დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება

სისხლის სამართლის 25.12.2024
საქმის ნომერი
2კ-1243აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123008429367

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1243აპ-24 25 დეკემბერი, 2024 წელი

ე–ი გ, 1243აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ _ გოჩა ქორაიას,ადვოკატ – ს. ი–ი-ე–ის,მსჯავრდებულ _ გ. ე–ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ე–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ი–ი-ე–ის საკასაციო საჩივარი და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოგა კაკოჩაშვილის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივნისის განაჩენით გ. ე–ი (პ----),ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 3 წელი და 4 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 8 თვე – ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წელი და 8 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 4 თვე – ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და გ. ე–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 3 წელი და 4 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 8 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ გ. ე–ს სასჯელი აეთვალა 2023 წლის 14 ნოემბრიდან.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ე–მა ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით, 08:50 საათზე, თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ე–მა თანნაქონი ბეისბოლის ხელჯოხის, ე.წ. „ბიტის“, რამდენჯერმე ძლიერად დარტყმით და „GLOCK 17-ის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით ს. მ-ას მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

· 2023 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით, 08:50 საათზე, თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ე–ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდვე შეძენილ, გამოსაყენებლად ვარგის ცეცხლსასროლ იარაღს – ქარხნული წესით დამზადებულ, „GLOCK 17-ის“ მოდელის №-- პისტოლეტს და იმავე პისტოლეტისათვის განკუთვნილ, გამოსაყენებლად ვარგის საბრძოლო მასალას, 9 ცალ 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ-კალიბრიან Parabellum-ის (9X19) ვაზნას.

· 2023 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით, 08:50 საათზე, თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ე–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდვე შეძენილ, გამოსაყენებლად ვარგის ცეცხლსასროლ იარაღს – ქარხნული წესით დამზადებულ, „GLOCK 17-ის“ მოდელის №-- პისტოლეტს და იმავე პისტოლეტისათვის განკუთვნილ, გამოსაყენებლად ვარგის საბრძოლო მასალას, 9 ცალ 1908 წლის ნიმუშის, 9 მმ-კალიბრიან Parabellum-ის (9X19) ვაზნას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა გოგა კაკოჩაშვილმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გ. ე–ისათვის სასჯელის დამძიმება.

4. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა შესაგებლით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – ადვოკატი ს. ი–ი-ე–ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გ. ე–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7. 2024 წლის 2 დეკემბერს პროკურატურამ გაითვალისწინა: ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და სიმძიმე, ბრალეულობის ხარისხი, ასევე, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროება, პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ დანაშაულთა აღიარება და მონანიება, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელშეწყობა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ბრალდებულის ქცევა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა – და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ გ. ე–ს, მის ადვოკატს – ს-. ი–ი-ე–სა – და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოგა კაკოჩაშვილს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

8. 2024 წლის 23 დეკემბერს პროკურორმა გოგა კაკოჩაშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ გ. ე–ს შორის 2024 წლის 2 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ: გ. ე–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალოს პირობით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და გ- ე–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე – ჩაეთვალოს პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ გ. ე-ს სასჯელი აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2023 წლის 14 ნოემბრიდან. ცნობად იქნეს მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 პენიტენციური დაწესებულების 2024 წლის 7 ოქტომბრის წერილი, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულ გ. ე–ს, საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №--- განკარგულებით, მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა ერთი წლით.

9. 2024 წლის 25 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე, საკასაციო საჩივრის განხილვის დროს, მსჯავრდებულმა გ. ე–მა აღიარა მისთვის ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რასაც დაეთანხმა მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ი–ი-ე–ი.

10. 2024 წლის 25 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს: პროცესში მონაწილე პროკურორმა გოჩა ქორაიამ, მსჯავრდებულმა გ. ე–მა და მისმა ადვოკატმა ს. ი–ი-ე–მა.

11. ამასთან, საკასაციო საჩივართან მიმართებით, დაცვის მხარემ დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული ადვოკატ ს. ი–ი-ე–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ გოგა კაკოჩაშვილსა და მსჯავრდებულ გ. ე–ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ ს. მ---ას, მოწმეების: ვ. მ-ას, ა. მ-ის, ბ. გ-ს, ო. ნ-ოს, გ. გ–-ას, მ. გ-ას, მ. ბ–ის, მ. ი-ის, ბ. ა–ის, დ. ს-ას, ი. მ-ას, მ. მ--ის – გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით და ამოღებული „GLOCK 17-ის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით, ამოღების ოქმითა და ამოღებული სისხლიანი ტანსაცმლით, ტრასოლოგიურ-ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის №---, ბალისტიკური ექსპერტიზის №- დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, გ. ე–ის მიმართ ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ. ე–ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და სასჯელის ზომასთან დაკავშირებით ეთანხმება პროკურორს. მსჯავრდებული გ. ე–ი ასევე აცნობიერებს სასამართლოს უფლებამოსილებასაც, მხედველობაში არ მიიღოს შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ისიც ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც, არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოგა კაკოჩაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ე–ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ადვოკატ ს--–---- ი----–---–ი-ე-–---–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

4. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ გოგა კაკოჩაშვილსა და მსჯავრდებულ გ. ე–ს შორის;

5. გ. ე–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;

6. გ. ე–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი – ჩაეთვალოს პირობით;

7. გ. ე–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე – ჩაეთვალოს პირობით;

8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი სასჯელები და გ. ე–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე – ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;

9. მსჯავრდებულ გ. ე–ს სასჯელი აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2023 წლის 14 ნოემბრიდან;

10. ცნობად იქნეს მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-- პენიტენციური დაწესებულების 2024 წლის 7 ოქტომბრის წერილი, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულ გ. ე–ს საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №--- განკარგულებით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი უნდა შეუმცირდეს ერთი წლით;

11. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ე–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. ე–ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს – პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

13. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ცალი მასრა და ერთი ცალი ტყვია, №--- პისტოლეტი, ერთი ცალი მჭიდი, ხუთი ცალი ვაზნა, ორი ცალი თეთრი ფერის კონვერტი, ერთი ცალი თეთრი ფერის ყუთი, გახსნილი პაკეტი, ამოღებული იარაღებიდან გასროლილი ექსპერიმენტული მასრები და ტყვიები – გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული ქვები მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი წყვილი ხელთათმანი, ანაწმენდები, გ- ე-–---–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუშები, მიკრონაწილაკები 8 ცალ მწებავ ფირზე, მ-ა ს-ისგან აღებული სისხლის ნიმუში – განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

დივიარები, დაზარალებული მ-ა ს–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მ. ე–ის ავტომობილი გასაღებთან ერთად, თ. ე–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი მჭიდი, თ. ე–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის, იარაღის მოსათავსებელი სამი ცალი კონტეინერი, სამი ცალი პისტოლეტი, ექვსი მჭიდი, თეთრი ფერის გახსნილი ორი კონვერტი, რვა ცალი იარაღის საინფორმაციო ბროშურა, ორი ცალი შეძენის ყდა, ერთი ცალი იარაღის საწმენდი ჯაგრისი, ორი ცალი ლითონის დეტალი, ათი ცალი 9X19 მმ. კალიბრის ვაზნა, სამი ცალი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და ერთი ცალი გახსნილი პაკეტი, კარაბინი, ოპტიკური სამიზნით და მჭიდით, 5,6 მმ. ვაზნებთან ერთად, ერთი ცალი მუყაოს კოლოფი, ხუთი ცალი თეთრი ფერის კონვერტი, ორი ცალი შავი ფერის პლასტმასის ყუთი, მასში მოთავსებული საწმენდი საშუალებებით, ერთი ცალი შავი ფერის იარაღის მოსათავსებელი შალითა, გ. ე–ის ტანსაცმელი, მ. ე–ის ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი მოწითალო ფერის ლაქებით – დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

ერთი ცალი ფლეშ მეხსიერების ბარათი, დისკები – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

14. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე