განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 03.12.2024
საქმის ნომერი
2კ-182-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 180139624010159888

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1821-24 ქ. თბილისი

ბ. გ., 1821-24 3 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენით:

გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (07.07.2021-19.11.2023 წლების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (2024 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (2024 წლის 4 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გ. ბ-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქა გ. ბ-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვე და 28 (ოცდარვა) დღე და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. ბ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

მსჯავრდებულ გ. ბ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 05 იანვრიდან.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 2 იანვრის ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 2 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 3 იანვრის ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 03 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

გ. ბ-ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 03-02 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლით, დამატებით სასჯელად გ. ბ-ს დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა 2 (ორი) წლით;

გ. ბ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან;

გ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 5 იანვრიდან 2021 წლის 7 ივლისის ჩათვლით;

3. 2024 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ბ-ს პირადი საქმე.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით:

4.1. ,,ამნისტიის შესახებ‘’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა გ. ბ-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელებზე.

4. 2. ,,ამნისტიის შესახებ‘’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა გ. ბ-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე.

4.3. მსჯავრდებულ გ. ბ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 5 იანვრიდან.

4.4. გ. ბ-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ბ-მ. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მას ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შემცირებოდა შეფარდებული სასჯელი. მსჯავრდებული ასევე აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენით მისი მსჯავრდების საქმეზე, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, ვინაიდან მოწმის სახით უნდა დაკითხულიყვნენ მისი მცირეწლოვანი შვილები. მსჯავრდებულის მოსაზრებით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, არასწორად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ვინაიდან პრობაციის სააგენტოდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ მის მიმართ საქმისწარმოება დასრულებული იყო 2023 წლის 6 ივლისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განჩინება შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა მათ შორის დანაშაულები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.

3. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მეხუთე პუნქტის მიხედვით, იმ პირზე, რომელმაც მათ შორის – ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ. ბ-ს მიმართ მართებულად არ გაავრცელა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შეღავათები მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთაზე, ვინაიდან მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა პირმა – ნინო ივანაურმა, 2024 წლის 18 ოქტომბერს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არ არის თანახმა გ. ბ-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე. მოცემულ მუხლზე დაზარალებულის თანხმობა, დამცავი ორდერის გაცემაზე მსჯავრდებულის თანხმობასთან ერთობლივად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე–4 მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

5. რაც შეეხება, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელებს – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთასა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 03-02 იანვრის ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთას (რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით მსჯავრად), მათ მიმართ, მართალია, სასამართლომ კანონიერად არ გაავრცელა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შეღავათი – სასჯელის განახევრება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის შემთხვევაში იმ მიზეზით, რომ დაზარალებულმა ნინო ივანაურმა უარი განაცხადა გ. ბ-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის შემთხვევაში, ამასთან ერთად, დამატებით იმ მოტივითაც, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის), მაგრამ, აღნიშნული მუხლებით შეფარდებულ სასჯელებზე, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ვრცელდება სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება, ვინაიდან ამ ქმედებების შემთხვევაში, სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების წინაპირობად, მე–4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიჩნეულია – მხოლოდ მსჯავრდებულის თანხმობა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელებზე, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით სასჯელების ერთი მეექვსედით შემცირებაზე, გავლენას ვერ მოახდენს – მსჯავრდებულის წარსული ნასამართლობა და დაზარალებულის თანხმობის არარსებობა.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. ბ-ს თანხმობა, რომ მის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი, რის გამოც, მას ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 03-02 იანვრის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელები.

7. ამდენად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელებზე – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთასა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 03-02 იანვრის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის (რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით მსჯავრად) მოუხდელ ნაწილზე უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და ერთი მეექვსედით შემცირდეს აღნიშნული მუხლებით შეფარდებული სასჯელები, რაც გავლენას ვერ მოახდენს მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი შთანთქმული ჰქონდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილ სასჯელს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) შეფარდებული და ამნისტიით შემცირებული სასჯელები, დანაშაულთა ერთობლიობით უნდა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით (აღნიშნულ მუხლზე, როგორც ზემოთაც აღინიშნა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შეღავათი არ ვრცელდება) განსაზღვრულმა სასჯელმა.

8. საკასაციო სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს: ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3, მე-7 პუნქტების თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო იღებს პირის მიერ მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში; მსჯავრდებულზე ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში (განაჩენში/განჩინებაში) აღნიშნული უნდა იყოს დამცავი ორდერის გამოცემისა და ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგები. მოსამართლე, მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, გამოსცემს დამცავ ორდერს ამ კანონით განსაზღვრული ვადით.

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიმართ უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გ. ბ-ს მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენებამ საბოლოო სასჯელის ცვლილება არ გამოიწვია, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია დამცავი ორდერის გამოცემა, რადგან დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ, დამცავი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვების ამოქმედება გააუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას.

10. მსჯავრდებული გ. ბ. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, მისი მსჯავრდების საქმეზე მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა, ვინაიდან მოწმის სახით უნდა დაკითხულიყვნენ მისი მცირეწლოვანი შვილები, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს, არამედ მსჯელობს მხოლოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების საკითხზე. ასევე უსაფუძვლოა მსჯავრდებულის მოსაზრება, რომ მას საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, არასწორად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ვინაიდან პრობაციის სააგენტოდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ მის მიმართ საქმისწარმოება დასრულებული იყო 2023 წლის 6 ივლისს, შემდეგ გარემოებათა გამო: ჯერ ერთი მას წინა – მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით – შეფარდებული სასჯელი არ დამატებია ბოლო განაჩენზე, არამედ ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელი. ამასთან, წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენით მას მსჯავრი დაედო, მათ შორის, 2021 წლის 7 ივლისიდან 2023 წლის 19 ნოემბრამდე ჩადენილი დანაშაულებისათვის, რა დროსაც იგი იყო პირობით მსჯავრდებული.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს:

3. გ. ბ-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთაზე არ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.

4. გ. ბ-ს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენით:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (07.07.2021-19.11.2023 წლების ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (2024 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (2024 წლის 4 იანვრის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) განსაზღვრული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირებული, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ. ბ-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი.

4.6. გ. ბ-ს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 03-02 იანვრის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი – 5 (ხუთი) თვე და 28 (ოცდარვა) დღე და სასჯელად განესაზღვროს – 4 (ოთხი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთა.

4.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო – მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილმა სასჯელმა – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას წინა – მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. ბ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. მსჯავრდებულ გ. ბ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ათვლა დაეწყოს – 2024 წლის 5 იანვრიდან.

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი