განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 16.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1361-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13611-13 16 აპრილი, 2013 წელი

ბ-ე გ., 13611-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ვ. ჯ-ს

მსჯავრდებულ - გ. ბ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 20 ივნისის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I, II, IV ნაწილებით და სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. Mმას სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 28 მარტიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 8 მარტის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 154-ე მუხლის II ნაწილით, 243-ე მუხლის III ნაწილითა და სსკ-ის 133-ე მუხლის შესაბამისად, რაზედაც სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2002 წლის 13 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 20 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და აღნიშნული განაჩენი გ. ბ-ს მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის IV ნაწილი (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა იმჟამად მოქმედ სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებთან და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 8 მარტის განაჩენი გ. ბ-ს მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლი (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა იმჟამად მოქმედ სსკ-ის 143-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან და ამ მუხლის შესაბამისად, სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მარტის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მასვე დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 8 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 8 თვე, 23 დღე და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის, 8 თვისა და 23 დღის ვადით. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 23 აგვისტოდან.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 8 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 წელი და 17 დღე.

საბოლოოდ, გ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 9 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2006 წლის 23 აგვისტოდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ბ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

ამდენად, მსჯავრდებულ გ. ბ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელსა და 3 თვეს. დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.

მსჯავრდებულ გ. ბ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 8 მარტის განაჩენით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 7 წელსა და 6 თვეს. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული გ. ბ-ე სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა 2 წლით, 8 თვითა 23 დღით ადრე, მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 1998 წლის 22 ივლისიდან, ახალი დანაშაულის ჩადენის დღემდე - 2006 წლის 23 აგვისტომდე მოხდილი აქვს განაჩენით დადგენილი როგორც რეალური, ისე პირობითი სასჯელი, იგი ამ განაჩენით უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.

მსჯავრდებულ გ. ბ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 6 წელსა და 9 თვეს.

საბოლოოდ, მსჯავრდებულ გ. ბ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2006 წლის 23 აგვისტოდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 (სამ) წელსა და 9 (ცხრა) თვეს. მას დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 8 მარტის განაჩენით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანიშნული სასჯელი - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 7 (შვიდ) წელსა და 6 (ექვს) თვეს. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული გ. ბ-ე სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა 2 (ორი) წლით, 8 (რვა) თვითა 23 (ოცდასამი) დღით ადრე, მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 1998 წლის 22 ივლისიდან, ახალი დანაშაულის ჩადენის დღემდე - 2006 წლის 23 აგვისტომდე მოხდილი აქვს განაჩენით დადგენილი როგორც რეალური, ისე პირობითი სასჯელი, იგი ამ განაჩენით უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.

მსჯავრდებულ გ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 6 (ექვს) წელსა და 9 (ცხრა) თვეს.

საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. ბ-ს მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2006 წლის 23 აგვისტოდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ლ. მურუსიძე