განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 23.04.2021
საქმის ნომერი
2კ-329-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.04.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №329I -21 თბილისი

მ-ე ვ., 329I -21 23 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ის საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ვ. მ-ის პირადი საქმე.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. მ-ის, - დაბადებულის -- წელს, - მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.

3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. მ-ემ, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ითხოვს მისი საქმის განხილვას საკასაციო წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ვ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ:

ü ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან მიმართებით, ვინაიდან ამ დანაშაულზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება;

ü ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან მიმართებით, ვინაიდან ამ დანაშაულის ჩადენისას ვ. მ-ე ნასამართლევი იყო წინა განაჩენებით;

ü ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და 2381-მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით, ვინაიდან ამ დანაშაულების ჩადენისათვის ვ. მ-ეს შეფარდებული აქვს ჯარიმები;

ü ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებასთან მიმართებით, ვინაიდან ვ. მ-ეს ამ დანაშაულის ჩადენისთვისაც შეფარდებული აქვს ჯარიმა.

3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.

4. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ვ. მ-ეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განაჩენებით ძირითადი და დამატებითი სასჯელების სახით ჯარიმები შეფარდებული აქვს 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, რომლებიც საქმის მასალების მიხედვით, აღსრულებული არ არის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს:

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 4000 ლარის (რომელიც დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებულ ჯარიმას - 1000 ლარს) გადახდისაგან;

· ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 2000 ლარისა (რომელიც შთანთქა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დაკისრებულმა ჯარიმამ - 2050 ლარმა) და ამავე განაჩენით 273-ე მუხლით დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 1000 ლარის (რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებულ ჯარიმა 4000 ლართან ერთად დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენს დამატებითი სასჯელის სახით) გადახდისაგან.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. მ-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებული ვ. მ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს:

I. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 4000 ლარის (რომელიც დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებულ ჯარიმას - 1000 ლარს) გადახდისაგან;

II. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 2000 ლარისა (რომელიც შთანთქა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დაკისრებულმა ჯარიმამ - 2050 ლარმა) და ამავე განაჩენით 273-ე მუხლით დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 1000 ლარის (რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებულ ჯარიმა 4000 ლართან ერთად დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენს დამატებითი სასჯელის სახით) გადახდისაგან;

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი