განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№14381-13 24 აპრილი, 2013 წელი
წ-ი გ., 14381-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - დ. ხ-ს
მსჯავრდებულ - გ. წ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. წ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროდან შემოსული მსჯავრდებულ გ. წ-ს საქმის მასალების მიხედვით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 დეკემბრის განაჩენით გ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით,თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენით გ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის ზომად განესაზღვრა: 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, 273-ე მუხლით (2006 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2007 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა - 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ გ. წ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და ჯარიმა - 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 19 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით გ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი; დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 8 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 8 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 8 თვე; დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი. გ. წ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 3 ივნისიდან 2011 წლის 5 ივნისის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის განაჩენით გ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 7 თვისა და 27 დღის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ გ. წ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 7 თვისა და 27 დღის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის, 7 თვისა და 27 დღის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 26 თებერვლიდან 2012 წლის 1 მარტის ჩათვლით.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ გ. წ-ს პირადი საქმე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. წ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული გ. წ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 დეკემბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლებით დანიშნული სასჯელებისაგან, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. წ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ გ. წ-ს განესაზღვრა: თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის, 5 თვისა და 7 დღის გამოსაცდელი ვადით.
მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
მსჯავრდებულ გ. წ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა – 3000 ლარი და დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმები „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 და მე-20 მუხლების საფუძველზე დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. წ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. ამავე კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
ამდენად, მსჯავრდებულ გ. წ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს; მასვე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 თვესა და 15 დღეს. საბოლოოდ მას უნდა მიესაჯოს 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. გ. წ-ი სასჯელს იხდის 2007 წლის 19 აპრილიდან. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2010 წლის 25 აგვისტოს. გ. წ-მა რეალურად მოიხადა 3 წელი, 4 თვე და 6 დღე, რაც დღეის მდგომარეობით უნდა ჩაეთვალოს მოხდილად. მას მოსახდელად დარჩა მხოლოდ 9 დღე, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, 9 თვის გამოსაცდელი ვადით, რომელიც უნდა აეთვალოს 2010 წლის 25 აგვისტოდან, რაც დღეის მდგომარეობით ასევე არის მოხდილი. ამდენად, გ. წ-ი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. წ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ გ. წ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს;
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 თვესა და 15 დღეს. საბოლოოდ მას მიესაჯოს 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. გ. წ-ი სასჯელს იხდის 2007 წლის 19 აპრილიდან.
გ. წ-ს მოსახდელად დარჩენილი სასჯელი - 9 დღე ჩაეთვალოს პირობით, 9 თვის გამოსაცდელი ვადით, რომელიც აეთვალოს 2010 წლის 25 აგვისტოდან.
გ. წ-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე