საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.12.2013
საქმის ნომერი
2კ-114აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №114აპ-13 ქ. თბილისი

ხ-ი გ.-114 აპ-13. 9 დეკემბერი, 2013 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების – გ. ხ-ისა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განაჩენით გ. ხ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 3–3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე.

მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 25 ივლისიდან იმავე წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.

ს. ბ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე.

მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 26 ივლისიდან იმავე წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.

იმავე განაჩენით:

ვ. ჯ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით, ხოლო სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ვ. ჯ-ას სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 11 წლის გამოსაცდელი ვადით.

ვ. ჯ-ას ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და პროპორციული წილის დაანგარიშებით სასჯელად განესაზღვრა 3 წელი – პირობითი მსჯავრი, 3 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით;

მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და პროპორციული წილის დაანგარიშებით სასჯელად განესაზღვრა 3 წელი – პირობითი მსჯავრი, 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ვ. ჯ-ას სასჯელად განესაზღვრა 6 წელი – პირობითი მსჯავრი, 6 წლის, 7 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით;

მასვე ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით პირობით ვადამდე მოსახდელი სასჯელი – 1 წელი, 8 თვე, 5 დღე, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ჯ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წელი, 3 თვე და 3 დღე – პირობითი მსჯავრი, 7 წლის, 10 თვისა და 18 დღის გამოსაცდელი ვადით;

მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 25 ივლისიდან იმავე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

ა. ბ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით, ხოლო სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ა. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 11 წლის გამოსაცდელი ვადით.

ა. ბ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და პროპორციული წილის დაანგარიშებით სასჯელად განესაზღვრა 3 წელი – პირობითი მსჯავრი, 3 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით;

მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და პროპორციული წილის დაანგარიშებით სასჯელად განესაზღვრა 3 წელი – პირობითი მსჯავრი, 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ა. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წელი – პირობითი მსჯავრი, 6 წლის, 7 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით;

მასვე ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 5 წელი და განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე – პირობითი მსჯავრი, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ბ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წელი და 9 თვე – პირობითი მსჯავრი, 10 წლის, 4 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით;

მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 25 ივლისიდან იმავე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

ჯ. ბ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე.

მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 25 ივლისიდან იმავე წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების – გ. ხ-ისა და ს. ბ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების – გ. ხ-ისა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი