დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1385-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13851-13 19 აპრილი, 2013 წელი

კ-ი კ, 13851-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - ანა ვარდიძის

პროკურორ - ჯ. უ-ს

მსჯავრდებულ - კ. კ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. კ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

იმერეთის პრობაციის ბიუროდან შემოსული, მსჯავრდებულ კ. კ-ს პირადი საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განაჩენით კ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 24, 339–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ–ს 55–ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 5 წელი საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე კ. კ-ს ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი. საქართველოს სსსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე კ. კ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 6000 ლარი, მასვე საქართველოს სსკ–ის 43–ე მუხლის საფუძველზე აეკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში ანდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ანდა პროფესიული ან სხვაგვარი საქმიანობა 2 წლის ვადით. კ. კ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა იმერეთის პრობაციის ბიუროს. მსჯავრდებულ კ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2008 წლის 2 ივნისიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმერეთის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ კ. კ-ს პირადი საქმე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ კ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული კ. კ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული პირობითი სასჯელის 5 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან და 6 წლის ვადით დანიშნული გამოსაცდელი ვადისაგან.

მსჯავრდებულ კ. კ-ს სსკ–ის 24,339-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ–ის 43–ე მუხლის საფუძველზე 2 წლის ვადით აკრძალული დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში, ანდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ასევე პროფესიული ან სხვაგვარი საქმიანობა, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლისა და 6 თვის ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. კ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11, მე-16 და მე-18 მუხლებით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას საქართველოს სსკ–ის 43–ე მუხლის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა იანგარიშება ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან. მას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მოეხსნა ძირითადი სასჯელი, გათავისუფლდა მისი მოხდისაგან და 2013 წლის 12 მარტიდან დაეწყო ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

თ. თოდრია