საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
1429აპ 16 მარტი 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-სა და თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ნ. Yჟ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით:
ტ. ს. _ დაბადებული .. .. .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით –3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 108-ე მუხლით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილისა და სსკ-ის 50-ე მუხლის IV ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ტ. შ-ს განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 499-ე მუხლის საფუძველზე ტ. შ-მ შეფარდებული სასჯელი უნდა მოიხადოს სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.
ტ. ს-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2007 წლის 6 ნოემბრიდან.
ნივთმტკიცებები _ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ თ. გ-ის შავი ფერის ქურთუკი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ თ. გ-ის მორუხო-მოწითალო ფერის ნაქსოვი სვიტრი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ თ. გ-ის ყავისფერი მაისური; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ თ. გ-ის ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ თ. გ-ის ყავისფერი ტყავის ქამარი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ თ. გ-ის რუხი ფერის წინდები; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ თ. გ-ის ერთი წყვილი ყავისფერი ფეხსაცმელი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ თ. გ-ის „პილოტის“ ფირმის მაჯის საათი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. გ-ს; ს. მ-ის გვამიდან მარჯვენა მხარეს, გვერდით მდებარე საწოლიდან ამოღებული ჭრელი გადასაფარებელი,K გვამის თავის მხარეს მდებარე საწოლიდან ამოღებული ჭრელი გადასაფარებელი,K ს. მ-ის კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დროს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. მ-ს; ტ. ს-ის ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი რუხ-შავ ფერებში, იმეი კოდით .. .. .. , საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს თ. პ-ს; ტარიელ საყვარელიძის კუთვნილი შავი ფერის პერანგი, გრძელი სახელოებით და ღილებზე შესაკრავით, ტ. ს-ის კუთვნილი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი „ცონს“ ფირმის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს განსასჯელის ოჯახის წევრებს; ც. K-ის ბინის ლოჯიის ოთახში არსებული საწოლიდან ამოღებულ იქნა 1 ცალი, თეთრი ფერის საბანზე გადასაკრავი, 1 ცალი თეთრი ფერის ზეწარი და ერთი ცალი უჯრედებიანი ბალიშზე გადასაკრავი; ც. კ-ის ბინის სასტუმრო ოთახში არსებული საწოლიდან ამოღებული, 2 ცალი მოლურჯო ფერის ბალიშზე გადასაკრავი და ერთი ცალი საბანზე გადასაკრავი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს ც. კ-ს; თ. პ-ის კუთვნილი რუხი ფერის შარვალი,K თ. პ-ის კუთვნილი შავი ფერის ჟაკეტი; თ. პ-ის კუთვნილი, ღია ყავისფერი ნაქსოვი სვიტრი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს თ. პ-ს;
ც. კ-ის ბინის ლოჯიაში მოთავსებული ქაღალდის ყუთიდან ამოღებული შავი ფერის პატარა ზომის ¹.. .. .. პისტოლეტი, ერთი ცალი მჭიდითა და 9 ცალი ვაზნით; ც. კ-ის ბინის საპირფარეშო ოთახში, აბაზანის ქვეშ ნანახი და ამოღებული, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პაკეტში, წარწერით „გალუაზი“, შეფუთული ერთი ცალი ვაზნა, რომელსაც პისტონის ირგვლივ გააჩნია წარწერა ლათინური ასოებით: „.. .. .. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გადაეცეს შს შესაბამის სამსახურს; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ ე. გ-ს შავი ფერის უმკლავო ქურთუკი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ ე. გ-ს შავ-თეთრ ფერებში გაწყობილი ნაქსოვი სვიტრი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ ე. გ-ს ორი ცალი შავი ფერის მაისური; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ ე. გ-ს შავი ფერის შარვალი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ ე. გ-ს შავი ფერის ტყავის ქამარი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული გარდაცვლილ ე. გ-ს შავი ტრუსი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ ე. გ-ს შავი ფერის წინდები; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ ე. გ-ს შავი ფერის ფეხსაცმელი; B.. .. .. მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით ¹.. .. .. , სალონში არსებული საბარგულიდან ამოღებული, მოყავისფრო ტყავის ქურთუკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ჯ.Gგ-ს; ს. მ-ის მკვლელობის ადგილიდან ამოღებული, წითელი ფერის ლაქის ნიმუში; მოთეთრო ფერის პლასტმასის საგანი, გვამის თავთან მდებარე კედლიდან; იატაკიდან 75 სანტიმეტრის სიმაღლეზე ნანახი და ამოღებული ვერცხლისფერი, ბრტყელი, მომრგვალო ფორმის მეტალის საგანი; გვამის თავთან, მოპირდაპირედ არსებულ კედელთან მოთავსებული საწოლის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული რუხი ფერის, მომრგვალო ფორმის ლითონის საგანი, რომელსაც აღენიშნება ლაქები და ტანსაცმლის ძაფის ნარჩენები _ მოწითალო ფერის; გვამის ზურგის მხარეს არსებულ ჭრილობასთან ნანახი მოთეთრო ფერის პლასტასის საგანი, სისხლის მაგვარი წითელი ფერის ლაქებით; ბინაში შემოსასვლელი კარების გარეთა ზედაპირიდან ამოღებული 3 (სამი) ხელის თითის კვალი წებოვან ლენტზე, აღნიშნული კარების შიგნითა ზედაპირიდან ამოღებულ იქნა 3 (სამი) თითის კვალი წებოვან ლენტზე. 2 (ორი) ხელის თითის კვალი ამოღებულ იქნა ბინაში შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ არსებული დერეფნის მარჯვენა კედლიდან ლოჯიის ოთახის კუთხეში. ამავე ადგილიდან დაქტილოფირზე ამოღებული, ორი ხელის კვალი. სულ 10 (ათი) ხელის კვალი; ავტომანქანა „.. .. ..“, სახელმწიფო ნომრით «.. .. ..», დათვალიერებისას წინა ორივე სავარძლის საზურგიდან, უკანა სავარძლის საზურგიდან და საჯდომიდან ამოღებული შესაბამისი მიკრონაწილაკების 4 (ოთხი) ნიმუში; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროზექტურიდან ამოღებული, ს. მ-ის გვამიდან აღებული ფრჩხილები, თმები და ორი ანაწმენდი; ტ. ს-ის შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული აბების ე.წ. „ლისტი“, რომელშიც მოთავსებულია ერთი ცალი აბი, ლისტზე აღენიშნება წითელი ფერის არაბულენოვანი წარწერა, რომელსაც აღენიშნება ასევე წარწერა „დეაზეპამი“; ც. კ-ის ბინის სასტუმრო ოთახში, შესასვლელ თაღთან არსებული კარადის თავიდან ამოღებული ტყავის შავი ფერის საფულე; ტ. ს-ის თმის ნიმუშები, ფრჩხილების ანაჭრები და ანაწმენდი დენტის კვალზე _ აღებული ყურებიდან, ცხვირის ნესტოებიდან, ხელებიდან და წარბებიდან; ტ. ს-სგან ექთანის დახმარებით აღებული სისხლის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში; თ. გ-ის გვამთან, მიწის ზედაპირიდან 3.0 სანტიმეტრის სიღრმიდან ამოღებული, რუხი ფერის მეტალის ნაჭერი, მრგვალი ფორმის, რომელიც ოდნავ დეფორმირებულია; ამავე მეტალის ნაჭრით მიერთებული მოთეთრო ფერის მრგვალი ფორმის ორდანაყოფიანი პლასტმასის რგოლი; რკინის მეტალის ირგვლივ გრუნტოვანი ზედაპირიდან დოლბანდის მეშვეობთი აღებული სისხლისმაგვარი ლაქიდან ნიმუში; ე. გ-ს გვამთან გრუნტოვანი ზედაპირიდან 2.0 სმ-ის სიღრმეში ნანახი «მოსერო» ფერის მეტალის საგანი, რომელსაც აღენიშნება დეფორმაციის კვალი; ამავე ადგილზე ნანახი ორი ცალი პლასტმასის რგოლი; ამავე ადგილზე ნანახი ერთი ცალი ყვითელი ფერის მეტალის გულა; შემთხვევის ადგილზე არსებული ხის ძირიდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი ერთჯერადი სამედიცინო შპრიცი; შემთხვევის ადგილზე არსებული ხის ძირიდან ამოღებული მწვანე ფერის პოლიეთილენის ერთლიტრიანი ბოთლი წარწერით „ნაბეღლავი“, შემთხვევის ადგილზე არსებული ხის ძირიდან ამოღებული ერთი ცალი ხუთასგრამიანი გამჭვირვალე თეთრი ფერის პოლიეთილენის ბოთლი; შემთხვევის ადგილზე არსებული ხის ძირიდან ამოღებული ერთი ცალი 2 ლიტრიანი, ყავისფერი პოლიეთილენის ბოთლი, რომელშიც ასხია მცირე ზომის თეთრი გამჭვირვალე სითხე; შემთხვევის ადგილზე არსებული ხის ძირიდან ამოღებული ერთი ცალი გამჭვირვალე შუშის ცარიელი ბოთლი, რომელსაც აღენიშნება წარწერა „ჰერცოგი“; შუშის ბოთლზე წარწერით „ჰერცოგი“ აღმოჩენილი სამი ცალი ხელის თითის კვალი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის პროზექტურიდან ამოღებული, გარდაცვლილ ე. გ-ს და თ. გ-ის გვამებიდან აღებული, ფრჩხილების ანაჭრები და თმის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს; „დვდ“ კომპაქტ-დისკი, რომელზეც აღბეჭდილია 2007 წლის 18 ოქტომბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება – მოწმე რ. ო-ის დაკითხვა; „დვდ“ კომპაქტ-დისკი, რომელზეც აღბეჭდილია 2007 წლის 18 ოქტომბერს, თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების შენობაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება _ მოწმე თ. გ-ის დაკითხვა; „.. .. ..“ ფირმის ვიდეოკასეტა, რომელზეც აღბეჭდილია 2007 წლის 18 ოქტომბერს თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება _ მოწმე ზ. ი-ის დაკითხვა; ტ. ს-ის შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული „მაგთიკომის“ სიმბარათი, რომელსაც გააჩნია წარწერები ციფრებით .. .. .. ; ტ. ს-ის შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული „მაგთიკომის“ სიმბარათი, რომელსაც გააჩნია წარწერები ციფრებით – .. .. .. ; ც. კ-ის ბინის სასტუმრო ოთახში, შესასვლელ თაღთან არსებული კარადის თავიდან ამოღებული „მაგთიკომის» აბონენტის ნომერ .. .. .. ხელშეკრულება; საფულეში ნანახი და ამოღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 3 (სამი) ოქმი შემდეგი ნომრებით; ¹.. .. .. , ¹.. .. .. , ¹.. .. .. ; საფულეში ნანახი და ამოღებული ცნობა საყვარელიძის სამხედრო სამსახურში ვარგისიანობის შესახებ, გაცემული ქ. თბილისის ისანი-სამგორის გამგეობის სამხედრო განყოფილების მიერ; საფულეში ნანახი და ამოღებული ე. ნ-ის სახელზე რუსულ ენაზე გაფორმებული ¹16 ფორმა უნდა შეინახოს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ტ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-სა და თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ნ. Yჟ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ტ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-სა და თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ნ. Yჟ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.