საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.02.2012
საქმის ნომერი
2კ-603აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.02.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹603აპ-11 ქ. თბილისი

14 თებერვალი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 24 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულების: მ. კ-ის, გ. გ-ისა და ა. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის განაჩენით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ლ. კ-სა და ბრალდებულ გ. გ-ს შორის.

გ. გ-ი, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 50.000 ლარი;

სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე შეეცვალა პირობითი მსჯავრით;

სსკ-ის 365-ე მუხლის II ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, გ. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი და 6 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 6 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 50.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

მ. კ-ე და ვ. ლ-ი, ნასამართლობის არმქონენი, _ ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯათ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ისინი სასჯელს იხდიან 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

გ. გ-ი, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, გ. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 2 დეკემბრიდან.

ა. კ-ი, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 3 დეკემბრიდან.

ნ. პ-ი, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით, ხოლო 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ნ. პ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 15 დეკემბრიდან.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ,,აცერ-ის» ფირმის შავი ლეპტოპი; ამოღებული ფულადი თანხები: ავტომანქანა ,,მერსედესის» ჩხრეკისას _ 1110 აშშ დოლარი, ს. ა-საგან _ 2850 აშშ დოლარი და 350 ლარი, მ. კ-ის პირადი ჩხრეკისას _ 3.800 აშშ დოლარი, ვ. ლ-ის პირადი ჩხრეკისას _ 2.700 აშშ დოლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 24 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ლ. კ-სა და მსჯავრდებულებს _ ვ. ლ-სა და ნ. პ-ს შორის.

ვ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 7.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

ნ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 ლარი;

სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ნ. პ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 15 დეკემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების: მ. კ-ის, გ. გ-ისა და ა. კ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის…192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების: მ. კ-ის, გ. გ-ისა და ა. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.