შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 20.04.2021
საქმის ნომერი
2კ-332-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.04.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080141121004277817

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№3321-21 20 აპრილი, 2021 წელი

ფ–ე ი., 3321-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ფ–ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ი. ფ–ე - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ი. ფ–ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 12 წლის ვადი;

ი. ფ–ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 2 თებერვლიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში. კერძოდ, ი. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შეკრების წესით ი. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 9 თვის ვადით და ჯარიმა - 1000 ლარი.

ი. ფ–ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 2 თებერვლიდან.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის განაჩენით ი. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 28 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 3 თვისა და 22 დღის ვადით და ჯარიმა - 1000 ლარი. საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 33 წლის, 3 თვისა და 22 დღის ვადით, ასევე ჯარიმა - 1000 ლარი.

ი. ფ–ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2012 წლის 10 ივლისიდან;

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის განაჩენში ი. ფ–ს მიმართ შევიდა ცვლილება. კერძოდ: ი. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 28 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 22 დღის ვადით და ჯარიმა - 1000 ლარი. საბოლოოდ სასჯელის სახედა და ზომად განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 33 წლისა და 22 დღის ვადით და ჯარიმა - 1000 ლარი.

ი. ფ–ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2012 წლის 10 ივლისიდან;

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ფ–ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი. ი. ფ–ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 9 თვის ვადით; ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და მოსახდელად განესაზღვრა 8 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

დარჩენილი სასჯელები შეიკრიბა და ი. ფ–ეს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 21 წლის ვადით;

ი. ფ–ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით; ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენითა და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონით განახევრებული, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 თვე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 თვისა და 7 დღის ვადით; ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 3 თვე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 თვისა და 7 დღის ვადით; დარჩენილი სასჯელები შეიკრიბა და ი. ფ–ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 10 თვისა და 14 დღის ვადით;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 21 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 5 თვისა და 6 დღის ვადით, აგრეთვე ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ, ი. ფ–ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლის, 5 თვისა და 6 დღის ვადით, აგრეთვე ჯარიმა - 1000 ლარი.

ი. ფ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2012 წლის 10 ივლისიდან.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განაჩენით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება ი. ფ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ი. ფ–ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 9 თვის ვადით;

ი. ფ–ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 3 თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 21 წლით;

ი. ფ–ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით;

იმავე განაჩენით ი. ფ–ეს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ჯარიმა - 1000 ლარი დარჩა უცვლელად.

იმავე განაჩენით ი. ფ–ეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვითა და 15 დღის ვადით;

იმავე განაჩენით ი. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით - შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვითა და 15 დღის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 თვითა და 7 დღის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ი. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 22 დღის ვადით;

იმავე განაჩენით საბოლოდ დადგენილი სასჯელის ვადის ათვლა ი. ფ–ეს დაეწყო - 2007 წლის 2 თებერვლიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2012 წლის 10 ივლისის ჩათვლით, მას მოხდილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 5 თვისა და 8 დღის ვადით. იმავე განაჩენით მოუხდელმა ნაწილმა შეადგინა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 7 თვითა და 14 დღით, ასევე ჯარიმა - 1000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შეიკრიბა სრულად და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ი. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლით, 7 თვითა და 14 დღის ვადით და ჯარიმა - 1000 ლარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენის თანახმად, ი. ფ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2012 წლის 10 ივლისიდან.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით ი. ფ–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან (თავისუფლების აღკვეთა 4 თვითა და 15 დღის ვადით) და მოსახდელი დარჩა თავისუფლების აღკვეთა 23 წლით, 2 თვითა და 29 დღით.

მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 10 ივლისიდან.

8. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ი. ფ–ს პირადი საქმე.

9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ფ–ს მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ფ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

11. მსჯავრდებულ ი. ფ–მ საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმება და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით დადგენილი შეღავათის გამოყენება.

12. მსჯავრდებულ ი. ფ–ს პირად საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 16 აპრილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ შემთხვევაში ი. ფ–ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (არ ეხება ამნისტია) და საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (არ ეხება ამნისტია), ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (არ ეხება ამნისტია), საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (არ ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

3. რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას, სასამართლო განმარტავს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე“.

4. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ი. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი, რაც მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრულ სასჯელს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, რაც აღსრულებული არ არის, ი. ფ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - ჯარიმა 1000 ლარი - მოხდისაგან.

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ფ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. ი. ფ–ე გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 100 ლარი ჯარიმისგან;

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენში, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, შევიდეს ცვლილება, კერძოდ: გაუქმდეს ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჯარიმა - 1000 ლარი;

5. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე