შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
226საზ-07 ქ. თბილისი
8 ივლისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. Aა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:
1. დ. რ-ის ძე ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილითა და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 15 წლით, მე-17 მუხლის მე-2 ნაწილითა და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 15 წლით, 78-ე მუხლით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ სიკვდილი, სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ სიკვდილი. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის გამოყენებით, დ. Aა-ეს საბოლოოდ მიესაჯა სიკვდილი.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹... ბრძანებულებით დ. Aა-ეს სიკვდილი შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 8 იანვრიდან;
2. თ. Dა-ის ძე ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 206-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. «ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 1995 წლის 2 ივნისის კანონის შესაბამისად გათავისუფლდა აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. მსჯავრდებულს ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილითა და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიესაჯა სიკვდილი;
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹--- ბრძანებულებით თ. Aა-ეს სიკვდილი შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 1993 წლის 4 სექტემბრიდან;
3. მ. თ-ის ძე მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 15 წლით, მე-17 მუხლის მე-2 ნაწილითა და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 10 წლით, ხოლო 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, მ. Mმ-ს საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;
4. ჯ. რ-ის ძე ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 22 მარტიდან;
5. ი. ი-ს ძე შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 78-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 20 იანვრიდან;
6. თ. Gგ-ის ძე ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 15 წლით, მე-17 მუხლის მე-2 ნაწილითა და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 12 წლით, ხოლო 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ. ჯ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;
7. რ. თ-ის ძე ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1996 წლის 20 სექტემბრიდან;
8. ჯ. დ-ის ძე ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 14 წლით, მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილითა და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 10 წლით, ხოლო 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. ხ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 20 იანვრიდან;
9. დ. ვ-ს ძე ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 14 წლით, ხოლო 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
10. ზ. Hჰ-ის ძე შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 78-ე მუხლით _ 11 წლით, ხოლო მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილითა და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 20 იანვრიდან;
11. ა. რ-ის ძე ზ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 78-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;
12. მ. ა-ის ძე დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-5 პუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 24 იანვრიდან;
13. ნ. ჰ-ის ძე შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილითა და 78-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 20 იანვრიდან;
14. ბ. ლ-ის ძე ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 4 სექტემბრიდან;
15. ვ. მ-ის ძე შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 205-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა «ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 2 ივნისის კანონის შესაბამისად; სსკ-ის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით, ხოლო მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილითა და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულის ჩამოერთვა პოლიციის მაიორის წოდება. მას საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 31 იანვრიდან;
16. მ. ჯ-ის ძე ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 78-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;
17. ი. ჯ-ის ძე ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილითა და 78-ე მუხლით და მიესაჯა _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დ. რ-ის ძე ა-ემ, რომელიც წარსულში არაერთხელ იყო გასამართლებული, მათ შორის _ მძიმე დანაშაულისათვის, 1989 წლის გაზაფხულზე შექმნა მტკიცედ შეკავშირებული და შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო და მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლებას, ადამიანთა გატაცებას ფულის გამოძალვის მიზნით და აქტიური მონაწილეობა მიიღო ბანდიტური ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულებში.
უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით ბანდიტურმა ჯგუფმა განახორციელა: 1989 წლის გაზაფხულზე თ. Uუ-ის, 1992 წლის დეკემბერში რ. ს-ის, აპრილში – ა. მ-ის, 1993 წლის ივლისში _ თ. უ-ის, აგვისტოში – შ. ს-ის, 1994 წლის იანვარში _ შ. თ-ის, მარტში – დ. Bბ-ის, იანვარში – მ. Dდ-ის, ნოემბერში – ი. ც-ის, 1995 წლის იანვარში დ. ხ-ის ოჯახებზე შეიარაღებული თავდასხმა და პირადი ქონების გატაცება, რა დროსაც ადგილი ჰქონდა მძევლად აყვანას;
მანვე, 1993 წლის 2 ოქტომბერს, თ. დ-ის ძე ა-ის დავალებით, პირთა ჯგუფთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოკლა ხ-ის რაიონის პოლიციის უფროსი ვ. გ-ე;
მანვე, 1994 წლის იანვარში, ბანდიტურ ჯგუფთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩაიდინა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ე. ხ-ის მკვლელობის მცდელობა;
მანვე, 1994 წლის 20 მარტს, დამამძიმებელ გარემოებებში _ განმეორებით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მოკლა პოლიციის ორი მუშაკი _ ა. ი-ე და შ. მ-ე;
მანვე, 1994 წლის დეკემბერში, ბანდიტურ ჯგუფთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩაიდინა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ა-ის მკვლელობის მომზადება.
თ. დ-ის ძე ა-ემ 1993 წლის ივლისში ჩაიდინა დანაშაულის განუცხადებლობა, კერძოდ, იცოდა რა, რომ თ. უ-ის ბინაზე შეიარაღებული თავდასხმის გზით დ. Aა-ის მიერ ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული იყო მ. Uუ-ი, არ განაცხადა აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში.
მანვე, 1993 წლის სექტემბერში წააქეზა დ. რ-ის ძე ა-ე, საქართველოს ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოეკლა ხ-ის რაიონის პოლიციის უფროსი ვ. გ-ე, რაც 2 ოქტომბერს სისრულეში იქნა მოყვანილი.
მ. თ-ს ძე მ-ამ, რომელიც 1992 წლის ნოემბერში გაერთიანდა დ. ა-ს მიერ შექმნილ ბანდიტურ ჯგუფში, განახორციელა: 1992 წლის დეკემბერში _ რ. ს-ის, 1993 წლის აპრილში _ ა. მ-ის, ივნისში _ თ. უ-ის, მარტში _ დ. ბ-ის, ივლისში _ მ. Dდ-ის, ნოემბერში _ ი. ც-ს, 1995 წლის იანვარში _ დ. ხ-ის ოჯახებზე შეიარაღებული თავდასხმა, პირადი ქონების გატაცება და ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანთა გატაცება;
მანვე, 1993 წლის 2 ოქტომბერს, ბანდიტურ ჯგუფთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოკლა ხ-ის რაიონის პოლიციის უფროსი ვ. გ-ე;
მანვე, 1994 წლის იანვარში, ბანდიტურ ჯგუფთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩაიდინა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ე. ხ-ის მკვლელობის მცდელობა;
ჯ. რ-ის ძე ჯ-ემ 1992 წლის 20 დეკემბერს, პირთა ჯგუფთან ერთად, ბინაში შეღწევით ჩაიდინა რ. ს-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა.
ი. შ-მა, რომელიც 1992 წლის დეკემბერში გაერთიანდა დ. ა-ის მიერ შექმნილ ბანდიტურ ჯგუფში, განახორციელა: 1992 წლის დეკემბერში რ. ს-ის, 1993 წლის აპრილში – ა. მ-ის, ივლისში _ თ. უ-ის, აგვისტოში _ შ. შ-ის ოჯახებზე შეიარაღებული თავდასხმა, გაიტაცა მათი ქონება, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფულის გამოძალვის მიზნით ოჯახის წევრების გატაცებას.
თ. გ-ის ძე -ემ, რომელიც 1993 წლის გაზაფხულზე გაერთიანდა დ. ა-ის მიერ შექმნილ ბანდიტურ ჯგუფში, განახორციელა: 1993 წლის აპრილში _ ა. მ-ის, ივნისში _ თ. უ-ის, აგვისტოში _ შ. შ-ის, 1994 წლის იანვარში _ შ. თ-ის, მარტში – დ. ბ-ის, ივლისში – მ. დ-ის, ნოემბერში _ ი. ც-ის, 1995 წლის იანვარში _ დ. ხ-ის ოჯახებზე შეიარაღებული თავდასხმა, გაიტაცა პირადი ქონება, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანთა გატაცებას;
მანვე, 1993 წლის 2 ოქტომბერს, დ. ა-ის ბანდიტურ ჯგუფთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოკლა ხ-ის რაიონის პოლიციის უფროსი ვ გ-ე;
მანვე, 1994 წლის იანვარში, ბანდიტურ ჯგუფთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩაიდინა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ე. ხ-ის მკვლელობის მცდელობა.
რ. თ-ის ძე ა-ემ 1993 წლის 28 აპრილს ჩაიდინა ა. მ-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა, პირთა ჯგუფთან ერთად, ბინაში შეღწევით.
