საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.03.2022
საქმის ნომერი
2კ-1024აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1024აპ-21 ქ. თბილისი

მ-ი ზ., 1024აპ-21 22 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ გიორგი ქობულაძისა და მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ბრალი დაედოთ:

ზ. მ-სა და ვ. კ-ეს – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – განზრახ მკვლელობაში ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების უკანონო აღკვეთაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ჯგუფურად.

ნ. კ-ეს – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – განზრახ მკვლელობაში ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ჯგუფურად.

დ. რ-ას – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – განზრახ მკვლელობაში ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების უკანონო აღკვეთაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ჯგუფურად; სსკ-ის 151–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

დ. ბ-ს – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – განზრახ მკვლელობაში ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ჯგუფურად; სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – განზრახი ნაკლებად მძიმე და განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაში.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დ. ბ-ი და ნ. კ-ე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 25-ე,360–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თითოეულ მათგანს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი უნდა მოეხადათ პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი – ჩაეთვალათ პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. შესაბამისად, 2019 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით, დ. ბ-ი და ნ. კ-ე იყვნენ განზრახი მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის ნასამართლევი პირები.

· ამასთან, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით, დ. ბ-მა, ნ. კ-ემ, დ. რ-ამ, ვ. კ-ემ და ზ. მ-მა განიზრახეს გ. ვ-ის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განსაკუთრებული სისასტიკით მისი მკვლელობა. ამ მიზნით მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც, აღნიშნული იარაღებით შეიარაღებულები, 2019 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 12:20 საათზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო №---) მივიდნენ ქ. თ-ში, ა. გ-ის ქ.№--ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომობილს მართავდა ნ. კ-ე, ხოლო დ. რ-ა და ვ. კ-ე შეიარაღებულები იყვნენ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ზემოხსნებული იარაღებით, რომლებშიც მოთავსებული იყო საბრძოლო მასალა.

· ადგილზე მისვლისას მათ შენიშნეს გ. ვ-ე, რომელიც კვეთდა გზის სავალ ნაწილს და მანქანაში მსხდომი პირები, თავიანთი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ავტომობილით განზრახ შეეჯახნენ მას. მიუხედავად შეჯახებისა, მათ ვერ აღასრულეს თავიანთი განზრახვა და განაგრძეს ქმედებები გ. ვ-ის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, კერძოდ: დ. ბ-მა და ვ. კ-ემ ძალის გამოყენებით, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით შებოჭეს გ. ვ-ე, რა დროსაც ხელებს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა ადგილას. დ. ბ-მა ცივი იარაღის – დანის გამოყენებით გ. ვ-ეს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შემდეგაც, ზ. მ-ისა და დ. რ-ას დახმარებით, ჩასვეს ავტომობილში. იმავდროულად, დ. რ-ა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკვლით ემუქრებოდა მიმდებარედ მყოფ პირებს – გ. გ-ს, ნ. ჯ-ს, ი. ჯ-სა და მ. ს-ს, რათა ისინი არ განძრეულიყვნენ და არ დახმარებოდნენ გ. ვ-ეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ს, ნ. ჯ-ს, ი. ჯ-სა და მ. ს-ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· მას შემდეგ, რაც გ. ვ-ეს აღუკვეთეს თავისუფლება, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის განზრახვის სისრულეში ბოლომდე მოსაყვანად, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად (რომელშიც მონაწილეობდა ზ. მ-იც), დ. რ-ამ, ვ. კ-ემ, დ. ბ-მა და ნ. კ-ემ იგი წაიყვანეს ქ. თ-ში, ლ-ს ტბისა და ბ-ი ს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ზ. მ-მა კი, გეგმის მიხედვით, ფეხით დატოვა ა. გ-ის ქ. №--ს მიმდებარე ტერიტორია.

· მიღებული დაზიანებების გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფი გ. ვ-ის ავტომობილში ჩასმის შემდეგ მას კვლავ აყენებდნენ დაზიანებებს დ. რ-ა, ვ. კ-ე, დ. ბ-ი და ნ. კ-ე. ასევე, ბრალდებულებმა ჯგუფურად განაგრძეს ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღების ტარება ავტომანქანით გადაადგილებისას და გ. ვ-ისათვის დაზიანებების მიყენება ლ-ს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლის შემდეგაც. საბოლოოდ დ. რ-ამ, დ. ბ-მა, ვ. კ-ემ, ზ. მ-მა და ნ. კ-ემ გ. ვ-ეს მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით – თერთმეტი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლო დანის გამოყენებით – ჭრილობა გულმკერდის არეში და ორი ჭრილობა – თავის არეში, რათა იგი მომკვდარიყო ნელა, მსხვერპლის მიერ ტკივილის ხანგრძლივად განცდის შემდეგ.

· ზემოხსენებული დაზიანებების შედეგად გ. ვ-ე 2019 წლის 14 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

· დ. რ-ა, დ. ბ-ი, ვ. კ-ე, ზ. მ-ი და ნ. კ-ე ყველა ქმედების ჩადენისას მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, ჯგუფურად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით:

ზ. მ-ი, – დაბადებული - წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 12 თებერვლიდან.

ვ. კ-ის, – დაბადებულის - წელს, ნასამართლობის არმქონის, – მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე; ვ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით – 13 წლით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. კ-ის, – დაბადებულის - წელს, ნასამართლევის, – მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე; ნ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით – 13 წლით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ნ. კუ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. რ-ას, – დაბადებულის - წელს, ნასამართლობის არმქონის, – მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე; დ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით – 13 წლით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით, ხოლო 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. რ-ას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ბ-ის, – დაბადებულის - წელს, ნასამართლევის, – მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე; დ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით – 13 წლით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით, 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და დ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ზ. მ-მა ჩაიდინა: თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ჯგუფურად; ვ. კ-ემ: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია; თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ჯგუფურად; ნ. კ-ემ: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია; თავისუფლების უკანონო აღკვეთა არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ჯგუფურად; დ. რ-ამ: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია; თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ჯგუფურად; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; დ. ბ-მა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია; თავისუფლების უკანონო აღკვეთა არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ჯგუფურად; განზრახი ნაკლებად მძიმე და განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დ. ბ-ი და ნ. კ-ე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 25-ე,360–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თითოეულ მათგანს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი უნდა მოეხადათ პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი – ჩაეთვალათ პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. შესაბამისად, 2019 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით, დ. ბ-ი და ნ. კ-ე იყვნენ განზრახი მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის ნასამართლევი პირები.

· ამასთან, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით, დ. ბ-მა, ნ. კ-ემ, დ. რ-ამ, ვ. კ-ემ და ზ. მ-მა განიზრახეს გ. ვ-ის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ამ მიზნით მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც, აღნიშნული იარაღებით შეიარაღებულები, 2019 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 12:20 საათზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო №---) მივიდნენ ქ. თ-ში, ა. გ-ის ქ. №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომობილს მართავდა ნ. კ-ე, ხოლო დ. რ-ა და ვ. კ-ე შეიარაღებულები იყვნენ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ზემოხსნებული იარაღებით, რომლებშიც მოთავსებული ჰქონდათ საბრძოლო მასალა.

· ადგილზე მისვლისას მათ შენიშნეს გ. ვ-ე, რომელიც კვეთდა გზის სავალ ნაწილს და მანქანაში მსხდომი პირები, თავიანთი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ავტომობილით განზრახ შეეჯახნენ მას, რის შემდეგაც დ. ბ-მა და ვ. კ-ემ ძალის გამოყენებით, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების მუქარით შებოჭეს გ. ვ-ე, რა დროსაც ხელებს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა ადგილას. დ. ბ-მა ცივი იარაღის – დანის გამოყენებით გ. ვ-ეს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შემდეგაც, ზ. მ-ისა და დ. რ-ას დახმარებით, ჩასვეს იგი ავტომობილში. იმავდროულად, დ. რ-ა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკვლით ემუქრებოდა მიმდებარედ მყოფ პირებს – გ. გ-ს, ნ. ჯ-ს, ი. ჯ-სა და მ. ს-ს, რათა ისინი არ განძრეულიყვნენ და არ დახმარებოდნენ გ. ვ-ეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ს, ი. ჯ-ს, ნ. ჯ-სა და მ. ს-ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· მას შემდეგ, რაც გ. ვ-ეს აღუკვეთეს თავისუფლება, განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, დ. რ-ამ, ვ. კ-ემ, დ. ბ-მა და ნ. კ-ემ იგი წაიყვანეს ქ. თ-ში, ლ-ს ტბისა და ბ-ი ს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

· მიღებული დაზიანებების გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფი გ. ვ-ის ავტომობილში ჩასმის შემდეგ მას კვლავ აყენებდნენ დაზიანებებს დ. რ-ა, ვ. კ-ე, დ. ბ-ი და ნ. კ-ე. ასევე, ბრალდებულებმა ჯგუფურად განაგრძეს ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღების ტარება ავტომანქანით გადაადგილებისას და გ. ვ-ისათვის დაზიანებების მიყენება ლ-ს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლის შემდეგაც. საბოლოოდ დ. რ-ამ, დ. ბ-მა, ვ. კ-ემ, ზ. მ-მა და ნ. კ-ემ გ. ვ-ეს მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით – თერთმეტი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლო დანის გამოყენებით – ჭრილობა გულმკერდის არეში და ორი ჭრილობა – თავის არეში, რათა იგი მომკვდარიყო ნელა, მსხვერპლის მიერ ტკივილის ხანგრძლივად განცდის შემდეგ.

· ზემოხსენებული დაზიანებების შედეგად გ. ვ-ე 2019 წლის 14 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

7. თბილისის პროკურატურის პროკურორი გიორგი ქობულაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ზ. მ-ის, ვ. კ-ის, დ. რ-ას, ნ. კ-ისა და დ. ბ-ის დამნაშავეებად ცნობას მათთვის წარდგენილი ბრალდების სრული მოცულობით და ყველა მსჯავრდებულისათვის მაქსიმალური სასჯელების განსაზღვრას; იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნასამართლევ მსჯავრდებულს არ მიესჯება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა, გამოყენებულ იქნეს სასჯელთა შეკრების პრინციპი.

8. მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ზ. მ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივებით.

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ტატიანა ვეფხვაძის, დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, შპს „ლაკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და საქმეში არსებული სხვა მასალა – გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ზ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ზ. მ-ის გამართლების შესახებ საფუძველსაა მოკლებული.

12. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც მსჯავრდებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე წარდგენილი ბრალდებების მიხედვით, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ გ. ვ-ის მოკვლის განზრახვა, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში მათ ხელს არაფერი უშლიდა, განზრახვა სისრულეში მოეყვანათ, ხოლო ზ. მ-ს საერთოდ აღარ მიუღია მონაწილეობა დანარჩენ მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილ ქმედებაში მას შემდეგ, რაც გ. ვ-ე ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს ლ-ს ტბის მიმართულებით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დროს გამოკვეთილია, ზოგადად, დაზიანების მიყენების განზრახვა, ხოლო ქმედების კვალიფიკაცია დამოკიდებულია ობიექტურად დამდგარ შედეგზე, რომელიც დგინდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. მოცემულ შემთხვევაშიც გ. ვ-ისათვის მიყენებული არაერთი დაზიანებიდან მხოლოდ ორია სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის და აქედან ერთი – არ არის უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს ლოგიკური დასკვნისათვის, რომ არსებობდა დაზიანების მიყენების და არა – მკვლელობის განზრახვა.

13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულებისათვის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელების განსაზღვრისა და ნასამართლევ მსჯავრდებულებთან მიმართებით – სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების – ზ. მ-ის, ვ. კ-ის, ნ. კ-ის, დ. რ-ასა და დ. ბ-ისათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელების ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომელთა დამძიმების საფუძველი, მათ შორის, ნასამართლევ მსჯავრდებულებთან მიმართებით – სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, არ არსებობს.

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები შეტანილია იმავე მოტივებით, რითაც მხარეებმა მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის საფუძველზეც დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხები საჩივრებს. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაეს სასამართლოში მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №227აპ-16, №719აპ-21, №680აპ-17) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ გიორგი ქობულაძისა და მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე