დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.02.2014
საქმის ნომერი
1311აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1311აგ-13 10 თებერვალი, 2014 წელი

მ-ი ზ 1311აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 28 მაისის განაჩენით ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია) 17,104–ე მუხლის 1–ლი, მე–7, მე–9 ქვეპუნქტებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 136–ე მუხლით - გამასწორებელი სამუშაო 1 წლით, 152–ე მუხლის მე–2 ნაწილის 1–ლი, მე–5 ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 154–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238–ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238–ე მუხლის მე–4 ნაწილით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის მე–40 მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მას საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 11 აგვისტოდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის განაჩენით ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 18,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მას სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 28 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 3 თვე, 28 დღე და საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა 20 წლით, 3 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. ზ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2007 წლის 13 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის განაჩენით ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 23 ივნისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ზ. მ-ს მიმართ გამოტანილი და სისრულეში მოუყვანელი განაჩენების მიხედვით განისაზღვრა სასჯელი, კერძოდ, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად მიემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ივნისის განაჩენით სასჯელად განსაზღვრული - 20 წლით, 3 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა 21 წლით, 9 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. ზ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 23 ივნისიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 28 მაისის განაჩენით სსკ–ის 17,104–ე მუხლის 1-ლი, მე–7 და მე–9 ქვეპუნქტებით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 11 აგვისტოდან); თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განაჩენით სსკ–ის 18,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ივნისის განაჩენით სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განაჩენით სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 5 აგვისტოდან; ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის განაჩენით სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად დაენიშნა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2008 წლის 21 იანვრის მდგომარეობით - 11 წლით, 3 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და ზ. მ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით, 4 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 იანვრიდან. დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 16 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. მ-ა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზ. მ-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 21 იანვრიდან. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 სექტემბრის დადგენილება და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. მ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. მ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი