დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.12.2024
საქმის ნომერი
2კ-187-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180139624010160984

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №187I-24 5 დეკემბერი, 2024 წელი

კ-ე თ. , 187I-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით:

1.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

1.2. თ. კ-ე, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.

1.3. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი.

1.4. თ. კ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენით:

2.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

2.2. თ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის ივნისიდან იმავე წლის 1 ოქტომბრამდე ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 1 ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 ოქტომბრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, თ. კ-ს შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ. კ-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 3000 ლარი. საბოლოოდ, თ. კ-ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 2 ოქტომბრიდან.

3. 2024 წლის 1 ოქტომბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №15 დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ თ. კ-ს პირადი საქმე.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით:

4.1. ,,ამნისტიის შესახებ‘’ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე თ. კ-ე გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელისგან - პირობით მსჯავრად ჩათვლილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან. ამნისტიის შესახებ‘’ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად თ. კ-ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების,შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა), ხოლო ,,ამნისტიის შესახებ‘’ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამატებით სასჯელზე - ჯარიმაზე არ გავრცელდა მითითებული ამნისტია.

4.2. ,,ამნისტიის შესახებ‘’ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე თ. კ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 1 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი, რაც შეადგენს 10 თვით თავისუფლების აღკვეთას, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას.

4.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი შესაბამისად შეიცვალა: საქართველოს სისხლის სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის შედეგად შემცირებულმა ძირითადმა სასჯელმა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, თ. კ-ს შეეფარდა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი შესაბამისად შეიცვალა: საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის შედეგად შემცირებულ ძირითად სასჯელს - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 3000 ლარი და საბოლოოდ, თ. კ-ს, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 2 ოქტომბრიდან.

4.5. ,,ამნისტიის შესახებ‘’ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე თ. კ-ს მიმართ, დაბადებული ... . ... . ... წელს, პირადი ნომერი N..., მცხოვრები მ-ა, გ-ის ქუჩა N... , გამოიცა დამცავი ორდერი 6 თვით. დამცავი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: ა) აეკრძალა მსჯავრდებულ თ. კ-ს, - დაზარალებულ ო. კ-თან (მათ შორის, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან) მიახლოვება, სადაც შეიძლება ო. კ-ი იმყოფებოდეს. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენი თ. კ-ს მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. კ-მ, რომელიც ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულ თ. კ-ს მიმართ მართებულად გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი და ამ კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, იგი გათავისუფლდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260 მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან; შესაბამისად მსჯავრდებული გათავისუფლდა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამისი უფლებების ჩამორთმევისაგან და აღუდგა აღნიშნული უფლებები. რაც შეეხება დამატებით სასჯელს - ჯარიმა 3000 ლარს, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ამ ჯარიმისაგან მსჯავრდებული არ გათავისუფლდა.

4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

5. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ო. კ-მა დააფიქსირა თანხმობა, რომ თ. კ-ს მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, სასამართლო მოკლებულია თ. კ-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელებზე ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გავრცელების შესაძლებლობას, რამდენადაც ამ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო ნასამართლევი.

6. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

7. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით და მსჯავრდებულ თ. კ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ოთხი ეპიზოდი) და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თ. კ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი