დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010142223701163415
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №18აგ-23 13 ნოემბერი, 2023 წელი
ო. გ., 18აგ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების – გ. ლ-სა და მ. ღ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განაჩენით გ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რაც შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და, საბოლოოდ, გ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 სექტემბრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განაჩენი შეიცვალა: გ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რაც შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და, საბოლოოდ, გ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს განაჩენით გ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 11 წლითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. ო-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა – 11 წლით, 9 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა.
5. 2018 წლის 14 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ო-მ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ითხოვა დანიშნული საბოლოო სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით, მსჯავრდებულ გ. ო-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.
8. 2023 წლის 23 მაისს მსჯავრდებულმა გ. ო-მ და მისმა ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა – გ. ლ-მ და მ. ღ-მ –შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველების, ადვოკატების – გ. ლ-ს და მ. ღ-ს – შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ო.-ს ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა – გ. ლ-მ და მ.ნ ღ-მ, რომლებიც ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ. ო-ს მიმართ განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, კერძოდ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას უკუძალა აქვს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
5. საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ შუამდგომლობაში მითითებული კანონის ზემოაღნიშნული ცვლილება მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი იქნებოდა, რამეთუ თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი მსჯავრდებულ გ. ოყოშიძის მიმართ დაადგინა 2013 წლის 8 სექტემბერს, ესე იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით შეტანილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ განაჩენით იმსჯელა გ. ო-სა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 2013 წლის 17 აპრილის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე და 414-ე მუხლებში შეტანილი ცვლილებების გავრცელებასთან მიმართებით, თუმცა ზემოაღნიშნული ცვლილება გავრცელდა სხვა მსჯავრდებულის და არა – გ. ო-ს მიმართ, ვინაიდან გავლენას არ ახდენდა მის სამართლებრივ მდგომარეობაზე.
6. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 2013 წლის 17 აპრილის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე და 414-ე მუხლებში შეტანილი ცვლილებების გ. ო-ს მიმართ გავრცელებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულ გ. ო-ს შუამდგომლობაზე ერთხელ უკვე იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ და 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით) მიიჩნია, რომ არ იყო გამოკვეთილი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინება №75აგ-18 საქმეზე).
7. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება კანონიერია, არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ო-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების – გ. ლ-სა და მ. ღ-ს – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი