დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1139აგ-13 26 მარტი, 2014 წელი
გ-ი დ.- 1139აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დ. გ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით - 10 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებით - 12 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 224-ე მუხლით - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 23 აპრილიდან.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: გ. ბ-ეს, მ. რ-ესა და ვ. ე-ეს.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 27 იანვრის განჩინებით დ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განჩინებით დ. გ-ის ქმედება სსკ-ის 224-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა იმ დროისათვის მოქმედი სსკ-ის 224-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. გ-ს საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - 21 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 1 წლით და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
დ. გ-ს გაუნახევრდა: სსკ-ის 19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა: სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით; სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 224-ე მუხლით დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლით, 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2002 წლის 23 აპრილიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა დ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განაჩენში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი დ. გ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა დ. გ-მა საკასაციო საჩივრით ითხოვა მის მიმართ დანიშნული სასჯელის სსკ-ის 59-ე მუხლში შესულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების პრინციპების გამოყენებით. ამასთან, მიუთითა, რომ ახალ დანაშაულებთან მიმართებით არ აქვს რეციდივი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ დ. გ-ი გასამართლებულია განზრახი დანაშაულის (სსკ-ის 91-ე მუხლი, 1960 წლის რედაქცია) ჩადენისათვის, სსკ-ის 19,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით; სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,ი“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 224-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ დ. გ-ისათვის სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უმეტეს - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის განაჩენი დ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი