განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 15.07.2021
საქმის ნომერი
2კ-10აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №10აპ-21 თბილისი

წ-ი ჭ., 10აპ-21 15 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჭ. წ-ის ადვოკატ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 9 მარტის განაჩენით ჭ. წ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 108-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით შეფარდებული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჭ. წ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 2 აგვისტოდან.

2. განაჩენის მიხედვით, ჭ. წ-ს მსჯავრი დაედო განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებასა და განზრახ მკვლელობაში.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით ჭ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა 120 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი, რაც 2019 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით არ ჰქონდა გადახდილი;

o 2019 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ., ვ-ის -- მკ/რ-ის მ--- კვარტალში, --- კორპუსის სადარბაზოში, პირველ სართულზე, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ჭ. წ-ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას. მან, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, აღნიშნული დანა რამდენჯერმე დაარტყა ვ. ვ-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 9 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

ü მსჯავრდებულ ჭ. წ-ის ადვოკატმა ნ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ჭ. წ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა;

ü თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გიორგი ქობულაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ჭ. წ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა და სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჭ. წ-ის ადვოკატმა ნ. კ-მა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ჭ. წ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებასა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

7. პროკურორი გიორგი ქობულაძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარისათვის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ჭ. წ-ის ადვოკატ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2021 წლის 15 ივლისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზების დასკვნებით, ჭ. წ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ჭ. წ-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა და არ არსებობს მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველი, ხოლო დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს.

3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ჭ. წ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც შთანთქმული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით შეფარდებულ სასჯელს - 10 წლით თავისუფლების აღკვეთას) და უნდა განესაზღვროს 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.

4. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.

5. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ჭ. წ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა შეფარდებული აქვს 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, რომელიც, საქმის მასალების მიხედვით, აღსრულებული არ არის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ჭ. წ-ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 500 ლარის გადახდისაგან.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჭ. წ-ის ადვოკატ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 307-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჭ. წ-ის ადვოკატ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2.1. მსჯავრდებულ ჭ. წ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც შთანთქმული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით შეფარდებულ სასჯელს - 10 წლით თავისუფლების აღკვეთას) და განესაზღვროს 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. მსჯავრდებული ჭ. წ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული დამატებითი სასჯელის - ჯარიმის - 500 ლარის (რაც შთანთქმული აქვს ბოლო განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, შეფარდებულ სასჯელს) გადახდისაგან;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით ჭ. წ-ისათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე