ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100124008528126
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1061აპ-24 ქ. თბილისი
დ. ბ. N1061აპ-24 8 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ბ. დ–ს, - დაბადებულს 1... წელს, პ/ნ ........., - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 25 იანვარს, ქ. ბ.., ი.. ნ–ს ქ....-ში მდებარე ბ. დ–სა და ნ. ი–ს საცხოვრებელ სახლში, ბ. დ–სემ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო – ვინაიდან ნ. ი–ი იყო ქალი და არ ჰქონდა მისთვის შენიშვნის მიცემის უფლება, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ი–ს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2023 წლის 25 იანვარს, დღის საათებში, ქ. ბ.., ი.. ნ–ს ქ....–ში მდებარე ბ. დ–სა და ნ. ი–ს საცხოვრებელ სახლში, ბ. დ–ე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო – ვინაიდან ნ. ი–ი იყო ქალი და არ ჰქონდა მისთვის შენიშვნის მიცემის უფლება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ი–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.3. 2023 წლის 30 აგვისტოს, დღის საათებში, ქ. ბ.., ი.. ნ–ს ქ....-ში მდებარე ბ. დ–სა და ნ. ი–ს საცხოვრებელ სახლში, ბ. დ–სემ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო – ვინაიდან ნ. ი–სმა გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის დასრულება, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ი–სს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.4. 2023 წლის 30 აგვისტოს, დღის საათებში, ქ. ბ.., ი.. ნ–ს ქ....-ში მდებარე ბ. დ–სა და ნ. ი–ს საცხოვრებელ სახლში, ბ. დ–ე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო – ვინაიდან ნ. ი–სმა გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის დასრულება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ი–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.5. 2023 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, მ–ს მდებარე დ. მ–ის საცხოვრებელ სახლში, ბ. დ–მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო - ვინაიდან ნ. ი–ი იყო ქალი და არ ჰქონდა მისთვის შენიშვნის მიცემის უფლება, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ი–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა კისრის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.6. 2023 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, მ–ს მდებარე დ. მ–ს საცხოვრებელ სახლში, ბ. დ–ე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის გამო - ვინაიდან ნ. ი–ი იყო ქალი და არ ჰქონდა მისთვის შენიშვნის მიცემის უფლება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ი–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.7. 2023 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ბ.., ი.. ნ–ს ქ....-ში მდებარე ბ. დ– მდებარე დ. მ–ს საცხოვრებელ სახლში, ბ. დ–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შე
ურაცხყოფა მიაყენა ლ. მ–სა და დ. მ–ს, კერძოდ, ლ. მ–ს ორჯერ დაარტყა ხელი თავის არეში, ხოლო დ. მ–ს ხელი მოუჭირა ყელის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.8. 2023 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ბ...., ი..., ნ–ს ქ..., ბ.... მდებარე დ. მ–სის საცხოვრებელ სახლში, ბ. დ–ე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ლ. მ–სა და დ. მ–ს, რის გამოც ამ უკანასკნელთ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის განაჩენით:
3.1. ბ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 25 იანვრის და 30 აგვისტოს ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 25 იანვრის და 30 აგვისტოს ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში;
3.2. ბ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში;
3.2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 7 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 7 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით – 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
3.2.2. საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7
დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.2.3. საქართველოს სსკ-ის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა –2000 ლარი ჯარიმა;
3.2.4. საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 7 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით – 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ბ. ბ. დ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა – 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 7 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით – 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
3.4. მსჯავრდებულ ბ. ბ. დ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2023 წლის 7 დეკემბრიდან;
3.5. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბ. ბ. დ–ს დაევალა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
4. სასამართლომ დაადგინა:
4.1. 2023 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ბ...., ი..., ნ–ს ქ..., ბ.... მდებარე დ. მ–სის საცხოვრებელ სახლში, ბ. დ–სემ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ი–სს, კერძოდ, ხელი დაარტყა კისრის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
4.2. 2023 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ბ...., ი..., ნ–ს ქ..., ბ.... მდებარე დ. მ–სის საცხოვრებელ სახლში, ბ. დ–სე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ი–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
4.3. 2023 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ბ...., ი..., ნ–ს ქ..., ბ.... მდებარე დ. მ–სის საცხოვრებელ სახლში, ბ. დ–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. მ–სა და დ. მ–ს, კერძოდ, ლ. მ–ს ორჯერ დაარტყა ხელი თავის არეში, ხოლო დ. მ–სს ხელი მოუჭირა ყელის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
4.4. 2023 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ბ...., ი..., ნ–ს ქ..., ბ.... მდებარე დ. მ–სის საცხოვრებელ სახლში, ბ. დ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. მ–სსა და დ. მ–სს, რის გამოც ამ უკანასკნელთ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ, რომელმაც მოითხოვა ბ. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, გენდერის ნიშნით და დანაშაულთა ერთობლიობით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრა.
6. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ბ. დ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ჯ-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ. კასატორი ითხოვს ბ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაში, ასევე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას.
8.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ბ. დ–სის შესაგებელი. ბ. დ–სე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
9. 2024 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულმა ბ. დ–მ, რომელმაც მიუთითა რომ არ შეუძლია დაზარალებულების: ნ. ი–ს, დ. და ლ-ა მ–ების თანხმობის წარმოდგენა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების მიზნებისათვის და უარს აცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ბ. დ–ს დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 25 იანვრისა და 30 აგვისტოს ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 25 იანვრისა და 30 აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გათვალისწინებით) და მისთვის სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრას. ხოლო, საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნას. ასევე, ბ. დ–სათვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულებისათვის სასჯელის განსაზღვრისას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენის გათვალისწინებას.
2.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს ბ. დ–ს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია დანიშნული სასჯელის სამართლიანობა და ბ. დ–სის ქმედებებში გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის არსებობა.
3. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და იმავდროულად ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის – უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ფსიქოლოგიური ტანჯვა.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. დ–ს მიერ 2023 წლის 25 იანვარსა და 30 აგვისტოს ნ. ი–ს მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია: მხოლოდ დაზარალებულ ნ. ი–ს ჩვენება. ბრალდების მხარის მოწმეები – დ. მ–ი და ლ. მ–ი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, უშუალოდ ძალადობისა და მუქარის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან, აღნიშნულის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ხოლო ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია „მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52), ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება (მათ შორის - გარემოებითი მტკიცებულება) ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის - ბ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 25 იანვრის და 30 აგვისტოს ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 25 იანვრის და 30 აგვისტოს ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის - დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილს, იმ გარემოებას, რომ „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38) და სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
8. საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11-ელი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ხოლო, საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილი – ჯარიმას (საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის) ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ბ. ბ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა (ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ეპიზოდში – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით, ლ-ნა მ–ისა და დ. მ–ს მიმართ მუქარის ეპიზოდში - ჯარიმა 2000 ლარი), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
9. სასამართლო იზიარებს ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ბ. დ–ს ბრალდებიდან გენდერული დისკრიმინაციის მოტივის ამორიცხვის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გენდერული მოტივით.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის 7 დეკემბის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულების ხასიათის, სიმძიმისა და სასჯელის ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, ბ. დ–ს მიმართ სასჯელის - 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება სასჯელის კერძო და საჯარო პრევენციის, ასევე - ბ. დ–სის რესოციალიზაციის მიზანს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. დ–სათვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.
10.1. სასჯელის მოხდის ფორმასთან (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა) მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი ბრალდების მხარე სასჯელის გამკაცრებას ითხოვს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლის მე-3 ნაწილზე ზოგადი მითითებით. ბრალდების მხარე არ უთითებს სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის კანონდარღვევით გამოყენებასა და აღნიშნულიდან გამომდინარე დანიშნული სასჯელის უკანონობაზე. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისათვის სავალდებულოა კუმულაციურად შემდეგი პირობების არსებობა: ბრალდებულის (მსჯავრდებული) მიერ დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №305აპ-21). მოცემულ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ბ. დ–სემ გამოძიების ეტაპზე, 2023 წლის 9 დეკემბერს, გამოკითხვისას მიუთითა, რომ არ ეთანხმებოდა ბრალდების დადგენილებაში მითითებულ ბრალდებებს და სასამართლოში მისცემდა ჩვენებას (იხ.: ტ.1, ს.ფ. 160-162), წინასასამართლო სხდომის ეტაპზე გამოიყენა დუმილის უფლება (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი 13:17:40-13:18:16; ტ.1, ს.ფ.233-237), საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა, რომ აღიარებდა ნ. ი–ს მიმართ 2023 წლის 7 დეკემბერს ჩადენილ ფიზიკურ ძალადობას (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გარეშე) და 2023 წლის 7 დეკემბერს ჩადენილ ფიზიკურ ძალადობას (ლ. მ–სა და დ. მ–ს მიმართ), უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
10.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. დ–ე გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისთვის გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და იხდის პირობით მსჯავრს; ასევე - საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესს (საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში); იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარე გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას არ ითხოვს აღნიშნული საფუძვლით (კასატორი არ ხდის სადავოდ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 გამოყენების კანონიერებას).
11. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა (ბ. დ–მ საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა – 2023 წლის 7 დეკემბერს).
12. სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11-ელი ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით – ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. დ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 2 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 7 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად(რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია), ხოლო 7 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით – 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
12.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. დ–ე დანაშაულის ჩადენის დროს (2023 წლის 7 დეკემბერს) იყო ნასამართლობის არ მქონე (ნასამართლობა ჰქონდა გაქარწყლებული (იხ.: ცნობა ნასამართლობის შესახებ, ტ.1, ს.ფ.51-52)), თუმცა სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ პირის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის (კერძოდ, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის) გამოყენება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შესაძლებელია მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან საჩივრის განხილვის თარიღისათვის, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულთა (ლ. მ–ი, დ. მ–ი) თანხმობები, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ შემთხვევებში, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.
12.3. სასამართლო ითვალისწინებს 2024 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსულ მსჯავრდებულ ბ. დ–ს განცხადებას მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ, განცხადებაში მითითებულ უარის თქმის მოტივს. იმავდროულად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ ამნისტიის შესახებ“ ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და მე-6 მუხლის პირველი პუნქტი მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს დაზარალებულის თანხმობის და მსჯავრდებულის პოზიციის მიუხედავად. შესაბამისად,12.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
12.3.1. ბ. ბ. დ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 7 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია), ხოლო 7 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, - უნდა შეუმცირდეს 1/6-ით;
12.4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.
12.4.1.შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბ. დ–სე უნდა გათავისუფლდეს პირობითად ჩათვლილი 7 თვით თავისუფლების აღკვეთისა და 1 წელი და 6 თვე გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან.
13. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს, (რომლის თანახმად ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე) და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს (ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე).
14. ბ. დ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს – 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 7 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით – 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
15. მსჯავრდებულ ბ. ბ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელი - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით – დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, არ არსებობს აღნიშნულ ეპიზოდში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024წლის 28 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის დარჩენილი ნაწილის - ( „7 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით - 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით“) მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
16. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ასევე არ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი ბ. დ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე - 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე.
17. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია; ასევე - ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
17.1. ბ. ბ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის სახედ გასაჩივრებული განაჩენით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, არ არსებობს აღნიშნულ ეპიზოდში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მსჯავრდებულ ბ. დ–ს მიმართ საქართველოს კანონის გავრცელებაზე, ვინაიდან ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი არ თავისუფლდება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის მოხდისაგან.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება:
3. ბ. დ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 25 იანვრისა და 30 აგვისტოს ეპიზოდებში) და საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 25 იანვრის და 30 აგვისტოს ეპიზოდებში) წარდგენილ ბრალდებებში;
4. ბ. დ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111, 151–ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
4.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 7 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 7 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად(რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია), ხოლო 7 თვე, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
4.2. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
4.3. საქართველოს სსკ-ის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – 2000 ლარი ჯარიმა;
4.4. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, – 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 7 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 თვე, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით – 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
4.4.1. ბ. ბ. დ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს – 5 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია). ხოლო, პირობითად ჩათვლილი 7 თვით თავისუფლების აღკვეთისა და 1 წელი და 6 თვე გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან გათავისუფლდეს.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ბ. ბ. დ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 2 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით – 7 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია), ხოლო 7 თვე, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს
პირობით – 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
6. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და მისი დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს.
7. მსჯავრდებულ ბ. ბ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალოს არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი