დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.11.2013
საქმის ნომერი
245აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№245აგ-13 11 ნოემბერი, 2013 წელი

ი-ი ვ, 245აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით ვ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (2009 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის 1–ლი ნაწილით (2009 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 229–ე მუხლის 1–ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამარლთოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ვ. ი-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 17 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ცვლილება შევიდა როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით, ისე მასზე დამატებული 2007 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელებში, კერძოდ: მსჯავრდებულ ვ. ი-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ¼–ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (2009 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (2009 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 229–ე მუხლის 1–ლი ნაწილით - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განესაზღვრა 6 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 17 დეკემბრიდან.

2013 წლის 14 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. ი-ა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განაჩენის გადასინჯვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სსკ–ის 59–ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით შესულია ცვლილება, რომელიც ამსუბუქებს მის მდგომარეობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განაჩენში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ ძირითად სასჯელებში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით სსკ–ის 229–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის კანონით შემცირებულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 3 წლისა და 9 თვის ვადით - დაემატა 236–ე მუხლის პირველი ნაწილით (2009 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის კანონით შემცირებული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით, ასევე დაემატა 236–ე მუხლის პირველი ნაწილით (2009 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიის კანონით შემცირებული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის კანონით შემცირებული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის კანონით შემცირებული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რომელსაც სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენით სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და დამატებითი სასჯელი - 3000 ლარი და საბოლოოდ ვ. ი-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 17 დეკემბრიდან. განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ვ. ი-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ი-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე