შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 18.01.2017
საქმის ნომერი
2კ-545აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.01.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#545აპ.-16 ქ. თბილისი

ჩ-ა ჯ-, 545ap.-16 18 იანვარი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭ-ის

ადვოკატ – ს. ჯ-ას

მსჯავრდებულ _ ჯ. ჩ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივნისის განაჩენით ჯ. ჩ-ა, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. -ში, -ის ქუჩა #-ში, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 273–ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ასევე - პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის 17 სექტემბერს ...ში, -ის №--ში - „თ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. ჩ-ა უკანონოდ ინახავდა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1, 6271 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

· ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით ჯ. ჩ-ა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45–ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 500 ლარი. 2015 წლის 17 სექტემბერს -ში, ს-ის №--ში - „თ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. ჩ-ა უკანონოდ ინახავდა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ, მცირე ოდენობით - 0,75 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ტრამადოლს“, რომელიც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად. იმავე დღეს ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად, ჯ.ჩ-ას ლაბორატორიული გამოკვლევით დაუდგინდა ,,ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

2. აღნიშნული ქმედებებისათვის ჯ. ჩ-ას საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ჯ. ჩ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 17 სექტემბრიდან. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა – ჯ. ჩ-ამ ითხოვა მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.

5. პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, 2016 წლის 29 დეკემბერს მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ი. ჩ-ას შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

6. 2017 წლის 9 იანვარს პროკურორმა ი. ჩ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ას შორის 2016 წლის 29 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული ჯ. ჩ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 7 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალოს პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 10 000 ლარი. სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ჯ. ჩ-ას სასჯელის სახით განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 7 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 10 000 ლარი. ჯ. ჩ-ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

7. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა თ. ჭ-მა, მსჯავრდებულმა ჯ. ჩ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ჯ-ამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ი. ჩ-ასა და მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ას შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: ბრალდებულის ჩვენებით, მოწმეების - შ. წ-ას, გ. კ-ის, გ. ვ-ის, გ. ქ-ის, ი. მ-ის, ს. ც-ას ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის #--- და ნარკოლოგიური შემოწმების #-- დასკვნებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და საქმის სხვა მასალებით ჯ. ჩ-ას მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ას მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ჯ. ჩ-ა ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ი. ჩ-ას შუამდგომლობა მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ი. ჩ-ასა და მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ას შორის.

4. ჯ. ჩ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 7 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალოს პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 10 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ჯ. ჩ-ას სასჯელის სახით განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 7 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 10 000 ლარი.

5. მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს 2015 წლის 17 სექტემბრიდან.

6. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ჯ. ჩ-ას 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

7. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე