შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 04.08.2006
საქმის ნომერი
2კ-65კოლ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.08.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

65-კოლ 4 აგვისტო, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ოშხარელი

განიხილა მსჯავრდებულების _ გ. გ-ის, პ. ნ-ის, დ. და ი. ნ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ო. ხ-ის, დაზარალებულ ს. პ-სა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. შ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 18 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 18 მაისის განაჩენით:

გ. გ-ლს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 27 იანვრიდან.

პ. ნ-ლს საქართველოს სსკ-ის 24, 360-ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე კოდექსის 24, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 27 იანვრიდან.

დ. ნ-ლს საქართველოს სსკ-ის 24, 360-ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე კოდექსის 24, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 28 იანვრიდან.

ი. ნ-ლს საქართველოს სსკ-ის 24, 360-ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე კოდექსის 24, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” პუნქტებით სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 28 იანვრიდან.

საბრალდებო დასკვნით გ. გ-ლს, პ. ნ-სა და დ. ნ-ლს ბრალი დაედოთ გამოძალვასა და ყაჩაღობაში ჯგუფურად, ხოლო ი. ნ-ლს – გამოძალვაში, ყაჩაღობაში ჯგუფურად და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს სახელმწიფო --- სამინისტროს ---, --- გ. გ-ლი, მოქალაქეები: პ. ნ-ლი, დ. ნ-ლი და ი. ნ-ლი 2004 წლის 23 იანვარს ქ. თბილისში დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განიზრახეს ადამიანის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღური გზით თავს დასხმოდნენ თბილისში, --- ¹20-ში მცხოვრებ მოქალაქე ს. პ-ნს, მისი კუთვნილი მოძრავი ნივთის “მერსედეს-ბენცი-ს” მარკის მიკროავტობუსის და მასში არსებული სხვა მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და დიდი ოდენობით დაუფლების მიზნით, რის შემდეგ‚ აგრეთვე‚ ჯგუფურად გადაწყვიტეს ს. პ-საგან გამოეძალათ ფული _ 6000 ამერიკული დოლარი, აღნიშნული ავტომანქანისა და მასში არსებული ნივთების დაბრუნებისათვის, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით. Gგანზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ისინი გამოძიებით დაუდგენელ “ფოლქსვაგენ გოლფ”-ის მარკის ა/მანქანით 2004 წლის 23 იანვარს‚ დაახლოებით 10:00 – 10:30 საათზე დახვდნენ ს. პ-ნს ისანი - სამგორის ტერიტორიაზე არსებულ კახეთის ჩიხში, რა დროსაც ი. Nნ-მა იარაღის მუქარით, ხოლო მისმა თანამზრახველებმა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით ყაჩაღური გზით თავს დაესხნენ ს. პ-ნს და გაიტაცეს 19800 ლარად ღირებული მიკროავტობუსი “მერსედეს-ბენცი”, 600 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი “სამსუნგი-620” და 90 ლარად ღირებული ფირმა “ბოშის-ს” ავტომობილის საყვირები, საერთო ღირებულებით _ 20.490 ლარი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულს.

თანამზრახველებმაGგატაცებული ავტომანქანა გააჩერეს ქ. თბილისში, “---ის” დასახლებაში მდებარე გ. გ-ის მეგობრის _ შ. რ-ის საკუთრებაში არსებულ შპს “---ის‚‚ ტერიტორიაზე. Aრის შემდეგაც დაუკავშირდნენ ს. პ-ის მეგობარს _ რ. მ-ნს და ვინაობის გაუმჟღავნებლად მიკროავტობუსის დასაბრუნებლად მოსთხოვეს 6000 ამერიკული დოლარის გადახდა.

2004 წლის 27 იანვარს, გ. გ-ლი და პ. ნ-ლი დააკავეს შსს-ს თანამშრომლებმა, ხოლო დ. ნ-ლი და ი. ნ-ლი პოლიციამ საკუთარ სახლში აიყვანა 2004 წლის 28 იანვარს.

საბრალდებო დასკვნით მათ ბრალი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, ხოლო ი. ნ-ლს ასევე _ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 18 მაისის განაჩენით გ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის «ა‚‚ «დ‚‚ ქვეპუნქტებიდან, გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 360-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ხოლო მის მიმართ სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” პუნქტებით წარდგენილი ბრალდება _ დარჩა უცვლელად;

პ. ნ-ის, დ. ნ-ის და ი. ნ-ის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის «ა,‚‚ «დ‚‚ ქვეპუნქტებიდან, გადაკვალიფიცირდა თანამონაწილეობით ჩადენილ ამავე კოდექსის 360-ე მუხლის მეორე ნაწილზე. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” პუნქტებით წარდგენილი ბრალდებას, იგი შეეცვალათ თანამონაწილეობით ჩადენილი იმავე დანაშაულით;

ი. Nნ-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილი ბრალდება და იგი ამ ნაწილში გამართლდა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ზემოაღნიშნული განაჩენით გ. გ-ლს მსჯავრი დაედო გამოძალვაში, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.

მანვე ჩაიდინა თვითნებობა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პ. ნ-ლს, დ. და ი. ნ-ებს კი მსჯავრი დაედოთ იმგვარივე დანაშაულების თანამონაწილეობით ჩადენისათვის.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 18 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი. შ-ამ, მსჯავრდებულების _ დ. და ი.

ნ-ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ხ-მა, მსჯავრდებულებმა _ გ. გ-მა და პ. ნ-მა, დაზარალებულმა ს. პ-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

პროკურორი ი. შ-ია საკასაციო საჩივრით აღნიშნავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 18 მაისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. აქედან გამომდინარე ითხოვს ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 179-ე მუხლზე და სასჯელის გამკაცრებას.

დაზარალებული ს. პ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად, მისი გამკაცრების მიზნით.

მსჯავრდებულების _ დ. და ი. ნ-ების ადვიკატი ო. ხ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს მათ გამართლებასა და განთავისუფლებას.

მსჯავრდებული პ. ნ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 18 მაისის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

მსჯავრდებული გ. გ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განაჩენის შეცვლას მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების დ. და ი. ნ-ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ხ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრს და მოითხოვა მსჯავრდებულთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა. ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსჯავრდებულებს ჩადენილი აქვთ სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მაშინ მათ მიმართ სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების წაყენება არის სრულიად უსაფუძვლო.

მსჯავრდებულების გ. გ-ის და პ. ნ-ის ინტერესების დამცველი გ. მ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა. ადვოკატმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა მსჯავრდებულთა მიმართ წაყენებული ბრალდება სსკ-ის 181-ე მუხლით.

დაზარალებულ ს. გ-მა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 მაისის განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ახალი სასამართლო განხილვისათვის, ვინაიდან მიიჩნია, რომ უნდა დამძიმდეს მსჯავრდებულთა მიმართ როგორც კვალიფიკაცია‚ ისე _ სასჯელი.

პროკურორმა განმარტა, რომ საქმეში არის საკმაო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ პროკურორის და დაზარალებულის საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულების დ. და ი. ნ-ების დამცველის, ასევე მსჯავრდებულების გ. გ-ის და პ. ნ-ის საკასაციო საჩივარები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი გარემოებების გამო:

პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების ლ.მ-ის, რ.მ-ის, გ.ჩ-ის, მ.ნ-ის, დ.ნ-ის და ზ.პ-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ დაზარალებულ ს.პ-სა და მსჯავრდებულ გ.გ-ლს წლების განმავლობაში ჰქონდათ საერთო ბიზნესი. მათ შორის მომხდარი გაუგებრობის გამო ს.პ-ნს დარჩა გ.გ-ის ვალი. ვალის დაბრუნების მოტივით მსჯავრდებულმა რამდენჯერმე მიმართა დაზარალებულს მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდგომ გოგილაშვილმა თვითნებურად განიზრახა თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რაც მისი თანამონაწილეების პ.ნ-ის, ი.ნ-ის და დ.ნ-ის დახმარებით განახორციელა, კერძოდ დაზარალებულ ს.პანკრატიანს ვალის სანაცვლოდ წაართვეს ავტომანქანა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლი სწორად იქნა გადაკვალიფიცირებული 360-ე მუხლზე.

ამასთან პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულებს უნდა მოეხსნათ სსკ-ის 181-ე მუხლი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მსჯავრდებულები დაზარალებულს თხოვდნენ ვალით გათვალისწინებულ თანხაზე უფრო მეტ თანხას. ამდენად‚ პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თვითნებობა გამორიცხავს გამოძალვის ფაქტს.

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

პალატას თვლის, რომ ამჟამად მსჯავრდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულთა ქმედების სიმძიმე‚ პიროვნებას და რაც არ არის მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. შ-ას და დაზარალებულ ს. პ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

დ. და ი. ნ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ო. ხ-ის, მსჯავრდებულების _ გ. გ-ის, პ. ნ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 18 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

განაჩენი, მსჯავრდებულ გ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა‚‚, «ბ‚‚, «გ‚‚ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ეპიზოდში გაუქმდეს და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

განაჩენი მსჯავრდებულების: პ. ნ-ის, დ. ნ-სა და ი. ნ-ის საქართველოს სსკ-ის 24-ე,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა‚‚, «ბ‚‚, «გ‚‚ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ეპიზოდში გაუქმდეს და მათ მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.