დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141223007370385
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№381-23 ქ. თბილისი
ლ. ო, 381-23 27 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ლაშა ამირანაშვილის
მსჯავრდებულ - ო. ლ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ო. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ო. ლ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ პუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა საპყრობილეში მოხდით. ცნობად იქნა მიღებული, რომ ო. ლ. დაკავებულია 2000 წლის 25 ივნისს.
2. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ო. ლ. გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.
მსჯავრდებულ ო. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 12 წელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ო. ლ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განაჩენით ო. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენითა და 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან.
5. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 25 დეკემბრის განკარგულებით შეწყალებულ იქნა ო. ლ. - მსჯავრდებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღად მიეთითა 2025 წლის 25 ივნისი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებული ო. ლ. გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ვადამდე პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 5 წელი.
7. 2023 წლის 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ო. ლ-მ და ითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელება.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ო. ლ-ს ¼-ით შეუმცირდა პრეზიდენტის შეწყალების აქტით დადგენილი მოსახდელი სასჯელის ვადა და განესაზღვრა - 4 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს), 2 წელი და 10 თვე პირობითი მსჯავრი, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. ლ-მ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე პრეზიდენტის შეწყალების აქტით დადგენილი მოსახდელი სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 25 დეკემბრის განკარგულებით შეწყალებულ იქნა ო. ლ. - მსჯავრდებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღად მიეთითა 2025 წლის 25 ივნისი, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებული ო. ლ. გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ვადამდე პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 5 წელი.
3. იმის მხედველობაში მიღებით, რომ ო. ლ-ს სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის - ვადის დასასრულს წარმოადგენს 2025 წლის 25 ივნისი, ხოლო 2015 წლის 25 დეკემბრიდან (ე.ი დროიდან, როდესაც განჭვრეტადი გახდა სასჯელის ფაქტობრივად მოხდის თარიღი) 2025 წლის 25 ივნისამდე მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი სასჯელი შეადგენს - 9 წელსა და 6 თვეს, საიდანაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილების გათვალისწინებით, 5 წელი, 8 თვე და 20 დღე ო. ლ-მ მოიხადა რეალურად, ხოლო დარჩენილი - 3 წელი, 9 თვე და 10 დღე, ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად - ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
5. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით ო. ლ-ს მიმართ სწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და მას ერთნაირად და პროპორციულად შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და განესაზღვრა - 4 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს), 2 წელი და 10 თვე პირობითი მსჯავრი, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. ლ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ო. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი