შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 21.04.2009
საქმის ნომერი
21საზ.-2009
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

21/საზ-09 21 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ა-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის განაჩენით:

ლ. ჯ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილი ბრალდება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», «ე», «ვ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი მის მიმართ პირობით არ იქნა გამოყენებული 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

ე. კ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილი ბრალდება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», «ე», «ვ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი მის მიმართ პირობით არ იქნა გამოყენებული 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

კ. უ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილი ბრალდება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», «ე», «ვ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი მის მიმართ პირობით არ იქნა გამოყენებული 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

კ. კ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილი ბრალდება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», «ე», «ვ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი მის მიმართ პირობით არ იქნა გამოყენებული 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

ზ. ჩ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილი ბრალდება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», «ე», «ვ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი მის მიმართ პირობით არ იქნა გამოყენებული 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

პირობით მსჯავრდებულთა ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულებს დაეკისრათ დაზარალებული ორგანიზაციის სასარგებლოდ 4097 ლარის გადახდა თანაბარწილად, ე.ი თითოეულს _ 819 ლარისა და 40 თეთრის გადახდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის დადგენილებით მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება შეიცვალა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.

განაჩენით ლ. ჯ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ფერადი ლითონის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რამაც მოსახლეობისათვის სასიცოცხლო ენერგეტიკული ობიექტის დაზიანება გამოიწვია.

მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ც. A-ი საჩივრით ითხოვს ლ. ჯ-ს მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გაუქმებას და მის ცნობას სასჯელმოხდილად იმ მოტივით, რომ საქართველოს სსკ-ი-ს 182I-ე მუხლი, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამოღებულია სისხლის სამართლის კოდექსიდან. ამასთან იგი ითხოვს, იმ ვადის დადგენას, თუ საიდან დაეწყო მას წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენით პირობითად დანიშნული სასჯელის გამოსაცდელი ვადის ათვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 182I-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად 182I-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

განაჩენით ლ. ჯ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», «ე», «ვ» ქვეპუნქტებით (2002 წლის 21 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

სისხლის სამართლის კოდექსის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2002 წლის 21 ივნისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფერადი ლითონის დაუფლებისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა რვიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2002 წლის 21 ივნისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

სისხლის სამართლის კოდექსის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით (2002 წლის 21 ივნისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფერადი ლითონის დაუფლებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა რვიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტის სახით (2002 წლის 21 ივნისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ» ქვეპუნქტით (2002 წლის 21 ივნისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფერადი ლითონის დაუფლებისათვის, რამაც მოსახლეობისათვის სასიცოცხლო ენერგეტიკული ობიექტის დაზიანება გამოიწვია, ვინაიდან ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაბამისი მუხლები აღნიშნულ ქმედებას არ ითვალისწინებს, მსჯავრდების ამ მუხლით შერაცხული მსჯავრი უნდა ამოერიცხოს და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

რაც შეეხება იმ ვადის დადგენას, თუ საიდან დაეწყო მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განაჩენით პირობითად დანიშნული სასჯელის გამოსაცდელი ვადის ათვლა, პალატა განმარტავს, რომ განაჩენით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის დროს დადგენილი გამოსაცდელი ვადის ათვლა ხდება საქართველოს კანონით «არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ».

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ე. კ-ს, კ. უ-ს, კ. კ-სა და ზ. ჩ-ს მიმართაც და მიიჩნია, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის განაჩენი მათ მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული მსჯავრდებულების _ ე. კ-ს, კ. უ-ს, კ. კ-სა და ზ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2002 წლის 21 ივნისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, ხოლო მათივე დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტის სახით (2002 წლის 21 ივნისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულთა სასიკეთოდ იცვლება.

რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულთა ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ» ქვეპუნქტით (2002 წლის 21 ივნისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფერადი ლითონის დაუფლებისათვის, რამაც მოსახლეობისათვის სასიცოცხლო ენერგეტიკული ობიექტის დაზიანება გამოიწვია, ვინაიდან ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაბამისი მუხლები აღნიშნულ ქმედებას არ ითვალისწინებს, მსჯავრდებულებს ამ მუხლით შერაცხული მსჯავრი უნდა ამოერიცხოთ და ამ ნაწილში მათ მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ ლ. ჯ-ს ე. კ-ს, კ. უ-ს, კ. კ-სა და ზ. ჩ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან სანქციის ფარგლებშია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ა-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 აპრილის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულების _ ლ. ჯ-ს, ე. კ-ს, კ. უ-ს, კ. კ-სა და ზ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2002 წლის 21 ივნისის რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, ხოლო მათივე დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტის სახით (2002 წლის 21 ივნისის რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან.

მსჯავრდებულების _ ლ. ჯ-ს, ე. კ-ს, კ. უ-ს, კ. კ-სა და ზ. ჩ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის II ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით (2002 წლის 21 ივნისის რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, ამოერიცხოთ საქართველოს სსკ-ის 182I-ე მუხლის II ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ ლ. ჯ-ს, ე. კ-ს, კ. უ-ს, კ. კ-სა და ზ. ჩ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.