ჯ. ხ-ა, რომელიც 1993 წლის ივლისში გაერთიანდა დ. ა-ის მიერ ჩამოყალიბებულ ბანდიტურ ჯგუფში, განახორციელა: 1993 წლის ივნისში _ თ. უ-ს, აგვისტოში _ ი. ც-ის, 1994 წლის ივლისში _ მ. Dდ-ს, ნოემბერში _ ი. ც-ის ოჯახებზე შეიარაღებული თავდასხმა, პირადი ქონების გატაცება, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრთა მძევლად აყვანას.
მანვე, 1993 წლის 2 ოქტომბერს, დ. ა-ის ბანდიტურ ჯგუფთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოკლა ხ-ის რაიონის პოლიციის უფროსი ვ. გ-ე;
მანვე, 1994 წლის დეკემბერში, პირთა ჯგუფთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩაიდინა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ა-ის მკვლელობის მომზადება.
დ. ჯ-მ, რომელიც 1993 წლის ივლისში გაერთიანდა დ. ა-ის მიერ ორგანიზებულ ბანდიტურ ჯგუფში, განახორციელა: 1993 წლის ივლისში _ თ. უ-ის, აგვისტოში - შ. ს-ის, 1994 წლის ნოემბერში – ი. ტ-ის ოჯახებზე შეიარაღებული თავდასხმა, პირადი ქონების დაუფლება, რა დროსაც ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს ოჯახის წევრები;
მანვე, 1993 წლის 2 ოქტომბერს, დ. ა-ის ჯგუფთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოკლა ხ-ის რაიონის პოლიციის უფროსი ვ. გ-ე.
ზ. შ-ემ, რომელიც 1992 წლის სექტემბერში გაერთიანდა დ. ა-ის მიერ ორგანიზებულ ბანდიტურ ჯგუფში, 1993 წლის ივნისში მონაწილეობა მიიღო თ. უ-ის ოჯახზე შეირაღებულ თავდასხმაში, რა დროსაც გაიტაცეს ფასეულობა და მძევლად აიყვანეს მ. უ-ი. ამასთან, იგი 1992 წლიდან 1995 წლამდე პერიოდში სისტემატიურად ეხმარებოდა შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფის წევრებს სხვადასხვა საშუალებით.
მანვე, ბანდიტურ ჯგუფთან ერთად, 1994 წლის დეკემბერში, საქართველოს სახელმწიფოს შესუსტების მიზნით, სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩაიდინა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ა-ის მკვლელობის მომზადება.
ა. ზ-მ, რომელიც 1994 წლის იანვარში გაერთიანდა დ. ა-ის მიერ ორგანიზებულ ბანდიტურ ჯგუფში, განახორციელა: 1994 წლის იანვარში _ შ. თ-ის, მარტში _ დ. ბ-ის, ივლისში _ მ. დ-ის, ნოემბერში – ი. ც-ის, 1995 წლის იანვარში _ დ. ხ-ის ოჯახებზე შეიარაღებული თავდასხმა, საიდანაც პირადი ქონების გატაცებასთან ერთად ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრთა მძევლად აყვანას, ფულის გამოძალვის მიზნით.
მ. დ-ემ, 1994 წლის ივლისში, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით ჩაიდინა მ. დ-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა.
ნ. შ-მ, რომელმაც იცოდა დ. ა-ის მიერ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფის არსებობისა და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, დახმარება აღმოუჩინა მას (ეხმარებოდა ავტომანქანით დანაშაულის ჩადენის ადგილზე მისვლასა და უკან დაბრუნებაში, მალავდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას).
Bე. ლ-ემ, რომელსაც კანონიერად ჰქონდა მიღებული ხელისუფლებისაგან კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატის 60 ვაზნა, აღარ ჩააბარა ისინი და უკანონოდ შეინახა, ხოლო 1994 წლის ოქტომბერში გაასაღა _ აჩუქა ნ. შ-ეს.
ვ. შ-ემ 1994 წლის ზაფხულში, «გაზ-24» მარკის ავტომანქანით უკანონოდ გადაზიდა ყუმბარმტყორცნი, საბრძოლო აღჭურვილობით;
მანვე, წინასწარი შეპირების გარეშე დაფარა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება;
მანვე, 1994 წლის დეკემბერში, საქართველოს სახელმწიფოს შესუსტების მიზნით, სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩაიდინა აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ა-ის მკვლელობის მომზადება.
მ. ჯ-ის ძე ქ-ემ, რომელიც 1994 წლის სექტემბერში გაერთიანდა დ. ა-ის მიერ ორგანიზებულ ბანდიტურ ჯგუფში, 1994 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, დამალა ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, მისცა ჯგუფის წევრებს თავშესაფარი, ხოლო 1995 წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო ჯგუფთან ერთად დ. ხ-ის ოჯახზე შეიარაღებულ თავდასხმასა და პირთა მძევლად აყვანაში.
ი. ჯ-ის ძე ქ-ემ, რომელმაც იცოდა დ. ა-ის მიერ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფის არსებობა და მისი საქმიანობა, დახმარება აღმოუჩინა ჯგუფს მისი საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის გადამალვაში, ხოლო 1994 წლის დეკემბერში დაეხმარა ბანდიტური ჯგუფის წევრებს თავდასხმის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ ნივთიერებათა და საბრძოლო მასალის მიტანაში.
მსჯავრდებული დ. ა-ე საჩივრით ითხოვს მის მიმართ 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირებას, იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის იმჟამად მოქმედი რედაქციით თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მაქსიმუმი შეადგენდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთას.
სამოტივაციო ნაწილი:
სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ჯგუფურად მკვლელობის მცდელობისათვის, ასევე _ ჯგუფურად, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განმეორებით, ორი პოლიციელის მკვლელობისათვის, რაშიც, სხვა ქმედებებთან ერთად, ბრალი დაედო დ. Aა-ს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელად დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით 10-დან 20 წლამდე. რაც შეეხება აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მკვლელობის ჯგუფურად მომზადებას, ეს დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის მე-18,325-ე მუხლით და სასჯელად ადგენს 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ადრე მოქმედი სსკ-ის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის (შეიარაღებული ბანდის ორგანიზება) მოქმედი კანონით გამკაცრდა სასჯელი.
ამრიგად, დ. ა-ის ქმედებების მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 67-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემდეგ სიკვდილის დასჯის გაუქმების გამო დ. Aა-ეს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს 15 წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისათვის.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. Aა-ეს, რომელსაც განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.
ამავე მოტივებით თ. ა-ეს ადრე მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილითა და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების გამო სასჯელის საბოლოოდ ზომად უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენიდან თ. Aა-ის მიმართ უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში მის მიმართ საქმე შეწყდეს, რადგან თ. ა-ე მსჯავრდებულია ჩადენილი დანაშაულის განუცხადებლობისათვის, რასაც 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა და სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ შემთხვევაში ახალ კანონს აქვს უკუძალა.
გარდა ამისა, მ. მ-ს, თ. ჯ-ის, ჯ. ხ-სა და დ. ჯ-ს ქმედება სსკ-ის 78-ე მუხლიდან (რისთვისაც დანიშნული აქვთ 14-14 და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის სანქცია ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მომართვის შესაბამისად, მ. თ-ის ძე მ-ა, ი. ი-ეს ძე შ-ი, თ. გ-ს ძე ჯ-ე, რ. თ-ის ძე ა-ე, ჯ. Dდ-ის ძე ხ-ი, დ. ვ-ის ძე ჯ-ა, ვ. მ-ის ძე შ-ე, მ. ჯ-ის ძე ქ-ე და ი. ჯ-ის ძე ქ-ე გათავისუფლებულები არიან სასჯელის მოხდისაგან, ხოლო თ. დ-ს ძე ა-ე, ჯ. რ-ის ძე ჯ-ე, ზ. Hა-ს ძე შ-ე, ა. რ-ის ძე ზ-ა, მ. ა-ის ძე დ-ე, ნ. Hჰ-ის ძე შ-ე და ბ. შ-ის ძე ლ-ე სასჯელაღსრულების საპყრობილეებში შესახლებული არ ყოფილან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ დ. რ-ს ძე ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს: დ. რ-ის ძე ა-ეს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ. რ-ის ძე ა-ეს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
თ. დ-ის ძე ა-ეს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილითა და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გასაჩივრებული განაჩენიდან თ. Aა-ის მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 206-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში თ. Aა-ის მიმართ შეწყდეს საქმე;
მ. მ-ას, თ. ჯ-ის, ჯ. ხ-ის და დ. ჯ-ას ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამ მუხლით მათ განესაზღვროთ 12-12 (თორმეტ-თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ. რ-ის ძე ა-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მ. Mმ-ას საბოლოოდ განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სხვა მსჯავრდებულებისათვის საბოლოო სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.