საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №292აპ-15 ქ. თბილისი
მ-ი ა 292აპ-15 1 დეკემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განაჩენით:
დაკმაყოფილდა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზ. მ-ს შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
დამტკიცდა პროკურორ ზ. მ-ა და ბრალდებულ ხ. გ-ს შორის 2014 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.
ხ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ხ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 26 აპრილიდან.
ა. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 375-ე მუხლზე.
ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 27 აპრილიდან.
ა. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 26 აპრილიდან.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა იქნეს ჩამორთმეული ა. მ-ნ ამოღებული იარაღი ორი მჭიდითა და 20 ვაზნით.
იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, ხელყუმბარის საბრძოლო გამოცდის შემდეგი ნარჩენები, ერთი ტყვიის გულა, სამი მასრა და ორი ტყვიის გულა უნდა გადაეგზავნოს შსს სპეციალური ოპერატიული შტაბის შეიარაღების განყოფილებას; ა. მ-ს ანაწმენდები, ხ. გ-ს ანაწმენდები, ნ. მ-ს ფრჩხილები, მოწითალო ფერის ლაქები, სუნის ნიმუში 2 ქილით, ასევე სისხლისა და თმის ნიმუშები, ხ. გ-ს სუნის ნიმუში, რომელიც ინახება ქვემო ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ნ. მ-ს ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის ოჯახს.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 375-ე მუხლზე.
ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 27 აპრილიდან.
ა. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 26 აპრილიდან.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა იქნეს ჩამორთმეული ა. მ-ნ ამოღებული იარაღი ორი მჭიდითა და 20 ვაზნით.
იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, ხელყუმბარის საბრძოლო გამოცდის შემდეგი ნარჩენები, ერთი ტყვიის გულა, სამი მასრა და ორი ტყვიის გულა უნდა გადაეგზავნოს შსს სპეციალური ოპერატიული შტაბის შეიარაღების განყოფილებას; ა. მ-ს ანაწმენდები, ხ. გ-ს ანაწმენდები, ნ. მ-ს ფრჩხილები, მოწითალო ფერის ლაქები, სუნის ნიმუში 2 ქილით, ასევე სისხლისა და თმის ნიმუშები, ხ. გ-ს სუნის ნიმუში, რომელიც ინახება ქვემო ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ნ. მ-ს ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის ოჯახს.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ა. მ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი