საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100121005178006
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №363აპ-23 5 ივლისი, 2023 წელი
ნ-ი გ., №363აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების - გ. ნ–სა და თ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ნ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოყენების მიზნით ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზება, ცხრა ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გამოყენების მიზნით ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ორგანიზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თოთხმეტი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად, გამოყენების მიზნით ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ორგანიზება, ხუთი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოყენების მიზნით ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ორგანიზება, ცხრა ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ორგანიზება, ორი ეპიზოდი), ხოლო თ. ნ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, ცხრა ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თოთხმეტი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება ცხრა ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ჯგუფურად, ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ორი ეპიზოდი) და გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. გ. ნ–ი ორგანიზებით შპს “.. .....–ის“ (ს/ნ .............) დირექტორმა თ. ნ–სმა და შპს “... .....–ს“ (ს/ნ .............) დირექტორმა ო. ჭ–მმა, ქ. თ–ში ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით 2017 წლის 10 ოქტომბერს გამოყენების მიზნით დაამზადეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა N........... ღირებულებით 223500 ლარი, თითქოს შპს “.. .....–მ“ შპს “.. .....–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 223500 ლარი. 2017 წლის 18 ოქტომბერს დაამზადეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nა.......... ღირებულებით 101000 ლარი, თითქოს შპს “.. .....–მ“ შპს “.. .....–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 101000 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
1.3. ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ–ში თ. ნ–მა შპს “.. .....–ის“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2017 წლის 10 ოქტომბერს დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დამატებული ღირებულების გადასახადის N ........... დეკლარაცია, 2017 წლის 19 ოქტომბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N ............ დეკლარაცია. შპს “.. .....–მ“ ყალბი ანგარიშფაქტურების გამოყენებით და მათი დღგ-ს დეკლარაციებში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 49500 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადისა და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თ. ნ–მა ზემოაღნიშნული ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ........ში, შპს “... .....–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2017 წლის 10 ოქტომბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N .............. დეკლარაცია, 2017 წლის 30 ოქტომბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N ..........დეკლარაცია.
1.4. შპს „“........ს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გ. ა–მ, მისი საწარმოს გადასახადის გადამხდელის პირად პორტალზე, ე.წ rs.ge-ზე შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი გადასცა გ. ნ–სს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მონაცემები გაანდო თ. ნ–სს. გ. ნ–სის ორგანიზებით, თ. ნ–სმა, ქ.თ–ში 2017 წლის 1 ნოემბერს შპს „“........ს“ სახელით შპს “.. .....–ის“ სახელზე დაამზადა ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა N........... ღირებულებით 235000 ლარი, თითქოს შპს “.. .....–მ“ შპს „“........ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 235000 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა. ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ–ში, თ. ნ–სმა შპს “.. .....–ის“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2017 წლის 1 ნოემბერს დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დამატებული ღირებულების გადასახადის N........... დეკლარაცია. შპს “.. .....–მ“ ყალბი ანგარიშფაქტურის გამოყენებით და მისი დღგ-ს დეკლარაციაში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 35847 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადისა და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.5. გ. ნ–ს ორგანიზებით, შპს „გ–ს“ და შპს “.. .....–ის“ დირექტორის თ. ნ–ს მითითებით, ამავე ფირმების ბუღალტერმა თ. ტ–მმა 2017 წლის 13 დეკემბერს, ქ.თბილისში გამოწერა ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა №.........-13 0006244 ღირებულებით 216500 ლარი, თითქოს შპს “.. .....–მ“ შპს „გ–სს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 216500 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
1.6. ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ. თ–ში, თ. ნ–მა შპს “.. .....–ის“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2017 წლის 13 დეკემბერს დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დამატებული ღირებულების გადასახადის N........... დეკლარაცია. შპს “.. .....–მ“ ყალბი ანგარიშფაქტურის გამოყენებით და მისი დღგ-ს დეკლარაციაში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 33025 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადის და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.7. თ. ნ–მა ზემოაღნიშნული ყალბი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, ქ.თ–ში, შპს „გ–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2017 წლის15 დეკემბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N......... დეკლარაცია.
1.8. გ. ნ–სის ორგანიზებით, შპს „გ–ს“ (ს/ნ ........) და შპს „ი–სის“ (ს/ნ .........) დირექტორმა თ. ნ–მა ქ.თ–ში ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით 2018 წლის 10 აპრილს გამოყენების მიზნით დაამზადეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა №.........- ღირებულებით 330000 ლარი, თითქოს შპს „გ–მა“ შპს „ი–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 330000 ლარი, 2018 წლის 22 აპრილს დაამზადა ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა N........ ღირებულებით 990000 ლარი, თითქოს შპს „გ–მა“ შპს „ის“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 990000 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
1.9. ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ–ში, თ. ნ–სმა შპს „გ–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 10 აპრილს დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დამატებული ღირებულების გადასახადის N........... დეკლარაცია, 2018 წლის 22 აპრილს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N .......... დეკლარაცია. შპს „გ–მა“ ყალბი ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებით და მათი დღგ-ს დეკლარაციებში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 201354 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადის და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.10. თ. ნ–მა ზემოაღნიშნული ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ–ში, შპს „ი–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 11 აპრილს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N......... დეკლარაცია, 2018 წლის 22 აპრილს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N............. დეკლარაცია.
1.11. გ. ნ–სის ორგანიზებით, შპს „გ–სის“ დირექტორის მინდობილმა პირმა თ. ნ–სმა და შპს “... .....–ს“ დირექტორმა ო. ჭ–მა, ქ.თ–ში ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით 2017 წლის 21 ოქტომბერს გამოყენების მიზნით დაამზადეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა N........... ღირებულებით 735000 ლარი, თითქოს შპს „გ–სმა“ შპს „მ..“-ს შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 735000 ლარის ოდენობით თანხა, 2017 წლის 28 ივლისს დაამზადეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა N..........., ღირებულებით 700000 ლარი, თითქოს შპს „გ–სმა“ შპს „მ........“-ს შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 700000 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
1.12. ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ. თ–ში, თ. ნ–სმა შპს „გ–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2017 წლის 28 ივლისს დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დამატებული ღირებულების გადასახადის N.......... დეკლარაცია, 2017 წლის 22 ოქტომბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N........... დეკლარაცია. შპს „გ–სმა“ ყალბი ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებით და მათი დღგ-ს დეკლარაციებში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 218898 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადის და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.13. თ. ნ–სმა ზემოაღნიშნული ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ–ში, შპს “... .....–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2017 წლის 28 ივლისს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N........... დეკლარაცია, 2017 წლის 30 ოქტომბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N............. დეკლარაცია.
1.14. გ. ნ–სის ორგანიზებით, შპს „გ–სის“ (ს/ნ ...........) დირექტორმა თ. ნ–სმა და შპს „ჯ–ს“ (ს/ნ ...........) დირექტორმა ვ. ღ–სმა, ქ.თ–ში ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით 2018 წლის 16 ივნისს გამოყენების მიზნით ბუღალტერ თ. ტ–მს დაამზადებინეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა N........... ღირებულებით 1720000 ლარი, თითქოს შპს „გ–სმა“ შპს „ჯ–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 1720000 ლარის ოდენობით თანხა, 2018 წლის 11 ივლისს დაამზადეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა N............. ღირებულებით 620000 ლარი, თითქოს შპს „გ–სმა“ შპს „ჯ–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 620000 ლარი. 2018 წლის 5 აგვისტოს ქ.ს–ში, ბუღალტერ თ. ტ–მს დაამზადებინეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა N......... ღირებულებით 360000 ლარი, თითქოს შპს „გ–სმა“ შპს „ჯ–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 360000 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
1.15. ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ–ში, თ. ნ–სმა შპს „გ–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 16 ივნისს ბუღალტერ თ. ტ–ს დაამზადებინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დამატებული ღირებულების გადასახადის N ........... დეკლარაცია, 2018 წლის 11 ივლისს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N............ დეკლარაცია. 2018 წლის 5 აგვისტოს ქ.ს–ში ბუღალტერ თ. ტ–მს დაამზადებინა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N............. დეკლარაცია. შპს „გ–სმა“ ყალბი ანგარიშფაქტურების გამოყენებით და მათი დღგ-ს დეკლარაციებში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 411863 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადის და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.16. თ. ნ–მა ზემოაღნიშნული ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ–ში, შპს „ჯ.... ...ის“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 16 ივნისს ბუღალტერ თ. ტ–ს დაამზადებინა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N ........... დეკლარაცია. 2018 წლის 11 ივლისს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N........ დეკლარაცია, 2018 წლის 05 აგვისტოს, ქ.ს–ში, ბუღალტერ თ. ტ–მს დაამზადებინა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N............ დეკლარაცია.
