლის 11 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ. გორში, ე.წ. „კ-ს“ დასახლებაში, შეხვდა თავის ამხანაგებს _ ზ. ვ-ს ძე უ-სა და კ. ბ-ს ძე კ-ს. დ. ა-სა და ზ. უ-ს კ. კ-მ, ფულისა და ძვირფასი ნივთების გატაცების მიზნით, შესთავაზა გორის რაიონის სოფელ სათემოში მცხოვრები თავისი ნაცნობების – ი-ების საცხოვრებელ ბინაზე ყაჩაღური თავდასხმა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. მათ ამავე დასახლებაში ღია მწვანე ფერის ავტომანქანით (სახ. ¹----------) შეხვდა მათი ამხანაგი გ. ყ., რომელსაც შესთავაზეს სოფელ სათემოში იმავე ბინაზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა და წასვლა გადაწყვიტეს მისი ავტომანქანით. გ. ყ. დათანხმდა შემოთავაზებულ წინადადებას. იმავე დღეს ქ. გორში მათ შეხვდა მათი ამხანაგი ო. ო-ს ძე მ., რომელსაც დ. ა-მ შესთავაზა გორის რაიონის სოფელ სათემოში მცხოვრებ ი-ების საცხოვრებელ ბინაზე ყაჩაღური თავდასხმა, რაზედაც იგი დათანხმდა. ხუთივენი აღნიშნული ავტომანქანით მივიდნენ ქ. გორში, შინდისის გზატკეცილის ¹---------ში მცხოვრებ ზ. უ-ს საცხოვრებელ სახლთან, საიდანაც ზ. უ-მა და კ. კ-მ გამოიტანეს და ავტომანქანაში ჩააწყვეს ნიღბები და „აკს-ის“ სისტემის სამი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი: ორი _ მოკლე, უკონდახო, ხოლო მესამე _ კონდახით. იმავე დღეს, შებინდებისას, დაახლოებით 20 საათზე, დ. ა. და მისი თანმხლები პირები ზემოაღნიშნული ავტომანქანით წავიდნენ გორის რაიონის სოფელ სათემოში. ავტომანქანა გააჩერეს სოფლის განაპირას მდებარე ზ. ი-ს საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 40-50 მეტრის დაშორებით, მანქანაში გაიკეთეს ნიღბები და, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ ზ. ი-ს ოჯახს, ხოლო გ. ყ. დარჩა ავტომანქანასთან სამეთვალყურეოდ. თავდამსხმელებს სახლში დახვდა ოჯახის ყველა წევრი. დ. ა-მ და მისმა თანამზრახველებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით გაიტაცეს 14 ათასი რუსული მანეთი (3 ლარი და 8 თეთრი), ზ. ი-ს მეუღლის – ბ. ი-ს კუთვნილი მწვანე ფერის „ ავტომანქანა, სახელმწიფო ¹ ---- , ღირებული 21 ათას მანეთად (5500 ლარი), ერთლულიანი სანადირო თოფი, ღირებული 600 მანეთად (40 ლარი), ქალის ერთი წყვილი, 08-გრამიანი ოქროს საყურე თეთრი ცირკონის თვლებით, ღირებული 1000 მანეთად, ანუ 130 ლარად, ქალის ორი წყვილი ოქროს საყურე ოქროს პატარა ბურთულებით, ორივე ღირებული 4000 მანეთად, ანუ 50 ლარად, ოქროს ძეწკვი ოქროს ჯვრით, ღირებული 150 მანეთად, ანუ 25 ლარად, ოქროს ბეჭედი „რგოლი“, ღირებული 70 მანეთად, ანუ 50 ლარად, ოქროს საყურე ჟოლოსფერი თვლებით, ღირებული 200 მანეთად, ანუ 60 ლარად, ოქროს ბეჭედი ჯვრის გამოსახულებით, ღირებული 100 მანეთად, ანუ 30 ლარად, არაბული ვერცხლის ძეწკვი, ღირებული 1500 მანეთად ანუ 8 ლარად, ვერცხლის ძეწკვი ამოვლებული ოქროს წყალში, ღირებული 80 მანეთად ანუ 15 ლარად, მაგნიტოფონი „მაიაკი“, ღირებული 450 მანეთად, ანუ 130 ლარად, ქალის ორი ჟაკეტი, ორივე ღირებული 2400 რუსულ მანეთად, ანუ 40 ლარად, ქალის ორი პერანგი _ მუქი და ღია იასამნისფერი, ორივე ღირებული 6000 რუსულ მანეთად, ანუ 30 ლარად, ქალის ექვსი ბოლოკაბა, 5 _ შავი ფერის, ერთი _ ჭრელი, ექვსივე ღირებული 300 რუსულ მანეთად, ანუ 125 ლარად, ქალის სამი მაისური _ ხაკისფერი, ჟოლოსფერი და მწვანე, სამივე ღირებული 1200 რუსულ მანეთად, ანუ 30 ლარად, ქალის სამი ჯემპრი – ერთი ოქროსფერი, მეორე _ თეთრი ყვავილებით და მესამე _ შინდისფერი, სამივე ღირებული 900 რუსულ მანეთად, ანუ 75 ლარად, ქალის ცისფერი ხალათი, ღირებული 100 რუსულ მანეთად, ანუ 13 ლარად, ქალის ცისფერი პენუარი, ღირებული 600 მანეთად – 35 ლარად, ქალის ტყავის ქურთუკი, ღირებული 1300 რუსულ მანეთად, ანუ 230 ლარად, მამაკაცის ტყავის ქურთუკი, ღირებული 3000 რუსულ მანეთად, ანუ 130 ლარად, ქალის შავი ფერის ტყავის მანტო, ღირებული 3000 რუსულ მანეთად, ანუ 220 ლარად, ქალის ერთი წყვილი ყავისფერი ფეხსაცმელი დაბალი ქუსლით, ღირებული 3500 მანეთად, ანუ 45 ლარად, ქალის ერთი წყვილი შავი ფეხსაცმელი, ღირებული 1200 რუსულ მანეთად, ანუ 25 ლარად, მამაკაცის ერთი წყვილი ჩექმა ელვა შესაკრავით, ღირებული 6000 რუსულ მანეთად, ანუ 55 ლარად, ქალის შავი ფერის ტყავის ჩანთა, ღირებული 500 რუსულ მანეთად, ანუ 20 ლარად, სუნამო „პუაზონი“, ღირებული 1000 რუსულ მანეთად, ანუ 10 ლარად, თვალის შავი ფერის საღებავი, ღირებული 300 რუსულ მანეთად, ანუ 10 ლარად, მამაკაცის თურქული წარმოების ოთხი პერანგი, ოთხივე ღირებული 100 რუსულ მანეთად, ანუ 48 ლარად, ქალის შავი ფერის კაბა გულზე ოქროსფერით, ღირებული 700 მანეთად, ანუ 30 ლარად, ქალის ორი ცალი ვარდისფერი ჯემპრი, ორივე ღირებული 2200 რუსულ მანეთად, ანუ 50 ლარად, ოქროს საყურე მტევნის და პატარა ყვავილის ფორმის ჟოლოსფერი თვლით, ღირებული 45 რუსულ მანეთად, ანუ 30 ლარად, ქალის მწვანე ფერის კოსტიუმი შავი წერტილებით, ღირებული 300 რუსულ მანეთად, ანუ 30 ლარად, მოყვითალო ფერის მეტალის გულსაბნევი, ღირებული 6 რუსულ მანეთად, ანუ 2 ლარად და ქალის ლურჯი ფერის პერანგი, ღირებული 8 რუსულ მანეთად, ანუ 3 ლარად. წინასწარი გამოძიების პროცესში ზ. ი-ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იქნა გატაცებული შემდეგი დასახელების ნივთები: ქალის შავი ფერის ტყავის მანტო მწვანე თვლებით, ქალის შავი ფერის კაბა გულზე ოქროსფერი ზოლებით, ქალის იასამნისფერი პერანგი, ქალის მწვანე კოსტიუმი, ოქროსფერი ღილებით, ქალის ჯემპრი ოქროსფერი ზოლებით, გულზე ყვავილების გამოსახულებით, ქალის ვარდისფერი ჯემპრი, ქალის მწვანე ფერის ქვედაბოლო და ზედატანი შავი ფერის ხალებით, ქალის შავი ფერის ბოლოკაბა დაბლა პლისეთი, ქალის ვარდისფერი ჯემპრი ექვსი ღილით, ქალის მწვანე ფერის მაისური შავი წერტილებით, ქალის ცისფერი ღამის პენუარი, ქალის ლურჯი პერანგი, ქალის ჯემპრი სხვადასხვა ორნამენტებით და მოყვითალო ფერის მეტალის გულსაბნევი.

1992 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, დ. ა. თავის მეგობრებთან – გ. კ-თან, კ. კ-სა და ძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, გადაჭრილი სანადირო თოფით, თვითნაკეთი რევოლვერის სისტემის იარაღით, დანებით და ხელყუმბარებით შეიარაღებულნი, მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, თავს დაესხნენ ქ. გორში, ფურცელაძის ქუჩის ¹---ში მცხოვრებ ზ. კ-ს საცხოვრებელ ბინას, რა დროსაც ზ. კ-ს და მის რძალს _ დ. ბ-ს შეუკრეს ხელ-ფეხი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარითა და ასეთი ძალადობის გამოყენებით, ბინიდან გაიტაცეს: ქალის ტყავის „დუბლიონკა“, ღირებული 200 000 რუსულ მანეთად; 6 გრამი, მაღალი ხარისხის ოქროს „რგოლი“, ღირებული 150 000 რუსულ მანეთად; 5525 რუსული მანეთი; ბეჭედი „ტულპანი» ბრილიანტის თვლით, ღირებული 100 000 რუსულ მანეთად; ვერცხლის ბეჭედი „კორუნდის“ თვლით, ღირებული 1000 რუსულ მანეთად; ოთხი ვერცხლის ბეჭედი, მათგან ორი _ ლალის თვლებით, საერთო ღირებულებით 2000 რუსული მანეთი; ორი ცალი ვერცხლის „გრეხილი“ ბეჭედი, საერთო ღირებულებით 1000 რუსული მანეთი; მაგნიტოფონი „რომანტიკა“, ღირებული 100 000 რუსულ მანეთად; ფრანგული წარმოების სუნამოები „პუაზონი“ და „ისპაჰანი“, ერთი დეზოდორი „ენველე“, საერთო ღირებულებით 7500 რუსული მანეთი; ინგლისური სუნამო, ღირებული 2500 რუსული მანეთად; ხალიჩა, მუქი შინდისფერი, ღირებული 650 ლარად; ორი ცალი საბურავი, ორივე ღირებული 70 ლარად; ავტომანქანა „ვაზ 2106“, სახელმწიფო ნომრით „------“, ღირებული 6500 ლარად.

გატაცებული ნივთები მათ მიჰყიდეს დაუდგენელ პირებს და აღებული თანხა ერთმანეთში გაინაწილეს.

1993 წლის 9 თებერვალს დ. ა. დანაშაულებრივად დაუკავშირდა ი. უ-ს, ზ. უ-ს, კ. კ-ს, ნ. კ-ს, მ. ნ-სა და ბ. დ-ს. იმავე დღეს, ერთმანეთში როლების განაწილების გარეშე, კ. კ-ს ინიციატივით, გადაწყვიტეს ჩაედინათ ყაჩაღობა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დავით აჭარაძე შეიარაღდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო ი. უ., კ. კ., ზ. უ., ბ. დ. და ნ. კ. შეიარაღდნენ სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ერთი ცალი ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით, ერთი გადაჭრილი თოფით და ერთი ხელყუმბარით. ისინი ჩასხდნენ მ. ნ-ს კუთვნილ ავტომანქანაში, სახ.¹---- და კ. კ-ს მითითებით მოქალაქე გ. ხ-ს ქონების ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლების მიზნით, გაემართნენ გორის რაიონის სოფელ სკრასთან. იმავე დღეს, დაახლოებით 19 საათზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დ. ა. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, ჩავიდა სოფელ სკრაში. გ. ხ-ს საცხოვრებელი სახლისგან მოშორებით, მ. ნ. დატოვეს ავტომანქანაში, რომელსაც დაავალეს მოეცადა მათთვის და არ გადაადგილებულიყო. დანარჩენებმა გაიკეთეს ნიღბები, ჩაიცვეს ხელთათმანები და შეიარაღებულებმა შეაღწიეს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ. ხ-ს. მოქმედებდნენ რა ერთობლივად და შეთანხმებულად, ი. უ., დ. ა., ბ. დ., ზ. უ. და ნ. კ., ცეცხლსასროლი იარაღებითა და საბრძოლო მასალებით მომარჯვებულნი, დანაწილდნენ ოთახების გასასვლელებში და ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით ხელ-ფეხი შეუკრეს გივი ხუბულურსა და მის სტუმარს _ გ. მ-ს, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ხელფეხშეკრული დააგდეს. მათ არ აძლევდნენ გადაადგილებისა და გათავისუფლების საშუალებას. დ. ა-სა და ყაჩაღური ჯგუფის სხვა წევრებს გ. მ. და გ. ხ. შებოჭილი ჰყავდათ დაახლოებით ერთი საათისა და 30 წუთის განმავლობაში. ამავე დროს ბინის პატრონს, გ. ხ-ს იარაღის მუქარით მოსთხოვეს ფული ერთი მილიონი რუსული მანეთის ოდენობით. მიიღეს რა უარი, დ. ა-მ და კ. კ-მ ფულის გამოძალვის მიზნით, ელექტროქურის გამოყენებით დაიწყეს გ. ხ-ს წამება, კერძოდ, გ. ხ. დასვეს გახურებულ ელექტროქურაზე და სცემეს. ცდილობდნენ მისთვის პირში ნაკვერჩხლის ჩაგდებას, რითაც მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანებები. აღნიშნულის შემდეგ დ. ა-მ და კ. კ-მ გ. ხ. გაიყვანეს მეორე ოთახში და დაიწყეს გახურებული ელექტროუთოს გამოყენებით მისი წამება. გ. ხ-მა წამებას ვერ გაუძლო და გადასცა მათ ოთხი ათასი მანეთი. ამავე დროს ბ. დ., ი. უ., ზ. უ. და ნ. კ. მონაცვლეობით დარაჯობდნენ შებოჭილ გ. მ-ს და თან ჩხრეკდნენ გ. ხ-ს ბინას, რადგან ნაწამები გ. ხ. ატყუებდა მათ და უთითებდა ფულის სხვადასხვა ადგილსამყოფელს. დ. ა-მ გ. ხ-ს ბინაში იპოვა ხუთი ათასი რუსული მანეთის კუპიურა. გარდა აღნიშნულისა, დ. ა-მ, ყაჩაღური ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მუქარისა და ძალის გამოყენებით გ. ხ-ს წაართვა ორი ტყავის ქურთუკი, ღირებული 355 ლარად. ვინაიდან გ. ხ-საგან ვერ მიიღეს მოთხოვნილი თანხა, დ. ა-მ და კ. კ-მ შებოჭილ გ. ხ-ს უმოწყალოდ სცემეს, მოკვლის მიზნით ჩააგდეს ქვეშაგების შესანახ ტახტში, ზემოდან დააგდეს საბანი და ლეიბი, მოუკიდეს ცეცხლი და ტახტს დააფარეს სახურავი. ყაჩაღური ჯგუფის თანამონაწილემ _ ი. უ-მა დ. ა-საგან დამოუკიდებლად, ცეცხლწაკიდებულ ტახტს დაასხა წყალი, ჩააქრო ცეცხლი, ამოიყვანა გ. ხ. ტახტიდან და შებოჭილ მდგომარეობაში დააგდო იატაკზე. თავდამსხმელებს გ. მ-სა და გ. ხ-სათვის ხელ-ფეხი არ გაუხსნიათ, ისე მიატოვეს გ. ხ-ს ბინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დ. ა-სა და კ. კ-ს მიერ ნაწამები გ. ხ. იმავე ღამეს მოათავსეს ქ. გორის საავადმყოფოში, სადაც მიყენებული დაზიანებების შედეგად სამი დღის შემდეგ –გარდაიცვალა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დ. ა-ს ქმედება დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია); დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტზე (1998 წლის 18 სექტემბრის კანონით მიღებული რედაქცია); საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა,» «ბ», «გ», «ზ» და «თ» ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი სსკ-ის 133-ე მუხლზე; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 238-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეორე ნაწილიდან (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტის მოქმედ რედაქციაზე.

დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» პუნქტით (2006 წლის 31 მაისის შემდეგ მოქმედი რედაქცია), 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეექვსე პუნქტით (1998 წლის 18 სექტემბრის კანონით მიღებული რედაქცია) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქცია) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 31 მაისის შემდგომ მოქმედი რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 133-ე მუხლით (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» პუნქტით (2006 წლის 31 მაისის შემდეგ მოქმედი რედაქცია), 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით (1998 წლის 18 სექტემბრის კანონით მიღებული რედაქცია) 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეექვსე პუნქტით (1998 წლის 18 სექტემბრის კანონით მიღებული რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისის შემდეგ მოქმედი რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლით პირველი და მეექვსე პუნქტებით (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია) _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 133-ე მუხლით (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეექვსე პუნქტით (1998 წლის 18 სექტემბრის კანონით მიღებული რედაქცია) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დ. ა-ს სასჯელად განესაზღვრა 75 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი რედაქციის 50-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, დ. ა-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული დ. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის ბრალეულობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების _ გ. მ-ს, ბ. ი-ს, ზ. კ-ს, დ. ბ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გორის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების _ გ. კ-ს, ზ. უ-სა და ი. უ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენებით უდავოდ დასტურდება, რომ დ. ა-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების, შენახვისა და შეძენის ნაწილში სწორად არის დადგენილი და დაკვალიფიცირებული, ძველი და მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ყაჩაღობის ნაწილში ქმედების ცალკეული ეპიზოდების მიხედვით კვალიფიკაციისა და, შესაბამისად, ცალ-ცალკე სასჯელების დანიშვნის ნაწილში.

დ. ა-ს მსჯავრი დაედო 1992-93 წლებში ჩადენილი ყაჩაღური ქმედებებისათვის, რის გამოც მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით, რომლებიც სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-15 წლამდე. შემდგომში, სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, 152-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი) გათვალისწინებულ იქნა სსკ-ის 96-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, თუმცა სასჯელი დარჩა იგივე. აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოება მოცემულია ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტში _ ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 8-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ დ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტიდან არასწორად გადააკვალიფიცირა 96-ე მუხლზე. განსახილველი დანაშულის შემთხვევაში, დ. ა-ს ქმედება ამ ნაწილში უნდა გადაკვალიფიცირდეს 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტზე, ძველი რედაქციის მინიმუმის გათვალისწინებით.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

2007 წლის 4 ივლისის ცვლილებამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არაერთგზისობა გულისხმობს ამავე მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. თუ არაერთგზისი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია მაკვალიფიცირებელ გარემოებად, რომელიც უფრო მკაცრ სასჯელს იწვევს, პირის მიერ ჩადენილი ორი ან მეტი დანაშაული დაკვალიფიცირდება ამ კოდექსის მუხლის შესაბამისი ნაწილით, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი არაერთგზისი დანაშულისათვის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ დ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის სამივე ეპიზოდში უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ ერთი მუხლით _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით-ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით (2007 წლის 4 ივლისის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია), ვინაიდან ამ მუხლის ყოველი მომდევნო ნაწილი მოიცავს წინას, რაშიც სააპელაციო სასამართლომ დ. ა-ს სწორად დასდო მსჯავრი და უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი, ხოლო განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამიხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ დ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის სამივე ეპიზოდში დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით (2007 წლის 4 ივლისის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 31 მაისის შემდგომ მოქმედი რედაქცია), 133-ე მუხლით (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია), 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 104-ე მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტებით (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია), 133-ე მუხლით (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია), 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქმედების ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიესაჯოს 49 (ორმოცდაცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი რედაქციის 50-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, დ. ა-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 24 (ოცდაოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.