საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121005114844
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №397აპ-23 თბილისი
წ-ძე ი, 397აპ-23 25 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),თეა ძიმისტრაშვილი, ამირან ძაბუნიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: თ. გ-ა, მ. დ-მა, ბ. მ-მ, ვ. ბ-მა, ნ. გ-მა და ი. წ-მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, ხოლო დ. ქ-მა - საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი „ღირსების მარშის" პარალელურად, გამოძიებით ამჟამად დაუდგენელი დროისა და დაუდგენელი პირების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა აქციის მონაწილეების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მიმართ. აღნიშნულ ჯგუფურ მოქმედებაში სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდნენ: მ. დ-ი, ზ. მ-ძე, ზ. ჭ-ა, თ. ხ-ი, ი. ქ-ე, თ. დ-ძე, ა. ნ-ე, ო. გ-ი, თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ც. ჩ-ე, ბ. მ-ძე, გ. ნ-ი, რ. კ-ა, თ. ბ-ი, გ. კ-ნი, დ. კ-ძე, გ. მ-ე, დ. ქ-ი, ვ. ბ-ი, ნ. გ-ნი, ი. წ-ძე, უ. დ-ი, გ. წ-ი, გ. გ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი, რა დროსაც ხელკეტებითა და სხვადასხვა საგნით შეირაღებული პირთა ჯგუფი შეიკრიბა თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და „ლგბტქი“ თემის მიმართ, ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, „ღირსების მარშის“ მონაწილეებისა და მხარდამჭერების დევნის, ასევე, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჯგუფურად იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე, რითაც მათ მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება; დააზიანეს და გაანადგურეს ძალადობის ადრესატი პირების მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები; ამასთან, დააზიანეს თ-ში, თ-სა და ჭ-ას ქუჩების კვეთაზე განთავსებული ავტომანქანები, დაარბიეს „თ-ის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი.
2021 წლის 5 ივლისს თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის" ორგანიზებით გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, მ. დ-მა, ზ. მ-მ, ზ.ჭ-მ, თ. ხ-მა, ი. ქ-მ, თ. დ-მ, ა. ნ-მ, ო. გ-მა, თ. გ-ნმა, მ. დ-მა, ც. ჩ-მ, ბ. მ-მ, გ. ნ-მა, რ. კ-მ, თ. ბ-მა, გ. კ-მა, დ. კ-მ, გ. მ-მ, დ. ქ-მა, ვ. ბ-მა, ნ. გ-მა, ი. წ-მ, უ. დ-მა, გ. წ-მა, გ. გ-მა, გ. გ-მა და გ. ხ-მა, სხვა პირებთან ერთად ,,ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით - მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობით, რბევითა და ძალადობის მუქარით განახორციელეს „ღირსების მარშის“ ორგანიზატორების, მხარდამჭერების და აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნა, მათი სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით.
დევნისას, დაახლოებით 14:00-15:00 საათამდე, თ-ში, „ქ-ის“ ეკლესიის მიმდებარედ დ. ქ-ი, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხა ნ. ზ-ს, კერძოდ, მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ „ლგბტქი“ თემის მაიდენტიფიცირებელი დროშით გადაადგილების გამო ნ. ზ-ის მიმართ ძალადობისგან განრიდებას, დ. ქ-მა ფეხი ჩაარტყა მას წელის არეში, რა დროსაც ნ. ზ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
დევნისას, დაახლოებით 15:00 საათზე, თ-ში, თ-ისა და ჭ-ას ქუჩების კვეთაზე, თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ბ. მ-ძე, სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტ-ის“ ოპერატორ ლ. ბ-სა და საინფორმაციო სააგენტო „ი-ის“ ფოტოგრაფ გ. ნ-ს და სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები.
აღნიშნულის შემდეგ, თ-ში, თ-სა და ჭ-ას ქუჩების კვეთაზე, თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ბ. მ-ძე, ვ. ბ-ი, ნ. გ-ი და ი. წ-ძე სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტ-ის“ ოპერატორ ლ. ბ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხავადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები.
დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ძალადობის ადრესატმა პირებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დარბეულ იქნა „თ-ის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ-ში, რ-ის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-სა და ჭ-ას ქუჩების კვეთაზე, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას - თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ბ. მ-ძე, ვ. ბ-ი, ნ. გ-ნი და ი. წ-ე, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, ტელეკომპანია „ტ-ის“ ოპერატორ ლ. ბ-ს, რომელსაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა, კერძოდ, თ. გ-ნი, მ. დ-ი, ბ. მ-ძე, ვ. ბ-ი, ნ. გ-ნი და ი. წ-ე, სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ხელის კვრით, ფეხებისა და ხელების მრავალჯერადი დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანების გზით, აიძულებდნენ ლ. ბ-ს, შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები და არ გაევრცელებინა. თ. გ-მა, მ. დ-მა, ბ. მ-მ, ანალოგიური ქმედებები ჩაიდინეს - საინფორმაციო სააგენტო „ი-ის“ ფოტოგრაფ გ. ნ-ის მისამართით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:
ი. წ-მ, ბ. მ-მ, ნ. გ-მა, მ. დ-მა, თ. გ-მა და ვ. ბ-მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
სამოქალაქო მოძრაობა ,,თ-ის“ ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი ,,ღირსების მარშის“ გასაპროტესტებლად გაიმართა აქცია, რომელშიც სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდნენ: ი. წ-ე, ბ. მ-ძე, ნ. გ-ნი, მ. დ-ნი, თ. გ-ნი, ვ. ბ-ი და დ. ქ-ი. ისინი ერთმანეთთან წინასწარ შეუთანხმებლად შეიკრიბნენ თ-ი, რ-ს გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობდნენ ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, იღებდნენ ფოტოსა და ვიდეოს და ასევე ღია ეთერში აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს და აფიქსირებდნენ საზოგადოებრივ განწყობებს; მათ შორის ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ - ,,ტ-ის“ ოპერატორი ლ. ბ-ე და საინფორმაციო სააგენტო ,,ი-ის“ ფოტოგრაფი გ. ნ-ი (რომელიც ფოტოებს იღებდა). ი. წ-მ, ბ. მ-მ, ნ. გ-მა, მ. დ-მა, თ. გ-მა, ვ. ბ-მა, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, წინასწარ შეუთანხმებლად, ჯგუფურად ,,ტ-ის“ ოპერატორ ლ. ბ-ეს მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, რა დროსაც დაზარალებულმა ლ. ბ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ბ. მ-მ, თ. გ-მა, მ. დ-მა სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, წინასწარ შეუთანხმებლად, ჯგუფურად საინფორმაციო სააგენტო ,,ი-ის“ ფოტოგრაფ გ. ნ-ზე სხვაგვარად იძალადეს, რის გამოც დაზარალებულმა გ. ნ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ი. წ-მ, ბ. მ-მ, ნ. გ-მა, მ. დ-მა, თ. გ-მა და ვ. ბ-მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა ,,თ-ის“ ორგანიზებით გასამართი ,,ღირსების მარშის“ პარალელურად სხვა პირებთან ერთად თ. გ-მა, მ. დ-მა, ბ. მ-მ, ვ. ბ-მა, ნ. გ-მა და ი. წ-მ ძალადობით და ძალადობის მუქარით განახორციელეს აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნა, მათი სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით.
დევნისას, დაახლოებით 15:00 საათზე, თ-ში, თ-ისა და ჭ-ს ქუჩების კვეთაზე, თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ბ. მ-ე, ვ. ბ-ი, ნ. გ-ნი და ი. წ-ძე, სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, წინასწარ შეუთანხმებლად, ჯგუფურად თავს დაესხნენ ტელეკომპანია ,,ტ-ის“ ოპერატორ ლ. ბ-ეს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები.
დევნისას, თ. გ-ი, მ. დ-ი, ბ. მ-ძე, სხვა პირებთან ერთად, წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფურად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ასევე - თავს დაესხნენ საინფორმაციო სააგენტო ,,ი-ის“ ფოტოგრაფ გ. ნ-ს.
დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ძალადობის ადრესატმა პირებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება; დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
ი. წ-მ, ბ. მ-მ, ნ. გ-მა, მ. დ-მა, თ. გ-მა და ვ. ბ-მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ-ი, რ-ის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-სა და ჭ-ას ქუჩების კვეთაზე, თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ბ. მ-ე, ვ. ბ-ი, ნ. გ-ი და ი. წ-ე სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ფეხებისა და ხელების მრავალჯერადი დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანების გზით, აიძულებდნენ ოპერატორ ლ. ბ-ს შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა, არ მოეპოვებინა აქციაზე მიმდინარე მოვლენების ამსახველი კადრები და არ გაევრცელებინა. ასევე, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. მ-ე, თ. გ-ი, მ. დ-ნი, სხვა პირებთან ერთად ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანების გზით, აიძულებდნენ გ. ნ-ს შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა, არ მოეპოვებინა აქციაზე მიმდინარე მოვლენების ამსახველი კადრები და არ გაევრცელებინა.
დ. ქ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
სამოქალაქო მოძრაობა ,,თ-ის“ ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი ,,ღირსების მარშის“ გასაპროტესტებლად გაიმართა აქცია, რომელშიც სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდნენ: ი. წ-ე, ბ. მ-ე, ნ. გ-ნი, მ. დ-ნი, თ. გ-ნი, ვ. ბ-ი და დ. ქ-ი. ი. წ-მ, ბ. მ-მ, ნ. გ-მა, მ. დ-მა, თ. გ-მა, ვ. ბ-ა სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად წინასწარ შეუთანხმებლად, აქციაზე მყოფი ჟურნალისტების მიმართ განახორციელეს დევნა, მათი სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით.
დევნისას, დაახლოებით 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, თ-ში ქ-ის ეკლესიის მიმდებარედ, პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ, ,,ლგბტქი“ თემის მაიდენტიფიცირებელი დროშით გადაადგილების გამო ნ. ზ-ის დაცვას, რა დროსაც დ. ქ-მა ,,ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ფეხი ჩაარტყა წელის არეში ნ. ზ-ს, რის გამოც ნ. ზ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, დ. ქ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 5 ივლისს თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა ,,თ-ის“ ორგანიზებით გასამართი ,,ღირსების მარშის“ პარალელურად, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, დ. ქ-მა ,,ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, აქციაზე მისულ ნ. ზ-ზე მისი სიტყვისა და აზრის გამოხატვის გამო განახორციელა დევნა. დევნისას, დაახლოებით 14:00-15:00 საათამდე, თ-ში, ქ-ს ეკლესიის მიმდებარედ, პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ,,ლგბტქი“ თემის მაიდენტიფიცირებელი დროშით გადაადგილების გამო ნ. ზ-ს დაცვას, რა დროსაც დ. ქ-მა ,,ლგბტ“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ფეხი ჩაარტყა წელის არეში ნ. ზ-ს, რის გამოც ნ. ზ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ძალადობის ადრესატმა პირმა მიიღო სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით:
ი. წ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე; ი. წ-ე, - დაბადებული .. წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, ი. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
ი. წ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 19 ივლისიდან;
ბ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე;
ბ. მ-ძე, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, ბ.მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
ბ. მ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 8 ივლისიდან;
ნ. გ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე; ნიკოლოზ გულედანი, - დაბადებული 1997 წლის 4 თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ნ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
ნ. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 17 ივლისიდან;
მ. დ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე;
მ. დ-ი, - დაბადებული .. წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, მ. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
მ. დ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 8 ივლისიდან;
თ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე;
თ. გ-ი, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, თ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
თ. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 8 ივლისიდან;
ვ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე;
ვ. ბ-ი, - დაბადებული ... წლის .. აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ვ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
ვ. ბ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 15 ივლისიდან;
დ. ქ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
დ. ქ-ი, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელი და საბოლოოდ, დ. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
დ. ქ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 14 ივლისიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განაჩენით:
თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ - ნათია გურულისა და მსჯავრდებულების - თ. გ-ის, მ. დ-ს, ვ. ბ-ისა და ი. წ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენი ი. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. გ-ის, მ. დ-ს, თ. გ-ის, დ. ქ-სა და ვ. ბ-ის მიმართ, დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - პროკურორმა თამარ იაკობიძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: თ. გ-ს, მ. დ-ის, ბ. მ-ის, ვ. ბ-ის, ნ. გ-სა და ი. წ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისათვის და კანონიერი, მიზნის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა; დ. ქ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისათვის და სამართლიანი, მიზნის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება ქმედების დისკრიმინაციული მოტივი.
5.1. კასატორი აღნიშნავს, რომ ფიზიკური ძალების მობილიზება მოხდა წინასწარ კონკრეტული პირების მიმართ ანგარიშსწორების მიზნით და ძალადობამ სხვადასხვა ჯგუფის მიმართ ფართო, მასშტაბური ხასიათი მიიღო (მათ შორის - ფაქტობრივად ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც მოძალადე ჯგუფებმა „ლგბტ“ თემის მხარდამჭერად აღიქვეს), რამაც ქვეყანაში მასობრივი არეულობა გამოიწვია და არსებითი საფრთხე შეუქმნა საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის უსაფრთხოებას; ეს ყოველივე სცდება საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლით დაცულ ობიექტს და შესაბამისად, ქმედება უნდა შეფასდეს ორგანიზებულ, ჯგუფურ, ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობად. სასამართლო პროცესზე დაკითხული ყველა დაზარალებული, მოწმეები ადასტურებენ, რომ ბრალდებულები იმუქრებოდნენ და მასობრივად, ფიზიკურად ძალადობდნენ კონკრეტული ჯგუფის მიმართ. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მტკიცებულებათა სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. სასამართლომ მსჯავრდებულთა ქმედება გაუგებრად გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ–ის 126–ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო დ. ქ-ის შემთხვევაში - სსკ-ის 126–ე მუხლის 1–ლ ნაწილზე, ისე, რომ გ. ნ-ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არც შეფასებულა. ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს განაჩენში განვითარებულ მსჯელობას, რომ თითქოს, გამომცემლობა „პუბლიკიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს შეიცავს და რომ იგი არაავთენტიკურ მასალად არის მიჩნეული. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების დამამძიმებელ გარემოებად მითითებული იყო - ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივი, რაც სასამართლომ მხოლოდ დ. ქ-ის ეპიზოდში გაითვალისწინა და აქაც, მიუხედავად პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მისი აღნიშვნისა დ. ქ-ს სხვა მსჯავრდებულთა იდენტური სასჯელი შეურჩია, რაც არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. სასჯელმა მსჯავრდებულზე იმგვარად უნდა იმოქმედოს, რომ იგი მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით განიმსჭვალოს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მსგავსი, მასობრივი, ჰომოფობიური და ტრანსფობიური ნიშნით ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასამართლო არ დაუნიშნავს სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს.
6. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
9. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ საქმეში ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის შესაბამისად არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, სააპელაციო პალატამ ბრალდებულთა ქმედებები არასწორად შეაფასა; ამასთან, ამოირიცხა სიძულვილის მოტივი, ხოლო სასჯელი განისაზღვრა არასამართლიანად. დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარი ან/და შესაგებელი არ წარმოუდგენია, შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს განაჩენს შეაფასებს პროკურორის საჩივარში გამოთქმული არგუმენტების საფუძვლიანობის ნაწილში.
10. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ი. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. გ-ს, მ. დ-ის, თ. გ-სა და ვ. ბ-ის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გარეშე), ხოლო დ. ქ-ის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით).
11. კასატორი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში მიუთითებს, რომ ორგანიზებული, ჯგუფური ძალადობის შეფასებისას, ყურადღება მათ შორის უნდა გამახვილდეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი კარითა და თავით დაცულ სამართლებრივ სიკეთეზე, რომელსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს - საზოგადოებრივი უშიშროება (უსაფრთხოება) და წესრიგი (ნორმალური ცხოვრების რიტმი); აღნიშნულით მოცემული ქმედება განსხვავდება ძალადობისაგან, რომელიც ორგანიზებული არ არის და რომლის დაცვის ძირითადი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობაა. ღია სივრცეში ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის დროს, აუცილებელი არაა წინასწარ შეკავშირება, არამედ შესაძლებელია მის ჩადენაში წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდეს ორი ან მეტი ამსრულებელი.
12. წარმოდგენილი საქმის მასალების საფუძველზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის ხსენებულ არგუმენტებს მსჯავრდებულების - ი. წ-ს, ბ. მ-ის, ნ. გ-ის, მ. დ-ს, თ. გ-ის, ვ. ბ-ა და დ. ქ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობასთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს განსახილველი მტკიცებულებების შინაარსიდან, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლი დასჯადად მიიჩნევს ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. კასატორი აპელირებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედება უნდა შეფასდეს ორგანიზებულ, ჯგუფურ, ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობად. საკასაციო პალატა უთითებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია მსჯავრდებულებს გაცნობიერებული ჰქონდეთ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის ან ამ ჯგუფის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის განზრახვის შესახებ. ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ნიშანი არის ერთმანეთთან წინასწარ შეკავშირება.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ვერ ადასტურებს მსჯავრდებულთა მიერ ჯგუფში ორგანიზებული ფორმით მონაწილეობას, ისევე, როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მსჯავრდებულების მხრიდან ერთმანეთთან წინასწარ შეკავშირებისა თუ წინასწარ, ერთმანეთის განზრახვის ცოდნის ფაქტი. განსახილველ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულები - თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ბ. მ-ძე, ვ. ბ-ი, ნ. გ-ნი და ი. წ-ძე სხვა პირებთან ერთად მოქმედებდნენ არა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად და ორგანიზებულად, არამედ - ჯგუფურად, სპონტანურად, კონკრეტულ დროს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ჟურნალისტების წინააღმდეგ, რითაც ცდილობდნენ, აღეკვეთათ ადგილზე განვითარებული მოვლენების გადაღება და გაშუქება, ხოლო მსჯავრდებული დ. ქ-ი მოქმედებდა მარტო და იძალადა ,,ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, აქციაზე მისულ ნ. ზ-ზე მისი სიტყვისა და აზრის გამოხატვის გამო.
დაზარალებულ ნ. ზ-ის ჩვენების თანახმად, 2021 წლის 5 ივლისს, როდესაც მივიდა ქ-ის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს ავტობუსის გაჩერებაზე, ჩანთიდან ამოიღო ,,ლგბტ“ დროშა, რა დროსაც მასთან მივარდა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელმაც ხელი ჰკრა. შემდეგ დაახლოებით, 10-15 ადამიანი მივარდა, დაუწყეს ხელების რტყმა, ფურთხება და ლანძღვა. ნ. ზ-ის განცხადებით, მასთან მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც სკვერის მხარეს წაიყვანეს; როდესაც სკვერში ჩაიყვანეს, მოძალადე პირები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდნენ. ჩასვლისას ,,ბენდენიანი“ პირი წიხლით მივარდა, დაარტყა წელში, რა დროსაც განიცადა ტკივილი. მისი განმარტებით, პირს ,,ბენდენა“ სახეზე ეკეთა, ტანთ ეცვა ჯინსის შარვალი და მოწითალო მაისური.
მოწმე ზ. მ-ის ჩვენების თანახმად, 2021 წლის 5 ივლისს, ის და სხვა პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ რ-ის გამზირზე, სადაც დაანონსებული იყო ,,პ-ის“ აქცია და კონტრაქციაც. ზ. მ-ს სასამართლო სხდომაზე წარედგინა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც აღბეჭდილია 2021 წლის 5 ივლისის საპროტესტო აქციის კადრები. მან აღნიშნა, რომ ,,ბენდენიანი“ პირი, რომელმაც ნ. ზ-ს უკნიდან ჩაარტყა, არის დ. ქ-ი.
მოწმე ნ. გ-ს ჩვენებით, თავდამსხმელს სახეზე ეკეთა შავი ,,ბენდენა.“ დარტყმის შემდეგ მოძალადე საპირისპირო მხარეს, ,,9 -ის“ სახელობის სკვერში გაიქცა, რა დროსაც მას პოლიციის თანამშრომელი ზ. მ-ი გაეკიდა.
დაზარალებულ გ. ნ-ის ჩვენების თანახმად, 2021 წლის 5 ივლისს, ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, აშუქებდა აქციის მიმდინარეობას. მოწმემ აღნიშნა, რომ თან ჰქონდა ფოტოაპარატი და იღებდა სურათებს. იგი იმყოფებოდა ჭ-სა და თ-ის ქუჩების კვეთასთან, რა დროსაც მოულოდნელად იგრძნო თავის არეში დარტყმა, რის შედეგადაც გონება დაკარგა. გ. ნ-ის განცხადებით, მან მიიღო დაზიანება თავის ტვინის, ჰემატომის სახით. ის დღემდე მკურნალობს.
დაზარალებულ ლ. ბ-ს ჩვენების თანახმად, ის მუშაობდა ,,ტ-ში“ ოპერატორად. 2021 წლის 5 ივლისს, ის და ჟურნალისტი გ. მ-ე იმყოფებოდნენ რ-ის გამზირზე, ქ-ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იმართებოდა საპროტესტო აქცია და ისინი ახორციელებდნენ რეპორტაჟს. ლ. ბ-მ განაცხადა, რომ მას თავს დაესხა აქციის რამდენიმე მონაწილე, დაუწყეს ხელებისა და ფეხების დარტყმა, რის შედეგადაც წაიქცა. ლ. ბ-მ აღნიშნა, რომ მის დაცვას ცდილობდა ერთი პოლიციის თანამშრომელი, რომელიც იყო მასზე გადაფარებული და მიუხედავად ამისა, აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილე პირები აგრძელებდნენ თავდასხმას, ურტყამდნენ ხელებითა და ფეხებით, აგინებდნენ და მიმართავდნენ უწმაწური სიტყვებით. მას მოძალადეები ძირითადად თავის არეში ურტყამდნენ, რის გამოც, ლ. ბ-ს ხელები თავზე ჰქონდა აფარებული. მოძალადე პირები ასევე ურტყამდნენ პირდაპირი ჩართვის აპარატსა და კამერას, რომლებიც დააზიანეს. ლ. ბ-ს შემთხვევის ადგილიდან გაყვანას ცდილობდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ის 10 მეტრით გაიყვანეს, მაგრამ მოძალადეები არ გაჩერდნენ და გააგრძელეს მასზე თავდასხმა. ისინი იქვე მდგარ მანქანაზე ადიოდნენ და იქიდან ურტყამდნენ. ლ. ბ-მ აღნიშნა, რომ მან მიიღო დაზიანებები თავის, მუცლის, ზურგისა და ფეხის არეში. ასევე - თავის ტვინის მსუბუქი შერყევა, რის გამოც რამდენიმე დღე მკურნალობდა. სასამართლო სხდომაზე ლ. ბ-ს წარედგინა ვიდეოჩანაწერები. მან ამოიცნო საკუთარი თავი და დაადასტურა ჩანაწერში ასახული გარემოებები.
ჟურნალისტ გ. მ-ის ჩვენების თანახმად, იგი ოპერატორ ლ. ბ-ან ერთად საპროტესტო აქციაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და პარლამენტის შენობის მიმდებარედ რამდენიმე ადგილიდან პირდაპირ აშუქებდნენ ძალადობის კადრებს. ლ. ბ-ე ცდილობდა კამერით აღებეჭდა ძალადობის ფაქტები, ხოლო მოძალადეებს არ სურდათ თავიანთი ქმედების კადრებზე აღბეჭდვა და ცდილობდნენ, აპარატურის დაზიანებას/განადგურებას; მათ თავს ესხმოდნენ. მოწმემ ასევე დაინახა, თუ როგორ დაესხნენ თავს ლ. ბ-ს მოძალადეები, ურტყამდნენ ფეხებსა და ხელებს. ლ. ბ-ს დაზიანებები ჰქონდა სხეულზე და დაუზიანეს აპარატურაც.
პოლიციის თანამშრომელ ვ. გ-ის ჩვენებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეესწრო ოპერატორ ლ. ბ-ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას. ამასთან, საგამოძიებო მოქმედების ფოტოსურათით ამოცნობისას, მან ამოიცნო ვანო ბურდული, ი. წ-ძე და ნ. გ-ი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ ქმედებებში.
პოლიციის თანამშრომელ ი. დ-ის ჩვენებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეესწრო ოპერატორ ლ.ბ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს; მასთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ფოტოსურათით ამოცნობისას - ამოიცნო - ვ. ბ-ი, ი. წ-ე და ნ. გ-ნი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ ქმედებებში და სცემდნენ ლ. ბ-ს.
აგრეთვე მოწმეებმა ვიდეოჩანაწერებში დაადასტურეს და მიუთითეს მსჯავრდებულებზე - ი. წ-ე, ბ. მ-ზე, ნ. გ-ზე, მ. დ-ე, თ. გ-სა და ვ. ბ-ზე, რომლებმაც იძალადეს ,,ტ-ის“ ოპერატორ ლ. ბ-ზე; ასევე ბ. მ-ზე, თ. გ-სა და მ. დ-ზე, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს საინფორმაციო სააგენტო ,,ი-ის“ ფოტოგრაფ გ. ნ-ზე. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის - ვიდეოჩანაწერებითა და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებითა და საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი გამომძიებლების ჩვენებებით (რომლებმაც დაადასტურეს თავიანთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე), უტყუარად დადგენილია აღნიშნულ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე მსჯავრდებულთა ვინაობა და ის გარემოება, რომ ი. წ-ძე, ბ. მ-ძე, ნ. გ-ნი, მ. დ-ნი, თ. გ-ი და ვ. ბ-ი მოქმედებდნენ წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფურად, სპონტანურად და ეპიზოდურად - ჟურნალისტების წინააღმდეგ, რითაც შეეცადნენ, აღეკვეთათ მომხდარი მოვლენების გაშუქება/დაფიქსირება.
როგორც დაზარალებულის, ასევე - მოწმეთა ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისა და ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი გამომძიებლების ჩვენებებით (რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე), უტყუარად დადგენილია ძალადობრივად მოქმედი - მსჯავრდებულ დ. ქ-ის ვინაობაც და ის გარემოებაც, რომ შემთხვევის დროს მარტო დ. ქ-ი ურტყამს დაზარალებულ ნ. ზ-ს და ამ ნაწილში არ იკვეთება სხვა დაუდგენელი პირების მიერ ჯგუფურად ცემის ფაქტი. ამასთან, პალატა უთითებს, რომ მსჯავრდებულ დ. ქ-ის მხრიდან აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია - სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით. რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ გამოკვეული მტკიცებულებების შინაარსის თანახმად, მათი მხრიდან აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია - სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გარეშე, ვინაიდან მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ გამოკვეთილა სექსუალური უმცირესობისა და გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის საფუძველი.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ის ფაქტი, რომ დაზარალებულები: ლ. ბ-ე და გ. ნ-ი 2021 წლის 5 ივლისს, საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტურ - სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რაც სრულად აღქმადი იყო მსჯავრდებულებისა და სხვა აქციაზე მყოფი პირებისთვის, ვინაიდან დაზარალებულებს თან ჰქონდათ ვიდეო და ფოტოგადამღები მოწყობილობები. შესაბამისად, მსჯავრდებულების - თ. გ-ის, მ. დ-ის, ბ. მ-ის, ვ. ბ-ის, ნ. გ-სა და ი. წ-ს ქმედებები მიმართული იყო იმისკენ, რომ ჟურნალისტებს არ ჩაეწერათ ,,თ-ის“ მიერ გასამართი აქციის კონტრაქციაზე გამართული ძალადობრივი ვითარება: ვიდეო/ფოტოგადაღება, პირდაპირ რეჟიმში გაშუქებისთვის ან სიუჟეტის მოსამზადებლად. ამასთან, მსჯავრდებულების ძალადობრივი ქმედებები ცალსახად გამოხატავდა ჟურნალისტებისათვის ხელშეშლის განზრახვას, რადგან ისინი აიძულეს არ შეესრულებინათ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა; სწორედ აღიშნული იყო მათ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის საფუძველი, რომელიც ასევე შეიცავდა ძალადობის მუქარას. შესაბამისად, მსჯავრდებულების - თ. გ-ის, მ. დ-ის, ბ. მ-ის, ვ. ბ-ის, ნ. გ-სა და ი. წ-ის მიერ ,,ტ-ის“ ოპერატორ - ლ. ბ-სა და საინფორმაციო სააგენტო ,,ი-ის“ ფოტოგრაფ გ. ნ-ის მიმართ ჩადენილია - პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რათა დაზარალებულებს არ მოეპოვებინათ აქციაზე მიმდინარე მოვლენების ამსახველი კადრები და არ გაევრცელებინათ. ლ. ბ-სა და ფოტოგრაფ გ. ნ-ის პროფესიული ნიშნისკენ მიმართული ქმედებები, მოიცავს კონკრეტული ნიშნით დევნას. ხოლო მსჯავრდებული დ. ქ-ი როგორც უკვე აღინიშნა მოქმედებდა მარტო, რა დროსაც იძალადა - ,,ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის - ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, აქციაზე მისულ - ნ. ზ-ზე მისი სიტყვისა და აზრის გამოხატვის გამო.
13. ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარის მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61). ამდენად, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43). ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020).
14. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურებულია, რომ: მსჯავრდებულებმა - ი. წ-მ, ბ. მ-მ, ნ. გ-მა, მ. დ-მა, თ. გ-ა და ვ. ბ-მა ჩაიდინეს - 1) ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 2) დევნა, ესე იგი, ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 3) ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით; ხოლო მსჯავრდებულმა დ. ქ-ა ჩაიდინა - 1) სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) - დანაშაული გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2) დევნა, ესე იგი, ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) - დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
15. კასატორი საჩივარში მიუთითებს სასჯელის არასამართლიანობაზეც, რასაც საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო აგრეთვე ვერ გაიზიარებს:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით, ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია - ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია - ჯარიმა, ერთიდან ორ წლამდე შინაპატიმრობა, ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით, სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ან უამისოდ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ მუხლებს გააჩნიათ ალტერნატიული სახის სასჯელები და არცერთი მათგანი არ ითვალისწინებს უპირობოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ვალდებულებას. მოცემული გარემოება კი, თავის მხრივ, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს არამხოლოდ ის გარემოება, თუ ალტერნატიული სასჯელებიდან რატომ აირჩია ერთი, კონკრეტული სახის სასჯელი, არამედ ისიც, თუ რატომ შეარჩია განსახილველი კონკრეტული ზომა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ უპირობოდ ყველა მსჯავრდებულთან მიმართებით გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელის სახის შერჩევისას სასამართლო მხედველობაში იღებს მათ შორის - დანაშაულთა ერთობლიობის ფაქტს, მოვალეობათა დარღვევის ზომას, მოცულობას, ჩადენილი ქმედების სახესა და დაზარალებულთა ოდენობას; ამასთან, დ. ქ-ან მიმართებით, დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნებით, კერძოდ: დ. ქ-ვის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს - დანაშაულის ჩადენა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, ვინაიდან ხსენებული მუხლის სანქცია ითვალისწინებს მაქსიმუმ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მას უნდა განესაზღვროს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლს (დევნას), აღნიშნული მუხლის შემადგენლობის ნიშნები მითითებულია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველ ნაწილში; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი (იგულისხმება კანონისმიერი მოთხოვნა, როდესაც - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას). შესაბამისად, მოცემულ ნაწილშიც დ. ქ-ის დანიშნული სასჯელის ზომა შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
რაც შეეხება უშუალოდ შერჩეული სასჯელის კონკრეტულ ზომას (არცერთ მსჯავრდებულთან მიმართებით, თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა არ გამოყენებულა), ხოლო ბრალდების მხარეს საკასაციო საჩივრით არ დაუსაბუთებია და არც საქმის მასალებით არ იკვეთება - იმგვარი სახის დამამძიმებელ გარემოებათა ერთობლიობა, რომელიც მიუთითებს უფრო მკაცრი სასჯელის (მათ შორის - მაქსიმალური ზომის) გამოყენების მართლზომიერებაზე.
16. ამდენად, ვინაიდან, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრით საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი არ იკვეთება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. ძაბუნიძე