1.17. შპს „ჯ.. .. ..ს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ზაზა კიკნაძემ, მისი საწარმოს გადასახადის გადამხდელის პირად პორტალზე, ე.წ. rs.ge-ზე შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი გადასცა გ. ნ–ს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მონაცემები გაანდო თ. ნ–ს. გ. ნ–ს ორგანიზებით, თ. ნ–სმა ამავე ფირმების ბუღალტერ თ. ტ–მს 2018 წლის 25 დეკემბერს შპს „ჯ.. ... ჯ–ს“ სახელით შპს „გ–სის“ სახელზე დაამზადებინა ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა N............. ღირებულებით 1320000 ლარი, თითქოს შპს „გ–მა“ შპს „ჯ.. .. ჯ..ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 1320000 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
1.18. ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ–ში, თ. ნ–სმა შპს „გ–ის“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 25 დეკემბერს დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დამატებული ღირებულების გადასახადის N.........დეკლარაცია. შპს „გ–მა“ ყალბი ანგარიშფაქტურის გამოყენებით და მისი დღგ-ს დეკლარაციაში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 201355 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადის და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.19. თ. ნ–მა ზემოაღნიშნული ყალბი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, ქ.თ–ში, შპს „ჯ–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 25 დეკემბერს ბუღალტერ თ. ტ– ს დაამზადებინა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N............. დეკლარაცია.
1.20. გ. ნ–ს ორგანიზებით შპს „გ–სის“ (ს/ნ .........) დირექტორმა თ. ნ–სმა და ვ. გ–მ, ჯგუფურად, ქ.თ–ში 2019 წლის 17 მარტს გამოყენების მიზნით დაამზადეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №.........-13 0091559 ღირებულებით 790000 ლარი, თითქოს შპს „გ–სმა“ ი/მ „ე. გ–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 790000 ლარის ოდენობით თანხა, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
1.21. ყალბი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, ქ.თ–ში, თ. ნ–სმა შპს „გ–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2019 წლის 17 მარტს დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დამატებული ღირებულების გადასახადის N........... დეკლარაცია. შპს „გ–მა“ ყალბი ანგარიშფაქტურის გამოყენებით და მისი დღგ-ს დეკლარაციაში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 120508 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადის და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.22. გ. ნ–მა ბ. ც–თან ერთად დააფუძნა შპს „მაგნიტი“, სადაც გ. ნ–ს წილი გაფორმდა ო. ჭ–ზე. გ. ნ–სთვის ცნობილი იყო საწარმოს გადასახადის გადამხდელის პირად პორტალზე, ე.წ. rs.ge-ზე შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მონაცემები გაანდო თ. ნ–სს.
1.23. გ. ნ–ს ორგანიზებით, თ. ნ–სმა 2018 წლის 6 მარტს შპს „მ–ს“ სახელით შპს „გ–ს“ სახელზე დაამზადა ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა N .......... ღირებულებით 405000 ლარი, თითქოს შპს „გ–მა“ შპს „მ–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 405000 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
1.24. ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თბილისში, თ. ნ–სმა შპს „გ–სის“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 6 მარტს დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დამატებული ღირებულების გადასახადის N.......... დეკლარაცია. შპს „გ–მა“ ყალბი ანგარიშფაქტურის გამოყენებით და მისი დღგ-ს დეკლარაციაში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 61779 ლარი, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადის და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.25. შპს „ა–სს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა პ. მ–მა, მისი საწარმოს გადასახადის გადამხდელის პირად პორტალზე, ე.წ. rs.ge-ზე შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი გადასცა გ. ნ–ს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მონაცემები გაანდო თ. ნ–ს.
1.26. გ. ნ–ის ორგანიზებით, თ. ნ–სმა 2018 წლის 11 სექტემბერს შპს „ა–ს“ სახელით შპს „გ–ის“ სახელზე დაამზადა ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა №.........-13 0068716 ღირებულებით 295000 ლარი, თითქოს შპს „გ–მა“ შპს „ა–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 295000 ლარის ოდენობით თანხა, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
1.27. ყალბი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, ქ.თ–ში, თ. ნ–სმა შპს „გ–სის“გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 11 სექტემბერს დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დამატებული ღირებულების გადასახადის N. ......... დეკლარაცია. შპს „გ–მა“ ყალბი ანგარიშფაქტურის გამოყენებით და მისი დღგ-ს დეკლარაციაში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 45000 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადის და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.28. თ. ნ–სმა ზემოაღნიშნული ყალბი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, ქ.თ–ში, შპს „ა–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 11 სექტემბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის №............ დეკლარაცია.
1.29. გ. ნ–ს ორგანიზებით, შპს „გ–სის“ დირექტორმა თ. ნ–მა და შპს „ვ–ს“ დირექტორმა მ. ნ–სმა, ქ. თ–ში ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით 2018 წლის 1 ოქტომბერს გამოყენების მიზნით ბუღალტერ თ. ტ–მს დაამზადებინეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა N.............. ღირებულებით 574000 ლარი, თითქოს შპს „გ–მა“ შპს „ვ–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 574000 ლარის ოდენობით თანხა, 2018 წლის 23 ოქტომბერს დაამზადებინეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა N............ ღირებულებით 830000 ლარი, თითქოს შპს „გ–სმა“ შპს „ვ–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 830000 ლარი. 2018 წლის 7 დეკემბერს დაამზადებინეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა N .......... ღირებულებით 2760000 ლარი, თითქოს შპს „გ–მა“ შპს „ვ–სს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 2760000 ლარის ოდენობით თანხა, რაც რეალურად არ განხორციელებულა, 2019 წლის 31 იანვარს დაამზადებინეს ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა №......... ღირებულებით 309000 ლარი, თითქოს შპს „გ–სმა“ შპს „ვსს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 309000 ლარის ოდენობით თანხა, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
1.30. ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ–ში, თ. ნ–მა შპს „გ–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 1 ოქტომბერს ბუღალტერ თ. ტ–ს დაამზადებინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დამატებული ღირებულების გადასახადის N ............ დეკლარაცია, 2018 წლის 23 ოქტომბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N............. დეკლარაცია, 2018 წლის 7 დეკემბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N........... დეკლარაცია, 2019 წლის 31 იანვარს დაამზადებინა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N ............ დეკლარაცია. შპს „გ–მა“ ყალბი ანგარიშფაქტურების გამოყენებით და მათი დღგ-ს დეკლარაციებში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 682320 ლარი ოდენობით, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადის და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.31. თ. ნ–სმა პირადად, ასევე ბუღალტერ თ. ტ–მის მეშვეობით, ზემოაღნიშნული ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ–ში, შპს „ვ–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 1 ოქტომბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N.............. დეკლარაცია, 2018 წლის 23 ოქტომბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N........... დეკლარაცია, 2018 წლის 7 დეკემბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N...........დეკლარაცია, 2019 წლის 31 იანვარს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N .......... დეკლარაცია.
1.32. გ. ნ–სის ორგანიზებით შპს „გ–სის“ (ს/ნ .........) და შპს “.. .....–ის“ (ს/ნ ..........) დირექტორმა თ. ნ–სმა ქ.თ–ში ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით 2018 წლის 2 თებერვალს გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა N.......... ღირებულებით 532000 ლარი, თითქოს შპს „გ–სმა“ შპს „... გ–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 574000 ლარის ოდენობით თანხა, 2018 წლის 16 თებერვალს გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა N ........... ღირებულებით 460000 ლარი, თითქოს შპს „გ–სმა“ შპს „... გ–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 460000 ლარი, 2018 წლის 18 მარტს გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ავანსის საგადასახად ანგარიშფაქტურა N.......... ღირებულებით 560000 ლარი, თითქოს შპს „გ–სმა“ შპს „.. გ–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 560000 ლარი. 2017 წლის 17 აგვისტოს, როდესაც იყო შპს „გ–ს“ დირექტორის მინდობილი პირი, გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა №.........-ღირებულებით 232500 ლარი, თითქოს შპს „გ–სმა“ შპს „... გ–ს“ შემდგომში პროდუქციის მოწოდების სანაცვლოდ გადაუხადა 232500 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა.
1.33. ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ–ში, თ. ნ–მა შპს „გ–ს“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 2 თებერვალს დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დამატებული ღირებულების გადასახადის N.......... დეკლარაცია, 2018 წლის 16 თებერვალს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის N........... დეკლარაცია, 2018 წლის 19 მარტს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის №............ დეკლარაცია, 2017 წლის 17 აგვისტოს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის №............ დეკლარაცია. შპს „გ–სმა“ ყალბი ანგარიშფაქტურების გამოყენებით და მათი დღგ-ს დეკლარაციებში ჩართვის გზით მიიღო დღგ-ს ჩათვლა 256956 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოყენებული აქვს იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადის და მიმდინარე გადასახადების დასაფარად, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.34. თ. ნ–სმა პირადად, ასევე, ბუღალტერ თ. ტ–მის მეშვეობით, ზემოაღნიშნული ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ქ.თ–ში, შპს “.. .....–ის“ გადასახადის გადამხდელის პირად ელექტრონულ გვერდზე გამოყენების მიზნით 2018 წლის 7 ნოემბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის №............ დეკლარაცია, 2018 წლის 18 ოქტომბერს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის №............ დეკლარაცია, 2018 წლის 19 მარტს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის №............ დეკლარაცია, 2017 წლის 17 აგვისტოს დაამზადა ყალბი დამატებული ღირებულების გადასახადის №............ დეკლარაცია.
1.35. გ. ნ–სმა მისი მეგობრების სახელზე დაარეგისტრირა შპს ,,.. გ–ი“ და შპს „გ–ი“, რომელთა ფაქტიური მესაკუთრე და მმართველი იყო თვითონ. გ. ნ–სმა განზრახა მისი საწრმოების შპს ,,.....ს“ და შპს ,,გ–სის“ დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების და სახელმწიფოს მოტყუებით ქონებრივი დაზიანების მიზნით, სხვა მეწარმე სუბიექტებისგან გამოეწერა ყალბი ანგარიშფატურები, ასევე ყალბად დაედეკლარირებინა ყალბ ანგარიშფაქტურებში ასახული თანხები და მიეღო დიდი ოდენობით დღგ-ს ჩათვლა, რასაც გამოიყენებდა შემდეგში ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორებისას. გ. ნ–სმა განზრახვის სისრულეში მოყვანის მიაზნით მის მეგობრებსა და ნაცნობებს დაარეგისტრირებინა საწარმოები და ორგანიზება გაუკეთა ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადებას და გამოყენებას.
1.36. გ. ნ–ს ორგანიზებით, შპს “... გ–ს“ და შპს ,,გ–ს“ დირექტორმა თ. ნ–მა დამოუკიდებლად ასევე სხვა პირებთან ერთად 2017-2019 წლებში შპს „.. გ–ს“ და შპს ,,გ–სის“ სახელზე ყალბი დღგ-ს აქტივის შექმნის მიზნით შპს “.. .....–ის“, შპს ,,გ–ს“, შპს ,,.... ....ის“, შპს ,,”........ს““, შპს ,,ი–სის“, შპს „ვ–სს“, შპს „ჯ–ის“, ი/მ ,,ე. გ–ს“, შპს ,,ჯ–ს“, შპს ,,ა–ს“ და შპს ,,მ–ს“ საწარმოებიდან დაამზადა №.........- , №.........-.........., №.........-, №.........-, №.........-, №.........-, №.........-, №.........-, №.........-, №.........-, №.........- , №.........-, №.........-, №.........-, №.........-, №.........-, №.........-, №.........-, №.........-საგდასახადო ავანსის ანგარიშფატურები, საერთო ღირებულებით (776010+12042170) 12818189, რომელთა საგადასახადო დეკლარაციაში ასახვის გზით შპს ,,გ–სს“ წარმოეშვა დღგ-ს აქტივი 118374 ლარის ოდენობით, ხოლო შპს ,,გ–სს“ წარმოეშვა დღგ-ს აქტივი 1836942 ლარის ოდენობით, ჯამურად 1955316 ლარი.
1.37. გ. ნ–სის ორგანიზებით, შპს ,,.....ს“ და შპს ,,გ–ს“ დირექტორმა თ. ნ–სმა 2017 წლის განმავლობაში შპს ,,ნ.ნ. გრუპისთვის“ მოტყუებით შექმნილი დღგ-ს აქტივი 118374 ლარი სრულად გამოიყენა N.........., N........., N........., N........., N........, N........ იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადების დასაფარად, ასევე 2017-2019 წლების განმავლობაში შპს ,,გ–სისთვის“ მოტყუებით შექმნილი დღგ-ს აქტივის ნაწილი 1573517 ლარი გამოიყენა N........., N........, N........., N........., N......., N......., N....., N......., N......., იმპორტის საბაჟო დეკლარაციებით გამოანგარიშებული გადასახადების დასაფარად. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, მიუღებელი გადასახადის სახით სახელმწიფოს მიადგა 1955316 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
1.38. გ. ნ–სის ორგანიზებით და დავალებით, თ. ნ–სმა 2019 წლის 19 იანვარს, ქ.თ–ში, შპს ,,ა–სს“ სახელით, ყალბი დღგ-ს აქტივის შექმნის მიზნით, შპს ,,ვ–სს“ საწარმოზე გაწერა 2969000 ლარის ღირებულების ყალბი საავანსო საგადასახადო ანგარიშფაქტურა (სერია N.........), რომელშიც მითითებული საფინანსო ოპერაცია რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენებით თ. ნ–მა გ. ნ–ს დავალებით 2019 წლის 19 იანვარს დაამზადა 2018 წლის დეკემბრის თვის ყალბი დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები: №............ და №............, ხოლო 2019 წლის 31 იანვარს დაამზადა 2018 წლის დეკემბრის თვის ყალბი დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია №............. ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საგადასახადო დეკლარაციაში ასახვის გზით, შპს „ვ–სს“ საწარმომ მიიღო დღგ-ს ჩათვლა 452898,31 ლარის ოდენობით, რაც გამოიყენა სრულად, კერძოდ, 66906,83 ლარი - 2018 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს საგადასახადო პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ-ს შესამცირებლად, ხოლო 385991 ლარი მიმდინარე დავალიანების დასაფარად.
1.39. გ. ნ–ს ორგანიზებითა და დავალებით, თ. ნ–მა 2019 წლის 19 იანვარს, ქ.თ–ში, შპს ,,ა–ს“ სახელით, ყალბი დღგ-ს აქტივის შექმნის მიზნით, შპს „ვ–ს“ საწარმოზე გაწერა 2969000 ლარის ღირებულების ყალბი საავანსო საგადასახადო ანგარიშფაქტურა (სერია .........), რომელშიც მითითებული საფინანსო ოპერაცია რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენებით, თ. ნ–სმა გ. ნ–სის დავალებით, 2019 წლის 19 იანვარს დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები - 2018 წლის დეკემბრის თვის დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახადის №............ და №............ დეკლარაციები, ხოლო 2019 წლის 31 იანვარს დაამზადა 2018 წლის დეკემბრის თვის დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახადის №............1 დეკლარაცია. ყალბი დღგ-ს ანგარიშფაქტურის საგადასახადო დეკლარაციებში ასახვით, შპს ,,ვ–სს“ საწარმომ მიიღო დღგ-ს ჩათვლა 452898,31 ლარის ოდენობით, რაც გამოიყენა სრულად, კერძოდ, 66906,83 ლარი - 2018 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს საგადასახადო პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ-ს შესამცირებლად, ხოლო 385991 ლარი მიმდინარე დავალიანების დასაფარად. აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
1.40. გ. ნ–ის ორგანიზებითა და დავალებით, თ. ნ–სმა ქ.თ–ში, 2019 წლის 26 თებერვალს შპს ,,.......ის“ სახელით ყალბი დღგ-ს აქტივის შექმნის მიზნით, შპს „ვ–ს“ საწარმოზე გაწერა 459000 ლარის ღირებულების ყალბი საავანსო საგადასახადო ანგარიშფაქტურა (სერია .........). ანგარიშფაქტურაში მითითებული ოპერაცია რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენებით, თ. ნ–სმა გ. ნ–სის დავალებით 2019 წლის 26 თებერვალს შპს ,,..........ის“ და შპს ,,ვ–ს“ სახელით დაამზადა 2019 წლის იანვრის თვის ყალბი დაზუსტებული დამატებითი ღირებულების გადასახადის №............ და №............ დეკლარაციები, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საგადასახადო დეკლარაციებში ასახვით, შპს ,,ვ–სს“ საწარმომ მიიღო დღგ-ს ჩათვლა 70016,95 ლარის ოდენობით, საიდანაც 56444,72 ლარი გამოიყენა მიმდინარე დავალიანების დასაფარად, 7468,92 ლარი 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ს საგადასახადო პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ-ს შესამცირებლად, ხოლო 6103,28 ლარით წარმოშობილი ზედმეტობა გამოიყენა 2019 წლის მარტის თვეში საქონლის იმპორტისას დღგ-ს საბაჟო გადახდის დროს.
1.41. გ. ნ–სის ორგანიზებითა და დავალებით, თ. ნ–სმა ქ.თ–ში, 2019 წლის 26 თებერვალს შპს ,,........ის“ სახელით ყალბი დღგ-ს აქტივის შექმნის მიზნით, შპს ,,ვ–სს“ საწარმოზე გაწერა 459000 ლარის ღირებულების ყალბი საავანსო საგადასახადო ანგარიშფაქტურა (სერია ..........). ანგარიშფაქტურაში მითითებული ოპერაცია რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენებით, თ. ნ–სმა გ. ნ–სის დავალებით 2019 წლის 26 თებერვალს შპს ,,.........ის“ და შპს ,,ვ–ს“ სახელით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები: 2019 წლის იანვრის თვის დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახადის №............ და №............ დეკლარაციები, რომელთა გამოყენებითაც შპს „ვ–სს“ საწარმომ მიიღო დღგ-ს ჩათვლა 70016,95 ლარის ოდენობით, საიდანაც 56444,72 ლარი გამოიყენა მიმდინარე დავალიანების დასაფარად, 7468,92 ლარი 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ს საგადასახადო პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ-ს შესამცირებლად, ხოლო 6103,28 ლარით წარმოშობილი ზედმეტობა გამოიყენა 2019 წლის მარტის თვეში საქონლის იმპორტისას დღგ-ს საბაჟო გადახდის დროს. აღნიშნულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.42. გ. ნ–სის ორგანიზებით, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით თ. ნ–სმა 2019 წლის 19 იანვარს, შპს ,,ა–სს“ სახელით, ყალბი დღგ-ს აქტივის შექმნის მიზნით, შპს ,,ვ–სს“ საწარმოზე გაწერა 2969000 ლარის ღირებულების ყალბი საავანსო საგადასახადო ანგარიშფაქტურა (სერია ..........), რომელშიც მითითებული საფინანსო ოპერაცია რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენებით, თ. ნ–მა გ. ნ–ს დავალებით, 2019 წლის 19 იანვარს დაამზადა 2018 წლის დეკემბრის თვის ყალბი დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახდის დეკლარაციები №............ და №..........., ხოლო 2019 წლის 31 იანვარს დაამზადა 2018 წლის დეკემბრის თვის პერიოდის ყალბი დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია №............. ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საგადასახადო დეკლარაციებში ასახვის გზით, შპს ,,ვ–ს“ საწარმომ მიიღო დღგ-ს ჩათვლა 452898,31 ლარის ოდენობით, რაც გამოიყენა სრულად, კერძოდ, 66906,83 ლარი - 2018 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს საგადასახადო პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ-ს შესამცირებლად, ხოლო 385991 ლარი მიმდინარე დავალიანების დასაფარად.
1.43. ამასთან, გ. ნ–ს ორგანიზებითა და დავალებით, თ. ნ–სმა 2019 წლის 26 თებერვალს შპს ,,..........ის“ სახელით ყალბი დღგ-ს აქტივის შექმნის მიზნით, შპს ,,ვ–სს“ საწარმოზე გაწერა 459000 ლარის ღირებულების ყალბი საავანსო საგადასახადო ანგარიშფაქტურა (სერია ...........). ანგარიშფაქტურაში მითითებული ოპერაცია რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენებით, თ. ნ–სმა გ. ნ–სის დავალებით 2019 წლის 26 თებერვალს შპს ,,.....ის“ და შპს ,,ვ–სს“ სახელით დაამზადა 2019 წლის იანვრის თვის ყალბი დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახადის №............ და №........... დეკლარაციები. ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საგადასახადო დეკლარაციებში ასახვის გზით, შპს ,,ვ–ს“ საწარმომ მიიღო დღგ-ს ჩათვლა 70016,95 ლარის ოდენობით, საიდანაც 56444,72 ლარი გამოიყენა მიმდინარე დავალიანების დასაფარად. 7468,92 ლარი 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ს საგადასახადო პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ-ს შესამცირებლად, ხოლო 6103,28 ლარით წარმოშობილი ზედმეტობა გამოიყენა 2019 წლის მარტის თვეში საქონლის იმპორტისას დღგ-ს საბაჟო გადასახადის გადახდის დროს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენით თ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხრა ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თოთხმეტი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხრა ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 100000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის პირველი ნოემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის პირველი ნოემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 100000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 100000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 17 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 100000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 17 მარტის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 6 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 მარტის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის პირველი ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის პირველი ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 100000 ლარი; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის პირველი ოქტომბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017-2019 წლების ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 19 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 იანვრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018-2019 წლების ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება.
გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხრა ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თოთხმეტი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხრა ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 100000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის პირველი ნოემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის პირველი ნოემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 100000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 100000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 17 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 100000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 17 მარტის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 6 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 მარტის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის პირველი ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის პირველი ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 100000 ლარი; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის პირველი ოქტომბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017-2019 წლების ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 19 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 იანვრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 50000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018-2019 წლის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება.
ამავე განაჩენით ვ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 20000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 4000 ლარი; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 40000 ლარი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება.
ამავე განაჩენით, ბ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 10000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 20000 ლარი; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20000 ლარი; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება.
ამავე განაჩენით, მ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 ლარი; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება.
ო. ჭ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2017 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 20000 ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 30000 ლარი; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ჭ–მს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 30000 ლარი; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება.
ვ. ღ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 20000 ლარი; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისა და საბუღალტრო საქმიანობის უფლება.
2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ნ–სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და დანიშნული სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით პირობით ჩათვლა.
2.3. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. ნ–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ა., რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და თ. ნ–სთვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
2.4. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ქ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა. ასევე, ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვის მოხსნა.
2.5. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 20 მარტს მსჯავრდებულების - გ. ნ–სა და თ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ გ. ნ–სთვის და თ. ნ–სთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრა და დანიშნული სასჯელის 1/3-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობით ჩათვლა.
3.3. 2023 წლის 30 მარტს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა არ დაკმაყოფილდეს კასატორის მოთხოვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გ. ნ–სათვის და თ. ნ–სთვის დანიშნული სასჯელები არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან მათ აღიარეს და მოინანიეს ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, მტკიცებულებები მიიჩნიეს უდავოდ, რითაც ხელი შეუწყეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არიან ნასამართლევნი. საქმის განხილვისას დაცვის მხარემ არაერთხელ დააყენა საკითხი დაზარალებულისთვის - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ზიანის ანაზღაურების შესახებ, თუმცა მათი მხრიდან ფორმალური და არასათანადო დამოკიდებულების გამო დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა დაეწყო ზიანის ანაზღაურება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გ. და თ. ნ–ები სასამართლოში საქმის განხილვის გარკვეულ ეტაპზე იმყოფებოდნენ თავისუფლებაში და არ უცდიათ მიმალვა და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებისა და მისი ნაწილის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა გ. ნ–სისათვის და თ. ნ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: გ. ნ–მა და თ. ნ–მა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები, მტკიცებულებები მიიჩნიეს უდავოდ, რითაც ხელი შეუწყეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, გამოთქვამენ მზაობას აანაზღაურონ მიყენებული ზიანი. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ თ. ნ–სა და გ. ნ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მათთვის განსაზღვრული სასჯელები ბრალად წარდგენილი მუხლების სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას). ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მათ მიერ ჩადენილი ქმედების ინტენსივობას, ასევე იმას, რომ მათ მსჯავრი დაედოთ მძიმე კატეგორიის დანაშაულების არაერთი ეპიზოდის ჩადენაში, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მათ მიმართ დანიშნული სასჯელების ნაწილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლა.
5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - გ. ნ–სა და თ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე