შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1356აპ08 25 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ის დამცველის, ადვოკატ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით ზ. გ. დაბადებული .. .. .. წლის თბილისში, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, ნასამართლეობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ტ-ის ქუჩის შესახვევი ¹.., ბინა ¹..-ში,_ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით.
ზ. გ-ს მსჯავრი დაედო ქურდობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 11 აპრილს ზ. გ-მა გადაწყვიტა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა თბილისში, ტ-ის ქუჩა ¹..-ში, ¹..-ე კორპუსის პირველ სართულზე არსებულ ი. ფ-ს კუთვნილ მაღაზიაში განთავსებულ მოძრავ ნივთებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი დაახლოებით 5:25 საათზე მივიდა ზემოთ მითითებულ მისამართზე და მომარჯვებული ქვით ჩაამტვრია მაღაზიის კარი 100 ლარად ღირებული მინა, რა დროსაც განადგურდა მაღაზიაში გასაყიდად არსებული 14 ლარად ღირებული “ნემიროვის” ფირმის არაყის ბოთლი. ვიტრინის ჩამტვრევის გზით ზ. გ-მა უკანონოდ შეაღწია მაღაზიაში, თუმცა მან ვერ შეძლო თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა და მაღაზიაში განთავსებული ნივთების დაუფლება, რადგან იგი დააკავეს შემთხვევის ადგილზე მისულიმა შინაგან საქმეთA სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა. აღნიშნული ქმედებით ზ. გ-მა დაზარალებულ ი. ფ-ს მიაყენა ქონებრივი ზიანი 114 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა ზ. გ-მა და მისმა დამცველმა თ. ნ-მ
აპელანტი –მსჯავრდებულ ზ. გ-ის დამცველი, ადვოკატი თ. ნ. თავისი საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ივნისის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ზ. გ-სთვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის შეფარდებას შემდეგი მოტივებით: მსჯავრდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ჰყავს პენსიონერი და ავადმყოფი მამა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენით არ დააკმაყოფილა ზ. გ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ თ. ნ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განაჩენი ზ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ზ. გ-ის დამცველმა, ადვოკატმა, გ. სამუშიამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლია საქმეთა პალატას. კასატორი თავისი საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულ ზ. გ-სთვის სასჯელის ზომად სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის შეფარდებას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიმართ მისი დამცველის, ადვოკატ გ. ს-ს საჩივრის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ზ. გ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებლივი დევნა შემდეგ გარემოებათAგამო:
საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებული ზ. გ. შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ჟ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუU მსჯავრდებული შეწყალებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. გ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის მე- 19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ჟ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტითაAდა 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841 განკარგულების საფუძველზე ზ. გ-ის მიმართ, მისი შეწყალების გამო, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.