საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.02.2023
საქმის ნომერი
2კ-926აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.02.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003095775

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№926აპ-22 13 თებერვალი, 2023 წელი

ე–ი გ., №926აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურორის მოადგილის რამაზ შავაძის, მსჯავრდებულ ე. ლ–ს ადვოკატ დ. ჩ–ის, მსჯავრდებულ ბ. ხ–ს ადვოკატ რ. პ–ს, მსჯავრდებულ გ. ე–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. მ–ს, მსჯავრდებულ ბ. მ–ის ადვოკატ პ. ბ–ის, მსჯავრდებულების - თ. პ–სა და ვ. ხ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ვ. ხ–ს (პირადი ნომერი .............), ბ. მ–სეს (პირადი ნომერი ...........), თ. პ–ს (პირადი ნომერი .............), ბ. ხ–სა (პირადი ნომერი ............) და ე. ლ–ს (პირადი ნომერი .............) წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 1 აპრილს ქ. ბ–ს მერის N..... ბრძანებით ვ. ხ–ე დაინიშნა ქალაქ ბ–ს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2018 წლის 01 მაისამდე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლის თანახმად, ვ. ხ–სე როგორც საჯარო მოსამსახურე ვალდებული იყო რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარემართა საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად.

2014 წლის 24 სექტემბერს ქ. ბ–ს მერის N.... ბრძანებით ბ. მ–სე დაინიშნა ქალაქ ბ–ს მუნიციპალიტეტის ვიცე მერის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2017 წლის 12 ნოემბრამდე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ბ. მ–სე როგორც საჯარო მოსამსახურე ვალდებული იყო რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარემართა საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად.

2014 წლის 5 აგვისტოს ქ. ბ–ს მერის N... ბრძანებით თ. პ–სე დაინიშნა ქალაქ ბ–ს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2017 წლის 21 ნოემბრამდე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ქ. ბ–ს საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N.. დადგენილებით დამტკიცებული ბ–ს მერიის დებულების მე-4-ე მუხლის თანახმად, თ. პ–ე როგორც სამსახურის უფროსი წარმართავდა სამსახურის საქმიანობას და წარმოადგენდა ამავე სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, თ. პ–ე როგორც საჯარო მოსამსახურე ვალდებული იყო რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარემართა საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად.

2015 წლის 2 აპრილს ქ. ბ–ს მერის N... ბრძანებით ბ. ხ–ი დაინიშნა ქალაქ ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2018 წლის 30 აპრილამდე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ბ. ხ–ი როგორც საჯარო მოსამსახურე ვალდებული იყო რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარემართა საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად.

2014 წლის 5 სექტემბერს ქ. ბ–ს მერის N... ბრძანებით ე. ლ–ე დაინიშნა ქალაქ ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2017 წლის 1 ივლისამდე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ქ. ბ–ს საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N.. დადგენილებით დამტკიცებული ბ–ს მერიის დებულების მე-4 მუხლის თანახმად, ე. ლ–ე როგორც სამსახურის უფროსი წარმართავდა სამსახურის საქმიანობას და წარმოადგენდა ამავე სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს. ამავე დებულების მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ე. ლ–ის სამსახურებრივ უფლებამოსილებას შეადგენდა წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და ეფექტურ ხარჯვაზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობის შემოწმებაზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ე. ლ–ე როგორც საჯარო მოსამსახურე ვალდებული იყო რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარემართა საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. ქალაქ ბ–ს მერის 2014 წლის 9 სექტემბრის N... და 2015 წლის 27 აპრილის N... ბრძანებების შესაბამისად ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისის შემადგენლობაში შედიოდა ქ. ბ–ს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი.

ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრების: ვ. ხ–ის, თ. პ–ის, ბ. მ–ის, ე. ლ–სა და ბ. ხ–სის გადაწყვეტილებით 2015 წლის 9 ოქტომბერს ქ. ბ–ს მერიამ გამოაცხადა ........... ელექტრონული ტენდერი ქ. ბ–ში, ჯ–ს ქ.N...-ში საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზე, სავარაუდო ღირებულებით 4279990 ლარი.

სატენდერო პირობების თანახმად, შენობა-ნაგებობის ასაშენებლად უნდა გამოყენებულიყო მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციები, ხოლო ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონოდა ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საცხოვრებელი სახლების ან/და შენობების მშენებლობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 10000000 (ათი მილიონი) ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებით შენობის მშენებლობა ს–ს ბაზარზე ნაკლებად იყო გავრცელებული, რაც ზღუდავდა კონკურენციას, ხოლო ბ–ს მერიას წარსულში არ ჰქონია ანალოგიური ობიექტის შესყიდვის გამოცდილება. ტენდერის გამოცხადებამდე ბ–ს მერიის ხელმძღვანელობისათვის და სატენდერო კომისიის წევრებისათვის ცნობილი იყო, რომ მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებით ს–ში მშენებლობის გამოცდილება ჰქონდა მხოლოდ შპს „.......... ჯგუფს“, რომელმაც ტენდერის გამოცხადებამდე შესთავაზა ქ. ბ–ს მერიის ხელმძღვანელ პირებს მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებით მშენებლობის პროექტის განხორციელება. საბოლოოდ ქ. ბ–ს მერიამ ტენდერი გამოაცხადა სწორედ შპს “.......... ჯუფს“ მიერ უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე ისე, რომ საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „..........ამ“. ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას „.........ას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი იქნა დამფუძნებელი კომპანიის - ა–ში რეგისტრირებული შპს „კ–ს“ საბანკო ანაგარიშის ამონაწერი ღია სააქციო საზოგადოება „........ ბანკიდან“. აღნიშნული დოკუმენტის გაცემის თარიღად დაფიქსირებული იყო 2015 წლის 14 მაისი, ხოლო დოკუმენტზე დასმული ბეჭედი დათარიღებული იყო 2013 წლის 26 აპრილით. ამასთან, დასახელებულ ამონაწერში მითითებულ კომპანიებს, რომელთაგანაც შპს „კ–ს“ ჩარიცხული ჰქონდა თანხები, უფიქსირდებოდათ ერთი და იგივე ანგარიშის ნომრები, ხოლო თანხები ჩარიცხული იყო ერთი და იმავე ნომრის საგადახდო დავალებებით. ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებს წარმოდგენილ საეჭვო დოკუმენტზე საერთოდ არ უმსჯელიათ მაშინ, როდესაც ქ. ბ–ს მერიის მიერ 2015 წლის 1 მაისს გამოცხადებულ ........... ელექტრონულ ტენდერში „კ.... ჯ–ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი იგივე საბანკო ამონაწერი ღია სააქციო საზოგადოება „...... ბანკიდან“, 2015 წლის 9 ივნისს ქ. ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის იგივე შემადგენლობამ მიიჩნია უსფ „...... ჯ–ს“ დისკვალიფიკაციის ერთ-ერთ საფუძვლად.

მომდევნო ეტაპებზე უსფ „კ. ჯ–ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი დაზუსტებული და საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს და ქმნიდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლებს: კერძოდ, ....... ჯ–ს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა, რომ კომპანიას შესრულებული ჰქონდა სატენდერო პირობებით მოთხოვნილი ანალოგიური და შენობის მშენებლობის სამუშაოები (კერძოდ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვებით არ დასტურდებოდა საძირკველის ამოღებისა და გადახურვის სამუშაოების შესრულება). ამასთან, უსფ „....... .....–ს“ ...... მიერ ატვირთული შპს „კ–სა“ და შპს „..........“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (რეგიონული ძიუდოს ცენტრის სამშენებლო სამუშაოები) დათარიღებული იყო 2012 წლის 12 მაისით, ხოლო შპს „კ–ი“ დაფუძნებული იყო 2012 წლის 25 მაისს. უსფ „კ..... ჯ–ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში 2015 წლის 20 ნოემბერს წარდგენილი იქნა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: ა–ს რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს N.. ტერიტორიული საგადასახადო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული ამონაწერი შპს „კ–ს“ დღგ-ის ანგარიშდან, სადაც თანხების ბრუნვა ნაჩვენებია 2011 წლის 11 აგვისტოდან (მაშინ, როდესაც შპს „კ–ი“ დაფუძნებულია 2012 წლის 25 მაისს) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს N.. ტერიტორიული საგადასახადო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული N.......... წერილი შპს „კ–ს“ საქმიანობასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან შპს „კ–ს“ თანამშრომლები გაშვებული ჰყავდა უხელფასო შვებულებაში (რაც პირდაპირ მიანიშნებდა, რომ დამფუძნებელი კომპანია შპს „კ–ი“ არ ფუნქციონირებდა).

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა უსფ „კ.... ჯ–ს“დისკვალიფიკაციის საფუძვლები, ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებმა: ვ. ხ–მ, თ. პ–მ, ბ. მ–მ, ე. ლ–მ და ბ. ხ–სმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, უსფ „.........ს“ გამორჩენის მიზნით, უკანონოდ მიანიჭეს პრეტენდენტს უპირატესობა და უსფ “.....–ს“გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად მაშინ, როდესაც ა–ს გადასახადების სამინისტროდან და აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურიდან მიღებული ინფორმაცით ირკვევა, რომ 2015 წლის 29 ოქტომბრის ამონაწერი შპს „.........–ს“ დღგ-ის ანგარიშიდან და 2015 წლის 29 ოქტომბრის N......... წერილი შპს „..........–ს“ საქმიანობასთან დაკავშირებით არის ყალბი და არ გაცემულა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს მიერ.

ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, უსფ “.....–ს“ სატენდერო კომისიას წარუდგინა სს „........ ბანკის“ მიერ ავიზირებული, ........ში, ლ–ში რეგისტრირებული „.........ს“-ის მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. „.....–ს“ ...... მიერ წარმოდგენილ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიამ იმსჯელა 2015 წლის 8 დეკემბრის ოქმით და მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოხსენებული საბანკო გარანტიის ვალიდურობის შესწავლა, რაც კომისიის წევრებმა მოახსენეს ქ. ბ–ს მერს - გ. ე–ს. ქ. ბ–ს მერმა, გ. ე–მა საბანკო გარანტიის შესწავლა დაავალა ქ. ბ–ს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს - ა. ვ–ეს. ა. ვ–მ სს „......... ბანკის“ მეშვეობით დაადგინა, რომ „............“-ს არ გააჩნდა რეიტინგი, რაც ეჭვქვეშ აყენებდა „.........“-ს სანდოობას და გადახდისუნარიანობას, რის გამოც სს „....... ბანკი“ „.............“-ს რეკომენდაციას არ უწევდა. საბანკო გარანტიის ტექსტიდან კი ირკვეოდა, რომ გარანტიის ტექსტი არ იყო უპირობო და გარკვეულ რისკებს შეიცავდა ქ. ბ–ს მერიისათვის მაშინ, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N..-ით დამტკიცებული იყო საბანკო გარანტიის ფორმა და ტექსტი, რომლის თანახმად ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია უნდა ყოფილიყო სრულად უპირობო. ა. ვ–მ ზემოხსენებული გარემოებები მოახსენა ქ. ბ–ს მერს - გ. ე–სა და სატენდერო კომისიას. ამასთანავე, 2015 წლის 16 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ბ–ს მერიაში გაგზავნილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სარეკომენდაციო წერილი იმის თაობაზე, რომ საბანკო გარანტიები მოთხოვნილი ყოფილიყო მხოლოდ მაღალი სანდოობის საერთაშორისო ან ქართული კომერციული ბანკებიდან, რაც ასევე ცნობილი იყო ქ. ბ–ს მერის - გ. ე–სა და სატენდერო კომისიის წევრებისათვის.

ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, ნაცვლად იმისა ქ. ბ–ს მერს გ. ე–სა და სატენდერო კომისიის წევრებს დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, შეეწყვიტათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ ხელშეკრულება უსფ “.....–ს“ჯ–სთან“, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და საქართველოს ეროვნული ბანკის 2015 წლის 15 აპრილის სარეკომენდაციო წერილის ინგორირებით, სატენდერო კომისიამ უკანონოდ მიანიჭა უპირატესობა უსფ „.....–ს“ ...... და 2015 წლის 15 დეკემბერს უსფ “.....–ს“ჯ–სა“ და ბათუმის მერიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება 4279990 ლარზე, ხოლო სატენდერო კომისიის წევრებს არანაირი ღონისძიება არ გაუტარებიათ რათა ქ. ბ–ს მერიასა და უსფ „.....–ს“ ...... შორის არ გაფორმებულიყო ხელშეკრულება.

2016 წლის 14 იანვარს უსფ “.....–ს“ჯ–მ“ ქ. ბ–ს მერიაში წარადგინა სს „.... ბანკის“ მიერ 2016 წლის 13 იანვარს ავიზირებული, ისევ „..........“-ეს მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია 1626396,2 ლარზე. აღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე უსფ „.....–ს“ ...... ბ–ს მერიამ ეტაპობრივად ჩაურიცხა ავანსის თანხები ჯამურად - 1621185 ლარი. აღნიშნული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 1062000 ლარი, უსფ “.....–ს“ ჯ –მ“ გადაურიცხა პროექტის ავტორს - შპს „..........ის ჯგუფს“, რომელსაც „.....–ს“ ჯ–სთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა შეესრულებინა მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციების სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოები.

საბოლოოდ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან „.....–ს“ ...... მიერ შესრულდა მხოლოდ 251109,43 ლარის სამუშაოები და როდესაც დადგა „.......“-ის მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიისა და საავანსო საბანკო გარანტიების ამოქმედების საკითხი, გაირკვა, რომ „..........“ არ წამოადგენდა არც საბანკო დაწესებულებას და არც აქტიურ კომპანიას, არ გააჩნდა აქტივები, ხოლო მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 100 ფუნტ სტერლინგს, შესაბამისად, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფდა საგარანტო თანხების ანაზღაურებას.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრების: ვ. ხ–ს, თ. პ–ს, ბ. მ–ის, ე. ლ–სა და ბ. ხ–ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ, რაც გამოიხატა უსფ “.....–ს“ ჯ–სათვის“ უპირატესობის უკანონოდ მინიჭებაში, არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და ბათუმის მუნიციპალიტეტს მიაყენა 1370076 ლარის ზიანი.

1.2. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, გ. ე–ს (პირადი ნომერი .............), ა. ვ–სა (პირადი ნომერი ...............) და ე. ლ–ს (პირადი ნომერი ..........) წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 30 ივლისიდან 2017 წლის 12 ნოემბრამდე გ. ე–ი იკავებდა ქალაქ ბ–ს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ქ. ბ–ს საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N.. დადგენილებით დამტკიცებული ბ–ს მერიის დებულების თანახმად, იგი წარმოადგენდა ბ–ს მუნიციპალიტეტის უმაღლეს თანამდებობის პირს, რომელიც საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებდა ქ. ბ–ს მერიის საქმიანობაზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად გ. ე–ი, როგორც საჯარო მოსამსახურე, ვალდებული იყო რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარემართა საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად.

2014 წლის 5 სექტემბერს ქ. ბ–ს მერის N..... ბრძანებით ე. ლ–ე დაინიშნა ქალაქ ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2017 წლის 1 ივლისამდე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ქ. ბ–ს საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N.. დადგენილებით დამტკიცებული ბ–ს მერიის დებულების მე-4 მუხლის თანახმად, ე. ლ–სე როგორც სამსახურის უფროსი წარმართავდა სამსახურის საქმიანობას და წარმოადგენდა ამავე სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს. ამავე დებულების მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ე. ლ–ის სამსახურებრივ უფლებამოსილებას შეადგენდა წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და ეფექტურ ხარჯვაზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობის შემოწმებაზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ე. ლ–სე როგორც საჯარო მოსამსახურე ვალდებული იყო რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარემართა საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. ქალაქ ბ–ს მერის 2014 წლის 9 სექტემბრის N526 და 2015 წლის 27 აპრილის N... ბრძანებების შესაბამისად ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისის შემადგენლობაში შედიოდა ქ. ბ–ს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი.

2015 წლის 05 იანვარს ქალაქ ბ–ს მინიციპალიტეტის მერის N... ბრძანებით, ა. ვ–სე დაინიშნა ქ. ბ–ს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ა. ვ–ე, როგორც საჯარო მოსამსახურე, ვალდებული იყო რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარემართა საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. ბ–ს საკრებულის 2014 წლის 29 აგვისტოს N.. დადგენილებით დამტკიცებული ბ–ს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულების, ბ–ს მერის 2014 წლის 31 ოქტომბრის N... ბრძანების „საჯარო მოსამსახურეთა შორის ფუნქციების განაწილებისა და სამუშაოთა აღწერილობების დამტკიცების შესახებ“ და საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ე. ლ–სის 2014 წლის 23 სექტემბრის N... ბრძანების თანახმად, ა. ვ–ს ევალებოდა: წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე, ასევე თავისი კომპეტეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობის შემოწმების, მერიაში ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების კონტროლი.

2015 წლის 16 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა ქ. ბ–ს მერიაში გააგზავნა საქართველოს ეროვნული ბანკის 2015 წლის 15 აპრილის სარეკომენდაციო წერილი მასზედ, რომ ბენეფიციარების მიერ საბანკო გარანტიები მოთხოვნილი ყოფილიყო მხოლოდ მაღალი სანდოობის საერთაშორისო ან ქართული კომერციული ბანკებიდან, რაც ცნობილი იყო გ. ე–სათვის. ქ. ბ–ს მერიის მიერ 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადებულ ............ ელექტრონულ ტენდერში, გ. ე–სის ბრძანებით შექმნილი ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, 2015 წლის 24 ნოემბერს გამარჯვებულად გამოცხადდა უცხოური საწარმოს ფილიალი “.....–ს“, რომელსაც სატენდერო პირობების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე დაევალა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენა.

უცხოური საწარმოს ფილიალმა „.....–მ“, სატენდერო კომისიას წარუდგინა სს „..... ბანკის“ მიერ ავიზირებული, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში რეგისტრირებული „...........“-ს მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. 2015 წლის 8 დეკემბერის ოქმით, სატენდერო კომისიამ იმსჯელა ზემოხსენებულ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია საბანკო გარანტიის ვალიდურობის შესწავლა, რაც კომისიის წევრების მიერ მოხსენდა ქ. ბ–ს მერს გ. ე–ს. ქ. ბ–ს მერმა გ. ე–მა საბანკო გარანტიის შესწავლა დაავალა ქ. ბ–ს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს ა. ვ–ს, რომელსაც ბ–ს საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N.. დადგენილებით დამტკიცებული ბ–ს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულების, ბ–ს მერის 2014 წლის 31 ოქტომბრის N... ბრძანების „საჯარო მოსამსახურეთა შორის ფუნქციების განაწილებისა და სამუშაოთა აღწერილობების დამტკიცების შესახებ“ და საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ე. ლ–სის 2014 წლის 23 სექტემბრის N... ბრძანების თანახმად ევალებოდა: წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე; თავისი კომპეტენენციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობის შემოწმება და კონტროლი მერიაში ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე.

ა. ვ–სე გაეცნო საბანკო გარანტიის ტექსტს, რომელიც ნაცვლად იმისა რომ ყოფილიყო უპირობო, აწესებდა გარკვეულ პირობებს, საბანკო გარანტის ტექსტში ასევე დაფიქსირებული იყო ისეთი გარემოებები რაც არ იყო ხელსაყრელი ქ. ბ–ს მერიისათვის და საბანკო გარანტიის ამოქმედების საჭიროების შემთხვევაში შეიცავდა სამომავლო რისკებს. საბანკო გარანტიის დეტალურად შესწავლისა და ზემოხსენებული რისკების აღმოფხვრის მიზნით, ა. ვ–სე დაუკავშირდა საშუამავლო კომპანია შპს „........ს“, რომლის მეშვეობითაც „.....–ს“ ...... მოპოვებული ჰქონდა საბანკო გარანტია და სთხოვა, რომ გარანტიის ტექსტში შესულიყო ცვლილებები, რათა საბანკო გარანტია ყოფილიყო ცალსახად უპირობო, ასევე დაფიქსირებულიყო, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში სადავო საკითხი გადაწყვეტილიყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოში. ა. ვ–სემ შპს „გლობალ დეველოპმენტ კონსალტინგისაგან“ ასევე მოითხოვა „.........ს“-ს რეიტინგის შესახებ ინფორმაცია.

შპს „......მა“ ა. ვ–ს, როგორც გარანტიის ტექსტში შესატან ზემოხსენებულ ცვლილებებზე, ასევე „.........ს“ რეიტინგის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განუცხადა. მიუხედავათ ამისა, ა. ვ–სემ საკუთარი წყაროებით, კერძოდ სს „......ს ბანკიდან“ მიღებული ინფორმაციით დაადგინა რომ „.........ს“ რეიტინგი არ ჰქონდა, რაც ეჭვქვეშ აყენებდა „.........ს“ სანდოობას და გადახდისუნარიანობას, ხოლო სს „......ს ბანკი“ „.........ს“ რეკომენდაციას არ უწევდა.

ყოველივე ზემოხსენებულის თაობაზე ა. ვ–მ საერთო შეკრებაზე ინფორმაცია მიაწოდა ქ. ბ–ს მერს გ. ე–სა და ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებს: ბ. მ–ს, თ. პ–ს, ვ. ხ–ს, ე. ლ–ს და ბ. ხ–ს. ა. ვ–საგან ზემოხსენებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, გ. ე–მა იკითხა, საბანკო გარანტია ფორმალურად თუ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს, რაზეც შეხვედრაზე მყოფი პირისაგან დადებითი პასუხი მიიღო. ამავე შეხვედრაზე გ. ე–ს ხსენებული შეკრების მონაწილეებმა მოახსენეს, რომ შესაძლებელი იყო ქ. ბ–ს მერიას შეეწყვიტა ტენდერი ტექნიკურ დოკუმენტაციაზე მითითებით, მაგრამ გ. ე–ი დამსწრე პირებისაგან მოითხოვდა ისეთი მექანიზმის მოფიქრებას, რაც აღმოფხვრიდა საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ რისკებს.

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე ნაცვლად იმისა, რომ შეწყვეტილიყო ტენდერი და „.....–ს“ჯ–სთან“ არ გაფორმებულიყო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, გ. ე–მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის მიზნით, ე. ლ–სა და ა. ვ–სთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ ბ–ს მერიის მიერ უსფ „.....–ს“ჯ–სთან“ ზემოხსენებული ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

2015 წლის 15 დეკემბერს, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და საქართველოს ეროვნული ბანკის 2015 წლის 15 აპრილის სარეკომენდაციო წერილის იგნორირებით, უსფ „.....–ს“ ჯ– სა“ და ბ–ს მერიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება 4279990 ლარზე.

2016 წლის 14 იანვარს, უსფ „.....–ს“ჯ......მ“ ქ. ბ–ს მერიაში წარადგინა სს „..... ბანკის“ მიერ 2016 წლის 13 იანვარს ავიზირებული კვლავ „.........ს“ მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია 1626396,2 ლარზე, რის შემდეგ ქ. ბ–ს მერიისაგან ეტაპობრივად მოითხოვა ავანსის თანხის, ჯამურად - 1621185 ლარის ჩარიცხვა, მათ შორის შპს „...........ის“ მომსახურების თანხის (ფინანსური გარანტიის სადაზღვევო პრემია) ჯამურად - 282809 ლარის ჩარიცხვა. ფინანსური გარანტიის სადაზღვევო პრემიის თანხების ჩარიცხვის მოთხოვნას ერთვოდა უსფ „.....–ს“ ჯ........სა“ და შპს „.........ს“ შორის, მომსახურების თაობაზე გაფორმებული თავდებობის ბუნდოვანი ხელშეკრულებები, სადაც არ იყო ასახული მომსახურების საფასური. ამასთან, ქ. ბ–ს მერიასა და „.....–ს“.....–ს“ ...... შორის 2015 წლის 15 დეკემბრს გაფორმებულ N... სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში 2018 წლის 18 იანვარს შევიდა ცვლილება - მხარეთა შეთანხმება N.., რომლის თანახმად უსფ „.....–ს ჯ.....–ს“ ...... მიერ წარმოდგენილი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე ავანსის ჩარიცხვა განხორციელდებოდა სს „..........ში“ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, რომლიდანაც თანხის გადარიცხვა უნდა განხორციელებულიყო ქ. ბ–ს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის ა. ვ–სის თანხმობით.

მიუხედავად იმისა, რომ გ. ე–სის, ა. ვ–სა და ე. ლ–სათვის (სატენდერო კომისიის წევრი) ცნობილი იყო, რომ „.........ს“ საერთოდ არ ჰქონდა რეიტინგი და ეჭვქვეშ იდგა მისი სანდოობა და გადახდისუნარიანობა, ასევე საბანკო გარანტიების ტექსტი არ იყო უპირობო, რაც გონივრულ მოლოდინს ქმნიდა, რომ ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიისა და საავანსო საბანკო გარანტიების ამოქმედების შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა საგარანტიო თანხების ანაზღაურება, გ. ე–მა თანხმობა განაცხადა ქ. ბ–ს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის - ე. ლ–სის 2016 წლის 01 თებერვლის N......, 2016 წლის 18 თებერვლის N......., 2016 წლის 23 თებერვლის N........, 2016 წლის 31 მარტის N...... და 2016 წლის 13 მაისის N....... გ. ე–ს სახელზე დაწერილი მოხსენებითი ბარათებით მოთხოვნილი, ქ. ბ–ს მერიის კუთვნილი თანხების, ჯამურად - 1591685 ლარის „.....–ს“ ჯ.....–ს“ ...... ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე, რაც ასევე ა. ვ–სის ვიზირებით დადასტურდა. მათ შორის, შპს „..........ის“ მომსახურების თანხა, ჯამურად - 282809 ლარი “...............ს“ ჩაერიცხა ისეთ პირობებში, როდესაც ტენდერის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია საერთოდ არ ითვალისწინებდა მიმწოდებლისათვის ფინანსური გარანტიის სადაზღვევო პრემიის ხარჯს. შპს „..............მ“ საერთოდ არ გაითვალისწინა ქ. ბ–ს მერიის მოთხოვნები გარანტიის ტექსტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, არ ითანამშრომლა ქ. ბ–ს მერიასთან, ასევე ეჭვქვეშ იდგა „.........ს“ სანდოობა და გადახდისუნარიანობა, რომლის მოძიებაშიც მიიღო მონაწილეობა შპს “.............მა“. ჩარიცხული თანხები კი დანაშაულებრივად იქნა განკარგული უსფ “...............ს“ მიერ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან “.....–მ“ შეასრულა მხოლოდ 251109,43 ლარის სამუშაოები და როდესაც დადგა „.........ს“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიისა და საავანსო საბანკო გარანტიების ამოქმედების საკითხი, გაირკვა რომ „.........ს“ არ წამოადგენდა საბანკო დაწესებულებას და აქტიურ კომპანიას, არ გააჩნდა აქტივები, ხოლო მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 100 ფუნტ სტერლინგს, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფდა საგარანტო თანხების ანაზღაურებას.

ამდენად, გ. ე–მა, ე. ლ–მ და ა. ვ–მ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იგნორირებით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგეს მათ მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული ქ. ბ–ს მერიის კუთვნილი დიდი ოდენობით 1370076 ლარი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენით:

ბრალდებულ ვ. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ბრალდებული ვ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 5000 (ხუთი ათასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20000 (ოცი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბრალდებულ ბ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ბრალდებული ბ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 5000 (ხუთი ათასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20000 (ოცი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბრალდებულ თ. პ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ბრალდებული თ. პ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 5000 (ხუთი ათასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20000 (ოცი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბრალდებულ ბ. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ბრალდებული ბ. ხ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 5000 (ხუთი ათასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20000 (ოცი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბრალდებულ ე. ლ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ბრალდებულ ე. ლ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ბრალდებული ე. ლ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ბრალდებული ე. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;

მასვე, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ე. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;

მასვე, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

ბრალდებული გ. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

მასვე, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

ბრალდებული ა. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა - რამაზ შავაძემ, მსჯავრდებულ ე. ლ–ს ადვოკატმა დ. ჩ–მა, მსჯავრდებულების - ე. ლ–სისა და ბ. ხ–სის ადვოკატმა რამინ პაპიძემ, მსჯავრდებულ ბ. მ–სის ადვოკატმა პ. ბ–მ, მსჯავრდებულებმა: ვ. ხ–მ და თ. პ–მ და მათმა ადვოკატებმა - ა. გ–მა და ს. ა–მა და მსჯავრდებულ გ. ე–ს ადვოკატმა ლ. მ–მა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორის, რამაზ შავაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

მსჯავრდებულ ე. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ–ს; მსჯავრდებულების - ე. ლ–სა და ბ. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ–ს; მსჯავრდებულ ბ. მ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–სის; მსჯავრდებულების - ვ. ხ–ს, თ. პ–სა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. გ–სა და ს. ა–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;

მსჯავრდებულ გ. ე–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

გ. ე–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

გ. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

ე. ლ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ე. ლ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ე. ლ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; მასვე, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ე. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; მასვე, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

ვ. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ვ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ვ. ხ–ს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 20000 (ოცი ათასი) ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ბ. მ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ბ. მ–ს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თ. პ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

თ. პ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, თ. პ–ს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 20000 (ოცი ათასი) ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბ. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ბ. ხ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ბ. ხ–ს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ა. ვ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

3.2. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შავაძემ 2022 წლის 1 აგვისტოს საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი, რომლითაც მოითხოვა: ა. ვ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; მსჯავრდებულების: ბ. მ–სის, თ. პ–სის, ვ. ხ–სა და ბ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; მსჯავრდებულ გ. ე–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; მსჯავრდებულ ე. ლ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის; ასევე, მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. მსჯავრდებულმა გ. ე–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–სმა 2022 წლის 3 აგვისტოს საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და მოითხოვეს გ. ე–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში.

3.4. მსჯავრდებულ ბ. ხ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. პ-ემ 2022 წლის 2 აგვისტოს საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და მოითხოვა ბ. ხ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

3.5. მსჯავრდებულ ე. ლ–ს ადვოკატმა დ. ჩ–სმა 2022 წლის 2 აგვისტოს საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და მოითხოვა ე. ლ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.6. მსჯავრდებულმა თ. პ–მ 2022 წლის 3 აგვისტოს საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.7. მსჯავრდებულმა ვ. ხ–მ 2022 წლის 3 აგვისტოს საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.8. მსჯავრდებულ ბ. მ–სის ადვოკატმა პ. ბ–მ 2022 წლის 5 აგვისტოს საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და მოითხოვა ბ. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან გ. ე–ს, ბ. მს, ა. ვ–ს, ე. ლ–ს, თ. პ–ს, ვ. ხ–სა და ბ. ხ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს სასამართლო პროცესზე გამოკვლეული და პრეიუდიციად ცნობილი გონივრულ ეჭვს მიღმა შემდეგი მტკიცებულებები: სახელმწიფო აუდიტის ანგარიში, აუდიტორების გამოკითხვის ოქმები, აუდიტის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N............ დასკვნა, ბ–ს მერიიდან და ბ–ს საკრებულოდან ამოღებული და გამოთხოვილი დოკუმენტაცია, ელექტრონული ფოსტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციები, სს „......... ბანკიდან“, სს „......... ბანკიდან“, სს „........ ბანკიდან“, სატელეფონო ოპერატორებიდან: სს „........დან“, შპს „მ–დან“ და შპს „მ–ნ“ გამოთხოვილი ინფორმაციები, ა–ს გადასახადების სამინისტროდან და აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურიდან მიღებული წერილები, საქართველოს ეროვნული ბანკის სარეკომენდაციო წერილი, შპს „ფ–ის“ მიერ ჩატრებული კვლევა, საიტებისა და დოკუმენტაციების დათვალიერების ოქმები, დაზარალებულის წარმომადგენლისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ჩვენებები, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. კასატორი დეტალურად მიუთითებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შინაარს და აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებებში სწორად არის შეფასებული მსჯავრდებულთა და გამართლებულ ა. ვ–სის ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ყველა ბრალდებული ცნობილ იქნას დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების შესაბამისად.

4.2. მსჯავრდებულ გ. ე–სა და ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება კანონმდებლობასა და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, კერძოდ: სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ე–ს ქმედებაში არანაირი ანგარების მოტივი არ იყო, თუმცა დაასკვნა, რომ გ. ე–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომლის დისპოზიციის აუცილებელი ელემენტია ანგარება, კერძოდ - ქმედების ჩადენა თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად. კასატორის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ „ანგარებითი მიზანი“ სიტყვასიტყვით არ არის მითითებული სსკ-ის 332-ე მუხლში, ის თავისთავად და ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს აღნიშნული ნორმის საკონონმდებლო კონსტრუქციის დეტალური სამართლებრივი ანალიზიდან. კერძოდ, მიზანი არის დამნაშავის წარმოდგენაში იდენტიფიცირებული მომავალი შედეგის აბსტრაქტული მოდელი, რომლის მისაღწევადაც სჩადის დანაშაულებრივ ქმედებას. განსახილველ შემთხვევაში, ცხადია, რომ პირის ქმედება რეალურად დეტერმინირებულია თავისთვის ან სხვისთვის არამართლზომიერი ქონებრივი სარგებლის მიღებით, ანუ ანგარების კლასიკური მიზნით. ამრიგად, ანგარება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სუბიექტური შემადგენლობის ინტეგრალური და განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად გ. ე–ს ქმედებაში მისი, როგორც დანაშაულის ყველა სხვა ელემენტის არსებობა სწორედ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დადასტურებულიყო. საგულისხმოა ის გარემოება, რომ პირის ქმედებაში ანგარების არსებობა ე.წ. „სამართლებრივი ზიარჭურჭლის პრინციპის“ საფუძველზე, ავტომატურად წარმოშობს და განაპირობებს მის მიზანს, დაზარალებულმა (ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფომ) განიცადოს მატერიალური ხასიათის ზიანი. ამდენად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება თავისი სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი, როგორც წესი, კონკრეტიზებული განზრახვით, რომლითაც სავალდებულოა მოცული იყოს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის თითოეული ელემენტი. ამრიგად, საქმეში უნდა არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც მიუთითებს, რომ გ. ე–ს უშუალოდ ქმედების ჩადენის დროს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ უკრაინული კომპანია არ შეასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მიისაკუთრებდა გადარიცხულ თანხას და სურდა კიდეც ამგვარი შედეგი. ამასთანავე, მას ასევე წინასწარ უნდა სცოდნოდა, რომ შპს „..... ბანკ“ ... არ იყო საბანკო დაწესებულება და არ აანაზღაურებდა მიყენებულ ზიანს და ჰქონოდა განზრახვა, რომ გარანტიის გამცემს უშუალოდ ან შუამავალი კომპანიის მეშვეობით უკანონოდ მიეთვისებინა საბანკო გარანტიის სადაზღვევო პრემიის თანხა. სასამართლო გამოძიების შედეგად არ დადგინდა ამგვარი ანგარების მიზანი და მოტივი, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტური მხარე, რომლის გარეშეც პირის ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ. ე–მა რეზოლუცია დაადო მოხსენებით ბარათს და კანონის შესაბამისად, დაავალა მოქმედება დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს, ვერ ჩაითვლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად. კასატორი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დადასტურდა გ. ე–ს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. სააპელაციო პალატის განაჩენის მიხედვით, გ. ე–სს წინასწარი შეცნობით სურდა, რომ ფინანსური ზიანი მიეყენებინა ბ–ს მერიისთვის და ამის ხარჯზე მატერიალური სარგებელი მიეღოთ შპს „მსუბუქი მრეწველობის ჯგუფს“ უკრაინაში, ა–ი კომპანიის ფილიალს ს–ში - „.........ასა“ და შპს „.........ს“, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებლად ერთი - ირიბი მტკიცებულებაც კი, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

4.3. მსჯავრდებულ ე. ლ–სის ადვოკატ დ. ჩ–სის საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლო პროცესის დროს დაკითხულ არცერთ მოწმეს ე. ლ–სის მიერ რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე სასამართლოსათვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. სასამართლოს განაჩენის გამოტანის პროცესში არ გასჩენია კითხვა, ინგლისური კომპანიის შპს „...........ს“ მიერ შპს „........ ბანკის“ (.........ს) შემოწმების შესახებ ქ. ბ–ს მუნიციპალიტეტისათვის მიწოდებული დოკუმენტის სისწორის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ აღნიშნული ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება სადავოდ მიიჩნია. აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოდგენილი შემოწმების შესახებ შედგენილი დოკუმენტის შინაარსი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დადგენილად მიიჩნიეს. ამ დოკუმენტს თან არ ახლავს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ ნამდვილად მიმართა ბ–ს სახელმწიფო ორგანოებს შპს „....... ბანკის“ მიმართ ოფიციალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით და ამდაგვარი წერილობითი პასუხები მიიღო. დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარემ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: შპს „.........ს“ არ არის საბანკო დაწესებულება და არის არააქტიური კომპანია, მას არ გააჩნია აქტივები და მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენს მხოლოდ 100 ფუნტ სტერლინგს. სასამართლო პროცესზე კომპანია „........ის“ არცერთი წარმომადგელი არ დაკითხულა. მათ მიერ შედგენილი წერილის დანართი შედგენილია არასაპროცესო - ინგლისურ ენაზე და საქმეში მისი თარგმანი ქართულ ენაზე არ მოიპოვება. ამ კომპანიის მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებული შპს „.........ს“-ს მისამართი არ ემთხვევა საქმეში დადგენილად მიჩნეულ შპს „.........ს“-ს მისამართს. ობიექტურად, თვით ამ კომპანიის შპს „........ის“ საქმიანობისა და არსებობის გადამოწმებაც კი შეუძლებელია. წარმოდგენილ დასკვნაზე ბეჭედი ან რაიმე რეკვიზიტი არ არის დატანილი და მას არავინ აწერს ხელს, შესაბამისად, შეუძლებელია გაცემული დასკვნის სისწორის გადამოწმებაც. ამდენად, დაცვის მხარეს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი ინგლისური კომპანიის შპს „.........ის“ მიერ გაცემული წერილის შინაარსის უტყუარობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ შპს „........ ბანკის“ მიმართ არსებული შეფასების მხედველობაში მიღება, ჩამოთვლილი გარემოებების გაუთვალისწინებლად, განაჩენის დადგენის დროს დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, სასამართლოებს გამამტყუნებელ განაჩენში ინგლისური კომპანია შპს „...........ს“ მიერ გაცემული დასკვნის ირგვლივ საერთოდ არ უსმჯელიათ. ამიტომ, გაუგებარია თუ რა გარემოებაზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ შპს „........ ბანკი“ არ არის საბანკო ორგანიზაცია. ბრალდების მხარე არ დაელოდა ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო დავის დასრულებას სს „........ ბანკთან“, რაც კასატორის აზრით, უკანონო გადაწყვეტილებაა, რადგან, თუკი სამოქალაქო დავაში ბ–ს მერია გაიმარჯვებს, შპს „........ ბანკის“ მიერ წარმოდგენილი საავანსო საბანკო გარანტიის ფარგლებში სს „........ ბანკი“ სახელმწიფოს აუნაზღაურებს ზიანს. ამ გარემოების გარკვევამდე კი რაიმე ზიანზე მსჯელობა არათუ ნაადრევია, არამედ - პირდაპირ მიუთითებს სახელმწიფო ბრალდების უკანონო დაინტერესებაზე. აღნიშნულ საკითხზე განაჩენში საერთოდ არაა ნამსჯელი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს განაჩენის დაუსაბუთებლობასა და უკანონობაზე. კასატორი მიუთითებს ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას სს „........ ბანკის“ წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო დავის ფარგლებში და ყურადღებას ამახვილებს საბანკო გარანტიის ავიზირებისას ბანკისა და მერიის პასუხისმგებლობის ფარგლებზე. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს მერიის არგუმენტაციას მოპასუხე მხარის სს „........ ბანკის“ ბრალთან მიმართებით, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მერიის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანა. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა კი განაჩენის დადგენისას არსებითი ყურადღება არ მიაქციეს იმ საკითხს, რომ სს „........ ბანკის“ მიერ ბ–ს მერიისათვის გაგზავნილ წერილებში პირდაპირ არის მითითებული, რომ შპს „.........ს“ წარმოადგენს საბანკო დაწესებულებას. სს „........ ბანკის“ წარმომადგენლების სასამართლო პროცესზე დაკითხვით დადგენილი იქნა, რომ საბანკო გარანტიის ავიზირების პროცესში მათთვის უცნობი იყო შპს „.........ს“ წარმოადგენდა თუ არა საბანკო დაწესებულებას, სს „........ ბანკმა“ ავიზირების პროცესში დაუშვა ტექნიკური შეცდომა და შპს „.........ს“-ს შემთხვევით დაუწერეს, რომ ის წარმოადგენდა საბანკო დაწესებულებას, თუმცა ასევე ვერ განმარტეს, თუ რამ განაპირობა 13.01.2016 წელს გაცემულ დოკუმენტში შპს „.........ს“-სთან მიმართებაში ტერმინ - „საბანკო დაწესებულების“ ამოღება. აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არცერთ ავიზირებულ დოკუმენტში თვით შპს „.........ს“ არ მიუთითებს, რომ ის არის საბანკო დაწესებულება. ამ მოცემულობით გაუგებარი და აუხსნელია ბრალდების მხარის პრეტენზია კომისიის წევრების მიმართ, რომ თითქოსდა მათ უნდა განეჭვრიტათ და ეწინასწარმეტყველათ, რომ შპს „.........ს“ არ იყო საბანკო დაწესებულება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „........ ბანკის“ წარმომადგენლებისგან განსხვავებით, რომლებიც წარმოადგენენ საბანკო დოკუმენტების ავიზირების სფეროში ვიწრო სპეციალობის მქონე პირებს, ე. ლ–ეს არ უნდა დაეჯერებინა სს „........ ბანკის“ მიერ გამოგზავნილი წერილის სისწორე და არ უნდა შეედგინა მოხსენებითი ბარათი. კასატორის პოზიციით, სს „........ ბანკს“ ავიზირებულ წერილში რომ არ აეღო პასუხისმგებლობა და შპს „.........ს“ არ დაესახელებინა საბანკო დაწესებულებად, ამ დოკუმენტისა და საბანკო გარანტიის შინაარსთან მიმართებით მერიის თანამშრომლებს არ შეექმნებოდათ მცდარი ილუზია საბანკო დაწესებულების შესახებ. ამ გარემოების გამო ე. ლ–სისა და სხვა მსჯავრდებულებისათვის არაგანჭვრეტადი იყო საბანკო გარანტიის განხილვის პროცესში არსებული მოცემულობა შპს „.........ს“-ს თაობაზე. კასატორის პოზიციით, არსებითი მნიშვნელობის მქონეა ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლო პროცესზე ვერ წარმოადგინა ვერცერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ე. ლ–სის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მათ შორის, სასამართლოს მიაწვდიდა ინფორმაციას, რომ მისი ქმედება შეიცავდა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაულის - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს. საქმეში არსებული მასალებით პირდაპირ დგინდება, რომ ე. ლ–სეს 2015 წლის 16 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ბ–ს მერიაში გაგზავნილი წერილი გასაცნობად არ დაწერია. შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ მას ამ წერილის არსებობის შესახებ რაიმე ინფორმაცია გააჩნდა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. თუმცა, ამ ინფორმაციის ქონის შემთხვევაშიც კი, ლ–ს დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან აღნიშნული წერილი არის სარეკომენდაციო და არ წარმოადგენს რაიმე მავალდებულებელი ძალის მქონე საკანონმდებლო აქტს. პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებს გამამტყუნებელ განაჩენში ყურადღება გამახვილებული აქვთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციაზე დართული N.. - დანართით ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია უნდა ყოფილიყო სრულად უპირობო, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, N.. დანართის ტექსტის თანახმად: „სატენდერო წინადადების შესაბამისად იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს საბანკო გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გარანტიის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე, ჩვენ თანახმა ვართ გავცეთ მიმწოდებლის სახელზე ზემოთ აღნიშნული გარანტია. ამასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე და ვკისრულობთ ზემოაღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნისთანავე.“ ხსენებული ფრაზა თავისთავად გამორიცხავს, რომ საბანკო გარანტია უნდა ყოფილიყო უპირობო, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენი ამ ნაწილშიც არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ე. ლ–ე 2014 წლის 5 სექტემბერს, ქ. ბ–ს მერის N.... ბრძანებით, დაინიშნა ქალაქ ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2017 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული სამსახური შეიქმნა მერიის ორი განყოფილების გაერთიანების შედეგად. 2015 წლის 5 იანვარს ქ. ბ–ს მუნიციპალიტეტის მერის N... ბრძანებით ა. ვ–სე დანიშნულ იქნა ქალაქ ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ა. ვ–სის საკურატორო სფეროდ 2014 წლის 23 სექტემბრის N... ბრძანებით განსაზღვრული იყო ქალაქ ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების, სახაზინო განყოფილების, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების და შემოსავლების პროგნოზირებისა და ანალიზის განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები და მის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას შეადგენდა წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობის შემოწმებაზე. ე. ლ–სე არ არის ფინანსისტი და მას არ გააჩნდა ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, რის გამოც 2014 წლის 23 სექტემბრის N.... ბრძანება ზუსტად ამ გარემოების გამო იქნა მიღებული, რომ ფაქტობრივად, საფინანსო სფეროში სამსახურის უფროსის - ე. ლ–ს მოვალეობები დელეგირებული ყოფილიყო სამსახურის უფროსის მოადგილეზე. რაც შეეხება ე. ლ–სის მოხსენებით ბარათებს, დაცვის მხარის პოზიციით, მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს, თუ რა მომენტიდანაა შესაძლო ჩაითვალოს თანხა მერიის ფონდიდან გასულად. კასატორის აზრით, სპეციალურ ანგარიშზე თანხის განთავსება არ წარმოადგენს მერიის მხრიდან მის საბოლოო განკარგვით ქმედებას, რადგან სპეციალური ანგარიშიდან მერიის ფონდში თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ზემოხსენებულ თანამდებობის პირს - ა. ვ–ს ყოველთვის ჰქონდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, თუკი, სასამართლო თანხის მერიის ფონდიდან გასვლას დანაშაულად მიიჩნევს, გაუგებარი და აუხსნელია ორი ტრანზაქციის - სპეციალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისა და სპეციალური ანგარიშიდან საბოლოო ანგარიშსწორების მიმართ რადიკალურად განსხვავებული სამართლებრივი შეფასება. ამდენად, დაცვის მხარისათვის დაუსაბუთებელია, თუ რატომ წარმოადგენს ე. ლ–ს შუალედური ტრანზაქცია დანაშაულს, თუკი - ა. ვ–ს მიერ თანხის საბოლოო განკარგვა არ შეიცავს დანაშაულის შემადგენლობას.

4.4. მსჯავრდებულ ბ. ხ–ს ადვოკატ რ. პ–ს საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო აღნიშნავს ა–ს რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს წერილებზე “...............ს“ ...... მიერ მიერ სატენდერო კომისიაში წარდგენილი საგადასახადო დეპარტამენტის დოკუმენტების თაობაზე, თუმცა სასამართლო უგულებელყოფს იმ გარემოებას, რომ შპს „კ–ს“ საბანაკო ამონაწერების შესახებ ინფორმაცია ტენდერის ფარგლებში საერთოდ არ ყოფილა მოთხოვნილი და ხსენებული დოკუმენტები პრეტენდენტმა საკუთარი ინიციატივით წარმოადგინა. კასატორის პოზიციით, სატენდერო კომისიას არ გააჩნდა უფლებამოსილება და მითუფრო, არ იყო ვალდებული შეესწავლა ასეთი დოკუმენტები. საგულისხმოა ისიც, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმშიც კი არ ყოფილა მსჯელობა ამ მიმართულებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საბანკო ამონაწერი კომისიის წინაშე წარმოდგენილი იყო ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენის ეტაპზე, რა დროსაც მოწმდებოდა მხოლოდ კომპანიის სამუშაო გამოცდილება და არა სხვა მონაცემები. სასამართლო სატენდერო კომისიას პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმების ვალდებულების სამართლებრივ საფუძვლად უთითებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის (2015 წლის ნოემბერში მოქმედი რედაქცია) ბრძანებაზე. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ აქტებში საუბარია დისკვალიფიკაციის ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პრეტენდენტი სატენდერო კომისიას არ წარუდგენს მოთხოვნილ დოკუმენტს, მოთხოვნილი დოკუმენტი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციას ან მოთხოვნილ დოკუმენტში იკვეთება აშკარა უზუსტობები და სიყალბის ნიშნები. მოცემულ შემთხვევაში, პრეტენდეტნის მიერ წარდგენილი დღგ-ს ანგარიშისა და საბანკო ამონაწერების შესახებ ინფორმაცია სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა. სასამართლომ არასწორად წარმოაჩინა დაცვის მხარის პოზიცია აფიდავიტთან მიმართებით და განმარტა, რომ აფიდავიტის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა სატენდერო კომისიის წევრებს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმებისაგან არ ათავისუფლებს. მსგავსი პოზიცია კი დაცვის მხარეს არ ჰქონია, რადგან დაცვის მხარე არ უთითებდა სატენდერო კომისიაში წარდგენილი ისეთი დოკუმენტის ნამდვილობაზე, რომელიც სატენდერო პირობების თანახმად არის მოთხოვნილი, არამედ - ისეთ დოკუმენტაციაზე, რაც პრეტენდენტმა თავისი ინიციატივით წარადგინა. კომისიის არცერთ წევრს არ მოუთხოვია “.....–ს“........თვის“ დღგ–ს ანგარიშებისა და საბანკო ამონაწერების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით სატენდერო დოკუმენტაციისაგან განსხვავებული მოთხოვნის დაწესება წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების შემთხვევაში საუბარია პრეტენდენტის მიერ წარსადგენ დოკუმენტაციაზე და არა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამატებით მოძიებულ ინფორმაციაზე. აქედან გამომდინარე, დასახელებული დოკუმენტების სიყალბე კომისიის წევრების მიერ არ შესწავლილა და არც უნდა შესწავლილიყო. სასამართლომ არასწორად განმარტა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი, ვინაიდან ამ ნორმას აქვს სხვადასხვა პუნქტები, რომლებიც განსხვავებულ რეგულაციებს ადგენენ. სასამართლო აიგივებს შემსყიდველ ორგანიზაციასა და სატენდერო კომისიას და უშვებს შეცდომას, ვინაიდან სატენდერო კომისიას ტენდერის მიმდინარეობისას მხოლოდ დისკვალიფიკაციის უფლებამოსილება გააჩნია, ხოლო ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თუკი ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოჩნდება, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი ყალბია, ამ შემთხვევაში არა სატენდერო კომისიას, არამედ - შემსყიდველ ორგანიზაციას აქვს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეჩერების ან შეწყვეტის უფლებამოსილება. შესაბამისად, ხსენებული მუხლით ტენდერის მიმდინარეობა (შერჩევა–შეფასება) არ რეგულირდება. ამდენად, როცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტის სიყალბე გამოვლინდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შეჩერება ან შეწყვეტა სატენდერო კომისიას აღარ შეუძლია და ამის პრეროგატივა აქვს მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირს ანუ მერს. სასამართლომ ერთმანეთში აურია დამატებითი და დაზუსტებული დოკუმენტები, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით შესაძლებელია პრეტენდეტმა წარმოადგინოს დაზუსტებული დოკუმენტაცია მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების ეტაპზე და ისიც მხოლოდ ერთხელ. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაზუსტებული დოკუმენტის კიდევ დაზუსტება დაუშვებელია. ამდენად, სასამართლოები ვერ გაერკვნენ, სატენდერო კომისიის წევრებს, რომელ ეტაპზე, რომელი დოკუმენტების მოთხოვნისა და შესწავლის უფლება ან ვალდებულება გააჩნდათ.

4.5. მსჯავრდებულ თ. პ–სა და ვ. ხ–ის საკასაციო საჩივრების თანახმად, დაცვის მხარეს პრეტენზია არ აქვს ა. ვ–ს უდანაშაულოდ ცნობასთან მიმართებით და მიაჩნია, რომ ისიც და სხვა ბრალდებულებიც არიან უდანაშაულოები. დაცვის მხარე მხოლოდ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სტანდარტი, რომელიც სასამართლომ გამოიყენა ა. ვ–სთან მიმართებით, არ იქნა გამოყენებული სხვა ბრალდებულებთან დაკავშირებითაც, რაც უდავოდ ადასტურებს შერჩევით მართლმსაჯულების ფაქტს და წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, სხვა სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში. სასამართლოს მიერ ა. ვ–ის მიმართ გამოყენებული სტანდარტის გათვალისწინებით, საერთოდ შეფასების მიღმა აღმოჩნდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ ვ. ხ–სის და თ. პ–სის უშუალო ძალისხმევით განხორციელდა “.....–ს“.........სთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა. ისინი, როგორც კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მხოლოდ ზედამხედველობას ახორციელებდნენ სამუშაოთა შესრულებაზე კონტრაქტორი მხარის მიერ და ის, რომ ამ უფლება-მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ, დასტურდება ქ. ბ–ს მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 19 ოქტომბრის N.. ბრძანებით, რომლითაც შეწყდა 2015 წლის 15 დეკემბრის N...-ე ხელშეკრულება და რისი საფუძველიც სწორედ თ. პ–ს მოხენებითი ბარათები გახდა. საქმეში ასევე მოიპოვება არაერთი მიმართვა უსფ “...............ს“ ...... პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომ ჯეროვნად შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები. 2016 წლის 13 ოქტომბრის მოხსენებით ბარათში ბ–ს მერის - გ. ე–სის სახელზე, თ. პ–ე მიუთითებს “...............ს“ ...... მიმართ შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრების და არაკეთილსინდისიერ მეწარმეთა რეესტრში მისი შეყვანის აუცილებლობაზე. აღნიშნული გარემოებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები და დოკუმენტაცია, სრულად გამორიცხავს თ. პ–სა და ვ. ხ–ს უფლება-მოვალეობების და კომპეტენციის შესაბამისობას სადავო საკითხებთან. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N.. ბრძანება „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ N.. დანართში განსაზღვრავს აფიდავიტის ფორმასა და პირობებს, სადაც პრეტენდენტი ადასტურებს წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობას, კერძოდ იმ ფაქტს, რომ სატენდერო/საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად არ არის წარდგენილი მცდარი ინფორმაცია. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აფიდავიტი, სატენდერო წინადადება და მისი თანმხლები დოკუმენტები, ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო კომისიას წარედგინება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. აფიდავიტზე ხელმომწერი ადასტურებს წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ინფორმაციის უტყუარობას. საპირისპირო ქმედებისას პრეტენდენტია პასუხისმგებელი თავის უკანონო ქმედებაზე და არა შემსყიდველი ორგანიზაცია, რომლისთვისაც აფიდავიტი გაყალბებისაგან თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა. ამასთან, თუ არ მოხდა აფიდავიტის პირობებზე დათანხმება, სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული სისტემა არ მისცემს პრეტენდენტს მიმწოდებლად დარეგისტრირების საშუალებას. კასატორების პოზიციით, განსახილველ შემთხვევაში თანმიმდევრობა დაცული იყო მოქმედი ნორმატიული აქტის შესაბამისად და ვინაიდან პრეტენდენტი მონაწილეობდა ტენდერში, ე.ი. მას გავლილი ჰქონდა აფიდავიტზე დათანხმების ეტაპი და გაცნობილი იყო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამდენად, აფიდავიტის პირობებზე დათანხმება წარმოადგენს ერთგვარ პრევენციას პრეტენდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერი და დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის თვალსაზრისით. სიმართლეს არ შეესაბამება სასამართლო განაჩენებში ასახული გარემოება, რომ თითქოსდა, სატენდერო კომისიას ყალბი დოკუმენტების გამო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი ჰქონდა. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა განაცხადის განხილვის დროს კომისიის წევრთა უფლებამოსილება. სასამართლოს განმარტებით სატენდერო კომისიის წევრებმა “...............ს“ ...... მიერ წარდგენილ დღგ-ს ამონაწერისა და საბანკო ანგარიშის შესახებ წარდგენილ დოკუმენტებზე სათანადო ყურადღების არგამოჩენით ჩაიდინეს გულგრილობა, თუმცა სასამართლოს საერთოდ არ გაუთვალისწინებია, თუ რა ეტაპზე იქნა წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტაცია პრეტენდენტის მიერ და რამდენად იყვნენ უფლებამოსილნი კომისიის წევრები შეეფასებინათ ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციითა და მისი ტექნიკური პირობებით მოთხოვნილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, ანიჭებდა თუ არა კანონი კომისიას უფლებამოსილებას ამგვარი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინა დისკვალიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქვს უამრავი რეკომენდაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შემსყიდველს კატეგორიულად ეკრძალება ისეთი დოკუმენტაციის შესწავლა და შეფასება, რომელიც არ არის მოთხოვნილი უშუალოდ ტენდერის პირობებში (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება N. „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2). სადავო ელექტრონული ტენდერის (........) სატენდერო დოკუმენტაციის მე-9 პუნქტის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა განეხორციელებინა მხოლოდ მოთხოვნილი დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, კერძოდ: ფასების ცხრილი; ტექნიკური პირობები; ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ; ინფორმაცია ტექნიკური ცოდნისა და გამოცდილების შესახებ; ხელშეკრულების აუცილებელი პირობები; პრეტენდენტი პირის რეკვიზიტები. სატენდერო დოკუმენტაციის არც ერთი პუნქტი არ ითვალისწინებდა პრეტენდენტის წლიური ბრუნვისა და საბანკო ამონაწერის წარდგენას. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარდგენილი იქნა ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, რაც სატენდერო კომისიის მიერ არ განხილულა. ზოგადად, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოებიდან, სხვა შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტები განხილვას არ ექვემდებარება, რაც სრულად არის განმარტებული ტექსტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი არ არსებობდა. ასევე მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დარღვევა, რომელიც სასამართლომ ბრალად შერაცხა კომისიის წევრებს, გამოვლენილი არ აქვს სახელმწიფო აუდიტს. კასატორების პოზიციით, თუკი კომისიის წევრები ასეთი დოკუმენტების საფუძველზე მოახდენდნენ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, აღნიშნული ფაქტი შეფასდებოდა კომისიის თითოეული წევრის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებად (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები, procurement.gov.ge კერძოდ, DIS_160023292_01 DIS_160023292_01, DIS_120007216_01, DIS_120007218_01 ). სასამართლომ აღნიშნა, რომ მერიაში შეხვედრაზე ა. ვ–მ განმარტა, რომ „.........ს“-ს რეიტინგი არ გააჩნდა, თუმცა დადასტურებული არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თ. პ–სე და მისი მოადგილე ვ. ხ–სე. შესაბამისად, აღნიშნულ პირებს არ გააჩნდათ ინფორმაცია ,,.........ს“-ს რეიტინგის თაობაზე. ამასთან, რეიტინგის არქონის შესახებ ინფორმაციის ცოდნის პირობებშიც კი, კომისიას არ ჰქონდა ამ საფუძვლით პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის უფლება. გარდა ამისა, არ დასტურდება, რომ თ. პ–სე და ვ. ხ–სე ესწრებოდნენ მოწმე ნ. დ–ს მიერ მითითებულ შეხვედრას დამატებითი მექანიზმების ვარიანტების განხილვისას. ამასთან, საბანკო გარანტიის საკითხის განხილვების ეტაპზე, არც არსებობდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესაძლებლობა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, რადგანაც ტექნიკური დოკუმენტაციით დისკვალიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ შერჩევა-შეფასების ეტაპზე და განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით. მოგვიანებით, როგორც კი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი ცნობილი გახდა თ. პ–სათვის, მან დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და აღნიშნული საკითხი წერილობით მოახსენა ქ. ბ–ს მერს - გ. ე–ს. ამდენად, კასატორები მიიჩნევენ, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ დადგენილა არცერთი გარემოება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ვ. ხ–სისა და თ. პ–სის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენას.

4.6. მსჯავრდებულ ბ. მ–სისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–სის საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა სატენდერო კომისიის წევრების, მათ შორის, ბ. მ–სის ვალდებულება ენახათ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, რომლებიც წარადგინა “.....–ს“ ......მ“ და მოეხდინათ სათანადო რეაგირება - პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. სასამართლომ ასევე არასწორად დაასკვნა, რომ აფიდავიტის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა არ ნიშნავდა უპირობოდ ყალბი დოკუმენტების შინაარსის გაცნობის გარეშე მიღებას. კასატორების პოზიციით, სასამართლოს ჯერ უნდა შეეფასებინა შემდეგი საკითხები: იყო თუ არა “...............ს“ ...... მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტები ყალბი, ხოლო აღნიშნული სიყალბე თვალსაჩინო; 2) სადავო დოკუმენტები იყო თუ არა სატენდერო წინადადებით მოთხოვნილი; 3) ჰქონდა თუ არა კომისიის წევრებს და ბ. მ–სეს აღნიშნული დოკუმენტების შესწავლის უფლებამოსილება. სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერის მოთხოვნებში არ შედიოდა N........... წერილის, დღგ-ს ანგარიშის ამონაწერის და N.... ცნობის წარდგენა, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით. შესაბამისად, სატენდერო კომისიის წევრებს საერთოდ არ ევალებოდათ და არც უნახავთ ელექტრონულ გვერდზე ატვირთული ხსენებული დოკუმენტები. ყველა სხვა დოკუმენტი კი აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს და მათში არ იყო თვალსაჩინო შეუსაბამობა. კასატორები მიუთითებენ „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „შ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზნებისათვის „აფიდავიტი“ არის წერილობითი დოკუმენტი, რომელზე ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისათვის. გამომდინარე აღნიშნულიდან, კასატორები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ ტენდერში მონაწილე პირი აწერს ხელს ზემოაღნიშნულ დოკუმენტს და თვითონ არის პასუხისმგებელი წარდგენილი დოკუმენტის სისწორეზე, შესაბამისად კომისიის წევრებს არ ევალებოდათ აღნიშნული დოკუმენტების გადამოწმება და არც შეუმოწმებით. კასატორები აღნიშნავენ, რომ სატენდერო კომისია არ არის გამოძიების ორგანო, რომ დაადგინოს არის თუ არა დოკუმენტი ყალბი. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დადგებოდა ხსენებული დოკუმენტების შეუსაბამობის საკითხი, აღნიშნული უნდა შეემოწმებინა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც იყო კომისიის წევრი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მითითებულ დოკუმენტებში არსებული შეუსაბამობები არ იყო თვალსაჩინო და მათი ავთენტურობის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: ა) არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს; ბ) მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა; გ) გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

5.3. საკასაციო სასამართლომ შეაფასა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულთა ქმედებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მხარეები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობის ვერცერთ საფუძველს. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გამოკვეთოს მსჯავრდებულთა ქმედებების სამართლებრივი შემადგენლობა იმ მოცულობით, რაც საკასაციო საჩივრებში მითითებულ ძირითად სადავო ასპექტებს შეეხება.

5.4. მსჯავრდებულებს: ვ. ხ–ს, ბ. მ–ს, თ. პ–ს, ბ. ხ–სა და ე. ლ–ს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლითა და სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები სამოხელეო დანაშაულთა თავშია მოცემული, შესაბამისად, მათ აერთიანებს სისხლისსამართლებრივი ხელყოფისაგან დაცვის ობიექტი - ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლება, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. საგულისხმოა, რომ ხსენებულ დანაშაულთა კიდევ ერთი საერთო მახასიათებელია დანაშაულის სპეციალური სუბიექტი - მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. ამასთან, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ გულგრილობას შორის არსებითი განმასხვავებელი ნიშნები მათ ობიექტურ და სუბიექტურ შემადგებლობაში ვლინდება, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დასჯადია სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. როგორც აღინიშნა, ორივე შემთხვევაში სახეზეა შედეგიანი დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფო ინტერესს. ამდენად, ხსენებულ დანაშაულთა გამიჯვნისათვის უნდა შემოწმდეს ქმედების ობიექტური და სუბიექტური მხარე. საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი მოქმედებს განზრახ და თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას იყენებს ბოროტად - პირადი ან კერძო პირებისათვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურში საქმიანობის ინტერესებს. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისას დამნაშავე აცნობიერებს ქმედების მართლწინააღმდეგობას (რომ მოქმედებს საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ) და ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის (სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის) დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი ან ითვალისწინებს ამ შედეგის დადგომის გარდუვალობას. განსხვავებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისაგან, სამსახურებრივი გულგრილობის სუბიექტური მხარე ვლინდება გაუფრთხილებლობის ფორმით, რა დროსაც დანაშაულის სუბიექტს, როგორც მოხელეს (მასთან გათანაბრებულ პირს) ევალება იმოქმედოს საჯარო ინტერესების დაცვითა და უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, მართალია, აცნობიერებს მოვალეობის დარღვევის ფაქტს, თუმცა არ ითვალისწინებს შესაძლო შედეგის დადგომის - სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევის შესაძლებლობას. ამასთან, მოხელის შესაძლებლობა დაიცვას დაკისრებული ვალდებულება და განჭვრიტოს მოვალეობის შეუსრულებლობის (არაჯეროვანი შესრულების) მოსალოდნელი შედეგი, აფუძნებს პასუხისმგებლობის სუბიექტურ მხარეს - დაუდევრობის სახით.

5.5. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ვ. ხ–ე, ბ. მ–ე, თ. პ–ე, ბ. ხ–ი და ე. ლ–ე წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, როგორც საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი იყვნენ რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარემართათ საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ვ. ხ–ე, ბ. მ–ე, თ. პ–ე, ბ. ხ–ი და ე. ლ–ე იყვნენ ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები. მათი გადაწყვეტილებით, 2015 წლის 9 ოქტომბერს, ქ. ბს მერიამ გამოაცხადა .......... ელექტრონული ტენდერი ქ. ბ–ში, ჯ–ს ქ.N..-ში საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზე, სავარაუდო ღირებულებით 4279990 ლარი. სატენდერო პირობების თანახმად, შენობა-ნაგებობის ასაშენებლად უნდა გამოყენებულიყო მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციები, ხოლო ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონოდა ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საცხოვრებელი სახლების ან/და შენობების მშენებლობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 10000000 (ათი მილიონი) ლარი. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა - უცხოური საწარმოს ფილიალმა “.....–ს“.....ამ“.

5.6. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისას იკვეთებოდა შეუსაბამობები: 1) ღია სააქციო საზოგადოება „.... ბანკიდან“ გაცემული ამონაწერი დამფუძნებელი კომპანიის, ა–ში რეგისტრირებული შპს „კ–ს“ საბანკო ანგარიშის შესახებ შეიცავდა საეჭვო მონაცემებს - გაცემის თარიღად დაფიქსირებული იყო 2015 წლის 14 მაისი, ხოლო დოკუმენტზე დასმული ბეჭედი დათარიღებული იყო 2013 წლის 26 აპრილით; ამონაწერში აღნიშნულ კომპანიებს გააჩნდათ ერთი და იგივე ანგარიშის ნომრები, ასევე ემთხვეოდა საგადახდო დავალებების ნომრები; 2) უსფ „....... “.....–ს“ ...... მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა კომპანიის მიერ სატენდერო პირობებით მოთხოვნილი ანალოგიური და შენობის მშენებლობის სამუშაოების გამოცდილება (კერძოდ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვებით არ დასტურდებოდა საძირკველის ამოღებისა და გადახურვის სამუშაოების შესრულება). ამასთან, სამუშაოების შესრულების გამოცდილების დასტურად წარმოდგენილი ხელშეკრულება დამფუძნებელ კომპანიას - შპს „კ–სა“ და შპს „...........-ს“ შორის თარიღდებოდა 2012 წლის 12 მაისით მაშინ, როდესაც შპს „“კ–ი“ დაფუძნებული იყო 2012 წლის 25 მაისს; 3) ა–ს რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს N.. ტერიტორიული საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გაცემული 2015 წლის 29 ოქტომბრის ამონაწერში შპს „კ–ს“ დღგ-ს ანგარიშიდან, ნაჩვენები იყო თანხების ბრუნვა 2011 წლის 11 აგვისტოდან მაშინ, როდესაც შპს „კ–ი“ დაფუძნებულია 2012 წლის 25 მაისს. ა–ს რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს 2018 წლის 10 სექტემბრის წერილით დასტურდება, რომ “...............ს“ ...... მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებული იყო შპს „“კ–ს“თან“ - 2015 წლის 29 ოქტომბრის ცნობა, 2015 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული ამონაწერი დღგ-ს ანგარიშიდან და 2015 წლის 19 ნოემბრის ცნობა არის ყალბი და არ გაცემულა ა–რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს მიერ. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ქმნიდა სატენდერო პირობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან პრეტენდენტის შეუსაბამობის საფუძვლიან ეჭვს და დისკვალიფიკაციის წინაპირობას, რასაც არ ეთანხმება დაცვის მხარე. კერძოდ, საკასაციო საჩივრებში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია პრეტენდენტმა წარადგინა დამატებითი ინფორმაციის სახით, საკუთარი ინიციატივით, რაც არ წარმოადგენდა სატენდერო პირობებით მოთხოვნილ დოკუმენტაციას, შესაბამისად, სატენდერო კომისიას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და უფლებამოსილება შეესწავლა ისინი, მით უფრო ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოეხდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

5.7. ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარმა აუდიტორმა - მოწმე ნ. ბ–მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ფინანსური აუდიტის ანგარიშის სისწორე და ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ: „აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში გამოვლენილი შეუსაბამობა იყო ის, რომ პრეტენდენტს არ ჰქონდა მსგავსი სამუშაოების ფაქტობრივად განხორციელების გამოცდილება, რაც გახდა აუდიტის მსჯელობის საგანი და აისახა ანგარიშში. სატენდერო წინადადება ითვალისწინებდა ანალოგიური სახის მშენებლობის სამუშაოს პრაქტიკულ გამოცდილებას. ანალოგიური სახის სამუშაოები გულისხმობდა შენობის მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციების ტექნოლოგიით მშენებლობას, რაც საჭიროების შემთხვევაში, იძლევა ასეთი შენობის დაშლისა და სხვა ადგილას გადატანის შესაძლებლობას. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია კი ასახავდა მხოლოდ სარემონტო სამშენებლო სამუშაოებს და მასში საერთოდ არ იყო მითითებული საძირკვლის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები, რაც გამორიცხავდა უშუალოდ შენობის მშენებლობას. ამდენად, პრეტენდენტს არ ჰქონდა ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციების ტექნოლოგიის გამოყენებით შენობა-ნაგებობების მშენებლობის გამოცდილება და შესაბამისად, სამუშაო გამოცდილების ნაწილში მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს. გარდა ამისა, პრეტენდენტის მიერ, გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი იქნა შპს „მ..-ის“ წერილი, რომლის თანახმად, შპს „“კ–ს“მა“ შეასრულა სასტუმრო „რ–ს“ მშენებლობა, ღირებულებით 7800000 აზერბაიჯანული მანათი. სატენდერო კომისიას არ უმსჯელია აღნიშნული წერილის ნამდვილობაზე, მაშინ, როცა წერილის ბლანკზე მითითებული იყო „...........“, ხოლო კომპანიის ბეჭედზე - „...........“, ასევე ხელშეკრულების გაფორმების თარიღად წერილის ტექსტში ნაცვლად 2012 წლის 13 ივნისისა, მითითებული იყო 2012 წლის 16 ივნისი. პრეტენდენტს ასევე წარდგენილი ჰქონდა საბანკო ამონაწერი, რომელსაც უნდა დაედასტურებინა ანგარიშსწორება ,,კ.........სა“ და მის დამკვეთს შორის, თუმცა აღნიშნული საბანკო ამონაწერი იყო არასანდო და არასარწმუნო, ვინაიდან, მასში მითითებული ტრანზაქციების დრო არ შეესაბამებოდა ამონაწერის გაცემის თარიღს და შეიცავდა სხვა შეუსაბამობებს. ამდენად, წარდგენილი დოკუმენტაციიდან გამომდინარე, ,,კ...........ს“ ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას, თუმცა სატენდერო კომისიამ წარდგენილი დოკუმენტაცია სათანადო შესწავლის გარეშე მიიჩნია სატენდერო პირობების შესაბამისად და გამარჯვებულ კომპანიასთან 2015 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა და იგივე გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, წამყვანმა აუდიტორმა ჰ. ს-მ.

5.8. უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ სატენდერო კომისიას არ ევალებოდა გაყალბებული სამი დოკუმენტის - N............... წერილის, დღგ-ს ანგარიშისა და N....... ცნობის შესწავლა/გათვალისწინება. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი ნაწილი ადგენს „სახელმწიფო შესყიდვის“, „შემსყიდველი ორგანიზაციისა“ და „ელექტრონული ტენდერის“ ტერმინთა განმარტებას, კერძოდ: სახელმწიფო შესყიდვა გულისხმობს ხსენებული კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას შესაბამისი სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაციაა სწორედ აღნიშნული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი სუბიექტი. მითითებული კანონი ითვალისწინებს შესყიდვის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის ელექტრონულ ტენდერს, რაც 5000 ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალებაა და მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პროცედურებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხოლო სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისია გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სწორედ სატენდერო კომისია ამტკიცებს სატენდერო დოკუმენტაციას, მათ შორის ამავე კანონით სავალდებულოდ დადგენილ დოკუმენტაციას - საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. ხ–სე, ბ. მ–სე, თ. პ–სე, ბ. ხ–სი და ე. ლ–სე იყვნენ ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები. მათი გადაწყვეტილებით, 2015 წლის 9 ოქტომბერს, ქ. ბ–ს მერიამ გამოაცხადა ............. ელექტრონული ტენდერი ქ. ბ–ში, ჯ–ს ქ.N....-ში საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზე, სავარაუდო ღირებულებით 4279990 ლარი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს კასატორთა არგუმენტაციას კომისიის პასუხისმგებლობის გამორიცხვის თაობაზე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საკითხზე და აღნიშნავს: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით მოახდინოს როგორც პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, ასევე შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება“. ამასთან, „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანების (2015 წლის ნოემბერში მოქმედი რედაქცია) მე-13 მუხლის მიხედვით: „სატენდერო კომისიამ უნდა მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას“. ამდენად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოსავლენად იქმნება სატენდერო კომისია, რომელსაც პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერების გამოვლენისას დელეგირებული აქვს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილება დისკვალიფიკაციის თაობაზე. აღნიშნული განმარტების საწინააღმდეგო მტკიცება შეუსაბამოა ელექტრონული ტენდერის არსსა და მისი ჩატარების პროცედურებთან, რამდენადაც სატენდერო კომისიის მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციის ფორმალურად გამტარ რგოლად აღქმის შემთხვევაში, რა დროსაც კომისიამ არ უნდა შეამოწმოს პრეტენდენტის კეთილსინდისიერება, აზრს უკარგავს კომისიის მიერ გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ შპს „კ–ს“ საბანკო ანგარიშის იგივე ამონაწერი ქ.ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი კომისიის იმავე წევრთა მხრიდან სხვა ტენდერის ფარგლებში გახდა უსფ “...............ს“ ...... დისკვალიფიკაციის საფუძველი, რაც არ მომხდარა განსახილველი ტენდერის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა არგუმენტაციას, რომ “...............ს“ ...... მიერ კომისიას საეჭვო დოკუმენტაცია წარედგინა არა სატენდერო დოკუმენტაციის სახით, არამედ თავისივე ინიციატივით, რომლის განხილვაც კომისიის უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ უსფ “...............ს“ ...... მიერ საბანკო ამონაწერი, დღგ-ს ანგარიშისა და სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნით გათვალისწინებული გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია წარდგენილი იქნა სწორედ მიმდინარე ტენდერის მიზნებისათვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. გადამწყვეტი ფაქტორი კი არის ის გარემოება, რომ სატენდერო კომისიას არ გაუჩნდა კითხვები პრეტენდენტის კეთილსინდისიერების მიმართ, რამეთუ მის მიერვე წარდგენილი, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ავლენდა სერიოზულ შეუსაბამობებსა და ეჭვს მათი უტყუარობის მიმართ. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ყველა გამოვლენილი შეუსაბამობა კომისიის წევრთა მხრიდან შესწავლის საგანი უნდა გამხდარიყო, რაც არ მომხდარა და მოუხედავად პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერების მიმანიშნებელი არაერთი გარემოებისა, 2015 წლის 24 ნოემბერს ელექტრონულ ტენდერში ქ. ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა “.....–ს“. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აშკარად და ერთმნიშვნელოვნად იკვეთება სატენდერო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტი.

5.9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ბრალდების მხარის პოზიციას, რომელიც სადავოდ მიიჩნევს სატენდერო კომისიის წევრთა ქმედების სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს: იმისათვის, რომ მოხელის ქმედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად შეფასდეს, ბრალდების მხარეს აწევს ტვირთი დაამტკიცოს, რომ მოხელე მოქმედებდა ინტერესთა კონფლიქტის პირობებში, ამოძრავებდა ტენდერის პრეტენდენტისათვის უპირატესობის მინიჭების მისწრაფება და სწორედ ამ მოტივით, განზრახ არ შეასრულა (არაჯეროვნად შეასრულა) დაკისრებული მოვალეობა - უზრუნველეყო ტენდერის მიმდინარეობისას საჯარო ინტერესების განუხრელი დაცვა და გადაწყვეტილება მიეღო სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობის შემთხვევაში. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა სატენდერო კომისიის წევრთა ქმედებაში ტენდერის მიმდინარეობისას “.....–ს“ ...სთვის“ უპირატესობის განზრახ მინიჭების ფაქტს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ სატენდერო კომისიის წევრთა დაინტერესება პრეტენდენტი კომპანიის სასარგებლოდ არ იკვეთება არცერთი გამოკვლეული მტკიცებულებით. საქმეში წარმოდგენილი მასალები და მოწმეები არ ადასტურებენ რაიმე კავშირს კომისიის წევრებსა და უსფ “...............ს“ ...... შორის, არც პირდაპირ (არ დგინდება უშუალო კავშირი კომპანიასთან) და არც შუამავლის მეშვეობით (არ დასტურდება შუამავლის მონაწილეობა კომპანიასა და კომისიის წევრს შორის, ასევე მერის პირდაპირი ან ირიბი გავლენა კომისიაზე პრეტენდენტი კომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახად დასტურდება სატენდერო კომისიის წევრთა მხრიდან მოვალეობათა შეუსრულებლობა დაუდევრობით, რა დროსაც კომისიის წევრებს პრეტენდენტის კეთილსინდისიერებისა და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა ევალებოდათ და შეეძლოთ კიდეც. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა არ დგინდება, რომ კომისიის წევრებმა ბოროტად გამოიყენეს ტენდერში გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

5.10. საკასაციო სასამართლო ასევე შეეხება მსჯავრდებულ გ. ე–ის ბრალდებას და კასატორთა პოზიციას, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ე–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით მოიცავდა ქმედების ორ ეპიზოდს: 1) საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, “.....–სა“ და ბ–ს მერიას შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება; 2) ქ.ბ–ს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის, ე. ლ–სის 2016 წლის 1 თებერვლის №1221-25, 2016 წლის 18 თებერვლის №.........., 2016 წლის 23 თებერვლის №......., 2016 წლის 31 მარტის №........ და 2016 წლის 13 მაისის №..... მოხსენებითი ბარათებით მოთხოვნილი, ქ.ბ–ს მერიის კუთვნილი თანხების - ჯამურად 1591685 ლარის უსფ “...............ს“ ...... ანგარიშზე ჩარიცხვისათვის თანხმობის მიცემა. დადგენილია, რომ ქ.ბ–ს მერიის მიერ 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადებულ ......... ელექტრონულ ტენდერში 2015 წლის 24 ნოემბერს გამარჯვებულად გამოცხადდა “.....–ა“ და სატენდერო პირობების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე მას დაევალა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენა. “.....–მ“ სატენდერო კომისიას წარუდგინა სს „........ ბანკის“ მიერ ავიზირებული, ......ში, ლ–ში რეგისტრირებული „.........ს“-ს მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის მიხედვით, საგარანტიო თანხა შეადგენდა 213999,5 ლარს. სს „........ ბანკის“ ავიზირების წერილში „.........ს“ მოხსენიებული იყო, როგორც გარანტიის გამხსნელი ბანკი. ამასთან, მითითებული იყო, რომ წინამდებარე წერილთან ერთად სს „........ ბანკი“ ბ–ს მერიას გადასცემდა მხოლოდ გარანტიის ტექსტს, ყოველგვარი ვალდებულების აღების გარეშე.

5.11. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2015 წლის 16 აპრილის №........ წერილის თანახმად, რომელიც ბ–ს მერიამ მიიღო 2015 წლის 17 აპრილს, საბანკო გარანტიები მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო ან ქართული კომერციული ბანკებიდან. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ ზოგადად ეროვნული ბანკი არ ამოწმებდა გარანტიის გამცემებს და ასრულებდა მხოლოდ საგარანტიო წერილების ავიზირებას, თავის მხრივ, ყოველგვარი ვალდებულების აღების გარეშე.

5.12. ქ.ბ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის სხდომის №........ ოქმის თანახმად, სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ პრეტენდენტის, “...............ს“ ...... მიერ წარდგენილი უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვალიდურობის შესწავლის მიზნით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენისა და ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრული ვადა უნდა გაგრძელებულიყო 5 სამუშაო დღით.

5.13. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზემოხსენებული საბანკო გარანტიის ვალიდურობის შესწავლა გ. ე–მა დაავალა ქ. ბ–ს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს - ა. ვ–სეს. მოწმის სახით დაკითხული ქ.ბ–ს მერიის ადმინისტრაციის უფროსის - ნ. დ–ს განმარტებით: „.... .....– ჯ...მ“ მერიაში წარადგინა „.........ს“-ს მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. ქ. ბ–ს მერმა - გ. ე–მა საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით ჩაატარა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სატენდერო კომისიის წევრები და საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ა. ვ–სე. აღნიშნულ საბანკო გარანტიაზე ყურადღება იმიტომ გამახვილდა, რომ ქ. ბ–ს მერიას ასეთი გამოცდილება არ გააჩნდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სატენდერო კომისიის წინაშე იდგა უცხო ქვეყნის ბანკის მიერ გაცემული და ს–ში ავიზირებული საბანკო გარანტიის მიღების საკითხი. თვითონ ყველა შეხვედრაზე აფიქსირებდა, რომ ეს საბანკო გარანტია ფორმალურად აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, თუმცა შეიცავდა რისკებს იმ კუთხით, რომ „.........ს“-სთან დავის წარმოშობის შემთხვევაში გართულდებოდა თანხის ამოღება. კერძოდ, გარანტიაში ზუსტად არ იყო განსაზღვრული სადავო საკითხების წარმოშობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა უნდა გავრცელებულიყო თუ უცხოური, ამასთან, საბოლოოდ დავა მაინც უნდა გაგრძელებულიყო ლონდონის სასამართლოში, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. ამ საკითხების გარკვევა ქ.ბ–ს მერმა დაავალა ა. ვ–ს, მასვე დაავალა შეემოწმებინა საბანკო გარანტიის გამცემი ბანკის რეიტინგი. მომდევნო შეხვედრაზე ა. ვ–მ განმარტა, რომ ინტერნეტით მოიძია „.........ს“ და აღმოჩნდა, რომ მას რეიტინგი არ ჰქონდა. მისივე თქმით მან მოითხოვა საშუამავლო კომპანიისაგან გარანტიის ტექსტში ცვლილებების შეტანა, რაზეც უარი განუცხადეს“.

5.14. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 7 მაისის ოქმით ირკვევა, რომ ა. ვ–მ „.........-ს რეიტინგის გარკვევის მიზნით, ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა და ინფორმაციის მოძიება სთხოვა სს „........ ბანკის“ წარმომადგენელს, ა. ჯ–ს, რის საპასუხოდაც 2015 წლის 14 დეკემბერს ეცნობა, რომ „.........ს“-ს რეიტინგი არ ჰქონდა და რეკომენდაციას არ უწევდნენ მას. საბანკო გარანტიის ტექსტიდან კი ირკვეოდა, რომ გარანტიის ტექსტი არ იყო უპირობო, მაშინ, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის №.. დანართით დამტკიცებული საბანკო გარანტიის ფორმისა და ტექსტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია უნდა ყოფილიყო სრულად უპირობო. 2015 წლის 11 დეკემბერს, ა. ვ–მ ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა საშუამავლო კომპანია შპს „..........ის“ (რომლის მეშვეობითაც უსფ “...............ს“ ...... მოპოვებული ჰქონდა საბანკო გარანტია) ფინანსურ მენეჯერს - ე. კ–ს და მოსთხოვა საბანკო გარანტიის ტექსტში შეეტანა შენიშვნები, ასევე მიეწოდებინა „.........“-ს რეიტინგი, რაც არ შესრულდა. აღნიშნულის შესახებ ა. ვ–მ აცნობა ქ.ბ–ს მერს და სატენდერო კომისიას.

5.15. საშუამავლო კომპანია შპს „............ის“ ფინანსური მენეჯერის - ე. კ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, ა. ვ–მ მას მოსთხოვა „.........ს“-ს რეიტინგის შესახებ ინფორმაცია და გარანტიის ტექსტში ცვლილებების შეტანა, რაზეც მას უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ შპს „.........“ ვერ ამოწმებდა ბანკის რეიტინგებს და ვერც იმას, რამდენად გადახდისუნარიანი იყო ესა თუ ის ბანკი. მას შემდეგ, რაც ა. ვ–მ უარი მიიღო საბანკო გარანტიის ტექსტში ცვლილებებზე, თუკი დასახელებული ტექსტი მიუღებელი იყო ქ.ბ–ს მერიისათვის, მას არ უნდა მიეღო აღნიშნული საბანკო გარანტია. საბოლოოდ ბ–ს მერიამ მიიღო „.........ს“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და ავანსის საბანკო გარანტიები.

5.16. მოწმის სახით დაკითხული სს „........ ბანკის“ ვაჭრობისა და ფინანსირების დეპარტამენტის საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების სამსახურის უფროსის, ფ. კ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს, ბ–ს ფილიალის თანამშრომელმა ა. ჯ-ა ელექტრონული ფოსტით სთხოვა გაერკვია „.........ს“ რეიტინგი. თავის მხრივ, ა. ჯ–ს აღნიშნული საკითხის გადამოწმება სთხოვა ა. ვ–მ. მის მიერ „.........-სთან“ დაკავშირებული ინფორმაცია გადამოწმებული იქნა გლობალურ სისტემა „........“-ში, რის შედეგადაც გაირკვა, რომ „.........ს“ საერთოდ არ ჰქონდა რეიტინგი, რის თაობაზეც მან ელექტრონული ფოსტით აცნობა ა. ჯ–ს. ვინაიდან, „.........ს“-ს შესახებ არავითარი ფინანსური ინფორმაცია და რეიტინგი არ იძებნებოდა, მიიჩნია, რომ მასთან ურთიერთობის დამყარება რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული და შესაბამისად, რეკომენდაცია არ გაუწია „.........ს“-ს. მოწმის განმარტებით, „.........ს“-ს გარანტიების

ავიზირებისას სს „........ ბანკს“ ევალებოდა მოეხდინა უშუალოდ შეტყობინების გამომგზავნი მხარის აუთენტიფიკაცია (ნამდვილობის დადასტურება). სს „........ ბანკი“ არ იღებდა არანაირ ფინანსურ ან სხვა სახის ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, არ ფლობდა ინფორმაციას გარანტორისა და მისი გადახდისუნარიანობის შესახებ და სს „........ ბანკის“ მიერ გაცემული წერილი ატარებდა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს.

5.17. მოწმის სახით დაკითხული სს „......... ბანკის“ ბ–ს ფილიალის კორპორატიული ბანკირის, ა. ჯ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს, მან ა. ვ–საგან ელექტრონული ფოსტით მიიღო წერილი, რომელშიც იგი უთითებდა, რომ მერიის ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანია აპირებდა უცხოური ბანკიდან - „.........ს“-დან გარანტიის წარმოდგენას „........ ბანკის“ ავიზირებით და ითხოვდა ხსენებული უცხოური ბანკის რეიტინგის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. თავის მხრივ, მან აღნიშნული ინფორმაციის მოძიება სთხოვა ფ. კ–ს და გაუგზავნა ა. ვ–საგან მიღებული წერილი. ამის შემდეგ მან ფ. კ–სგან ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შემდეგი შინაარსის შეტყობინება - „.........ს“ რეიტინგი არ აქვს... ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ“, რაც უცვლელად გადაუგზავნა ა. ვ–ს.

5.18. მოწმის სახით დაკითხული ქ.ბ–ს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ვ. გ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც ქ.ბ–ს მერიამ შეწყვიტა “.....–თან“ დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დღის წესრიგში დადგა ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ამოქმედების საკითხი, მან დაიწყო საბანკო გარანტიების ტექსტების შესწავლა. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გარანტიები გაცემული იყო ინგლისურ ენაზე და ახლდა ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, რომელიც შეიცავდა ბუნდოვან და ორაზროვან ჩანაწერებს, რაც შეუძლებელს ხდიდა საბანკო გარანტიის რეალური პირობების დადგენას. როგორც წესი, გარანტიის შინაარსი იყოფა ორ ნაწილად: 1.რას უზრუნველყოფს გარანტია ვის სასარგებლოდ, რა მოცულობის თანხაზე და რა ვადით; 2.როგორ უნდა მოხდეს ბენეფიციარის მიერ თანხის მოთხოვნა. მაშინ, როდესაც მას დაევალა საბანკო გარანტიის ამოქმედება და ფულადი თანხის მოთხოვნის წერილის შედგენა გარანტიასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ფულადი თანხის მოთხოვნის პირობა, რაც გარანტიაში იყო აღწერილი, პირადად მისთვის იყო ბუნდოვანი და ორაზროვანი, ანუ მისი შინაარსი ვერ დგინდებოდა. ამის გამო, ყოველგვარი რისკის აღმოფხვრის მიზნით, თავი დაიზღვია და მოხსენებითი ბარათით მოითხოვა გარანტიის ტექსტის ხელახლა თარგმნა, რათა დაედგინა კონკრეტული ჩანაწერის შინაარსი. ახალი თარგმანით შედარებით უფრო ნათელი გახდა საბანკო გარანტიის შინაარსი, თუმცა პირობა რამდენად რეალური იყო, მისთვის ცნობილი არ არის. მოწმის განმარტებით, საბოლოო ჯამში ამ გარანტიების საფუძველზე ვერ ამოიღეს თანხა, რადგან ისინი არ აღმოჩნდა ნამდვილი.

5.19. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საბანკო გარანტიების წარდგენის ეტაპზე მერიის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა ვერ შეძლეს საბანკო გარანტიის გამცემი უცხოური ბანკის - „.........ს“ აუთენტიფიკაცია, გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ სუბიექტს არ გააჩნდა რეიტინგი, ასევე, უშუალოდ გარანტიის ტექსტი იყო ბუნდოვანი, პირობიანი და ეწინააღმდეგებოდა სატენდერო დოკუმენტაციის №.. დანართით საბანკო გარანტიის ტექსტისა და ფორმის შესახებ დამტკიცებულ მოთხოვნას. მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად ასევე ირკვევა, რომ ქ.ბ–ს მერის - გ. ე–სა და მერიის სხვა უფლებამოსილი პირებისათვის ცნობილი იყო საბანკო გარანტიასთან მიმართებით არსებული პრობლემები, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2015 წლის 15 დეკემბერს, ქ.ბ–ს მერიასა და “...............ს“ ...... შორის მაინც გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №... ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 4279990 ლარს და აღნიშნული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 365 კალენდარული დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ქ.ბ–ს მერიასთან 2017 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია „...........ის“ მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგენილია, რომ „.........ს“ არ იყო საბანკო დაწესებულება და მინიჭებული ჰქონდა არააქტიური კომპანიის სტატუსი, რაც გულისხმობდა, რომ კომპანია არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და არ გააჩნდა შემოსავალი. კომპანიის შესახებ არ არსებობდა სარეიტინგო მაჩვენებელი და მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენდა მხოლოდ 100 ფუნტ სტერლინგს. დაცვის მხარემ საეჭვოდ მიიჩნია კომპანია „.......სის“ კვლევის ავთენტურობა და აღნიშნა, რომ სასამართლომ „........ ბანკის“ შესახებ დასკვნები არასათანადო დოკუმენტზე დაყრდნობით გამოიტანა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო დოკუმენტის მიუხედავად, გადამწყვეტია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ორგანიზაციის სანდოობის მიმართ არსებული ზემოაღნიშნული საეჭვო გარემოებები არ გაითვალისწინეს მსჯავრდებულებმა.

5.20. საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტაცია ავიზირებული გარანტიის ნაწილში მსჯავრდებულთა წილი პასუხისმგებლობის სს „........ ბანკისათვის“ გადაკისრების შესახებ, რამდენადაც დადგენილია, რომ ავიზირება მოიცავდა მხოლოდ გარანტიის ტექსტის გადაცემას და ბანკი არ იღებდა არანაირ ფინანსურ ან სხვა სახის ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, არ ფლობდა ინფორმაციას გარანტორისა და მისი გადახდისუნარიანობის შესახებ. საგულისხმოა, რომ გ. ე–სის დავალებით მიმდინარეობდა კიდეც მოკვლევა საბანკო გარანტიის აუთენტიფიკაციის მიზნით, რაც თავის მხრივ, ხაზს უსვამს დაცვის მხარის არგუმენტაციის უსაფუძვლობას, თითქოს ავიზირების დოკუმენტი ერთგვარი გარანტია იყო ხელშეკრულების მხარის მიერ წარდგენილი გარანტიის ვალიდურობისათვის და არ ექვემდებარებოდა შემოწმებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მერიასა და ბანკს შორის სამოქალაქო დავის არსებობა და მისი შესაძლო სამართლებრივი შედეგები, გავლენას არ ახდენს საბანკო გარანტიის მიმღები სუბიექტის პასუხისმგებელ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, მითუფრო, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ ბ–ს მერისა და საკითხის მოკვლევაში ჩართული პირებისათვის ხელშეკრულების დადებამდე ცნობილი გახდა გარანტიის გამცემი ორგანიზაციის საეჭვოობასთან დაკავშირებული გარემოებები.

5.21. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების ეპიზოდში ბრალდება წარდგენილი აქვს როგორც გ. ე–ს, ისე ე. ლ–სა და ა. ვ–ს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ. ე–სის ქმედების ამ ნაწილს ბრალდებისაგან განსხვავებული სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა, ხოლო ა. ვ–სე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რა როლი მიუძღვის გ. ე–სს, ე. ლ–სესა და ა. ვ–სეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებისას ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

5.22. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ უსფ „...............ს“ ...... მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის შესწავლასა და შეუსაბამობების გამოვლენაში არსებითი წვლილი ქ.ბ–ს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს - ა. ვ–ს მიუძღვის. მან მოიკვლია საკითხი და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა მერს - გ. ე–სა და სხვა პირებს. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებისას ა. ვ–სისათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას რაიმე დანაშაულის ნიშნებს გამოავლენდა. ასევე, საგულისხმოა, ის გარემოებაც, რომ თათბირზე, სადაც განიხილებოდა ა. ვ–სის მიერ მერისა და სხვა პირებისათვის მიწოდებული ინფორმაცია საბანკო გარანტიის ხარვეზების შესახებ, დასახელდა ხელშეკრულების ბედთან დაკავშირებით ორი შესაძლო შედეგი: ხელშეკრულების შეწყვეტა ან ვალიდური საბანკო გარანტიის მოთხოვნა. მოწმე ე. ა-მ ჩვენებაში დაადასტურა, რომ მერი დაინტერესდა გარანტიის ტექსტი ფორმალურად თუ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, რაზეც ის დაეთანხმა, ასევე მერი დაინტერესებული იყო პრობლემის გადაჭრის სხვა გზების ძიებით, რა დროსაც საბანკო ანგარიშის გახსნისა და საბანკო გარანტიისათვის გვერდის ავლით ხელშეკრულების გაფორმების სამართლებრივი შესაძლებლობაც განიხილეს, მაგრამ ეს იდეა არ ეკუთვნოდა ა. ვ–ს. ბრალდების შესახებ დადგენილება შეიცავს ა. ვ–ს ქმედებების აღწერას საბანკო გარანტიების შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში, თუმცა ბრალდება ვერ ასახელებს, თუ რაში გამოიხატა ა. ვ–ს ინდივიდუალური ბრალი. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, მან შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, გამოავლინა შესაძლო დარღვევები საბანკო გარანტიის წარდგენისას, მოითხოვა გარანტიის ტექსტის შესაბამისობაში მოყვანა სატენდერო პირობებთან, ამასთან ყველა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა მერსა და სატენდერო კომისიას. ბრალდების მხარე ვერ ასაბუთებს, ზემოაღნიშნული ქმედებების მიღმა, თუ რისი უფლებამოსილება გააჩნდა ა. ვ–ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებისას და არ შეასრულა სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ა. ვ–ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

5.23. რაც შეეხება, მსჯავრდებულ ე. ლ–ს ბრალდებას, რაც უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებას, არცერთი მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, არც სახელდებით და არც ირიბად არ მიუთითებს ე. ლ–სის გამორჩეულ როლსა და ჩართულობაზე საბანკო გარანტიების ხარვეზების მიუხედავად, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაში. ბრალდების მხარის მოწმეები ასახელებენ ა. ვ–სეს, რომელიც ჩართული იყო ინფორმაციების მოკვლევაში, მერს - გ. ე–სს, რომელიც აქტიურად ეძებდა გზებს საბანკო გარანტიების მისაღებად და სხვა პირებს, რომელთა შორის არ სახელდება ე. ლ–სე. ამდენად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ნაწილში ე. ლ–სის ბრალდება დაუსაბუთებელია და არ ემყარება საკმარის მტკიცებულებით საფუძველს.

5.24. მსჯავრდებულ გ. ე–სის ბრალდებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავდაპირველად გამოკვეთოს ის გარემოებები, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ქ.ბ–ს მერის მიერ მსჯავრდებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით დასჯადია მითვისება/გაფლანგვა ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა. განსახილველი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქონების მართლზომიერი ფლობა ან გამგებლობა, რისი უფლებაც დამნაშავეს გააჩნია სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, მათ შორის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. უშუალოდ გაფლანგვა მინდობილი/გამგებლობაში გადაცემული ქონების არამიზნობრივ, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განკარგვას გულისხმობს. გაფლანგვის დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში ვლინდება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს ქმედების მართლწინააღმდეგობა ე.ი. შეგნებული აქვს, რომ თავისი ქმედებით ფლანგავს მინდობილ ქონებას და მისი სურვილი მიმართულია ქონების განკარგვის კონკრეტული ფორმის - გაფლანგვისაკენ. ამდენად, განზრახვის დადგენა მოცემული დანაშაულისათვის აუცილებლად გულისხმობს გაფლანგვის მიმართ ქმედების მართლწინააღმდეგობის ცოდნისა და სურვილის ელემენტების ერთობლივ არსებობას. საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა: ი. გ–ს, ი. წ–ს, თ. ვ–ს გამოკითხვის ოქმები, ასევე მოწმეთა: ი. ხ–სა და ვ. ჩ–ს ჩვენებები, საიდანაც აშკარად იკვეთება ბ–ს მერის - გ. ე–ს მიერ უსფ “.....–სთვის“ უპირატესობის მინიჭების დაინტერესება, კერძოდ: მოწმე ი. გ–ს განმარტებით, 2015 წლის დეკემბერში შეხვდა ქალაქ ბ–ს მერს - გ. ე–ს, რომელსაც უთხრა, რომ “...............ს“ ...... მის კომპანიასთან დადებული ჰქონდა ხელშეკრულება „იაფი სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებით და ჰკითხა “...............ს“ ...... მიერ მისი კომპანიისთვის თანხის ჩაურიცხაობის მიზეზი. გ. ე–მა განუცხადა, რომ ის საქმის კურსში იყო და “.....–ს სთან“ დასადებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რაღაც იურიდიული საკითხების განხილვა იყო საჭირო, რომელთა განხილვა მიდიოდა მერიის იურიდიულ განყოფილებაში. მოწმე ი. ხ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იცნობდა მერს - გ. ე–ს, ასევე იცნობდა ა. ა–ის. მოწმე ადასტურებს, რომ ა. ა–მა მას სთხოვა ბ–ში წასვლა, რადგან დროულად არ ერიცხებოდა ავანსის თანხა. ბ–ში ისინი შეხვდნენ ა. ვ–ს, რომელმაც მათ განუცხადა, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ მოხდებოდა თანხის ჩარიცხვა. მოგვიანებით, შეხვედრის შემდეგ, “...............ს“ ...... მართლაც ჩაერიცხა ავანსი. მოწმე ვ. ჩ–ს ჩვენებით დგინდება, რომ იგი დასაქმებული იყო კომპანია “.....–ში“, რომლის მესაკუთრე ა–ს რესპუბლიკის მოქალაქე ა. ა–ი იყო. მისი განმარტებით, 2015 წელს ა. ა–მა ი. ხ–სთან დაიწყო ურთიერთობა. ვ. ჩ–მა აჩვენა, რომ ბ–ს მერი გ. ე–ი და ი. ხ–ე იყვნენ მეგობრები და სწორედ ამ უკანასკნელის მეშვეობით გაიცნო ა. ამა გ. ე–ი. ა. ა–ს ვ. ჩ–ს მიმართ გააჩნდა ფინანსური ვალდებულება (ფინანსების მოძიების მიზნით იპოთეკით იყო მისი უძრავი ქონება დატვირთული), ამასთან პრობლემები შეექმნა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ტენდერთან დაკავშირებით და იყო საშიშროება დაეკარგა იპოთეკით დატვირთული ბინა. აღნიშნულის გამო ვ. ჩ–ანი შეხვდა ა. ა–ის, რომელმაც განუმარტა, რომ მონაწილეობა უნდა მიეღო ბ–ს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე, რომლის მოგებაში მას ი. ხ–ე ეხმარებოდა, ხოლო როდესაც ავანსის თანხა ჩაერიცხებოდა ბინას იპოთეკას მოხსნიდა. “.....–ამ“ ქ.ბ–ს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, მიიღო ავანსის თანხა, მაგრამ ვ. ჩ–ს უძრავი ქონების იპოთეკის დავალიანება არ გაისტუმრა. ვ. ჩ–მა ასევე განმარტა, რომ ბათუმის მერიამ ა. ა–ს კომპანიას ჩაურიცხა 1600000 ლარი, საიდანაც მილიონ ლარზე მეტი უკრაინელ ი. გ–ს კომპანიას - შპს „.......... ჯგუფს“ გადაერიცხა, ხოლო ნაწილი ა. ა–იის ბიძის - ა. ა–ს კომპანიას შპს „ა–ს“, რომელსაც თითქოს “.....–ს სათვის“ უნდა მოეწოდებინა გარკვეული საქონელი. ვ. ჩ-ს მოსაზრებით, ორივე გარიგება “.....–სა“ და შპს „...........ს ჯგუფს“ შორის, ასევე შპს „...........ის ჯგუფსა“ და შპს „ა–ს“ შორის იყო ფიქტიური. 2016 წლის ივლისში ა. ა–მა დატოვა ს–ო და ყველა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა. 2016 წლის ოქტომბერში, ვ. ჩ–მა შეძლო ა. ა–ითან დაკავშირება და მოსთხოვა მას “...............ს“ ...... დირექტორად დანიშვნა. მოწმე ვარაუდობდა, რომ თუ შეძლებდა და დაასრულებდა სამუშაოებს, რომელიც ტენდერში უნდა შეესრულებინა “...............ს“ ...... მიღებული შემოსავლით იპოთეკით აღებულ ვალდებულებას გაისტუმრებდა. 2016 წლის ოქტომბერში ვ. ჩ–ი დაინიშნა “...............ს“ ...... დირექტორად. იგი დაუკავშირდა და შეხვდა ი. გ–ს, მაგრამ უშედეგოდ, ასევე 2016 წლის ბოლოს იგი ქ. ბ–ში შეხვდა ქალაქ ბ–ს მერს გ. ე–სს, რომელსაც განუცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ტენდერი ა. ა–მა მოიგო ი. ხ–ს დახმარებით, რადგან იყო გ. ე–სის მეგობარი. ასევე განუცხადა, რომ ა. ა–ი ა–ში წავიდა, იგი უკან აღარ დაბრუნებოდა და სატენდერო სამუშაოებს ვერ დაასრულებდა, ხოლო თვითონ ქონებას კარგავდა და მოსთხოვა გ. ე–ს გამოსავლის მოძებნა, რათა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულიყო ან/და ვ. ჩ–ს არ დაკარგვოდა ქონება. მოწმე ი. ხ–ს ჩვენების თანახმად, შეხვედრაზე გ. ე–მა ა. ა–ის მშენებლობის გაგრძელება და დროულად დასრულება მოსთხოვა, ამ უკანასკნელმა ი. გ–ს მხრიდან მასალების მიუწოდებლობა დაასახელა, ხოლო ი. გ–მ მიუთითა, რომ ოთხივე კორპუსის ფუნდამენტის დასრულებისას იგი შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას. ი. ხ–ს ჩვენებით მას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ქ. ბ–ს მერთან, გ. ე–სთან სატელეფონო საუბარი “...............ს“ ...... ტენდერის მოგებასთან დაკავშირებით. ი. ხ–სა და გ. ე–ს შორის კომუნიკაცია დადგენილია მათ სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერით, რომლის თანახმად მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია 2015 წლის 14 დეკემბერსა და 2015 წლის 15 დეკემბერს შედგა ოთხჯერ.

5.25. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბ–ს მერს ,,.....–ს“ ...... ტენდერში მონაწილეობისა და შემდგომში მასთან დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებისას მერიის ბიუჯეტიდან გასაცემ თანხებთან მიმართებით ამოძრავებდა ამ კომპანიისათვის გაუმართლებელი უპირატესობის მინიჭების სურვილი. მტკიცებულებებით დგინდება, რომ სწორედ მერი ავლენდა ინტერესს თუნდაც საგარანტიო თანხების ჩარიცხვისას სამართლებრივი შესაძლებლობების და გამოსავლის ძიებით და აქტიური ჩართულობით იმ პრობლემების გადასალახად, რაც “...............ს“ ...... დაეხმარებოდა საგარანტიო თანხების მიღებასა და ხელშეკრულების შესრულებაში. გარდა ამისა, არცერთი წარმოდგენილი მტკიცებულებით არ არის შესაძლებელი იმის უტყუარად მტკიცება, რომ ბ–ს მერს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ,,......ია“ შესყიდვების ხელშკერულებით ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებდა. თუმცა მისი განზრახი ქმედება მიმართული იყო მიკერძოებული მიდგომის გზით უსფ “.....–ასათვის“ საგარანტიო თანხების მიღებისა და ამ პროცესში უპირატესობით სარგებლობისაკენ.

5.26. აღსანიშნავია, რომ უსფ “.....–ს სთვის“ სს ,,........ ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე მოთხოვნილი საავანსო თანხის - 1370076 ლარის ჩარიცხვის ნაწილში მსჯავრი დაედო ე. ლ–ს, მის მიერ 2016 წლის 1-18-23 თებერვლის, 31 მარტის და 13 მაისის მოხსენებითი ბარათების წარდგენის ნაწილში. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია, რომ, თავდაპირველად, „კ....–ამ“ წარადგინა საავანსო საბანკო გარანტია, რომლის შესაბამისობაშიც ეჭვი შეიტანა ა. ვ–მ და მოიძია ინფორმაციები საბანკო და საავანსო საბანკო გარანტიების შესახებ და შეუსაბამობების შესახებ აცნობა მერს და სხვა თანამდებობის პირებს. შემდგომში მერის - გ. ე–ს აქტიური დაინტერესებით გადაწყდა, რომ საბანკო გარანტიების ხარვეზის გამო, რათა არ დარღვეულიყო შესყიდვების მოთხოვნები, კომპანიას გაეხსნა ანგარიში, რომელზეც მოხდებოდა საავანსო თანხის ჩარიცხვა. დადგენილია, რომ კომპანიის დირექტორმა - ა. ა–მა რამდენჯერმე მიმართა მერიას საავანსო თანხის ჩარიცხვის მოთხოვნით, მათ შორის მოთხოვნილი იყო შესასრულებელი სამუშაოების ავანსი და ფინანსური გარანტიის სადაზღვევო პრემია. კომპანიის აღნიშნული მოთხოვნები შესრულდა ე. ლ–ის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მერის თანხმობით.

5.27. დადგენილია, რომ ე. ლ–ს, თანამდებობრივი უფლებამოვალეობის შესაბამისად, ეკისრებოდა პასუხისმგებლობა მოეხდინა საავანსო თანხების მიზნობრიობის და შესაბამისობის კონტროლი. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, ე. ლ–ის მოხსენებითი ბარათები არ ყოფილა გადამწყვეტი მერიის მხრიდან კომპანიისათვის საგარანტიო თანხების ჩასარიცხად და ე. ლ–ე მხოლოდ შუალედურ რგოლს წარმოადგენდა. სასამართლომ დაადგინდა, რომ ქ.ბ–ს მერიასა და უსფ “...............ს“ ...... შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ფინანსური გარანტიის სადაზღვევო პრემიის გადახდას, მით უფრო, როგორც ზედნადები ხარჯის და იმის მიუხედავად, რომ კომპანიას რაიმე სამუშაო შესრულებული არ ჰქონდა, რაც ზედნადები ხარჯის გადახდის შესაძლო ვალდებულებას წარმოშობდა, ე. ლ–სის მოხსნებითი ბარათებით მერის სახელზე მოთხოვნილი იქნა აღნიშნული თანხების უსფ “.....–სათვის“ გადარიცხვა. მიუხედავად იმისა, რომ ე. ლ–სისათვის და გ. ე–სისთვის ცნობილი იყო, რომ „.........ს“-ს არ ჰქონდა რეიტინგი და მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიების ტექსტი არ იყო უპირობო, ამასთან, ქ.ბ–ს მერიას და “...............ს“ ...... შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ფინანსური გარანტიის სადაზღვევო პრემიის გადახდას, ე. ლ–მ მოამზადა მოხსენებითი ბარათები, რომელთა თანახმად, დასაშვებად იქნა მიჩნეული მოთხოვნილი ავანსის თანხების ჩარიცხვა “.....–ს სთვის“ და ქ.ბ–ს მერს, გ. ე–ს ეთხოვა თანხმობა ავანსის თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით, რასაც იგი დაეთანხმა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ე. ლ–ს მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, გ. ე–ს თანხმობით, ქ.ბ–ს მერიის მიერ “...............ს“ ...... ეტაპობრივად ჩაერიცხა ავანსის თანხა, ჯამურად 1621185 ლარი. მითითებული თანხიდან 282809 ლარი გადაერიცხა შპს „.........ს“ ფინანსური გარანტიის სადაზღვევო პრემიის სახით, რაც იყო კანონშეუსაბამო გადარიცხვა, ვინაიდან, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №... ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვა ასეთ ხარჯს არ ითვალისწინებდა. ამასთან, მართალია ე. ლ–ის მოხსენებითი ბარათი არ წარმოადგენდა თანხის გადარიცხვის ავტომატურ და ერთადერთ საფუძველს და იგი საჭიროებდა ვიზირებას მერიის სხვა უფლებამოსილ პირთა მხრიდან, თუმცა ეს გარემოება არ აუქმებს ე. ლ–სის, როგორც სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობას მის მიერ შედგენილი დოკუმენტის საფუძვლიანობის მიმართ. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ავანსის თანხის გაცემა ვერ მოხდებოდა მითითებული მოხსნებითი ბარათების გარეშე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ე. ლ–მ ჩაიდინა გაფლანგვა, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ხსენებული დანაშაულის სავალდებული ელემენტების არსებობა და მის ქმედებაში ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის განზრახვა.

5.28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - გ. ე–სის და ე. ლ–სის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ, მართებულია და შეესაბამება მათ მიერ ჩადენილ ქმედებათა სამართლებრივ კვალიფიკაციას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსფ „.....სთვის“ უპირატესობის მინიჭების მიზნით, გ. ე–მა და ე. ლ–მ ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა (დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი) გამოიწვია. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ გ. ე–ი და ე. ლ–ე მოქმედებდნენ ანგარების მოტივით. კასატორის პოზიციით, ვინაიდან სასამართლომ გამორიცხა მსჯავრდებულთა ქმედებაში ანგარების მოტივის არსებობა, შეუძლებელი იყო დადგენილიყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაც, რადგან ანგარების მოტივი, დაცვის მხარის პოზიციით, ამ დანაშაულის სავალდებულო ელემენტია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მითითებულ საკითხზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ობიექტური მხრივ სავალდებულო ელემენტებს შეადგენს: ქმედება - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და შედეგი - სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. ამასთან, ხსენებული დანაშაულისათვის აუცილებელი არ არის დადგინდეს ქმედების განმსაზღვრელი კონკრეტული მოტივი და მიზანი, რამდენადაც მართლსაწინააღმდეგო შედეგი აუცილებლად არ უკავშირდება დამნაშავის ინდივიდუალურ ანგარებით ინტერესს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ქმედება წარმოადგენდეს შედეგის აუცილებელ პირობას, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ე–სა და ე. ლ–სის ქმედებები საგარანტიო უზრუნველყოფის თანხის გადარიცხვის ნაწილში, უშუალოდ მიემართება შედეგს - სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას, რაც თავის მხრივ მერიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების უსაფუძვლოდ და დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ გადარიცხვაში გამოიხატა. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ქმედების ჩადენის დროს გ. ე–ს ან ე. ლ–ეს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ „.....–ია“ არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და სურდათ მითითებული თანხა გაფლანგულიყო, ასევე ის, რომ ამით ინდივიდუალურად იყვნენ ფინანსურად დაინტერესებულნი. ამდენად, მათ ქმედებაში ვლინდება მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

5.29. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, რამდენადაც დანიშნული სასჯელები შეესაბამება მოცემული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, მსჯავრდებულთა პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხს და წარმოადგენს სასჯელის მიზნების მისაღწევად პროპორციულ და გამოსადეგ საშუალებას. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისა და მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შესაცვლელად.

5.30. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი, რაზეც მხარეები მიუთითებენ, ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურორის მოადგილის რამაზ შავაძის, მსჯავრდებულ ე. ლ–სის ადვოკატ დ. ჩ–ს, მსჯავრდებულ ბ. ხ–ს ადვოკატ რ. პ–ს, მსჯავრდებულ გ. ე–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. მ–ის, მსჯავრდებულ ბ. მ–ის ადვოკატ პ. ბ–ს, მსჯავრდებულების - თ. პ–სა და ვ. ხ–ს საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე