ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 03.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1091-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№10911-13 3 აპრილი, 2013 წელი

ქ-ე გ., 10911-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - ლ. ს-ის

პროკურორ - მ. ც-ას

ადვოკატ - გ. მ-ის

მსჯავრდებულ - გ. ქ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით გ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის ,,ა», ,,გ», ,,ზ», ,,თ», ,,ლ» ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 264-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის ,,ა» ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია), ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია) _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 264-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. ქ-ეს ¼–ით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით (რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 17 მაისიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ქ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.

ამდენად, მსჯავრდებული გ. ქ-ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

მსჯავრდებულ გ. ქ-ეს უნდა გაუნახევრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია), ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 2 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

მსჯავრდებულ გ. ქ-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია) დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელსა და 3 თვეს.

მსჯავრდებულ გ. ქ-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია) დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წელსა და 9 თვეს.

საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. ქ-ეს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2005 წლის 17 მაისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. ქ-ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ქ-ეს გაუნახევრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია), ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 2 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ქ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია)დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელსა და 3 თვეს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ქ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია) დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წელსა და 9 თვეს.

საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. ქ-ეს მოსახდელად განესაზღვროს 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2005 წლის 17 მაისიდან.

მსჯავრდებული გ. ქ-ე ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

თ. თოდრია